განათლების მინისტრის მოადგილე რუსეთის ოკუპანტობაზე: არის ფაქტი და ანგარიშს უწევს ყველა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ ბადრი ნაკაშიძე დაინიშნა. მან ბოლო  17  წელი რუსეთში იცხოვრა და ლომონოსოვის უნივერსიტეტში ასწავლიდა. ბადრი ნაკაშიძე საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა. ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ის იყო უზენაესი საბჭოს წევრი, მუშაობდა პროკურატურაშიც. როგორ და ვისი რეკომენდაციით დაინიშნა ბადრი ნაკაშიძე მინისტრის მოადგილედ და რა აკავშირებს პარლამენტის თავმჯდომარის მამასთან? ამ და სხვა …

რომელ ავტომანქანას ანიჭებენ უპირატესობას ქალები და კაცები საქართველოში

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრმა საქართველოში რეგისტრირებული, ასევე, იმპორტირებული და რეექსპორტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში  კაცების უმრავლესობა, 20% , უპირატესობას Mercedes-Benz-ის მარკას ანიჭებს, ხოლო ქალების უმრავლესობა, 22,4% , –  TOYOTA-ს მარკას. 2016 წლის 7 ფავორიტი მოდელი მსუბუქ ავტომანქანებში გენდერული განაწილების გათვალისწინებით ასე გამოიყურება: ქალების არჩევანი: NISSAN TIIDA, HONDA FIT, TOYOTA PRIUS, …

მოქალაქე ავტობანზე – მიწის გორები დამიტოვეს და წავიდნენ

ჩაქვში, აღმაშენებლის 80-ში მცხოვრები ნუგზარ გამრეკელიძე ამბობს, რომ ავტობანის გაყვანის შემდეგ ის მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს ვეღარ იყენებს. ქობულეთის შემოვლითი გზის გაყვანის პროცესში მიწა მშენებელ კომპანიას ნუგზარ გამრეკელიძის ფართობში დაუყრია. „2014 წელს მიდიოდა ეს სამუშაოები. ჩინური კომპანიიდან იყვნენ და მთხოვეს, იქნებ მიწის დაყრის უფლება მოგვცე, იჯარის ხელშეკრულებას გაგიფორმებთო“, – გვიყვება ნუგზარ გამრეკელიძე. – „შევთანხმდით, …

პრეზიდენტს იპოთეკარებმა ბათუმში დახმარება სთხოვეს

იპოთეკარები, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან დახვდნენ. პრეზიდენტი აქ პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. იპოთეკარებმა პრეზიდენტს უთხრეს, რომ კანონში შესული ცვლილება და გამოსახლების გადავადება რეალურად არაფერს ცვლის: „ჩვენ მაინც ქუჩაში დავრჩით, გვჭირდება დაპირებული დაბალპროცენტიანი სესხი, რაც მოგვცემს სულის მოთქმის საშუალებას”, – მიმართა პრეზიდენტს ერთ-ერთმა …

პრეზიდენტთან შეხვედრას ბათუმში “ქართული ოცნება“ არ დასწრებია

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ესაუბრა. შეხვედრას, რომელიც ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, „ქართული ოცნებიდან“ არავინ დასწრებია. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მიმოიხილა და ხაზი გაუსვა იმ საფრთხეებს, რაც ცვლილებების დამტკიცებას შესაძლოა მოჰყვეს, მაგალითად, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას, ან იმას, რომ მომავალი პრეზიდენტი საერთოდ ვეღარაფერს გადაწყვეტს პრემიერთან შეთანხმების გარეშე. ასევე …

სამშენებლო ღობეებით მიტაცებული ტროტუარი

ბათუმში, მეორე სკოლის გვერდით, მელიქიშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში, მაღალსართულიანი სახლის მშენებლობა რამდენიმე წელია გაჩერებულია. შენობას შემოვლებული ჰქონდა ე.წ. დამცავი ღობე ალუმინის დაჭმუჭნილი ფურცლებით, რომლითაც ტროტუარი ქუჩის გამყოფ ბორდიურამდე იყო შემოღობილი. 19 აპრილს განვითარებული ძლიერი ქარის შემდეგ, უკვე ორი დღეა, ეს ფურცლები პირდაპირ ქუჩაში ყრია. შესაბამისად, ნაგვის გროვად ქცეული ღობის შიგა მონაკვეთი ახლა ქუჩის ყოველი მხრიდან ჩანს, ხოლო …

