აჭარის განათლების მინისტრის ახალი მოადგილეები

აჭარის გაანთლების, კულტურის და სპორტის ახალ მინისტრის, ინგა შამილიშვილის მოადგილეები მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრის წარდგინებით დღეს დანიშნა. პირველ მოადგილედ ისევ სულიკო თებიძე იმუშავებს. ის 2012 წლიდან განათლების მინისტრის მოადგილეა და საგანმანათლებლო მიმართულებას ხელმძღვანელობს. სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსი, თეონა ბერიძე  იქნება ინგა შამილიშვილის კიდევ ერთი მოადგილე. თეონა სამინისტროში 2014 წლიდან მუშაობს. მოადგილეებს შორის ახალი სახე …

აჭარის მთავრობის მომავალი წლის პრიორიტეტები

აჭარის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 315 მილიონი ლარით განისაზღვრა და ის უმაღლესმა საბჭომ უკვე დაამტკიცა. რეგიონის მომავალი წლის მთავარი საფინანასო დოკუმენტის მიხედვით 1 მილიონ 600 ათასი ლარით იზრდება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაფინანსება. მომავალ წელს დეპარტამენტის ბიუჯეტი 7 მილიონ 400 ათასი ლარი იქნება. ნამატი თანხა აჭარის ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენას უნდა მოხმარდეს. თითქმის 8 მილიონი …

კუთვნილი ულუფისთვის უფასო სასადილოში [ფოტო]

ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო 6 სასადილოს ამუშავებს, სადაც სოციალურად დაუცველებს დღეში ერთხელ, უფასო სადილით უმასპინძლდებიან. „უფასო სასადილოთი“ მოსარგებლეთა უმრავლესობას  კუთვნილი ულუფა ძირითადად შინ მიაქვს, ზოგიერთი კი სადილს სასადილოში მიირთმევს. ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს დირექტორის, ბადრი გოგიძის ინფორმაციით, აღნიშნული სასადილოებით ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4 042 ადამიანი  სარგებლობს. ბენეფიციართა ყოველდღიურად ერთჯერადი კვებისთვის კი ქალაქის ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში …

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

დაიცავს თუ არა 30-მილიონიანი პროექტის განხორციელება ბათუმის სანაპირო ზოლს და გადაიჭრება თუ არა ამით ზღვის მიერ ნაპირის მიტაცების პრობლემა? როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, პლაჟების შენარჩუნებისთვის მომდევნო წლებში კვლავ უნდა გაგრძელდეს ზღვაში ნატანის ხელოვნურად ჩაყრა. ზოგიერთი სპეციალისტის თქმით კი, პროექტის განხორციელების შემდეგ ზღვა უკვე ძველი ბულვარის ტერიტორიას წარეცხავს. ბათუმში ნაპირდაცვის პროექტის განხორციელება მომავალი წლის იანვარში დაიწყება და …

სასჯელაღსრულების სამინისტრო ბათუმის ციხეში დაფიქსირებულ უკანონო სამედიცინო საქმიანობაზე

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ ბათუმის ციხეში უკანონო სამედიცინო საქმიანობის შემთხვევაზე მოგვწერა. საუბარია მსჯავრდებულ კახა მეცხვარიშვილზე, რომელიც წლის განმავლობაში ათეულობით წერილის წერით აპროტესტებდა მის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს. ამავე პატიმრის წერილის საფუძველზე და სახალხო დამცველის თხოვნით, სამედიცინო რეგულირების სააგენტომ ბათუმის ციხეში ერთ-ერთი ექიმის, თამილა ვარშალომიძის მიმართ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი დაადგინა. რამდენიმე ექიმის საქმიანობაში ასევე …

ბობოყვათთან მომხდარ ავტოავარიას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქობულეთი-ბათუმის მაგისტრალზე, სოფელ ბობოყვათთან ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქტი ავტომანქანები დაეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქი ავტომანქანის მძროლი, სატვირთოს მძღოლი – საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით. ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების …

ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია პაატა დუმბაძე. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად. პაატა დუმბაძე ბოლო 8 თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებოდა. ადვოკატის, რამინ პაპიძის ინფორმაციით, მთავარი მტკიცებულება საქმეში სამხარაულის სახელობის ბიოლოგიური ექსპერტიზა აღმოჩნდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბრალდებულის თითის ანაბეჭდები ამოღებულ ნარკოტიკული ნივთიერების …

პოლიციელს ზედაპირული დათვალიერებისთვის „ლეგიტიმური მიზანი“ უნდა ჰქონდეს

„კონსტიტუციური ნორმებით განმტკიცებული ადამიანის ძირითად უფლებებში ჩარევისათვის აუცილებელია არსებობდეს აუცილებელი წინაპირობა, ლეგიტიმური მიზანი, ხოლო უფლების დაცულ სფეროში ჩარევას უნდა ჰქონდეს დასაშვები, შესაბამისი და პროპორციული ხასიათი“, – ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია. სასამართლომ სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო შეწყვიტა საქმის განხილვა მოქალაქე ირაკლი კიკილაშვილის მიმართ, რომელსაც გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩიულებლობას ედავებოდა. ირაკლი კიკილაშვილი მიმდინარე წლის …

სამუშაოები ბათუმის ქუჩებში [ფოტო]

თორნიკე თავაძის ფოტორეპორტაჟი ბათუმის ქუჩებიდან. ფოტოები წინასაახალწლო დღეებში იმ ქუჩებზეა გადაღებული, სადაც სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.  

„ეს არა მარტო ამ წლის, მომავალი წლის მარცხიც შეიძლება აღმოჩნდეს“

რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება ან მარცხი ქვეყნის ცხოვრებაში 2016 წელს? რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, რომელიც მომავალშიც შეიძლება გაგრძელდეს; რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელიც მნიშვნელოვნად შეიცვალა? წლის მოვლენები  „ბათუმელებთან“  „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა, პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ შეაფასა. თქვენი, როგორც პოლიტოლოგის შეფასებით, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2016 წელს საქართველოში …

1 273 მასწავლებელი სტატუსის გარეშე

საქართველოს სკოლებში 1273 უსტატუსო მასწავლებელი მუშაობს – ეს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებია. უსტატუსო მასწავლებლები მათ შორის ასწავლიან საბუნებისმეტყველო საგნებსაც. ყველაზე ბევრი – 222 უსტატუსო დაწყებითი საფეხურის პედაგოგია, 195 ინგლისურ ენას ასწავლის, 121 უსტატუსო პედაგოგი კი – ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს სკოლებში ისეთი პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც მასწავლებლის კვალიფიკაციას არ შეესაბამებიან. ასეთი სულ 1 273 …

უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი ბათუმის ციხეში

კახა მეცხვარიშვილი ბათუმის ციხიდან წლის განმავლობაში აგზავნის წერილებს. „ბათუმელებისთვის“ და სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებებისთვის მიწერილ წერილებში ის სამედიცინო მომსახურების ხარისხს უჩიოდა და დახმარებას ითხოვდა. მისი ერთ-ერთი წერილის საფუძველზე შემოწმება ბათუმის სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაში სამედიცინო რეგულირების სააგენტომ ჩაატარა და სხვადასხვა ხარვეზთან ერთად, უკანონო სამედიცინო საქმიანობის შემთხვევაც დაადგინა. მარტში, როცა „ბათუმელებმა“ კახა მეცხვარიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, …

ორი მოადგილის ვაკანსია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინიტროში

