საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის „ბათუმის ბულვარი“ 126 000 ლარს გადაიხდის

„ბათუმის ბულვარი“ საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის მაქსიმუმ 126 740 ლარს გადაიხდის. ბულვარის სარგებლობაში არსებულ სანაპირო ზოლზე გასახდელების, საშხაპეების, ხის ბილიკებისა და სასმელი წყლის შადრევნის მოწყობაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პლაჟზე 20 გასახდელი, ამდენივე საშხაპე და სასმელი წყლის ერთი  შადრევანი უნდა დამონტაჟდეს. ხის საფეხმავლო ბილიკები კი ჯამში 159 კვ/მ-ს დაფარავს. ელექტრონული ტენდერი მიმდინარე წლის  10 აპრილს დასრულდება, …

აჭარის მუზეუმებს და გალერეებს ახალი ვებგვერდები ექნებათ

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დაახლოებით 30 350 ლარს გადაიხდის აჭარის 15 მუზეუმისა და 2 გალერეის ვებგვერდის შექმნაში. ვებგვერდის შექმნა/განახლება, ასევე, ლოგოების შექმნა და ბრენდირებული მასალის დამზადება (სამი) მუზეუმისთვის, სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის – „სამუზეუმო მარკეტინგის გაუმჯობესება ადგილობრივ მუზეუმებში“ – ფარგლებში განხორციელდება. ვებგვერდი‐პორტალი შეიქმნება შემდეგი მუზეუმებისა და გალერეებისთვის: ✔ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი; ✔ ხარიტონ ახვლედიანის სახელობის …

შსს 650 ათას ცალ ალკოტესტის მუშტუკს შეიძენს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 650 ათას ალკოტესტის ერთჯერად მუშტუკს შეიძენს, რაშიც 58 500 ლარამდე გადაიხდის. შსს ალკოტესტის ერთჯერად მილაკებს [მუშტუკებს] გამარტივებული ტენდერით შეისყიდის, რომელიც 10 აპრილს დასრულდება. გამარჯვებულმა სამინისტროს მუშტუკები ეტაპობრივად, 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად [200 შეკვრა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, დარჩენილი რაოდენობა კი მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, არაუმეტეს …

რას მიიღებენ გლეხები გაუქმებული აგრობარათების ნაცვლად

სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისთვის აგრობარათების გაუქმებას აპროტესტებენ ხულოში. ვაჩერის ფარგლებში გლეხები მიწის ფართობებს უფასოდ ხნავდნენ, ასევე უფასოდ იძენდნენ სასუქის და სასოფლო-სამეურნეო იარაღის გარკვეულ ოდენობას. „ეს არ იყო ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილება, მაგრამ ხულოს გამგეობამ და საკრებულომ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გლეხები დაეცვათ. საჯარო დაპირებები იყო, რომ გლეხებს ალტერნატიულ პროგრამებს შესთავაზებდნენ, მაგრამ გაზაფხული მოვიდა, მიწები დასახნავია, ვაუჩერი კი არ …

„ბათომის“ კიდევ ერთი მიმართვა ზურაბ პატარაძეს

ბატონო ზურაბ, უპირველესად გამოვხატავთ კმაყოფილებას იმ საქმიანი შეხვედრის გამო, რომელიც ჩვენ შორის შედგა მიმდინარე წლის 20 იანვარს და ველოდებით ამ შეხვედრისას მიღწეული შეთანხმებების შესრულებას. ამჯერად გვსურს მოგმართოთ ორი მწვავე პრობლემის გამო, რომელთა დაუყოვნებლივ გადაჭრის აუცილებლობასაც ვხედავთ; ამასთან, ორივე ეს საკითხი უშუალოდ თქვენს კომპეტენციას განეკუთვნება. [red_box]პირველი საკითხი[/red_box] პირველი საკითხი  ეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის …

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულის ჩვენება

ქურდული სამყაროს წევრობას, თანხის გამოძალვასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გამოძიება რუსლან ჩ.-ს ედავება. მისი ჩვენება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს, 4 აპრილს მოისმინა. „მე იმიტომ შევახვედრე ბიზნესმენები ერთმანეთს, რომ დაპირისპირება და ჩხუბი არ მომხდარიყო,“ – ასე დაიწყო ჩვენება რუსლან ჩ.-მ. „თურქმა მსახიობმა დამირეკა, ჩემი ახლობელია. მითხრა, მეგობარ თურქ ბიზნესმენს პრობლემა შეექმნა ქართველ პარტნიორთან, თანხას არ …