სად მივყავართ „ზებრებს“ ბათუმში? [ფოტოამბავი]

ბათუმის ქუჩებში ქვეითთა გადასასვლელებზე, ეგრეთ წოდებული „ზებრებზე”, არაერთ ადგილას ნახავთ ბოძკინტს, შუქნიშანს, ნაგვის ურნას ან სხვა  დანიშნულების რკინის ბოძს, რომელსაც ფეხით მოსიარულემ გვერდი უნდა აუაროს. ზოგიერთ ადგილას კი,  „ზებრაზე“ მიმავალმა ადამიანმა ტროტუარზე მოსახვედრად „შემოვლითი გზა“ უნდა გამოიყენოს, ანუ ქუჩის ის ნაწილი, სადაც ქვეითი არ უნდა დადიოდეს. ასეთ ადგილებში, ძირითადად, მრავალბინიანი სახლები შენდება და ქუჩის ფეხით სავალი ნაწილი …

ამერიკის დღეები – ბათუმში დაგეგმილი ღონისძიებები

წელს, აშშ და საქართველო თანამშრომლობის 25 წელს აღნიშნავს. საამისოდ აშშ-ს საელჩო საქართველოში, საიუბილეო ღონისძიებებს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გამართავს. საზეიმო აქტივობები ბათუმშიც დაიგეგმა. ამერიკის დღეები ბათუმში,  24 აპრილს, 12:00 საათზე, ამერიკულ კუთხეში, ამერიკის საელჩოსა  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისასალმებელი მიმართვით გაიხსნება. ამავე დღეს, 15:00 საათზე, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიხსნება ფოტო გამოფენა – „ჯონ სტეინბეკის და …

პარკირების წესების დარღვევაზე დღეს 500-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]

დღეს, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 521 ადამიანი დაჯარიმდა. მათგან 422 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო დაჯარიმდა, 5 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 1 – ორმაგი პარკირებისთვის, 67 – ნიშანში დგომისთვის, 12 ტროტუარზე დგომის გამო, 6 ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 6 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო და 2 –  ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო. ფოტოები გადაღებულია …

აჭარაში სკოლის დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის უფლებას ითხოვენ

აჭარის უმაღლესი საბჭო აპირებს საქართველოს პარლამენტში წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც სკოლის დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნას ითვალისწინებს აჭარის განათლების სამინისტროს მიერ. აღნიშნულ კანონპროექტზე წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში „რესპუბლიკელი“ გიორგი მასალკინი მუშაობდა, თუმცა  კანონპროექტმა პარლამენტამდე ვერ მიაღწია. აჭარის განათლების სამინისტროსგან დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის თემა ამჯერად „ქართული ოცნების“ წევრმა ლადო მგალობლიშვილმა გააცოცხლა. რატომ უნდა დანიშნოს აჭარის განათლების სამინისტრომ …

თურქეთში ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში 10 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართელოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ის ავარიის შემდეგ რიზეში, საავადმყოფოში მკურნალობდა. სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე მძიმედ იყო დაშავებული და რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილი მოქალაქე უკვე გადმოსვენებულია. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. გარდაცვლილები აჭარის რეგიონიდან იყვნენ. აჭარის რეგიონიდან არიან ავარიის …

სტუდენტი: რას შეცვლის ეს შეხვედრები, ბატონო პრეზიდენტო?

