ბსუ ახალი სასწავლო კორპუსისა და საერთო საცხოვრებლის პროექტებს შეისყიდის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქ. ბათუმში, ლეონიძის ქ. № 15-ში მდებარე უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული ტერიტორიის განაშენიანების გეგმას, საერთო საცხოვრებლისa და სასწავლო კორპუსის შენობების მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციას შეისყიდის. ბათუმის უნივერსიტეტი ქობულეთში, კაიკაციშვილის ქ. N1-ის მიმდებარედ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობასაც ააშენებს. მთლიანად, ქობულეთში ასაშენებელი კორპუსის ჩათვლით, მშენებლობებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაში კი უნივერსიტეტი 127 ათასამდე …

ევროპული გაზაფხულის ხმა – მუსიკის ფესტივალი ბათუმში

ბათუმის მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, 21 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით ბათუმში მუსიკალური ფესტივალი – European Spring Sound-ი გაიმართება. 21 აპრილს ფესტივალი გაიხსნება ქართული ფოლკლორით, სადაც წარმოდგენილი იქნება აჭარული, აფხაზური, ლაზური, ოსური პერფომანსები. 22 აპრილს  უკრაინული ჯგუფი  LUIKU დაუკრავს; 23 აპრილი – როკის დღე  – Tim Ripper Owens (ex-Judas priest), Doogie White (ex-Rainbow); 24 აპრილი – იმრე კალმანი …

სასწავლო ცენტრში ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში  სისტემის თანამშრომელთა გადამზადება განხორციელდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რაც დადებითად აისახება ცენტრის მუშაობის ხარისხსა და ეფექტურობაზე. ევროკავშირთან და ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში სასწავლო ცენტრში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სისტემის თანამშრომელთა გადამზადება თემაზე – „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა / მსჯავრდებულთა დაზიანების …

მდინარე კინტრიშში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში, მდინარე კინტრიშში, სამართალდამცავებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, ცხედარი გუშინ, ღამით  იპოვეს და გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი არ არის ქობულეთის მკვიდრი. „ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, როგორც ვიცით, ნაგირავებ ბინაში ცხოვრობდა გელაურში,“-ამბობს გამგებელი. აღენიშნება თუ არა გარდაცვლილ მამაკაცს სხეულზე ძალადობის კვალი, შს …

სოფელ კორომხეთის მცხოვრებლები კომისიის შექმნას და ზარალის კომპენსაციას ითხოვენ

დღეს, 10 აპრილს, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში, ქედის მუნიციპალიტეტის მცხოვრებმა პირებმა მაღალმთიან რეგიონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შედეგად მიყენებულ ზარალზე ისაუბრეს. სოფელ კორომხეთის მცხოვრებთა თქმით, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გაყვანის გამო მათი საკუთრება დაზიანდა, რის გამო ისინი კომპენსაციას ითხოვენ. „ჩვენი საკარმიდამო ნაკვეთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის გამო დაზიანდა. შემოვიდნენ, მითხარ-მოთხარეს ყველაფერი და წავიდნენ. ის …

საკრებულოს წევრი: ხელვაჩაურის გამგებელმა 20-ზე მეტი თანამშრომელი კონკურსის გარეშე დანიშნა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ხელვაჩაურის გამგებელმა, ნადიმ ვარშანიძემ, გამგეობის 20-ზე მეტი თანამშრომელი თანამდებობებზე კონკურსის გარეშე დანიშნა. „დანიშნულია აპარატის უფროსი, ინფრასტრუქტურის სამსახურის და განყოფილებების უფროსები, შესყიდვების განყოფილების უფროსი და ა.შ. 20-ზე მეტი თანამშრომელია კონკურსის გარეშე დანიშნული, მაშინ როცა კანონი ითვალისწინებს კონკურსის ჩატარებას ამ თანამდებობების დასაკავებლად. ნადიმ ვარშანიძე ერთპიროვნულად წყვეტს საკადრო …

ერთი დაღუპული და 5 დაშავებული საქართველოს მოქალაქე – ავტოავარია თურქეთში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თურქეთში დაღუპული საქართველოს ერთი მოქალაქე უკვე გადმოსვენებულია. დაშავებული მოქალაქეები კი რიზეს საავადმყოფოში იმყოფებიან. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 5 მოქალაქე დაშავდა. სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებთან იმყოფება საქართველოს კონსული ტრაპიზონში, რომელიც გუშინ ჩავიდა რიზეში. სამინისტროს ინფორმაციითვე, მომხდარის თაობაზე ინფორმირებულები არიან დაღუპულისა და დაშავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები. „დაშავებულებს უტარდებათ ყველა საჭირო …