აჭარის ტელევიზიას სამი ახალი რედაქტორი ჰყავს

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს სამი ახალი რედაქტორი ჰყავს. ჟურნალისტები: მაია მერკვილაძე, სოფო ჟღენტი და ირინე ყურუა საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ საკონკურსო კომისიამ შეარჩია. მაუწყებელს მხოლოდ ერთი რედაქტორის ვაკანსია ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა კომისიამ კონკურსში მონაწილე სამივე ჟურნალისტის დასაქმების გადაწყვეტილება მიიღო. „დარწმუნებული ვარ, სამივე მათგანი გააძლიერებს საზოგადოებრივ მაუწყებელს. შეფასებები იყო ძალიან მაღალი სამივე შემთხვევაში,“ – …

ზურაბ პატარაძე 11-12 მარტის აქციას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა

დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა 11-12 მარტის აქციას ბათუმში. ზურაბ პატარაძემ მომხდარს პროვოკაცია უწდა და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება უახლოეს მომავალში დაადგენს, თუ ვინ იყო ამ პროვოკაციის ავტორი. „მინდა გამოვეხმაურო 11-12 რიცხვში მომხდარ მოვლენებს, რაც განვითარდა ჩვენს რეგიონში. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც ემსახურებოდა ძალიან …

მარტის აქციის შემდეგ დაკავებულების მხარდამჭერი აქცია ბათუმში გადაიდო

„ბათუმის აქციის“ შემდეგ დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გადაიდო. აქცია რამდენიმე ახალგაზრდას დღეისთვის ჰქონდა დაგეგმილი პატიმრობაში მყოფი პირების ოჯახის წევრებთან ერთად. აქციის ლოზუნგი იყო „ციხე გამოსავალი არ არის“. აქციის ორგანიზატორებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ისინი დღეს პარლამენტის წევრს, ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატს, მუხრან ვახტანგაძეს და  აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელს, გოჩა ჯაშს შეხვდნენ. აქციის ორგანიზატორები  აქციის შემდეგ დაკავებული პირების პატიმრობიდან …

სავარაუდო ინვესტორს აჭარის მთავრობა არ ასახელებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დღეს ბათუმსა და ქობულეთში ახალი მსხვილი ინვესტიციის შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით დააანონსა, თუმცა ინვესტორი არ დაასახელა. მისი განმარტებით, ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ დასრულებულა, ამიტომაც ინვესტორს ვერ დაასახელებენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის განმარტებით საუბარია გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე, სადაც მთავრობას კიდევ სამი ნაკვეთის გასხვისებაზე შეუძლია გამოაცხადოს აუქციონი. იგეგმება ერთი აპარტამენტის და …

აჭარის მთავრობა საინვესტიციო დეპარტამენტს ქმნის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ახალი დეპარტამენტი დაემატება. მთავრობა სამინისტროში უკვე დაანონსებული რეორგანიზაციის შემდეგ ახალი საინვესტიციო დეპარტამენტის შექმნას გეგმავს. ამაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მინისტრის ინფორმაციით, ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტს გამოეყოფა საინვესტიციო პროექტების განყოფილება, ხოლო ეკონომიკურ დეპარტამენტს – ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილება. ამ ორი განყოფილების ბაზაზე კი …

ვინ შეაკეთებს ბათუმი-ახალციხის მაგისტრალს აჭარის მაღალმთიანეთში

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთი სოფელ დოლოგნიდან ერგემდე ორმოებადაა ქცეული, ამორტიზებულია ასევე გზის მონაკვეთები შუახევში – დაბა ხიჭაურიდან შუახევის მუნიციპალურ ცენტრამდე და ხულოში – დაბისა და მიმდებარე ტერიტორიები. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აჭარის საავტომობილო გზების დირექციის ხელმძღვანელის, ზურაბ სიხარულიძის თქმით, საავტომობილო გზაზე ქედის მონაკვეთამდე ორმოები ამოივსება, ხოლო ხულოსა და შუახევში მწყობრიდან გამოსულ ათკილომეტრიან მონაკვეთებს [მთლინობაში 20 კილომეტრს] …

