26 მაისიდან Small Planet Airlines-ი ვარშავა-ბათუმი-ვარშავის მიმართულებით პირდაპირი რეისების განახორციელებას იწყებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia იუწყება, ავიაკომპანია ზაფხულის სეზონზე ფრენებს ყოველ კვირას, ეარბას A320 ტიპის ავიახომალდებით შეასრულებს. Small Planet Airlines-ი ლიტვური ავიაკომპანიაა, რომელმაც ავიარეისები მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით 2009 წლიდან დაიწყო.
Category Archives: მთავარი
ქედა, სოფელი პირველი მაისი [ფოტო]
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფელ პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის და მასში შემავალი სოფლების კეთილმოწყობას გეგმავს, რისთვისაც შესაბამის სამუშაოებს ტენდერით შეისყიდის. საწყისი ღირებულება 41 115 ლარია. ტენდერი 13 ივნისს დასრულდება. პირველ მაისში დაგეგმილია: [checklist] პირველი მაისის თემის ცენტრში საპირფარეშოს რემონტი, სავარაუდო ღირებულება – 2734 ლარი; პირველი მაისის თემის ცენტრში მოსაცდელის რემონტი, სავარაუდო ღირებულება – 1316 ლარი; …
ხეების გადამზიდავს ხიდისთვის არ სცალია
„ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“ – ამ შინაარსის ორენოვანი ბანერი გონიოს ხიდის ორივე მხრიდან უკვე წლებია გამოკრულია. საერთაშორისო მაგისტრალზე არსებული, ნახევარკილომეტრამდე სიგრძის ეს ხიდი, რკინაბეტონის ბლოკებით ორ ზოლადაა გაყოფილი, ფაქტობრივად, სამად – იქეთ-აქეთ ავტომანქანები, ძნელად, მაგრამ მოძრაობენ, შუაში კი სამუშაო ზოლია. კომპანია „ზიმოს“, რომელიც ხიდს უკვე მეხუთე წელია არემონტებს და სამუშაოები ვერ დაასრულა, ბოლო 4 წელში 52 …
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო შხამ-ქიმიკატების გაყიდვის წერტილებს შეამოწმებს
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, აჭარაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციის წერტილების მონიტორინგს იწყებს. სპეციალისტები შეამოწმებენ რა პირობებში იყიდება პრეპარატები და მოსახლეობას რეკომენდაციებს მისცემენ. დაბალი ხარისხის პესტიციდების თემაზე მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობამ შენიშვნები აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ლაშა კომახიძეს წელს, მარტში გააცნო. ქედელმა ფერმერებმა მინისტრთან შეხვედრისას ძირითად პრობლემად უხარისხო შხამ-ქიმიკატები და პესტიციდები დაასახელეს. მათი თქმით, რეალიზაციაში არსებული …
26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები ბათუმში
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში რამდენიმე ღონისძიება იგეგმება. 12:00 – ვეფხისტყაოსნის წიგნების გამოფენა – 6 მაისის პარკი, ასევე, ბსუ-ს სტუდენტები წაიკითხავენ „ვეფხისტყაოსანს“ ქართულ და უცხოურ ენებზე. მოეწყობა ნახატებისა და კალიგრაფიულად შესრულებული „ვეფხისტყაოსნის“ სტროფების გამოფენა. ამავე დროს დაარიგებენ 26 მაისის თემატიკაზე მომზადებულ კოკარდებს; 12:00 – სპორტული თამაშები (ჭადრაკი, ნარდი, შაში, მაგიდის ჩოგბურთი) ვეტერანთა შორის – ვეტერანთა კლუბი „ნონა“. 12:00 – დამოუკიდებლობისთვის …
თამბაქოს ყალბი აქციზური მარკების დამზადებაზე თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე, თურქეთის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქეა დაკავებული. „გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით, დაამზადეს თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი, 46 000 ერთეული ყალბი ქართული აქციზური მარკა, რომლის ნამდვილი აქციზური მარკისგან გარჩევა სპეციალური მოწყობილობის გამოყენების გარეშე, …
ტარიელ ნაკაიძე ISIS-ის სავარაუდო მუქარაზე: სამართალდამცავებს არ გამოვუკითხივარ
