შინაგან საქმეთა სამინისტრო 650 ათას ალკოტესტის ერთჯერად მუშტუკს შეიძენს, რაშიც 58 500 ლარამდე გადაიხდის.
შსს ალკოტესტის ერთჯერად მილაკებს [მუშტუკებს] გამარტივებული ტენდერით შეისყიდის, რომელიც 10 აპრილს დასრულდება.
გამარჯვებულმა სამინისტროს მუშტუკები ეტაპობრივად, 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად [200 შეკვრა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, დარჩენილი რაოდენობა კი მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, არაუმეტეს 150 შეკვრისა] უნდა მიაწოდოს.
საქონლის მიწოდების ადგილია შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საწყობი, თბილისში.