„ჯეი-სმაილი“ – აირჩიე სტომატოლოგი, რომელსაც ენდობი

თუ პროფესიონალ სტომატოლოგს ეძებთ და ხელმისაწვდომ ფასად გსურთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ეს მისამართი უნდა დაიმახსოვროთ – ბათუმი, გორგილაძის 114. აქ მდებარეობს სტომატოლოგიური, მრავალპროფილური კლინიკა „ჯეი-სმაილი“, რომელიც უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების მომსახურებას გთავაზობთ. თერაპიული და ქირურგიული მკურნალობა, პარადონტოლოგიური მკურნალობა, დენტალური იმპლანტაცია, თანკბილვის გასწორება, ორთოპედიული მკურნალობა, ესთეტიკური სტომატოლოგია – კბილის გათეთრების ყველა მეთოდი – ეს „ჯეი-სმაილის“ სამედიცინო სერვისების არასრული …

ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ვიზიტორებს აფრთხილებს

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ვიზიტორებს მოსალოდნელ შეფერხებასთან დაკავშირებით აფრთხილებს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღის „ქვედა პარკის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დაწესდა გარკვეული შეზღუდვა, რომელმაც ბაღის ტერიტორიაზე ვიზიტორთა უსაფრთხო და კომფორტული შესვლა უნდა უზრუნველყოს. „არსებული შეზღუდვით, ბაღის დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, „მწვანე კონცხის“ მხრიდან არსებული შემოსასვლელის და სალარო აპარატების ნაცვლად ისარგებლონ მიმდებარედ, დაცვის საგუშაგოსთან არსებული სამანქანო შემოსასვლელით, სადაც ასევე …

ბათუმის მერია მუნიციპალურ ქონებას ყიდის

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩის # 13ა-ში მერია მიწის ნაკვეთს პირობიანი აუქციონის წესით ყიდის. გასაყიდი მიწის ფართობი 214 კვ.მ – ია, ქონების საწყისი ფასი – 43 900 ლარი, ვაჭრობის ბიჯი კი – 2000 ლარი. აუქციონის პირობის მიხედვით, მერია შეზღუდვას აწესებს მშენებლობაზე მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული კონფიგურაციით. შეძენილ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრეს მშენებლობის წამოწყება მხოლოდ მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან გაერთიანების შემთხვევაში …

იგეგმება თუ არა ახალი გზის მშენებლობა და ოჯახების ასახლება „ბონი-გოროდოკის“ უბანში

ბათუმში, ე.წ. ბონის დასახლებაში, მაიაკოვსკისა და ვოლსკის ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ აქვთ ინფორმაცია, თითქოს იგეგმება ახალი გზის მშენებლობა [გოგოლის ქუჩიდან გოროდოკის დასახლების მიმართულებით], რის გამოც რამდენიმე ოჯახის ასახლება იქნება აუცილებელი. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ ბათუმის მერიაში. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის განცხადებით, აღნიშნულ უბანში ახალი გზის მშენებლობა არ განიხილება, მეტიც, აქ არც …

ბათუმის სასამართლოსგან დასჯილი სააპელაციომ გაამართლა

მოსამართლე ირაკლი შავაძის მიერ ძარცვაში მსჯავრდებული პირი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. ეს პირველი შემთხვევაა ბოლო წლების განმავლობაში, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გამამართლებლით შეცვალა. ძარცვის შემთხვევა 2015 წლის ნოემბერში მოხდა ბათუმში, თამარის დასახლებაში. საცხოვრებელ კორპუსში ნიღბიანმა ოთხმა პირმა დედა-შვილი გაძარცვა. გამოძიების მასალების მიხედვით, ძარცვის ფაქტიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის …

ტრენინგები გიდობის მსურველებისთვის

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში გიდებისთვის ტრენინგები იწყება. მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე გადამზადების მსურველთა რეგისტრაცია სააგენტოში 5 აპრილამდე გაგრძელდება. ტრენინგების ფარგლებში 60 გიდის გადამზადება მთიანი აჭარის 4 ტურისტული მიმართულებით იგეგმება: მაჭახელას მარშრუტი + მაჭახელას დაცული ტერიტორია ქედის ღვინის მარშრუტი+ მერისის მარშრუტი მაღალმთიანი აჭარა – ჩირუხის მარშრუტი, სხალთა – ხიხანის მარშრუტი, ხულო. გოდერძი …

