ქობულეთში ეტლით მოსარგებლეებისთვის ორ ქუჩაზე პანდუსები მოეწყობა

ქობულეთში აღმაშენებლისა და რუსთაველის ქუჩებზე შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის ტროტუარებთან მისასვლელი შემაღლების მოწყობას მუნიციპალიტეტის გამგეობას 19 ათას 168 ლარად, კომპანია „ლ გრუპი“ სთავაზობს.  ეს კომპანია ერთადერთი მონაწილე იყო ტენდერში, რომელიც ქობულეთის გამგეობამ გამოაცხადა 25 640 ლარის საწყისი ღირებულებით. კომისიას ჯერ ის გამარჯვებულად არ გამოუვლენია. ქობულეთში, დასახელებულ ორ ქუჩაზე, 23 ადაპტირებული წერტი მოეწყობა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის დადგენილების თანახმად …

შსს: სამინისტროს ავტოპარკი მოძველებულია

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებს დაკისრებული მოვალეობების შესრულების დროს, ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში უხდებათ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით პატრულირება, დადევნება და ა.შ. აღნიშნული მოითხოვს გამართულ ავტო-პარკს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შს სამინისტროს ავტოპარკი მოძველებულია, ამასთან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს რიგ შემთხვევაში გადაადგილება უხდებათ რთულ რელიეფურ მიდამოებში, რის გამოც აუცილებელია მათი სისტემატიური ტექნიკური მომსახურება“, – აცხადებს შსს. მიუხედავად ამისა, „SHKODA“-ს, …

როცა მშენებარე კორპუსი სახიფათო ხდება (ფოტო)

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე [ყოფილი ენგელსი], ეგრეთ წოდებული ჭაობის დასახლებაში რამდენიმე მაღლივი კორპუსი შენდება. ამ ქუჩაზე არც ერთ მშენებარე ობიექტს არ აქვს დამცავი ბადეები, რაც უზრუნველყოფდა მჭიდროდ დასახლებულ უბანში როგორც სამშენებლო მტვრისა და ნარჩენების გავრცელების შემცირებას, ისე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას. ბოლო წლებში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში, როდესაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა მასალამ ადამიანები იმსხვერპლა. ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობაზე პასუხისმგებელმა …

9 მილიონი აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

2017 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 12 მილიონზე მეტი ლარია. ბოლო 10 წლის მანძილზე სამინისტროს ბიუჯეტიდან პროგრამულ ნაწილზე ყველაზე დიდი წილი მიმდინარე წელს მოდის, 76% (9.165.520 ლარი), როცა 2011 წელს პროგრამული ბიუჯეტი მხოლოდ და მხოლოდ 17% იყო. აჭარის მუნიციპალიტეტებში  მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემა მოწეული პროდუქციის რეალიზაციაა.  წარმოებული პროდუქციის ქალაქში ტრანსპორტირებისთვის სოფლად მცხოვრებ ფერმერებს დამატებითი ხარჯის …

სარფში ახალი სკოლა აშენდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში საჯარო სკოლის ახალი შენობა აშენდება. სკოლის არსებული შენობა ორსართულიანია, ახალი კი, პროექტის მიხედვით, სამსართულიანი იქნება. შენობა, მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა აშენდეს. სატენდერო პირობის თანახმად, ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს თოვლი, წვიმა და სხვა მსგავსი მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები [3 თვე ზამთრის პერიოდი იმ 15 …

ქედის საკრებულომ საჯაროდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ჩამონათვალი შესაძლოა გაზარდოს

ქედის საკრებულო, საჯარო ინფორმაციის ელქტრონული ფორმით გამოთხოვის სტანდარტის შემუშავებისა და ქედის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის განსასაზღვრავად, ახალ ინიციატივას განიხილავს. დადგენილების პროექტით, ქედის გამგეობასა და საკრებულოდან საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება და იმ შემთხვევაში, თუ ქედის საკრებულო დადგენილების პროექტს, აღნიშნული ფორმით დაუჭერს მხარს, საჯარო ინფორმაციის მისაღებად საკმარისი იქნება მოქალქემ მუნიციპალიტეტის …

482,3 კარატიანი ზურმუხტის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე სარფში ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ქვა – 482,3 კარატის ზურმუხტი. საგამოძიებო სამსახურის მიერ საზღვარზე …

როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის პირობებს

არჩევნები და მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემდეგ დარჩენილი მანდატების გამარჯვებულ პარტიაზე მიკუთვნება იყო საკითხი, რომელმაც დღეს, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპრატიული დემოკრატიისათვის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს [ნიმდი] ბათუმის ოფისში მეტი ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოწვია. შეხვედრაზე იმყოფებოდა უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე, რომელიც მომხსენებლისგან ითხოვდა მათემატიკურ გამოთვლას, იმასთან დაკავშირებით, თუ მთავრობის მიერ შეთავაზებული ცვლილებების ვარიანტით, როგორც ამას არასამთავრობო ორგანიზაციები …

საცხოვრებელი ბინები 164 დევნილისა და 212 ეკომიგრანტი ოჯახისათვის

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან, სოზარ სუბართან ერთად, წაბლანელებისათვის მშენებარე სახლი დაათვალიერა. მშენებლობის პროცესს გაეცნო ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. საცხოვრებელ სახლში დაახლოებით 456 ბინა მოეწყობა, რომელიც წაბლანაში მცხოვრებ 212 ეკომიგრანტ და 164 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. …

უსაფუძვლო გამდიდრებას „ბათუმის კორპუსი“ საკუთარ თანამშრომლებს ედავება

ააიპ „ბათუმის კორპუსი“ უსაფუძვლო გამდიდრებას ედავება საკუთარ თანამშრომლებს: ლაშა კილაბერიას და ირაკლი მექვაბიშვილს, ასევე ყოფილ თანამშრომელს, თომა ხალვაშს. სამივე მათგანის გათავისუფლება 2015 წელს უკანონოდ მიიჩნია სამივე ინსტანციის სასამართლომ. ახალი სასამართლო დავა მერიას დაქვემდებარებულმა „ბათუმის კორპუსმა“, აღნიშნული პირების სამსახურში აღდგენის შემდეგ წამოიწყო. ამჯერად „ბათუმის კორპუსი“ ასაჩივრებს იმას, რომ სამსახურში აღდგენილმა პირებმა აიღეს კომპენსაციაც და განაცდურიც. გათავისუფლების ბრძანების …

განახლებული სასჯელი ავტომანქანის ტარების გამო – პროცესი ბრალდებულის გარეშე

ბრალდებულ ილია ხ.-ს გამოძიება სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობას ედავება. მას ნარკოტიკის მოხმარების გამო პირობითი მსჯავრი შეუფარდეს და ავტომანქანის მართვის უფლება შეუზღუდეს. რამდენიმე დღის წინ ილია ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, პოლიციამ მანქანის მართვის დროს დააფიქსირა. პროკურატურამ იგი ხელახლა მისცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი მოსამართლე ვიოლეტა …

ვერცხლის 5-ლარიანი მონეტის რეალიზაცია ივლისიდან დაიწყება

ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაცია მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყება. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტა იაპონიის ზარაფხანაში იჭრება. ის 15,5 გრამს იწონის. სულ მოიჭრება 1500 ცალი მონეტა. რაც შეეხება მონეტის შეძენას, ეს შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინმაღაზიის მეშვეობით. …

ბოლო ოთხ თვეში საქართველოში ოჯახში ძალადობის გამო ექვსი მკვლელობა მოხდა

ბოლო ოთხი თვის მანძილზე ოჯახში ძალადობის შედეგად საქართველოში ექვსი მკვლელობა მოხდა, მათგან 4 – იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, ორი –  თბილისში – ინფორმაცია ამის შესახებ შს სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. აჭარაში ოჯახში ძალადობის 16 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან 15 შემთხვევაში დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. სტატისტიკის თანახმად, 2017 წლის 24 აპრილის მდგომარეობით საქართველოში  პოლიციამ ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამო 752 შემაკავებელი ორდერი გასცა, რომლებიც სასამართლომ …

ბათუმში ძეგლის სტატუსის მქონე ექვსი კერძო სახლის რეაბილიტაცია იგეგმება

ბათუმში – დემეტრე თავდადებულის  N35, მაზნიაშვილის  N6 – აბაშიძის N15, ზუბალაშვილის N38, კომახიძის  N4, ჟორდანიას  N14,  ვ. გორგასლის  N24 და  ქობულეთში მდებარე -„ეფენდიევის ვილა“ – ეს  კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ის ძეგლებია, რომელთა რეაბილიტაციასაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გეგმავს. შენობები კერძო მესაკუთრეებს ეკუთვნით და იგეგმება არა მხოლოდ ფასადის შეკეთება, არამედ ძეგლის სტატუსის მქონე ამ შენობების სრული …