ვიდრე სტუდენტები შეკითხვებს დასვამდნენ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დაახლოებით ნახევარი საათი ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. კრიტიკულ შეფასებებში პრეზიდენტმა მხოლოდ ორი დადებითი მომენტი გამოყო: არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებების გაწერა ქვეყნის მთავარ კანონში. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს კამპანიის – #კონსტიტუციაყველასია ფარგლებში დღეს, 20 აპრილს  შეხვდა. „ფაქტოტრივად ძნელი სათქმელია, ვის სურვილებს, ვის თანხმობას გამოხატავს …

პრემიერა კინო „აპოლოში“ – ქართული ფილმი თვითმფრინავის ბიჭებზე

დღეს, 20 აპრილს, 19:30 საათზე, კინოთეატრ „აპოლოში“ ქართული ფილმის, „მძევლების“ პრემიერა შედგება. ფილმს საფუძვლად უდევს  1983 წელს რეალურად მომხდარ ამბავი, საბჭოთა კავშირიდან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ თვითმფრინავის გატაცების შესახებ, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლაზე ოცნებობდნენ, თუმცა ფილმი არ წარმოადგენს მოვლენის რეკონსტრუქციას. „მძევლების“ მსოფლიო პრემიერა წელს, თებერვალში, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. „მძევლები“ ქართულ-რუსულ-პოლონური კოპროდუქციაა. მისი ბიუჯეტი 2 მლნ. დოლარამდეა. „მძევლების“ რეჟისორია რეზო …

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი და დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი და „მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო.  ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი  და „მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“ აჭარის მოსახლეობას სთავაზობს პროსტატის, სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამებს. აჭარის ადგილობრივ მოსახლეობას, ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, საშუალება ექნება კიბოს სკრინინგი სრულიად უფასოდ …

ბათუმის უბნები სასმელი წყლის გარეშე – პრობლემის მოგვარებას 50 მილიონი ევრო დასჭირდება

ბათუმში, დავით კაკაბაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ერთ ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ჰპირდებიან, ბათუმის მერიაში კი ეუბნებიან, რომ მათ უბანში წყლის სისტემის მოწყობის გეგმაც კი არ განიხილება. თითქმის ანალოგიური სიტუაციაა ბათუმს შემოერთებულ სხვა დასახლებებშიც ხელვაჩაურიდან აეროპორტამდე მონაკვეთში. მოსახლეობა სასმელად აქ „უცნობი წარმოშობის“ გრუნტის წყალს იყენებს. „სასმელი …

კირნათში მოსახლეობამ ჰესის შესასვლელი გადაკეტა

ხელვაჩაურში, სოფელ კირნათში მდებარე ჰესის „აჭარა ენერჯი 2007“-ის შესასვლელი მოსახლეობამ გადაკეტა. მოთხოვნა დაპირებული კომპენსაციის მიღებაა. ამ დროისთვის საპროტესტო აქცია უკვე დაიშალა. შეკრებილები აცხადებენ, რომ ეს გამაფრთხილებელი იყო და პირველ მაისს მთელი დღით მოაწყობენ პიკეტირებას, თუკი მათ მოთხოვნას ჰესის მშენებელეი კომპანია არ გაითვალისწინებს. „დილის 8 საათიდან გადავკეტეთ შესასვლელი. 7 თვის წინ უნდა გარკვეულიყო კომპენსაციის საკითხი და …

ქრთამი1000 ლარი – უსასყიდლო შრომისგან თავის ასარიდებლად

ქრთამის მიცემის ფაქტი – საზოგადოებისთვის სასარგებლო, უსასყიდლო შრომისგან თავის ასარიდებლად – სასჯელაღსრულების სამინისტრომ დააფიქსირა. უწყების საგამოძიებო დეპარტამენტის ინფორმაციით, სისხლის სამართლის წესით განრიდებულმა პირმა ი.ქ-მ შრომისგან თავის არიდების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 1000 ლარი გადასცა პრობაციის ოფიცერს, ვ.თ.-ს. სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სწორედ ოფიცერმა შეატყობინა საგამოძიებო ორგანოს ქრთამის შეთავაზების შესახებ. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის …

პაციენტისადმი კეთილგანწყობილი კლინიკის ტიტულის მფლობელი ჰოსპიტალი ბათუმში

ნინო ქაჯაია, ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორის მოადგილე კლინიკურ დარგში, მედიცინის დოქტორი, კრიტიკული მედიცინის პროფესორი ერთ წელზე ცოტა მეტი გავიდა, რაც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი გაიხსნა. თუმცა, ეს მცირე დროც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ იგი ერთ-ერთი ლიდერი გამხდარიყო ჯანდაცვის სფეროში. როდესაც ჰოსპიტლის გახსნაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ აღინიშნოს ჰოსპიტლის დირექტორის – ისმეთ დინდარის განსაკუთრებული წვლილი. …

ავტობანი – მიწის საკომპენსაციოდ შეცდომით გადარიცხული 258 ათასი ლარის საქმე

სოფელ ციხისძირში მცხოვრები 6 ოჯახი საავტომობილო გზების დეპარტამენტს და აჭარის მთავრობას სასამართლოში უჩივის. მათ მიწებზე ქობულეთის შემოვლითი გზის გაყვანა უკვე დასრულებულია, თუმცა კომპენსაცია, რაც მიწების დათმობის სანაცვლოდ იყო გათვალისწინებული, სხვა პირმა მიიღო და მიიმალა. ვიდრე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე ამ ადმინისტრაციული დავის განხილვას შეუდგება, რამდენიმე დღეში ამავე საქმეზე განაჩენს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი გამოიტანს. ამ შემთხვევაში პროკურატურისგან …

ვის გადაეცემა ქონება საკუთრებაში უსასყიდლოდ – ახალი ინიციატივა

პირს, რომელიც დაადასტურებს, რომ ის ათ წელზე მეტ ხანს ცხოვრობს მის მიერ დაკავებულ არასაცხოვრებელ ფართობში, აჭარის მთავრობა მას ამ ფართობს უსასყიდლოდ გადასცემს – ამას აჭარის მთავრობის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც აჭარის ქონების მართვის წესში ცვლილებები უნდა შევიდეს. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას დაინტერესებულმა პირმა უნდა წარუდგინოს კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები და ორი მოწმე, რომლებიც …

პროფესიული სწავლების საგაზაფხულო მიღებაზე 8 558 აბიტურიენტი დარეგისტრირდა

სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიულ სწავლებაზე აბიტურიენტთა საგაზაფხულო რეგისტრაცია უკვე დასრულდა. რეგისტრაცია  8 558-მა აბიტურიენტმა გაიარა. პირველი ტესტირება 23 აპრილს დაიწყება. 2017 წელს საგაზაფხულოდ  4 562 ადგილზეა მიღება გამოცხადებული. პროფესიულ სწავლებაზე რეგისტრაცია წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე მიმდინარეობს.  2016 წელს საგაზაფხულო მიღებაზე 6 598 მსურველი დარეგისტრირდა, საშემოდგომოზე კი -13 536. სამინისტროს ინფორმაციით, სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. როგორც განათლების …

ქობულეთის ყოფილ ბავშვთა საავადმყოფოს შენობას აჭარის მთავრობა 15 წლით ასხვისებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონება – ქობულეთის ყოფილი ბავშვთა საავადმყოფო –  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2032 წლის 21 აპრილამდე ვადით, სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით, პირობებიან აუქციონზე გამოიტანა. ქონება – 1345 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 7241 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – ქობულეთში, 26 მაისის ქუჩა N2-ში მდებარეობს. აუქციონზე, რომელიც 21 აპრილს დასრულდება, ქონების წლიური სარგებლობის …

ახლად დაგებულ ტროტუარზე ფილები ისევ აყრილია

ბათუმში, დემეტრე თავდადებულისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში,  ახლად დაგებული ტროტუარი რამდენიმე კვირაა აყრილია. აქ ქვეითების გადაადგილება შეზღუდულია. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის განმარტებით, მათ ტროტუარზე ახალი ფილები დააგეს, თუმცა ამჟამად ტექნიკურ სამუშაოებს „ენერგო პრო-ჯორჯია“ აწარმოებს. „ენერგო პრო-ჯორჯია“ თვითონ აღადგენს ტროტუარს, მერია ამაში დამატებით თანხას არ ხარჯავს“. „ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ არ ხდება წინასწარ შეთანხმება კომუნიკაციის …