ბათუმის ნავსადგურში თურქული სამხედრო გემები შემოვიდნენ

ბათუმის ნავსადგურში მარმარილოსა და შავ ზღვაში დაგეგმილი წვრთნების „ზღვის ვარსკვლავი 2017″-ის ფარგლებში, სარაკეტო კატარღა TCG Kalkan (P-331) და ფრეგატი TCG Yıldırım (F-243) შემოვიდნენ. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხვალ, 4 აპრილს, მსურველებს  გემების დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ, 5 აპრილს კი საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან დაგეგმილია ერთობლივი წვრთნების ჩატარება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ თურქული სამხედრო გემების – TCG Kalkan-ისა …

რა უპირატესობა აქვს თხევად გაზს ავტომობილის საწვავად გამოყენების დროს

ამერიკაში, ევროპის განვითარებულ ქვეყნებსა თუ თურქეთში ავტომანქანების მფლობელები დიდი ხანია თხევად გაზს მოიხმარენ, ანუ თითქმის აღარ იყენებენ ბუნებრივ გაზს. მსოფლიო ბაზარზე თხევადი გაზის (LPG) წილი ყოველწლიურად იზრდება. თხევადი გაზის მომწოდებელი ლიდერი კომპანია ISLET GROUP-ი საქართველოში ოპერირებს სავაჭრო ნიშნით – EcoGas-ი. აჭარის რეგიონში ISLET GROUP-ის შვილობილი კომპანია შპს „აჭარინვესტია“, რომელიც ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ბათუმში ფლობს გაზგასამართ …

ოლიმპიადა ქართულ ენაში უცხოელი და ქართველი მოსწავლეებისთვის

2017 წლის 29 აპრილს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადა გაიმართება. ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მცხოვრები უცხოელი მოსწავლეებიც.  პროექტის ორგანიზატორთა ინფორმაციით, ოლიმპიადის მიზანი ქართველ და არაქართველ მოსწავლეებში ქართული ენისადმი ინტერესის გაზრდა, წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის გამომუშავება, კითხვისა და წიგნიერებისადმი ინტერესის გაძლიერება, ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნების მეტად აღქმისა და გაცნობიერების უნარის გაზრდაა. ორგანიზატორთა ინფორმაციით, …

პარკირების ახალი სტრატეგიისა და ბათუმის ურბანული განვითარების გეგმის განხილვა „შერატონში“

დღეს, 3 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონში“  ბათუმის პარკირების ახალი სტრატეგიისა და პოლიტიკის ძირითადი პრინციპების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის ოპტიმიზაციის სცენარებისა და მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებული გეგმის პირველადი სამუშაო ვერსიის წარდგენა და განხილვა იგეგმება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის, საკრებულოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აღნიშნული სფეროს დამოუკიდებელი ექსპერტები. ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული …

აქცია – „ციხე არ არის გამოსავალი“ ბათუმში 4 აპრილს გაიმართება

11-12 მარტის აქციაზე დაკავებულების საქმეზე რამდენიმე ბათუმელი ახალგაზრდა აქციის მოწყობას გეგმავს ლოზუნგით – ციხე არ არის გამოსავალი. აქცია ბათუმში, „აჭარის ტელევიზიის“ შენობასთან 4 აპრილს, საღამოს 6 საათზე გაიმართება. აქციაზე დაკავებულების ახლობლები სპეციალურ მოთხოვნებსაც გააჟღერებენ. „ამ აქციით გვსურს მივმართოთ მთავრობასა და პროკურატურას, რათა პროცესები გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს. სამართლიანობაში იგულისხმება პროვოკატორთა საკადრისი დასჯა, რომლებმაც დეზინფორმაცია გაავრცელეს, ხოლო …

ერთი მღვდლის გადაწყვეტილება: ბზის გარეშეც შეიძლება ბზობის აღნიშვნა

ბზების ნაცვლად ნებისმიერი სხვა მცენარით ბზობის აღნიშვნისკენ დღეს, 2 აპრილს, საკვირაო ქადაგების დროს დეკანოზმა სერგი რუხაძემ მოუწოდა მრევლს. ის ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარია. ქადაგების დროს მან გადაშენების პირას მყოფ ბზაზე ისაუბრა და მორწმუნეებს დართო ნება, მომავალ კვირას, ბზობის დღესასწაულზე ტაძარში სხვა მცენარით მივიდნენ. არის თუ არა ეს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება – ეპისკოპოს დიმიტრის რეზიდენციაში …