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ დროისთვის მხოლოდ ორი მოადგილეა დანიშნული. ავთანდილ მესხიძემ თანამდებობა შეინარჩუნა, ხოლო მეორე მოდაგილედ აჭარის მთავრობის აპარატის ყოფილი ხელმძღვანელი რუსლან ქორიძე დაინიშნა. აჭარის მთავრობის აპარატში გადასვლამდე რუსლან ქორიძე ბათუმის ვიცე-მერად მუშაობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით ვიცე-მერის თანამდებობაზე რუსლან ქორიძეს რეკომენდაცია აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გაუწია. ის წლების განმავლობაში ბათუმის საზღვაო ბანკის ბუღალტერი იყო, …

„მაგთიკომი” მომხმარებელს ინტერნეტის გათიშვაზე ინფორმაციას არ აწვდის

„მაგთიკომის“ ინტერნეტი დღეს დილიდან ბათუმში არ მუშაობს. კომპანიას არც წინასწარ და არც ამ დრომდე მომხმარებლისთვის ამის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია. „ეს არის ტექნიკური ხარვეზი. უკვე მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. არ ვიცით, ზუსტი დრო, როდის აღდგება, დღის ბოლომდე ველოდებით ჩართვას“, – გვიპასუხა „,მაგთიკომის“ ოპერატორმა. მისი თქმით, მომხმარებელი წინასწარ ვერ გააფრთხილეს, რადგან ხარვეზი მოულოდნელად გაჩნდა და ეს არ …

ჯანდაცვის მინისტრის წარდგინებით სამი მოადგილე დაინიშნა

აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის სამი მოადგილე უკვე დანიშნულია. მეოთხე მოადგილის სავარძელი ამ დროისთვის ვაკანტური რჩება. მინისტრის წარდგინებით მოადგილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ნიშნავს.   მინისტრის პირველი მოადგილე ამავე უწყების სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ლელა სურმანიძე იქნება ის პროფესიით ექიმია და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს 2007 წლიდან. საკადრო ცვლილება არ შეხებია მინისტრის ორ მოადგილეს: ნონა …

რატომ ამბობს უარს მთავრობა ფსიქიატრიულისთვის პროფილის შენარჩუნებაზე

„როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, 10 წლის განმავლობაში განვითარდეს საავადმყოფო, ჩაიდოს ინვესტიცია და მერე შეიცვალოს პროფილი?“,  – გვითხრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს გასხვისებით მისი პროფილი არ შეიცვლება, თუმცა აუქციონის პირობებში მას არ ჩაუდია პირობა, რომლის მიხედვითაც 10 წლის შემდეგ კერძო მესაკუთრისთვის რაიმე პირობის წაყენების უფლება ექნება. აჭარის ფინანსთა …

ქედის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა

დღეს, 27 დეკემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  რიგგარეშე სხდომაზე 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 17 ხმით სამის წინააღმდეგ დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი  8 მილიონ 157 700 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა საკრებულოს ოპოზიციამ, არგუმენტად ოპოზიცია იმ შენიშვნებს ასახელებს, რაც გამგებამ არ გაითვალისწინა. „არასამეწარმეო იურიდიულ პირებში დასაქმებულ თანამშრომლებს მწირი ანაზღაურება აქვთ, მოვითხოვეთ მათი ხელფასები 30%-ით გაზრდილიყო, ასევე …

პრემიები აჭარის მთავრობაში

პირველი იანვრიდან პირველ ოქტომბრამდე აჭარის მთავრობის აპარატსა და 6 სამთავრობო უწყებაში ჯამში პრემიებითვის 1 019 183 ლარი დაიხარჯა, დანამატებისთვის – 1 999 719, ხოლო ხელფასებში – 4 099 280 ლარი. მონაცემები დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა წარმოადგინა. მან საჯარო ინფორმაცია ამ საკითხზე შვიდი სამთავრობო უწყებიდან მიიღო: აჭარის მთავრობის აპარატი, ეკონომიკის, ჯანმრთელობის, განათლების …