ქალები ცხენით და გუთნით ყანაში – ფოტოამბავი სოფელ ზოტიდან

გურიის მაღალმთიანეთში,  სოფელ ზოტში, მოსახლეობა მიწის დასამუშავებლად დღემდე ცხენს იყენებს. შრომობენ კაცებიც, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით უფრო ქალები არიან დაკავებულნი. ქალები ხნავენ ყანას, თესავენ, თოხნიან, მიდიან მთაში და მოჰყავთ კარტოფილი. კაცები სამუშაოდ თურქეთში დადიან. “მთელი წელი გვიწევს მუშაობა, ყანას რომ დავთესავთ და პირველ-მეორე თოხს ჩავუტარებთ, მთაში მივდივართ. იაილებზე საქონელი მიგვყავს. იქაც კარტოფილს ვთესავთ და მოგვყავს. იმის …

ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად ქედაში სახლი დაიწვა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში ხანძრის შედეგად ვასაძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძარი ნახევრად კაპიტალურ საცხოვრებელ სახლს, სადაც ოთხი წევრი ცხოვრობდა, ღამით, დაახლოებით ორ საათზე გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაზიანებულა. როგორც ქედის გამგეობაში აღნიშნეს, ოჯახის დახმარების საკითხს სამთავრობო კომისიას გადაუგზავნიან, დაზარალებულ ოჯახს კი ბინის ქირის გადახდას მანამდე შესთავაზებენ, ვიდრე სამთავრობო კომისია ოჯახთან დაკავშირებით დახმარების თაობაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

უახლოესი სამი დღის მანძილზე ბათუმში და აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში ამ დღეებში იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი – 10-15 მეტრი წამში, თუმცა ძლიერი ქარი მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, სანაპირო რაონებში ღამით მოსალოდნელია  7-12 გრადუსი, დღისით – 17-22 გრადუსი. აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში დღისით ჰაერი …

შს მინისტრმა აჭარაში პოლიციელები დააჯილდოვა

27 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის ა/რ-ის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსი გიგა ქათამაძე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მიღწეული წარმატებისათვის მედლებით დააჯილდოვა. შს სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცათ ასევე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს. შს სამინისტროს პრესსამსახურში არ …

შეზღუდვები აჭარის ენერგომომარაგებაში

ხვალ,  28 აპრილს, 06:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 5890 აბონენტს ბათუმის მიმდებარე სოფლებში: ორთაბათუმში, ყოროლისთავში, აგარაში, დაბა მახინჯაურსა და ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დასახლებაში. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შეზღუდვების მიზეზი ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

ვინ დაამახსოვრდათ „ბათუმის აქციის“ ორგანიზატორად ჟურნალისტებს

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ პროკურატურას ამ ეტაპზე ჯამში 20 პირი ჰყავს დაკავებული, მათ შორის ორს – მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას მასობრივი არეულობისა და პოლიციაზე თავდასხმის ორგანიზება ედებათ ბრალად. სამართალდამცველებმა ისინი 23 აპრილს დააკავეს. სასამართლო ჯერ არ გაცნობია მტკიცებულებებს, რომლებიც პროკურატურამ მოაგროვა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, 11 მარტის ღამეს, შენიშნეს თუ არა, ან რა ვითარებაში დააფიქსირეს გამოძიების …

უმაღლეს საბჭოსთან სამკერვალო ფაბრიკა აშენდება

ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის მიმდებარედ, 10 230 კვ/მ ტერიტორიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ყიდის. ქონების გაყიდვის საწყისი ფასი 2 მილიონ 133 ათასი ლარია. მთავარი პირობა კი ამ ტერიტორიაზე სამკერვალო ფაბრიკის აშენებაა, რაშიც მომავალმა ინვესტორმა 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს. აუქციონზე გასაყიდი ქონება ქობულეთში, დაბა ჩაქვში, აბაშიძის ქუჩა N2-ში მდებარეობს. ტერიტორიაზე …

ბულვარში 420 ათას ყვავილს დარგავენ

ძველ  ბულვარში  420 ათასი, ერთწლოვანი ყვავილი  დაირგვება. ბულვარის ადმინისტრაციის თქმით,  წელს შეძენილი ყვავილების რაოდენობა უპრეცედენტოა. ყვავილების შესაძენად 189 ათასი ლარი დაიხარჯება. ბულვარმა ყვავილები „მწვანე სახლისგან“  შეიძინა. მაისის ბოლოს კი, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, 7 დასახელების მრავალწლოვან ყვავილსაც შემოიტანენ. გამწვანდება იახტ-კლუბის ტერიტორიაც, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულებულია. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები  უკვე  მიმდინარეობს  ბულვარის …