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ დღეს ინტერნეტმედიაში ISIS მიერ მათ მიმართ განხორციელებულ სავარაუდო მუქარაზე ჟურნალისტებისგან შეიტყო. on.ge-ს ინფორმაციით, სავარაუდო მუქარის თაობაზე გამოძიება უკვე დაწყებულია, ხოლო მუქარის ადრესატები ტარიელ ნაკაიძესთან ერთად, სხვა მუსლიმი სასულიერო პირები არიან. ტარიელ, სავარაუდო მუქარის შესახებ მედიიდან გაიგეთ, თუ სხვა წყაროებიდანაც გაქვთ ინფორმაცია? რამდენად რეალური გგონიათ ISIS-ის მუქარა, თქვენი …
Continue reading “ტარიელ ნაკაიძე ISIS-ის სავარაუდო მუქარაზე: სამართალდამცავებს არ გამოვუკითხივარ”
რა შემთხვევაში გახდება დასაშვები გვამზე მუშაობა საქართველოში
გვამზე სამედიცინო სწავლების უფლება დღეს საქართველოში არავის აქვს. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონი უპატრონო ან ამოუცნობი გვამის სასწავლო ან სამეცნიერო კვლევის მიზნით გვამზე მუშაობის უფლებას უშვებს, თუმცა სამართლებრივი რეგულაცია არ არსებობს – კონკრეტულად ვის აქვს უფლება გვამზე მუშაობის ნებართვა გასცეს, რა პირობით, ან რა შემთხვევაში. საქართველოს სამედიცინო ფაკულტეტს სტუდენტები ისე ასრულებენ, რომ მათ გვამთან მუშაობის შესაძლებლობა …
Continue reading “რა შემთხვევაში გახდება დასაშვები გვამზე მუშაობა საქართველოში”
რა ბედი ეწია ბათუმის სტადიონის პროექტს
ბათუმში ასაშენებელი საფეხბურთო სტადიონის პროექტი, რომელშიც აჭარის ბიუჯეტიდან 767 ათასი ლარია გადახდილი, „ვარგისიანობაზე“ ექსპერტიზას ამ დრომდე გადის. შპს „სტადიონში“ ირწმუნებიან, რომ ექსპერტიზა მიმდინარე წლის ზაფხულის შუა რიცხვებში საბოლოოდ დასრულდება და მშენებლობაზე ტენდერიც გამოცხადდება. პროექტი რამდენიმე თვეა ექსპერტიზაზეა. კითხვაზე, რატომ გაჭიანურდა პროცესი დროში? – შპს „სტადიონის“ დირექტორმა სულხან ხალვაშმა გვიპასუხა, რომ „პროექტის ექსპერტიზა დამთავრდა, მაგრამ ამ ექსპერტიზამ …
რა მოსთხოვეს ნინო ჩხეტიას შეხვედრაზე შუახევში
არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის „ქალთა ოთახში“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია მოსახლეობას შეხვდა და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო. შეხვედრას ძირითადად შუახევის თვითმმართველობაში დასაქმებული თანამშრომლები ესწრებოდნენ. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შემდეგ საჯარო მოხელეებმა ნინო ჩხეტიას კითხვები თვითმმართველობასთან დაკავშირებით დაუსვეს და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოსთვის უფლებამოსილების …
Continue reading “რა მოსთხოვეს ნინო ჩხეტიას შეხვედრაზე შუახევში”
რატომ უჭირთ ქართველ მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება
ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის „მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების“ (PISA) მიხედვით, ქართულ სკოლებში წაკითხულის გააზრების პრობლემა დგას. რა არის ქართული საგანმანათლებლო სისტემის ნაკლი და რატომ ვერ გახდა ქართული სკოლა მოსწავლეზე ორიენტირებული? ამ თემაზე „ბათუმელებს“ თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, განათლების სპეციალისტი ნინო ლომიძე ესაუბრება. ქალბატონო ნინო, თქვენი აზრით რა არის იმის მიზეზი რომ …
Continue reading “რატომ უჭირთ ქართველ მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება”
მობილური თამაში შავი ზღვის დასაცავად