ამაგი – შუამავალი სოფლის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვისცენტრმა ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ამაგის [აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანება]  შესაქმნელად 73 980 ლარი დახარჯა. კითხვაზე, რა არის ამაგი და რისთვის დასჭირდა სამინისტროს სოფლებში ასეთი გაერთიანების ჩამოყალიბება? – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე პასუხობს: ამაგი ჩვენი ახალი ინიციატივაა, რომელიც წარმოადგენს სოფელში მცხოვრებ აქტიურ მოქალაქეთა ჯგუფს, რომლებსაც ენდობა მოსახლეობა და …

გამწვანების სამსახურმა თავდადებულის ქუჩაზე კედარი მოჭრა

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში, თავდადებულისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში, კედრის ხე წაიქცა. ხე ფესვებიანად იყო მოგლეჯილი. ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, ხე მოჭრეს და დაასაწყობეს. „მოგლეჯილი ხე მოჭრეს, დაამუშავეს და დაასაწყობეს,“ – განაცხადეს აღნიშნულ სამსახურში. „ბათუმელების“ კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა კედრის გამაგრება და მისი ხელმეორედ ჩარგვა? – აღნიშნულ სამსახურში გვიპასუხეს, რომ „რადგან …

ბრალდებულმა 13 600 აშშ დოლარის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები გაასაღა

  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ქალაქ რუსთავში გაასაღა 13 600 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. …

ბათუმის მერია ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის

გუშინ ღამით ბათუმში,  თამარის დასახლებაში, ძლიერმა ქარმა სახურავი ახადა საცხოვრებელ კორპუსს; რამდენიმე ადგილზე წაქცეულია სამშენებლო მოედნის დამცავი ღობე; ბათუმის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად ადამიანები არ დაშავებულან. ქარმა ხეები წააქცია ფრიდონ ხალვაშის გამზირზე და ხელვაჩაურში. მათგან ერთი სახლს დაეცა, ერთმა კი ავტომობილი დააზიანა. სახლი, რომელსაც თამარის დასახლებაში ქარის შედეგად  სახურავი დაუზიანდა, აფხეზეთიდან დევნილ ოჯახებზეა გადაცემული. …

საკადრო ცვლილებები აჭარის პროკურატურაში

აჭარის პროკურატურაში საკადრო ცვლილებებია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურორი თორნიკე მარსაგიშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაიყვანეს, ხოლო რომეო ტყაბლაძე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის უფროსის მოადგილედ დანიშნეს. საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციის მოწოდებას პროკურატურის პრესსამსახური დაგვპირდა, თუმცა ამ დრომდე არც პასუხი მიგვიღია და არც დადასტურება ამ ორი პროკურორის ადგილმონაცვლეობის შესახებ. პროკურატურის ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, რომეო ტყაბლაძე ზესტაფონის რაიონულ პროკურატურაშია. პროკურორი თორნიკე მარსაგიშვილის …

პოლიციის საიდუმლო თანამშრომლის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები

პოლიციის საიდუმლო თანამშრომელმა, რომელიც იაგო ც.-ს საქმეში გაიშიფრა, სასამართლოს ჩვენება ხელახლა მისცა. იაგო ც.-ს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ედავება. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, იარაღზე ბრალდებულის ნაცვლად, ე.წ. კონფიდენტის – აკაკი ასანიძის თითის ანაბეჭდი ამოვიდა. იაგო ც.-ს ისტორიაზე „ბათუმელები“ გასული წლის მაისში წერდა. იაგო ც.-ს მანქანაში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი 2015 წლის 20 მარტს აღმოაჩინა. …

ფესტივალი ბათუმის ბულვარში

20 აპრილს, 13:00 საათზე, ბულვარის კოლონადებთან საქველმოქმედო „სააღდგომო ფესტივალი“ გაიმართება. ბათუმის ბულვარის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საკონდიტრო კომპანიების მიერ მომზადებული სააღდგომო პასკები და სადღესასწაულო პროდუქცია, საგამოფენო კუთხეები, თემატურად დატვირთული კანაპეები, სააღდგომო ნახატები და ხელნაკეთი ნივთები [გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია]. გამოფენაზე ასევე მოეწყობა სააღდგომო კვერცხების დეკორატიული მოხატვის მასტერკლასები და კონკურსები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის საბავშვო ხელოვნების კერძო და …