ხელვაჩაურის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობისთვის 116 ათასი ლარი დაიხარჯება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე ხელვაჩაურის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო თანხა 116 ათას 725 ლარია. სამუშაოებს გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსებს. გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგება ასფალტბეტონის საფარი, მოეწყობა ბორდიურები, გაზონები, გარეგანათება. დაიგება ქვაფენილები, ღობეები მოეწყობა მილკვადრატებით. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 14 მაისს დაიწყება და 19 მაისს დასრულდება. სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან …

უფასო კონსულტაციები ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

შაბათს, 29 აპრილს, დილის  9.30-დან 15 საათამდე  ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კარები პაციენტებისთვის  უფასო სამედიცინო კონსულტაციებისთვის გაიღება. კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, ანგიოლოგია, ნევროლოგია, ზოგადი ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, მამოლოგია, თერაპევტი, ოტორინოლარინგოლოგია, ოფთალმოლოგია, პედიატრია, ტრავმატოლოგია, პროქტოლოგია, ენდოკრინოლოგია, დერმატოლოგია – ეს ის მიმართულებებია, რომლებშიც მაღალკვალიფიციური კონსულტაციების მიღებას ყველა მსურველი უფასოდ შეძლებს. ნინო ქაჯაია – IUHB-დირექტორის მოადგილე კლინიკურ დარგში: „ამ დღეს …

კლიენტი ბანკს და ბანკი კლიენტს სასამართლოში უჩივის – უარი სესხის გალარებაზე

მოქალაქე ნანა ღვინჯილიას დოლარში აღებული სესხის გალარებაზე „ვითიბი ბანკი ჯორჯიამ“ უარი უთხრა. სესხი დოლარში ნანა ღვინჯილიამ 2013 წელს აიღო. მას შემდეგ, რაც მთავრობამ დოლარში აღებული სესხის გალარებაზე დაიწყო საუბარი და დადგენილებასაც მოაწერა ხელი – მიმდინარე წლის 11 იანვარს მოქალაქემ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ მიმართა, სადაც სესხი ჰქონდა აღებული. ამბობს, რომ ბანკისგან პასუხი საერთოდ არ მიუღია. პირიქით, …

არა ფობიას! – TDI-ის განცხადება კონფესიებისგან პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნაზე

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი სახელმწიფოს მიერ კონფესიებისგან პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნაზე განცხადებას ავრცელებს. ტექსტს გთავაზობთ უცვლელად.  სამოქალაქო პლატფორმის „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას, რომელიც სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებისგან წერილობით მოითხოვს სასულიერო პირთა სიას მათი სასულიერო ხარისხის მითითებით და სხვადასხვა პირად ინფორმაციას მათ შესახებ, მათ შორის, პირადობის მოწმობების ასლებს და საკონტაქტო მონაცემებს (მისამართი, ელფოსტა, ტელეფონი). …

რა ეკონომიკურ დანაშაულზე უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა

საქართველოს მთავრობამ განიხილა და მალე პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს. ცვლილებები გულისხმობს ზოგიერთი ეკონომიკური დანაშაულის შემდგომში დეკრიმინალიზაციასაც. „ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია ინიცირებულია უკვე მთავრობისგან. ეს ითვალისწინებს გადასახადისგან თავის არიდების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის ზღვარის, 50 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაზრდას. ასევე, მთელი რიგი სამართალდარღვევებისთვის  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას. …

გიორგი ერმაკოვი ბათუმში უკანონო მშენებლობების შესაძლო დაკანონებაზე

ბათუმის მერიის ინიციატივით, ბათუმში უკანონოდ აშენებული მაღლივი სართულების დაკანონებას მერია ერთი პირობით აპირებს – მენაშენემ 1 კვადრატულ მეტრზე 400 ლარი უნდა გადაიხადოს. ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის თქმით, უკანონოდ აშენებული ფართობის დაკანონებაზე მენაშენემ ასევე უნდა წარუდგინოს მათ აჭარის მთავრობის შუამდგომლობა. გავრცელდება თუ არა ეს ცვლილება აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გადაცემულ საქმეებზე? – ამ და სხვა კითხვებს გიორგი ერმაკოვმა უპასუხა. ბატონო …