ახალი მობილური თამაშის Black Sea “SaveBook”-ის მეშვეობით, უკვე ნებისმიერ მსურველს შეეძლება მკვლევარი გახდეს და მის მიერ მოგროვებული ინფორმაციით, შავი ზღვის დაცვაზე მომუშავე მეცნიერებს/სპეციალისტებს დაეხმაროს. სპეციალური მობილური აპლიკაცია, „შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესების“ პროექტის (EMBLAS) ფარგლებში მომზადდა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი ერთობლივად ახორციელებს. აპლიკაციის ავტორების თქმით, ეს თამაში, ინტერაქტივის გზით წაახალისებს ახალგაზრდებს – მოძებნონ და …
მოამზადებენ თუ არა ოთხი კვარტალის განაშენიანების გეგმას ერმაკოვის მერობის ვადაში
თვითმმართველობის არჩევნებამდე ხუთი თვე რჩება. შესაბამისად, უფლებამოსილების ვადა ეწურება ბათუმის არჩეულ მერს, გიორგი ერმაკოვს. ვამზადებთ, ვსწავლობთ, პასუხს ველოდებით – ეს არის ბათუმის მერიის პასუხები იმ საკითხებზე, რომლებზეც მერიას პასუხს სთხოვენ. მათ შორისაა ბათუმის ოთხი კვარტალის განაშენიანების გეგმა და ძველი ბათუმისთვის ისტორიული უბნის სტატუსის მინიჭება. ამ საკითხების გადასაწყვეტად სამართლებრივი საფუძვლის მომზადება გიორგი ერმაკოვმა მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსს დაავალა. …
Continue reading “მოამზადებენ თუ არა ოთხი კვარტალის განაშენიანების გეგმას ერმაკოვის მერობის ვადაში”
კურორტ გოდერძიზე ბათუმიდან ვერტმფრენი იფრენს
სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ახალი სეზონიდან ტურისტებს ვერტმფრენი მოემსახურება. ვერტმფრენის რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით სახელმწიფო სპეციალურ პროგრამაზე მუშაობს, რომლის განხორციელებაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირების სახით მოხდება. „გოდერძი რიზორტის” ხელმძღვანელის, ზურა ჭურკვეიძის ინფორმაციით, ვერტმფრენი რეისებს კურორტის მიმართულებით ბათუმიდან განახორციელებს. პერიოდულობა და ბილეთის ფასი, მისი თქმით, ჯერ დადგენილი არ არის. „ვერტმფრენი ბათუმიდან გოდერძის მიმართულებით ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში დაინიშნება და ექვს ადამიანზე იქნება …
Continue reading “კურორტ გოდერძიზე ბათუმიდან ვერტმფრენი იფრენს”
საატესტატო გამოცდები აჭარის მაღალმთიანეთში
აჭარის მაღალმთიანეთში საატესტატო გამოცდებზე წელს 1056 მე-12 კლასელი დარეგისტრირდა, აქედან 187 მოსწავლე გამოცდებს ხელმეორედ აბარებს. საატესტატო გამოცდებზე ქედაში 261, შუახევში – 346, ხულოში კი 449 მეთორმეტეკლასელია დარეგისტრირებული. ოთხ საგანში – ქართულ ენაში, გეოგრაფიაში, ინგლისურსა და ისტორიაში საატესტატო გამოცდა ჩატარდა, მათემატიკაში კი დღეს, 24 მაისს, ტარდება. ოთხი გამოცდის მონაცემებით, შუახევის მუნიციპალიტეტის ნიგაზეულის საჯარო სკოლაში 16 მოსწავლიდან …
Continue reading “საატესტატო გამოცდები აჭარის მაღალმთიანეთში”
უმაღლეს საბჭოში ხელფასებისთვის მომავალშიც 3,4 მილიონი ლარი დაიხარჯება
აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დეპუტატებისა და საბჭოში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაში 3 მილიონ 464 ათასი ლარი დაიხარჯება, რაც მთლიანი ბიუჯეტის 71,6%-ია [ზუსტად ამდენივეა გათვალისწინებული ხელფასებისთვის საბჭოს 2017 წლის ბიუჯეტშიც]. უმაღლესი საბჭოში მომავალშიც 125 ადამიანი იქნება დასაქმებული. უმაღლესი საბჭოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, ისევე როგორც მიმდინარე წლის ბიუჯეტი, მთლიანობაში 4 მილიონ 846 …
Continue reading “უმაღლეს საბჭოში ხელფასებისთვის მომავალშიც 3,4 მილიონი ლარი დაიხარჯება”
ავტობანი – ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 10 კომპანიის წინადადებას განიხილავენ