თოვლი ქვემო თხილვანაში [ფოტო]

აჭარის მაღალმთიანეთ სოფლებში თოვა გუშინ, 9 აპრილს, დღის მეორე ნახევარში დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 5 სანტიმეტრს, ხოლო შუახევის სოფლებში 3 სანტიმეტრს მიაღწია. მუნიციპალიტეტების გამგეობებში აცხადებენ, რომ გაზაფხულის თოვლს პრობლემები არ შეუქმნია. ნინო ქამაშიძის ფოტოები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო თხილვანადან:

გათავისუფლებული პოლიციელი კახა ბუხრაძის წინააღმდეგ

პატრულ-ინსპექტორი გია ხალვაში, რომელმაც 11 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისმა მეწყვილემ ჩვენება მეუღლის, სუს-ის თანამშრომლის დავალებით შეცვალა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების ბრძანებაში საუბარია რამდენიმე სამსახურებრივ გადაცდომაზე, მათ შორის პატრულ-ინსპექტორის მიერ 11 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით მედიასთან გაკეთებულ განცხადებაზე. როგორც გათავისუფლების ბრძანებაში წერია, მას ეს განცხადება სამინისტროსთვის არ შეუთანხმებია, რაც მედიასთან ურთიერთობის …

ბათუმში ცხრა აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მთავრობის წევრებმა ცხრა აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. „ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. სიმბოლურია ჩვენი შეკრებაც. დღევანდელ დღეს აქვს ორმაგი დატვირთვა. ერთი მხრივ, ეს არის დიდი ტრაგედიის დღე, რომელიც დატრიალდა 1989 წლის 9 აპრილს, მეორე მხრივ, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ჩვენ …

ხულოში თოვს

აჭარის მაღალმთიანეთში დღეს დილიდან თოვს. ხულოში ამ დროისთვის თოვლის საფარმა ორ სანტიმეტრს მიაღწია, მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, უამინდობას მუნიციპალიტეტში პრობლემები არ შეუქმნია. თოვს შუახევის ზოგიერთ სოფელშიც. აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის ინფორმაციით, ხვალიდან ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში გამოიდარებს და თბილი ამინდი მომავალი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

ბათუმის მერია გამწვანებულ ნაკვეთს ყიდის

ბათუმში, ხელვაჩაურში, მერია 104 კვ.მ მიწის ნაკვეთს პირობებიანი აუქციონის წესით ყიდის. აუციონის პირობებთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ გასაყიდად გამოტანილ ტერიტორიაზე მრავალწლიანი ხეებია გაშენებული. აუქციონის პირობების მიხედვით, მერია გასაყიდ ტერიტორიაზე მშენებლობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. აუქციონის პირობები ერთადერთ შეზღუდვას ითვალისწინებს: ნაკვეთზე მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ აუქციონზე შეძენილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან (ნაკვეთებთან) გაერთიანების შემთხვევაში.

მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურას მოაწყობენ

აჭარის მთავრობა ზემო აჭარაში, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილისტაციისათვის კონცეფციის შესყიდვას გეგმავს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ განაცხადა. მისვე ინფორმაციით, მთავრობა გეგმავს წელს დაიწყოს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, წელსვე მთავრობა უზრუნველყოფს ადგილზე სასმელი წყლის მიყვანას. მწვანე ტბა ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, არსიანის ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს. …

საცხოვრებელი სახლის ხარვეზების აღმოსაფხვრელად ბათუმის ბიუჯეტიდან 307 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსისთვის, რომელიც ბიუჯეტის ფულით ერთხელ უკვე „გაალამაზეს“, 300 ათასი ლარი დამატებით დაიხარჯება. ამჯერად, თავის დროზე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო არსებული „ხარვეზების აღმოსაფხვრელად“. გოგებაშვილის ქ. N32-ში მდებარე ამ საცხოვრებელი სახლის „ხარვეზების აღმოფხვრისთვის“ ბათუმის მერიის ბიუჯეტში 307 ათას 360 ლარია გათვალისწინებული. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მერიის ა[ა]იპ-მა – „ბათუმის …

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ნაცემ საქართველოს მოქალაქეს ბრალი მოეხსნა

სახალხო დამცველის რეგიონალური დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის ციალა ქათამიძის ინფორმაციით, გუშინ 7 აპრილს, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მომხდარი ინციდენტის დროის დაშავებული საქართველოს მოქალაქე როინ ლეონიძე საქართველოში დაბრუნდა. მან სარფის სასაზღვრო პუნქტი უკვე გადმოკვეთა. ციალა ქათამიძის ინფორმაციით, პროკურატურამ როინ ლეონიძეს ბრალდება მოუხსნა და ის დაზარალებულად ცნეს. „კონსულისგან მიღებული ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერებზე და ექსპერტიზის მასალებზე დაყრდნობით საქართველოს მოქალაქეს …