პარლამენტი ნატოს სესიისთვის 150 ათას ლარად ავტომანქანებს დაიქირავებს

საქართველოს პარლამენტი მაღალი კლასის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მძღოლებთან ერთად დაიქირავებს, რაშიც 150 ათას ლარამდე გადაიხდის. ტრანსპორტის დაქირავების მიზანია ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და სესიის ფარგლებში სხვა ღონისძიებების მონაწილეების [სავარაუდოდ, 500-600 ადამიანის] მომსახურება. შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება 4 აპრილს დაიწყება და 6 აპრილს დასრულდება. სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ასევე ავტოტრანსპორტის უცხოური ენების მცოდნე კოორდინატორებით მომსახურება, კერძოდ: თბილისის საერთაშორისო …

„ოცნების ქალაქი“ – სახალხო დამცველის რეკომენდაცია მთავრობას

„უკვე მეხუთე წელია მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება აჭარაში, კერძოდ, ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონების ტერიტორიაზე თვითნებურად მცხოვრები პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და მათ საჭიროებებზე მორგებული დახმარებების შეთავაზების საკითხი,“ – აღნიშნავს სახალხო დამცველი ე.წ. „ოცნების ქალაქის“ შესახებ საპარლამენტო ანგარიშში, რომელიც პირველ აპრილს გამოქვეყნდა. ომბუდსმენის შეფასებით, სამთავრობო კომისიამ ვერ დადო ამ საკითხზე სტრატეგია და რეკომენდაცია, რომელიც თავშესაფრის არმქონე …

რა უთხრეს დეპუტატებმა გამოძიებას „ბათუმის აქციის საქმეზე“

„სახეზე არავინ დამიმახსოვრებია და მათი ამოცნობა არ შემიძლია,“ – ასე სრულდება „ბათუმის აქციის საქმეზე“ უმაღლესი საბჭოს სამივე დეპუტატის გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“: მერაბ კარანაძე, ლადო მგალობლიშვილი და ილია ვერძაძე  ჩვენებაში ამბობენ, რომ აქციაზე მონაწილეების „დამშვიდების და მდგომარეობის განმუხტვის მიზნით“ მივიდნენ. მერაბ კარანაძის, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ჩვენებიდან: “პირადად მე და ასევე სხვა დეპუტატებმა …

გიორგი მამალაძის პირველი მხარდამჭერი აქცია ბათუმში

ამ წუთებში [14:20] ბათუმში, ბარბარეს სახელობის ეკლესიის მიმდებარე სკვერში დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციაზე არ ისმის მიმართვის ტექსტები. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიგა მოწყობილი აცხადებს, რომ საქმის სირთულიდან გამომდინარე ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და აუცილებლად გაგრძელდება. „დღეს შევიკრიბეთ ნიშნად სოლიდარობისა მამა გიორგის მეგობრები, მრევლი, ნათესავები და მხარდაჭერას ვუცხადებთ დაკავებულ დეკანოზს… ამ უსამართლობასთან ბრძოლაში …

ექსკურსია მოსწავლეებისთვის აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოსგან

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გეგმავს ინკლუზიურ სწავლაში ჩართულ ბავშვებსა და ასევე აჭარის მუნიციპალიტეტების [გარდა ბათუმისა] საჯარო სკოლის მოსწავლეებს ღირშესანიშნაობები და მუზეუმები დაათვალიერებინოს. ღონისძიება ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს უკავშირდება და ბავშვებისთვის სხვა აქტივობებიცაა დაგეგმილი. თუ რა პრინციპით შეარჩევს სააგენტო მოსწავლეებს, სატენდერო პირობებში გაწერილი არ არის. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განუმარტეს, მოსწავლეების შერჩევაში …

სხეულის დაზიანების მაჩვენებელი ბათუმის ციხეში 19-დან 212-მდე გაიზარდა

სასჯელაღსრულების ბათუმის მე-3 დაწესებულებაში სხეულის დაზიანების მაჩვენებელი 2016 წელს, გასულ წელთან შედარებით, 19-დან 212-მდე გაიზარდა. მონაცემები სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში წერია, რომელიც ომბუდსმენმა გუშინ, პირველ აპრილს გამოაქვეყნა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, კონკრეტულად ბათუმის ციხეში, სხეულის დაზიანების კატეგორიებიდან თვითდაზიანების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია [2015 წელს – 0, 2016 წელს – 180]. საყოფაცხოვრებო მიზეზით სხეულის დაზიანების 26 შემთხვევა …