ბათუმის შემოვლითი გზის [ახალი ავტობანის] მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის ფინანსური წინადადებები გაიხსნა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფინანსური წინადადება 22-მა კომპანიამ წარმოადგინა, მათგან შეირჩა 10 კომპანია და მათ მიერ შემოთავაზებული ფინანსური წინადადებების შეფასება მოხდება. ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დაიწყება. პროექტს, ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო …
ბათუმის მერია სამარშრუტო მიკროავტობუსებს ამოწმებს
ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებს ტექნიკური დათვალიერება უტარდებათ. მიკროავტობუსების მონიტორინგს, ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების თანამშრომლები ახორციელებენ. მოწმდება სატრანსპორტო საშუალების ვიზუალობა, სავარძლების რაოდენობა, მათ შორის დაშორების მანძილი და სხვა სტანდარტები, რაც აუცილებელია მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის. ბათუმის საკრებულოს დადგენილებით, მიკროავტობუსში სავარძლებს შორის დაშორებები მინიმუმ 65 სანტიმეტრი უნდა იყოს. ასევე სავარძლები არ უნდა იყოს დაბინძურებული, დაზიანებული ან არამყარად დამაგრებული. ამავე …
Continue reading “ბათუმის მერია სამარშრუტო მიკროავტობუსებს ამოწმებს”
რას აკეთებს აჭარის მთავრობა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის
უახლოეს პერიოდში დასრულდება იმ ეკომიგრანტი ოჯახების განცხადების შესწავლა, რომლებიც სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, უსასყიდლოდ მიიღებენ ბინებს ქ. ბათუმის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სოციალურ სახლებში. აჭარის მთავრობა 153 ეკომიგრანტ ოჯახს ბინას გადასცემს: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქ. ბათუმში, თამარის დასახლებაში აგებულ სოციალურ სახლში 58, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში აგებულ სამ კორპუსში 72 ოჯახი დაკმაყოფილდება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის …
Continue reading “რას აკეთებს აჭარის მთავრობა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის”
ვინ მოამზადა ბათუმის სატრანსპორტო ესტაკადის პროექტი
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საავტომობილო ესტაკადის მშენებლობის პროექტი აჭარის მთავრობას „ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცა. უშუალო შემსრულებელი კი შპს „საქ გზა მეცნიერებაა“. სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსის ნუგზარ ძნელაძის ინფორმაციით, პროექტი სამინისტრომ გადამოწმების მიზნით სამხარაულის საექსპერტო ბიუროში გადააგზავნა: „…ამჟამად პროექტი გადის ექსპერტიზას, იყო რაღაც შენიშვნები, რომლებიც სწორდება. მისი დასრულების შემდეგ კი ტენდერი …
Continue reading “ვინ მოამზადა ბათუმის სატრანსპორტო ესტაკადის პროექტი”
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია: მინიშნება კეთდება მამალაძის ქმედებებთან მიტროპოლიტ დიმიტრის კავშირზე
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ თავის ვებ გვერდზე ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით. განცხადების ტექსტს უცვლელად ვაქვეყნებთ: „დეკანოზ გიორგი მამალაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, ვხედავთ რა საზოგადოების დიდ ინტერესს აღნიშნული საქმისადმი, ჩნდება გარკვეული კითხვები, რომელზედაც ამ ეტაპზე პასუხის გაცემამ შესაძლებელია შეაფერხოს გამოძიების პროცესი, გამოძიების დასრულების შემდეგ შედგება შეხვედრა ჟურნალისტებთან და …
ყაჩაღობა სათამაშო რევოლვერით და მიტაცებული 10 ათასი ლარი – „სანტას საქმე“