აჭარა შესაძლოა ფსიქიატრიულის გარეშე დარჩეს

30 დეკემბერს ელექტრონული აუქციონის წესით ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ახალი მესაკუთრის ვინაობას გავიგებთ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილს პირობებიან, ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა უზრუნველყოს შენობისათვის საჭირო სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყება, რაც არაუგვიანეს 36 თვეში დასრულდება. აუქციონის ერთ-ერთი …

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში ორი პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ი.პ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო 1975 წელს დაბადებული რ.ბ.  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, ი.პ.-ს პირადი ჩხრეკისას, 20 აბი ,,სუბოქსინი“, 17 აბი „მეტადონი“ და ერთ …

ბათუმი-ახალციხის საავატომობილო მაგისტრალი ჩაკეტილია

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალი დღეს დილიდან ჩაკეტილია. მეწყერი დაახლოებით დილის 6 საათზე, ქედაში, სოფელ პირველ მაისთან ჩამოწვა. გზების დეპარტამენტის მონაცემით, მოძრაობა მაგისტრალზე დაახლოებით ნახევარ საათში აღდგება. „გზების დეპარტამენტი დილიდან მუშაობს გზის გაწმენდაზე. დაახლოებით ნახევარ საათში ცალმხრივად აღდგება გზა. დღის განმავლობაში გაგრძელდება მუშაობა და რამდენიმე საათში სრულად გაიწმინდება მაგისტრალის მონაკვეთი, სადაც მეწყერი ჩამოწვა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საქართველოს …

გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა [ვიდეო]

ბათუმში ისტორიულ სახლებს ანრევენ და მათ ნაცვლად მაღალსართულიან კორპუსებს ან სასტუმროებს აშენებენ. უმეტეს შემთხვევაში მთავრობა კულტურულ მეკვიდრეობასა და ინვესტიციას შორის არჩევანს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ აკეთებს. ერთსართულიანი ბელეტაჟები ბათუმში, რომლებიც ჯერ კიდევ მე-19-ე საუკუნის ბოლოს აშენდა ქალაქში თანდათან ქრება. ძველი ბათუმი იერსახეს კარგავს. როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა ისტორიული ძეგლების დაცვის მიმართ, მაშინ როცა ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნის თანახმად …

ევროპის მოედანი ბათუმში წინასაახალწლოდ

ხვალ 27 დეკემბერს, ევროპის მოედანზე საბავშვო კონცერტები გაიმართება. საბავშვო სტუდია „მულტი-პულტი“ თანამედროვე ცეკვების კონცერტს გამართავს. საღამოს ცოცხალი ბენდი  „Groove Phoenix“-ი დაუკრავს. 28 დეკემბერის სარამოს  ედიშერ ლომაძის ბენდი  „ჯეოპლანტი“ დაუკრავს. გაიმართება ანსამბლ „ბათუმის“ კონცერტიც. 29 დეკემბრის საღამოს კი ევროპის მოედანზე  ცოცხალი ბენდის „„Four Seasons“-ის კონცერტი გაიმართება. დღის განმავლობაში კი მოედანზე საბავშვო ღონისძიებებია დაგეგმილი. 30 დეკემბერს ევროპის …

აქცია ბათუმში – „რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოვებს“

29 დეკემბერს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წევრი, საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანი“ სააქციო საზოგდოება „მეტრო ჯორჯიას“ ხელშეწყობით საყოველთაო აქციას –  „რელიგიური განსხვავებულობა გვაახლოებს“ გეგმავს. აქციის ორგანიზატორის თიკო აბაშიძის განმარტებით, აქციის მიზანია, აჩვენოს საზოგადოებას რომ განსხვავებული აღმსარებლობა, ეროვნულობა და შეხედულებები ადამიანებს ჰარმონიულ ურთიერთობებში ხელს არ უშლის. „ვაპირებთ დავამზადოთ სტიკერები – „მე ვარ ქრისტიანი“, „მე ვარ მუსლიმი“, „მე ვარ …

ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები“- შუალედური კვლევის შედეგები ამ თემაზე „ახალგაზრდა იურიტთა ასოციაციამ“ წარმოადგინა. შედეგების გაცნობის პარალალურად მესამე სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა – ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში. „ბათუმში გამართული ამ დისკუსიიდანაც გამოიკვეთა, რომ სავალდებულო კვოტირება უნდა დაწესდეს და განხორციელდეს ცვლილებები პარტიების ფინანსურად წამახალისებელ ფორმებში,“ -გვიყვება ირმა …

ბათუმის საკრებულომ და მთავრობამ „ორბი ჯგუფს“ მიწები გადასცა

დღეს 26 დეკემბრის სხდომაზე, ბათუმის საკრებულომ რიგგზარეშე სხდომაზე, ბათუმის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აჭარის მთავრობსთვის გადაცემის საკითხი განიხილეს. მერიამ მთავრობას სამი მიწის ნაკვეთი გადასცა.  2 000 კვ/ მეტრი ბათუმში შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 2 352 კვ/მეტრი ფიროსმანის ქუჩაზე სპორტსკოლის მიმდებარედ და 207 კვ/მ ხიმშიაშვილის ქუჩაზე.  აღნიშნული მიწის ნაკვეთები გადაეცემა სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფს“. ამ მიწების ჩამონათვლაშია …

ლაშა სირაბიძე საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს

დღეს 26 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე რამდენიმე საკითხია წარმოდგენილი განსახილველად. პირველ საკითხად საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა სირაბიძის თავმჯდომარედ არჩევის საკითხი განიხილეს. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ლაშა სირაბიძის კანდიდატურა, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ლევან კინწურაშვილმა დააყენა. სხვა კანდიდატურა არ დასახელებულა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკრებულოში გიორგი კირთაძემ, …

ნათია სირაბიძემ მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია სირაბიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც მან „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა, თანამდებობის დატოვების მიზეზი ახალი მინისტრის გადაწყვეტილებაა. „ჩვენ ხომ ისედაც გათავისუფლებული ვიყავით თანამდებობიდან მთავრობის ცვლილების გამო, უბრალოდ აღარ ვინიშნები. მინისტრის გადაწყვეტილება იყო. დღეს მითხრეს მე“ – ამბობს ნათია სირაბიძე. ნათია სირაბიძემ  „ბათუმელებთან“ საუბარში ასევე აღნიშნა, რომ ის ახალ სამსახურს ელოდება: …

რის შეცვლას აპირებენ აჭარის მაჟორიტარები საქართველოს კონსტიტუციაში

საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული ხელისუფლება კონსტიტუციის შეცვლას აპირებს. საკონსტიტუციო კომისია მუშაობას უკვე შეუდგა, ცვლილების პროექტი მომავალი წლის აპრილში უნდა იყოს მზად. არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ აჭარის ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობდა. დეპუტატები აჭარიდან ახლაც იმავე აზრზე არიან, თუმცა ისინი პოლიტიკიდან უკვე წასული პაატა ბურჭულაძის წინასაარჩევნო გზავნილს ააქტიურებენ და ძირითადად ადგილობრივი კადრების ჩაგვრაზე ამახვილებენ ყურადღებას. კიდევ, მაგალითად, კულტურული …

Asea Sool და Strawberry Fields-ის კონცერტი ბათუმში

დღეს 26 დეკემბერს, საახალწლო  ღონისძიებების ფარგლებში ცოცხალი ბენდები Asea Sool   და Strawberry Fields-ის დაუკრავენ.  კონცერტი საღამოს 19:00 დაიწყება და  რამდენიმე საათს გაგრძელდება. ამავე საღამოს დაგეგმილია ენვერ ხაბაძის ქორეოგრაფიული ანსამბლის „ხარება“-ს,  ნანა მესხის, ლაშა ღლონტისა და ნუკა მარგველაშვილის კონცერტები. დღის განმავლობაში კი ევროპის მოედანზე საბავშვო გასართობი ღობისძიებებიც გაიმართება.  