აჭარის მთავრობა „რედისონში“ მენაშენეებს შეხვდა

დღეს, 8 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ბესიკ ლილუაშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის მთავრობაში არსებული ქალაქმშენებლობითი, გეგმარებითი, საზოგადოებრივი, ჰუმანიტარულ-ეკონომიკური, თავდაცვითი და კულტურული ამოცანების  გადაწყვეტის მიზნით საინვესტიციო პროექტის K2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდის რეკომენდაციების შემმუშავებელი კომისიის წევრები, მენაშენეებს შეხვდნენ. მენაშენეებთან საუბარი შეეხო 2017 წელს მიღებულ მთავრობის 41 დადგენილებას, რაც  …

„პარტიზანი მებაღეები“და „დაიცავი ძველი ბათუმი“ ხეების გადატანის წინააღმდეგ

დღეს, 8 აპრილს, მახინჯაურში,  იქ, საიდანაც ბიძინა ივანიშვილს ახალი პარკის განაშენიანებისთვის ხეები გადააქვს, „პარტიზანი მებაღეები“ და „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნათია აფხაზავა, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ აქციის წევრები ხეების გადატანის შეჩერებას ითხოვენ. „მახინჯაურიდანაც დაწყებულია ხეების გადატანა და გადათხრილია ადგილები, ციხისძირშიც დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და გარემო, საიდანაც ხეები ამოიღეს, ამიტომ სახელმწიფოს …

8 მილიონ ლარამდე ღირებულების ყალბი დოკუმენტების დამზადებაზე ორი მეწარმე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი მეწარმეა დაკავებული. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2017 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, განახორციელეს ფიქტიური უსაქონლო ოპერაციები, რა დროსაც მათივე შექმნილ ორგანიზაციებში, დამატებითი ღირებულების გადასახადში უკანონო ჩათვლების მიღების მიზნით დაამზადეს 8 000 000 ლარამდე ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტს მაიდგა 1 …

ბათუმში, ჯავახიშვილისა და კომახიძის ქუჩების კვეთაში, ხანძარია [ფოტო]

ამ წუთებში ბათუმში, ჯავახიშვილისა და კომახიძის [ყოფილი მოსკოვის] ქუჩების კვეთაში ხანძარია. ხანძარი საცხოვრებელ სახლში რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია ბათუმისა და ხელვაჩაურის სახანძრო ბრიგადები და საპატრულო პოლიცია. ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია. დღეს, 7 აპრილს, ცეცხლი ორსართულიანი სახლის სახურავს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, სახლში არავინ იმყოფებოდა: „არ არიან ბათუმში, ეტყობა ცეცხლი ელექტროგაყვანილობის …

დოქს, არღანს, პატეფონს, ოთხთავს – სულ 52 ნივთს, მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

52 ნივთს, რომლებიც, ძირითადად, სხვადასხვა მუზეუმებში ინახება, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ 52 ნივთს შორისაა დოქი, სხვადასხვა ხელნაწერი ოთხთავი, მრავალთავი, დასაკრავი ინსტრუმენტები, საბეჭდი დაზგა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს აღნიშნული ნივთების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა; ხოლო სააგენტოს იურიდიულ სამსახურს, მათი მონაცემების …

ფარული სატელეფონო ჩანაწერებით გამოჭერილი პროკურატურა

გაზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული იაკობ აზარაძე მოსამართლე ირაკლი შავაძემ უდანაშაულოდ სცნო. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა. გადაწყვეტილების მიღებამდე, პროკურორების და ადვოკატების შემაჯამებელი და საპაექრო სიტყვები ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 7 აპრილს მოისმინა. ყველაფერი  რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, როცა სასამართლო პროცესზე პროკურორების გამოსვლის შემდეგ, ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ ფარული სატელეფონო ჩანაწერები ააფრიალა …

საქართველოს კონსული ტრაპიზონში: საქართველოს მოქალაქე და პოლიციელი დაკავებულები არიან

ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კოსნულის, ავთანდილ მიქაცაძის განცხადებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქე და თურქი პოლიციელი დაკავებული არიან. „ბათუმელები“ კონსულს ტელეფონით ესაუბრა. ბატონო ავთანდილ, კონკრეტულად რა ინფორმაციას ფლობთ სარფის საბაჟო გამშვებ პუნტქზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და თუ მოინახულეთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც როგორც ამბობენ, საავადმყოფოშია გადაყვანილი? ვიცე კონსული და კონსული ადგილზე არიან და არკვევენ …