ყაჩაღობაში ბრალდებული ჯემალ მ. ბრალს არ აღიარებს, თუმცა დაკავების დროს, წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღიარა, რომ მან ახალი წლის საღამოს ჩაიცვა სანტას ფორმა და სუპერმარკეტ „იალჩინში“ სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა სათამაშო რევოლვერის მუქარით. „სანტას ყაჩაღობის საქმეს“ მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ყაჩაღობაში ბრალდებულ „სანტას“ 5-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. „მე ჩავატარე ბალისტიკური ექსპერტიზა, უნდა გამოგვერკვია, …
Continue reading “ყაჩაღობა სათამაშო რევოლვერით და მიტაცებული 10 ათასი ლარი – „სანტას საქმე“”
შავი ზღვის დიაგნოზი – ახალი ფაქტები ყველაზე მასშტაბური კვლევის ანგარიშიდან
შავი ზღვის ყველაზე მასშტაბური კვლევის პირველადი შედეგები უკვე ცნობილი გახდა. ზღვის მონიტორინგი გასულ წელს პროექტის EMBLAS-ის ფარგლებში საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების 40-მდე მეცნიერით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ჩაატარა. პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი ახორციელებს. [red_box] შავ ზღვაში ჟანგბადის სფერო შემციდა [/red_box] პროექტ EMBLAS-ის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი ნეგატიური ტენდენცია, რაც კვლევამ დაადასტურა, შავ ზღვაში ჟანგბადის სფეროს კიდევ უფრო შემცირებაა. შავ ზღვაში ჟანგბადით …
Continue reading “შავი ზღვის დიაგნოზი – ახალი ფაქტები ყველაზე მასშტაბური კვლევის ანგარიშიდან”
ზურაბ პატარაძე ესტაკადის მშენებლობაზე: „ბოდიში, რომ ერთ ლარად ვერ გავასხვისეთ მიწები“
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის პორტთან გადასასვლელი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ზურაბ პატარაძის თქმით, აჭარის მთავრობას ესტაკადის მშენებლობის სამუშაოს პირდაპირი წესით შესყიდვაზე ხელშეკრულება არ გაუფორმებია: „არ ვიცი, საიდან ღებულობენ ამ ინფორმაციებს… მზად ვართ ჩვენ თვითონ მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა პროექტებია დაგეგმილი რეგიონში, ვის ვხვდებით, რატომ ვხვდებით… ბოდიში, რომ ერთ ლარად ვერ გავასხვისეთ მიწები.“ მთავრობის თავმჯდომარის …
ქართველი სტუდენტები საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობაზე
საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობაზე ქართველი სტუდენტები საუბრობენ, რომლებიც ამჟამად თურქეთში იღებენ განათლებას. ლიკა ჩერქეზიშვილი, გაზის უნივერსიტეტი [თურქეთი, ანკარა], საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 21 მაისს. დიპლომატიური ურთიერთობები 25 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის უფრო და უფრო ღრმავდება, რამაც სტრატეგიული თანამშრომლობის სახე მიიღო როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და …
Continue reading “ქართველი სტუდენტები საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობაზე”
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 25 მაისს გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 23 მაისს, ბათუმში ცვალებადი მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმა შენარჩუნდება, გამოდარებას კი 25 მაისიდან უნდა ველოდოთ. „25 მაისს აჭარაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღეს, დღის მეორე ნახევარში, 10-15 მ/წმ-ში ცვალებადი მიმართულების ქარი შეინიშნება. ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება დღისით – 15-20 გრადუსი, ღამით – 8-13 გრადუსი. მთაში – დღისით 8-15, …
Continue reading “სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 25 მაისს გამოიდარებს”
ფერმა ოჯახში – სამნიძეების მცირე ბიზნესი პირველ მაისში [ვიდეო]