30 მილიონამდე ლარის შეწყვეტილი ხელშეკრულებები მერიაში

ბათუმის მერიამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან 29 ხელშეკრულება შეწყვიტა. ჯამში სახელშეკრულებო თანხა 30 მილიონამდე ლარია. ამ თანხის თითქმის ნახევარი – 13 მილიონზე მეტი ლარი, ქალაქის ბიუჯეტიდან კომპანიებზე ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში უკვე გადარიცხული იყო. დაკარგული დრო და დაუთვლელი ზარალი – ესაა შეწყვეტილი ტენდერების შედეგი. ბათუმის მერიისგან მიღებული დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი თითქმის …

მომღერალი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა

ბრიტანელი მომღერალი ჯორჯ მაიკლი 54 წლის ასაკში გარდაცივალა – ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გვიან ღამით მომღერალთან დაახლოებულმა პირებმა გაავრცელეს, შემდეგ კი ინფორმაცია პოლიციამაც დაადასტურა. ბრიტანელი და ბერძენი წყვილის ოჯახში დაბადებულმა მუსიკოსმა კარიერა [მისი ნამდვილი სახელი იყო გეორგიოს კირიაკოს პანაიოტოუ] სკოლის მეგობართან ერთად დაიწყო. მისი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Faith კი ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად დისკად იქცა. ალბომის წარმატება …

შობა ბათუმში

25 დეკემბერს მსოფლიოს ქრისტიანთა უმრავლესობა იესო ქრისტეს შობის დღეს ზეიმობს. ქრისტეს შობა აღნიშნეს ბათუმშიც. კათოლიკურ ეკლესიაში ღვთისმსახურების ცერემონია 24 დეკემბერს საღამოს ათ საათზე დაიწყო.  ღვთისმსახურება პადრე გაბრიელ ბრაგანტინმა აღავლინა. საშობაო წირვას ჩვენს ქალაქში მყოფი უცხოელი კათოლიკეებიც ესწრებოდნენ. ბათუმის წმინდა სამების პროტესტანტულ ეკლესიაში კი საშობაო მსახურება დღეს, 25 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყო. საშობაო ქადაგების შემდეგ  საკვირაო …

ზურაბ პატარაძე და დავით გაბაიძე საკონსტიტუციო კომისიის წევრები არიან

დღეს, 24 დეკემბერს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადების მიზნით შეიქმნა,  მუშაობა დაიწყო.  პირველი სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ, ისინი ახალშექმნილი კომისიის წევრები იქნებიან. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცვლილებები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციაში 2010 წელს განხორციელდა, ვენეციის კომისიის …

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარედ გიორგი მგელაძე აირჩიეს

დღეს, 24 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-8 სხდომა გაიმართა.  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ახალი წევრები გიორგი მგელაძე (სტუდია მონიტორი),  თამარ უჩიძე ( სამხრეთის კარიბჭე) და თეა ზიბზიბაძე ( ქუთაისიპოსტი) გახდნენ. კენჭისყრის შემდეგ, ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი, გიორგი მგელაძე აირჩიეს. საბჭო დატოვეს წინა წელს არჩეულმა წევრებმა, – ნინო ზურიაშვილმა (თბილისის კვოტა), ირინა ყურუამ და …

ბათუმში საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება

ხვალ, 25 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე ოფიციალურად აინთება. მერიის საახალწლო ღონისძიებების პროგრამის მიხედვით, საბავშვო გასართობი ღონისძიებები ევროპის მოედანზე, 12:00 საათიდან დაიწყება. საღამოს რვა საათზე მომღერალი გიგი ადამაშვილისა და ანსამბლ „ბათუმის“ კონცერტი გაიმართება.  მათი სიმღერის ფონზე აანთებენა საახალწლო ნაძვის ხეს.  24:00 საათზე კი გაიმართება ლაშა ღლონტისა და ავთო აბესლამიძის კონცერტი. საახალწლო კონცერტებს წაიყვანს …

Exit mobile version