საკონსტიტუციოს სამი მოსამართლის განსხვავებული პოზიცია

„მიღებული გადაწყვეტილება ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, ემყარება სამართლებრივი ნორმების მცდარ ინტერპრეტაციას და არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არდაკმაყოფილების საფუძველი,“ – წერენ საკუთარ „განსხვავებულ აზრში“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები: ირინე იმერლიშვილი, მაია კოპალეიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დანარჩენ მოსამართლეებს არ ეთანხმებიან. დღეს, 7 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესზე, …

ლიფტის შახტაში ჩავარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა

6 აპრილს ბათუმში, სასტუმრო „სანაპიროს“ ლიფტის შახტაში ჩავარდნილი მამაკაცი, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურმა მრავლობითი მოტეხილობებით რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის დროს ცოცხალი იყო. „აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობები“. „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის  240-ე მუხლით, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა …

მეტრომანის ბარათით ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტშიც ისარგებლებთ

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს მეტრომანის ბარათითაც გადაიხდით. ასეთი ბარათით სარგებლობა საქართველოს ორ ქალაქშია შესაძლებელი, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს – თბილისსა და ბათუმში [რაც შეეხება რუსთავს, იქ ამ ბარათით ვერ ისარგებლებთ, ქვეყნის სხვა ქალაქებში კი მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემა არ აქვთ]. სიახლე, რომელიც უკვე მოქმედებს ბათუმში, გადახდის სისტემის ცვლილებას უკავშირდება. ამ ახალი სისტემით, მგზავრობის საფასურის გადახდა „ლიბერთი …

პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს პირველკლასელთა დეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება და 24 აპრილს დასრულდება. პირველ ეტაპზე სკოლაში ის პირველკლასელები დარეგისტრირდებიან, ვისი და-ძმაც სწავლობს იმ კონკრეტულ სკოლაში, სადაც გადის რეგისტრაციას, ასევე ის ბავშვები, ვისი მშობელიც სკოლის თანამშრომელია და ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. მეორე ეტაპზე ონლაინრეგისტრაცია 2017 წლის 8 მაისს, დილის ცხრა …

მოსამართლის შერჩევას დასაბუთება ისევ არ დასჭირდება

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების შერჩევას დასაბუთება ისევ არ დასჭირდება. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 7 აპრილს მიიღო. სარჩელის ავტორები არიან მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატები: მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი. მათ გასულ წლებში არაერთხელ უთხრა უარი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. საბჭოს, მოქმედი კანონმდებლობით, არ აქვს ვალდებულება, დაასაბუთოს გადაწყვეტილება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას …

მოქალაქე: სარფის საბაჟოს თურქულ ნაწილში ჩემს დისშვილს სცემეს

მოქალაქე დოდო სამნიძე აცხადებს, რომ დღეს დილით მის დისშვილს სცემეს სარფის საბაჟოს თურქულ ნაწილში. ის ამბობს, რომ არის თვითმხილველი, თუ როგორ სცემეს სარფის საბაჟოზე თურქმა მებაჟეებმა მის დისშვილს: „მე თვითონ დავინახე, როგორ იყო სასტიკად ნაცემი და წაიყვანეს საავადმყოფოში. შემდეგ კი უხადეს ბოდიში, მაგრამ ბოდიში რას შველის. საავადმყოფოში გაყვა მეუღლე და დედა. დაკავშირებას ტელეფონზე ჯერჯერობით ვერ …

ფემინისტური ჯგუფები რუსთაველის უნივერსიტეტს, სახალხო დამცველს და პროკურატურას მიმართავენ

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი, ქალთა მოძრაობა, კავშირი “ქალების ინიციატივა თანასწორობისთვის”. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (ვისგი), პლატფორმა „ქალები საქართველოდან“, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები, „ქალთა მზერა“, აუდიტორია 115 და „უხილავი შრომა“ მოუწოდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, სახალხო დამცველს,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს, აჭარის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს, შეისწავლონ batumelebi.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში – სტუდენტი სექსუალურ ძალადობაში პროფესორს ადანაშაულებს – მოყვანილი ფაქტები.  „ჩვენ, ფემინისტები, ფემინისტური ჯგუფები და …