შინმოვლის დაფინანსება ხელვაჩაურში შეწყდა

შინმოვლის პროგრამა ხელვაჩაურში აღარ ფინანსდება. ეს პროგრამა ქრონიკული დაავადების მქონე მოხუცების ადგილზე მოვლას გულისხმობს. ორთაბათუმის თემში მცხოვრები 47 ადამიანისთვის გასულ წელს შინმოვლას გერმანული ფონდი აფინანსებდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა პროექტში, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 40 ათასი ლარი იყო,  მხოლოდ 2500 ლარით მონაწილეობდა. გამგეობისგან გამოყოფილი თანხა, ძირითადად, მედიკამენტების შეძენას მოხმარდა. კოალიციაში „შინმოვლა საქართველოში“, რომელიც ამ პროგრამას ხელვაჩაურში ახორციელებდა, გვითხრეს, …

აჭარის განათლების სამინისტროს სადავო ტენდერი კონცერტებზე

ტურისტული სეზონისთვის 4 კონცერტის ორგანიზებაზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა საწყისი ფასით –  90 ათასი ლარი. ტენდერის აღწერილობაში წერია, რომ კონცერტები ბათუმში, ქობულეთში, გონიოსა და გოდერძზე უნდა მოეწყოს. კონცერტების ორგანიზებას სავარაუდოდ აჭარის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული – „ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი“ განახორციელებს. ცენტრმა სამინისტროს ელექტრონულ ტენდერში 79 998 ლარად შესთავაზა ამ სამუშაოს განხორციელება. …

მკვლელობის მცდელობის საქმეს მოსამართლემ კვალიფიკაცია შეუცვალა

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ, 23 წლის გურამ ს.-ს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 3 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. განზრახ მკვლელობის მცდელობა 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მაგრამ მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა პროკურატურისგან წაყენებული ბრალდების კვალიფიკაცია შეცვალა. შემთხვევა გასული წლის ზაფხულში, ბათუმში მოხდა. ჯავახიშვილის ქუჩაზე შეკრებილი მეგობრები ერთ-ერთი მათგანის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. „კონფლიქტი მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა …

კონკურსი ხულოში – 60 განაცხადი 8 ვაკანსიაზე

ხულო მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამგეობის ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი რვა პოზიციაზე – დიოკნისის, ღორჯომის, დიდაჭარის, საციხურისა და ვაშლოვანის თემებში, გამგებლის წარმომადგენლისა და ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე გამოაცხადა. 8 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად სულ 60 განაცხადი შევიდა, საიდანაც საკონკურსო მოთხოვნა მხოლოდ 47-მა კონკურსანტმა დააკმაყოფილა. ყველაზე მეტი განაცხადი კი დიოკნისის თემის ადმინისტრაციული სამსახურისა და საციხურის თემში გამგებლის წარმომადგენლის …

ღამის კლუბში თანხის გამოძალვის საქმე – სასამართლო არსებით განხილვას იწყებს

ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბ „ვოგში“ თანხის გამოძალვის და ჯგუფური ძარცვის საქმეს არსებითად ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უკვე მიიღო. მან უარი უთხრა ადვოკატებს, რომლებმაც არასაკმარისი მტკიცებულებების მოტივით, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და ბრალდებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ღამის კლუბი „ვოგი“ ამჟამად დალუქულია. დაზარალებული თურქეთის მოქალაქეების თქმით, მათ სარფის საბაჟოზე გაიცნეს გოგონები, რომლებმაც კლუბში მიიყვანეს, …

კვების ნორმები სუს-ის იზოლატორში მყოფი პირებისთვის

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმები, სუსის სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელეურმა ორი დღის წინ დაამტკიცა. მინისტრის ბრძანებით, სუს-ის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი პირებისთვის სადღეღამისო სასურსათო ულუფის ოთხი ნორმა დამტკიცდა: დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო სასურსათო ულუფის ნორმა; დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ ორსული და მეძუძური დედებისათვის და  აგრეთვე ტუბერკულოზით, …

Exit mobile version