რამდენი მძღოლი დაჯარიმდა აჭარაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში

„აჭარის რეგიონში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით შედგენილია 71 374 საჯარიმო ქვითარი“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ. ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულ მძღოლებზე „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაცია 11-12 მარტის მოვლენების შემდეგ გამოითხოვა. შს სამინისტრომ ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია, ქალაქების მიხედვით ცალ-ცალკე, ასევე მონაცემი, რა ოდენობის თანხა შევიდა ბიუჯეტში ჯარიმების …

ვინ იქნებიან „ევროპული საქართველოს“ სახეები ბათუმში

„ევროპული საქართველოს“ წევრები  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები იქნებიან. ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, რაულ თავართქილაძის თქმით, „ევროპული საქართველოს“ სახეებს ბათუმში წარმოადგენენ: პეტრე ზამბახიძე, ნუგზარ მგელაძე, რომელიც ბოლოს ლევან ვარშალომიძის მრჩევლად მუშაობდა აჭარის მთავრობაში, ავთო ბარამიძე და მირზა თურმანიძე. თავართქილაძის თქმით, იქნებიან სხვა ახალი სახეებიც. „გარდა ამ პირებისა, ექიმების სერიოზული ჯგუფი გვყავს და სტუდენტების ჯგუფი საზღვაო აკადემიიდან და უნივერსიტეტიდან. …

ხუთი ბავშვი კომპანიის გადაწყვეტილებას ელოდება

ბათუმში, მწვანე კონცხზე [მახინჯაური], ყოფილი სანატორიუმ „კოლხიდას“ შენობა, რომელშიც ოთხი დამეწყრილი ოჯახი ცხოვრობს, აჭარის მთავრობამ პირობიანი აუქციონის წესით გაყიდა. ქონების ახალი მესაკუთრე „ჯეო დეველოპმენტია“. შენობაში მცხოვრებ ოთხ ოჯახში ხუთი არასრულწლოვანია. აუქციონის პირობებში მითითებული იყო იმის შესახებ, რომ შენობა მესამე პირს ჰქონდა დაკავებული, თუმცა კომპანიას სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულება მის მიერ შეძენილ შენობაში მცხოვრები ოჯახების მიმართ არანაირ …

შსს: ნარკოდანაშაულზე ესპანეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ესპანეთის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ც.გ.ლ. თბილისში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულისგან 4 შეკვრად დაფასოებული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 56 აბი და 7,19793 გრ კანაფის ფისის შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს,“ …

11-12 მარტის აქცია და „სირცხვილის“ განცდა 

ანთროპოლოგი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევარი თამთა ხალვაში „ბათუმელებთან“ საუბრობს იმ თემებზე, რომლებიც  პერიოდულად იჩენს თავს აჭარლებთან მიმართებაში. როდის იძენს განსხვავებულობა დისკრიმინაციულ შინაარსს და რა სტიგმებისგან უნდა გათავისუფლდეს საზოგადოება, თამთა ხალვაში ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებსაც აფასებს. თამთა, თქვენს სტატიაში „სირცხვილის პერიფერია“, „სირცხვილის“ გამოვლინება უწოდეთ იმ მდგომარეობას, როცა აჭარლებს უწევთ დაამტკიცონ, აჩვენონ, რომ მათი ქართველობა არ დგას …

ავტოავარიით ქედაში მცირეწლოვანი დაიღუპა

ავტოავარიას ქედის ცენტრალურ გზაზე მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ 5 ადამიანი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ ასევე უთხრეს, რომ მძღოლები ალკოჰოლური თრობის ქვეშ არ იმყოფებოდნენ, არ მიმალულან და თანამშრომლობენ გამოძიებასთან. ამ დროისთვის რომელიმე მათგანი დაკავებული არ არის. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …

Exit mobile version