ქედაში, სოფელ პირველ მაისში, სამნიძეების ოჯახს მინიფერმა აქვს. ოჯახის დიასახლისი, დოდო სამნიძე წლებია წიწილების ბიზნესითაა დაკავებული. ყიდის კვერცს, წიწილებსა და ქათამს. ამბობს, რომ მისი ფრინველები ადგილზე მოყვანილი სიმინდით იკვებებიან და პროდუქტი, რასაც ქმნის, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღია. „30 დედალი მყავს , რომლისგანაც წიწილებს ვამრავლებ. მყავს ქათმებიც, რომლებსაც ვყიდი. ქათმებსა და წიწილებს ხშირად ტურისტები ყიდულობენ, ერთ დედალში 30 …
Continue reading “ფერმა ოჯახში – სამნიძეების მცირე ბიზნესი პირველ მაისში [ვიდეო]”
1,5 მილიონი ლარი ტექნიკისთვის აჭარაში გზების ხარისხის გასაკონტროლებლად
წლის ბოლოს შემაჯამებელი ანგარიშების მოსმენისას არასამთავრობო ორგანიზაციები შეუსრულებელი სამუშაოების გარდა უკვე დასრულებული პროექტების ხარისხზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ამ შენიშვნას განსაკუთრებით ხშირად ისინი გზებთან მიმართებაში გამოთქვამდნენ. უკვე რეაბილიტირებული გზების მოკლე დროში მწყობრიდან გამოსვლის ფაქტებზე მოსახლეობაც ხშირად საუბრობდა. გზების რეაბილიტაციისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება. პრობლემას აჭარის მთავრობაში არ უარყოფდნენ და ამბობდნენ, რომ ხელშეკრულების პირობები კომპანიებს შესრულებული სამუშაოს …
Continue reading “1,5 მილიონი ლარი ტექნიკისთვის აჭარაში გზების ხარისხის გასაკონტროლებლად”
ლექცია-დისკუსია ბათუმში – „რელიგიის თავისუფლება საქართველოში“
25 მაისს „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI) ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში გამართავს საჯარო ლექციას – „რელიგიის თავისუფლება საქართველოში“. მომხსენებელი ილიას უნივერსიტეტის ლექტორი, მკვლევარი გიორგი ნონიაშვილი იქნება. „საქართველოს კონსტიტუცია იცავს როგორც რწმენის პერსონალურ სივრცეს, ისევე მის საჯაროდ გამოხატვას. მიუხედავად ამისა, კონსტიტუციის მიღებიდან დღემდე რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევები გვხვდება პრაქტიკულ დონეზე. დღეს საქართველოში ათეულობით რელიგიური გაერთიანება ეწევა …
Continue reading “ლექცია-დისკუსია ბათუმში – „რელიგიის თავისუფლება საქართველოში“”
ცხრა ჩაჭრილი ერთ სკოლაში – როგორ მიმდინარეობს საატესტატო გამოცდები
ბათუმის საჯარო სკოლებში საატესტატო გამოცდებზე 1650 მე-12 კლასელი დარეგისტრირდა, 300 მოსწავლე კი გამოცდებს ხელმეორედ აბარებს. ორი გამოცდა – ინგლისურსა და ქართულ ენაში უკვე ჩატარდა, ისტორიაში კი საატესტატო გამოცდები დღეს, 23 მაისს, მიმდინარეობს. ზოგიერთ სკოლაში შედეგი ცნობილია, გარკვეულ სკოლებში კი ისტორიის გამოცდა ამ წუთებში მიმდინარეობს. გამოცდების შედეგების თაობაზე „ბათუმელები“ ბათუმის რამდენიმე საჯარო სკოლას დაუკავშირდა. ბათუმის მე-13 …
Continue reading “ცხრა ჩაჭრილი ერთ სკოლაში – როგორ მიმდინარეობს საატესტატო გამოცდები”
ბათუმის აქციის მონაწილის ჩვენებიდან: ფეიერვერკის სროლით ჩემი პროტესტი გამოვხატე
„მე რომ აქციაზე მივედი, პოლიციის მანქანებს ცეცხლი ეკიდა. ზოგიერთი მანქანა დამტვრეული იყო, ამტვრევდნენ და აზიანებდნენ მანქანებს. დანგრეული იყო გზის გამყოფი დეკორატიული ღობეები. ახალგაზრდები იქ ვინებიც იყვნენ და ვხედავდი, აგრესიულად იქცეოდნენ, ისროდნენ ქვებს პოლიციის მიმართულებით, რომლებიც მობილიზებული იყვნენ და იცავდნენ პოლიციის შენობებს…“ – ვკითხულობთ „11-12 მარტის ბათუმის აქციის“ ერთ-ერთი მონაწილის, ზურაბ ბასილაძის ჩვენებაში. იგი ბათუმში ცხოვრობს და …
Continue reading “ბათუმის აქციის მონაწილის ჩვენებიდან: ფეიერვერკის სროლით ჩემი პროტესტი გამოვხატე”
დეპუტატი სავარაუდო კორუფციაზე – ბათუმის პორტთან ესტაკადის პროექტი ექსპერტიზაზეა