დეპრესია – ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემა

დღეს, 7 აპრილს, 15:00 საათზე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, საქართველოს კუნგ-ფუსა და კარატეს ასოციაციასთან ერთად, 6 მაისის პარკში გამართავს ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სპორტულ ღონისძიებას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს თემას, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური პრობლემაა და ყურადღებას ამახვილებს მისი გადაჭრის გზებზე. წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა დეპრესია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დეპრესია გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა, …

პატიმრობა 5-დან 7 წლამდე – „ბორჯომისა“ და „ლიკანის“ ფალსიფიკატორი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქართული მინერალური წყლების -„ლიკანისა“ და „ბორჯომის“ ფალსიფიცირების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს ერთი მოქალაქე. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს საცხოვრებელი სახლის სარდაფში კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი სასმელების ჩამოსასხმელი დანადგარები და შემდგომი რეალიზაციის მიზნით სისტემატურად ახდენდა ქართული მინერალური წყლების -„ბორჯომისა“ და „ლიკანის“ ფალსიფიკაციას. საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია კუსტარული დანადგარები …

აჭარაში შუქის გათიშვის გრაფიკით ენერგოომბუდსმენი დაინტერესდება

რამდენიმე დღეა, რაც აჭარის მაღალმთიან სოფლებში შუქი მოსახლეობას დღის საათებში არ მიეწოდება. შუქი არ მიეწოდება საჯარო სკოლებს, ასევე საბავშვო ბაღებს, სადაც ხორცსა და სხვა მალფუჭებად პროდუქტებს მაცივარში ინახავენ. ენერგოკომპანია „ენერგო პრო-ჯორჯია“ შუქის გათიშვასთან დაკავშირებით აბონენტებს სრულყოფილ ინფორმაციას არ აწვდის და შეტყობინებას შუქის გამორთვასთან დაკავშირებით მაშინ უგზავნის აბონენტებს, როდესაც შუქი უკვე რამდენიმე საათის გამორთულია. ამასთან, შუქი …

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის 20-მილიონიანი პროექტი

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, დაახლოებით 65 ათას კვადრატულ მეტრზე ახალი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპლექსში უნდა განთავსდეს სპორტული მოედანი, რამდენიმე საერთო საცხოვრებელი, სასწავლო კორპუსი, საუნივერსიტეტო სკოლა და საბავშვო ბაღი. პროექტის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ლარია, თუმცა უნივერსიტეტს მიმდინარე წელს მხოლოდ საერთო საცხოვრებლის და გარკვეული ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. უნივერსიტეტის კანცლერის, ჯემალ ანანიძის ინფორმაციით, საერთო …

პატიმარი ბათუმის ციხიდან აცხადებს, რომ მას უკანონოდ უთვალთვალებენ და მინისტრს მიმართავს

ბათუმის მე-3 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმარი ლეონიდე მ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს სთხოვს, მის საკანში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღონ. „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში პატიმარი მიუთითებს, რომ მას უკანონოდ უთვალთვალებენ. „2017 წლის 31 მარტის დაახლოებით 19:00 საათიდან ვიმყოფები #110 საკანში, სადაც მიმდინარეობს ვიდეოთვალთვალი. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია, თუ როგორ უნდა მოხდეს ელექტრონულ-ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობა. კერძოდ, ის უნდა მიმდინარეობდეს …

უკანონო მოსმენების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 44 სარჩელი შევიდა

ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუქმების მოთხოვნით 44 სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს “რესპუბლიკურმა პარტიამ” და “ევროპულმა საქართველომ” შეიტანეს. ანალოგიური მოთხოვნით სარჩელის შეტანას სხვა პოლიტიკური პარტიებიც აპირებენ. ხვალ, 7 აპრილს, სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში კამპანია “ეს შენ გეხება” შეიტანს. ამ კამპანიის ფარგლებში სარჩელს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოქალაქეებიც ავსებენ. ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე 300-მდე …

ტურისტები მახუნცეთის ჩანჩქერთან [ფოტორეპორტაჟი]

მაღალმთიან აჭარაში გასულ წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი, ტურიზმის სააგენტოს სტატისტიკიური მონაცემებით, მახუნცეთს ეწვია. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მნახველებს ძირითადად, თამარის თაღოვანი ხიდი და ჩანჩქერი იზიდავს. მას შემდეგ, რაც მახუნცეთში ტურისტების რაოდენობამ იმატა, ადგილობრივებმა აქ კაფე-ბარები გახსნეს; მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა; აშენდება საზაფხულო თეატრიც; მახუნცეთში სასტუმროს კი უკრაინელი ინვესტორი აშენებს. მახუნცეთში ტურისტები, ძირითადად, ტურისტულ კომპანიებს ავტობუსებით აჰყავთ. როგორც …

Exit mobile version