„ბათუმის პორტთან, რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის სამუშაოები აჭარის მთავრობამ პირდაპირი წესით შეისყიდა,“- ამ ინფორმაციას უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ ამ ხელშეკრულებას ხელი დახურულ შეხვედრაზე „ანბანის კოშკში“ მოაწერა. დეპუტატის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარია და არსებობდა შეთანხმება, რომ ის ყაზახურ კომპანიას უნდა აეშენებინა. „სწორედ ამიტომაც ჩნდება ეჭვი კორუფციულ გარიგებაზე. ჩვენ …
Continue reading “დეპუტატი სავარაუდო კორუფციაზე – ბათუმის პორტთან ესტაკადის პროექტი ექსპერტიზაზეა”
ბათუმის საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფეხბურთში და დაზიანებული ინფრასტრუქტურა [ფოტო]
ბათუმის მერია ქვიშის ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირის ორგანიზებაში 35 ათასამდე ლარს გადაიხდის. ტურნირი საქართველოსა და უცხოელი სპორტსმენების მონაწილეობით უნდა ჩატარდეს. მერიამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივნისს დასრულდება. „ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება ბათუმში, ზღვისპირა ზოლში არსებულ ქვიშის მოედანზე. ტურნირი ჩატარდება შერეული სისტემით, ჯგუფებში – წრიული, ხოლო პლეიოფებში – ოლიმპიური სისტემით. ღონისძიების ჩატარების დეტალური …
ტექნიკური შემოქმედება – ახალგაზრდა გამომგონებლების პრაქტიკული ჩვენება მერისში
დღეს, 22 მაისს, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მერისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში, სპორტულ მოედანზე, თანამედროვე გამოგონებებსა და ტექნიკურ შემოქმედებაზე ლექცია-სემინარი და პრაქტიკული ჩვენება მოაწყვეს. ახალგაზრდა გამომგონებლებმა მერისის სკოლის მოსწავლეებს მათ მიერ შექმნილი ტექნიკური მოწყობილობები აჩვენეს. „მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან არის შემოთავაზება, რომ ჩვენი სკოლის ფიზიკის მასწავლებელს გადაამზადებენ, რომელიც შემდეგ ჩვენს …
Continue reading “ტექნიკური შემოქმედება – ახალგაზრდა გამომგონებლების პრაქტიკული ჩვენება მერისში”
ბათუმში აქციაზე დამწვარი მანქანების ფასი – ვინ გადაიხდის ზარალს
„აჭარის პოლიციის დეპარტამენტზე მიყენებული ზიანის საერთო ოდენობა შეადგენს 67 ათას 261 ლარსა და 55 თეთრს,“ – ვკითხულობთ ქეთევან ემირიძის ჩვენებაში. ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია და მარტის აქციაზე დამწვარი ავტომანქანების შესახებ აწვდის ინფორმაციას პროკურატურას. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის ერთადერთი უწყება, რომელიც დაზიანებული ავტომანქანების გამო ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. „ბათუმის აქციის საქმეში“, რომელიც 16 ტომს მოიცავს, …
Continue reading “ბათუმში აქციაზე დამწვარი მანქანების ფასი – ვინ გადაიხდის ზარალს”
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 71 500 ლარად მანქანები შეისყიდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის მხარდაჭერით „აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა“ მაღალი გამავლობის 3 ავტომანქანა შეიძინა, რომლებიც მაღალმთიანი რეგიონისთვის არის განკუთვნილი. ავტომანქანების ღირებულება 71 500 ლარია. სამინისტროს განმარტებით, ავტომანქანები კლიმატურ-გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით არის შესყიდული, რაც გადამდები დაავადებების ინფექციის წყაროს დროულად იდენტიფიცირების და ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შეუწყობს ხელს. ოფიციალური ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომანქანები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქედის, …
Continue reading “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 71 500 ლარად მანქანები შეისყიდა”