მოქალაქემ, რომელსაც 4 წელია შუქი არ აქვს, სახელმწიფოს სასამართლო დავა მოუგო

მოქალაქე დავით ცინცაძემ სასამართლოს ყველა ინსტანცია მოუგო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს. მისი ოჯახი მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის ერთ-ერთი შენობაში თვითნებურადაა შესახლებული და 4 წელია უშუქოდაა დარჩენილი. სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში დავით ცინცაძე 2006 წლიდან ცხოვრობს. მეზობელთან, ვისგანაც ელექტროენერგიის ხაზი ჰქონდათ გამოყვანილი, ცინცაძეებს კონფლიქტი მოუვიდათ. მეზობელმა კი ელექტროენერგიით სარგებლობაზე უარი უთხრა. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დავით ცინცაძე, შენობის მესაკუთრის თანხმობის გარეშე, …

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ დაჯარიმების სისტემას აუმჯობესებს

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“, რომელიც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია, დაჯარიმების სისტემაში ცვლილებების შეტანას აპირებს. ცვლილებების შესახებ დადგენილებას საკრებულოს მომავალ სხდომაზე წარადგენენ. რა იგეგმება კონკრეტულად? – ამის შესახებ „ბათუმელებთან“ „ბათუმის ავტოტრანსპონტის“ დირექტორმა, პაატა დუმბაძემ  ისაუბრა. ბატონო პაატა, კონკრეტულად რა იცვლება დაჯარიმების სისტემაში? ხელშეკრულება მომსახურებაზე ადრე გვქონდა „ლიბერთი ბანკთან“, ამ ხელშეკრულებას ვადა გასდის და სამომავლოდ მომსახურებას გაგვიწევს „საქართველოს ბანკი“, სადაც შესაძლებელი იქნება ბარათების  …

მერია 1 კვადრატულ მეტრ უკანონო მშენებლობას 400 ლარად დააკანონებს – ახალი ინიციატივა 

  400 ლარი სანებართვო პირობების დარღვევით აშენებული თითოეული კვადრატული მეტრის სანაცვლოდ – ბათუმის მერია მენაშენეებს სპეციალური მოსაკრებლის გადახდის სანაცვლოდ უკანონოდ აშენებული სართულების კანონიერების ჩარჩოში მოქცევას სთავაზობს. მერიის ახალი ინიციატივით, ბათუმის ტერიტორიაზე სანებართვო პირობების დარღვევით განხორცილებულ მშენებლობაზე სპეციალური [ზონალური] მოსაკრებელი შემოვა. პროექტის თანახმად, ეს ცვლილება გავრცელდება მხოლოდ იმ დარღვევებზე, რომელზეც 2017 წლის პირველ აპრილამდე ბათუმის მერიის ზედამხედველობის …

როგორ უნდა მოგვარდეს თვითმარქვია გიდების პრობლემა

თვითმარქვია გიდების პრობლემაზე და არა მხოლოდ ამ საკითხზე, დღეს, 26 აპრილს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა შეხვედრა გამართეს. „გამოკითხვები აჩვენებს, რომ იზრდება იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებსაც ბათუმში გიდები არასწორ ინფორმაციას აწვდიან,“ – ამბობს თეო ზოიძე, „აჭარის გიდების ასოციაციის“ ხელმძღვანელი. მისი თქმით, ტურიზმის ამ  მიმართულებას აუცილებლად სჭირდება საკანონმდებლო რეგულირება. თეო ზოიძის ინფორმაციით, ხშირია შემთხვევა, როცა ქვეყნიდან …

ბათუმის, ქედისა და ხულოს რეფერალურ ჰოსპიტალში ნევროლოგები უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებენ

28, 29 და 30 აპრილს ხულოს, ქედისა და ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში წამყვანი ნეიროქირურგები შოთა ინგოროყვას ხელმძღვანელობით, ასევე  ნევროლოგები და ტრავმატოლოგ-ორთოპედები უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებენ. სამედიცინო კონსულტაციები 28 აპრილს ხულოს რეფერალურ ჰოსპიტალში, 29 აპრილს ქედას ჰოსპიტალში, ხოლო 30 აპრილს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩატარდება. კონსულტაციები 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე გაგრძელდება. სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 …

პროკურორის კითხვები მერაბ ღოღობერიძეს და მოსამართლის გადაწყვეტილება

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია. ორივე მათგანს 11-12 მარტის აქციის საქმეზე მასობრივი არეულობის ორგანიზება ედება ბრალად. „სთხოვდით თუ არა ადამიანებს შეეცვალათ თქვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენება?“ – ჰკითხა პროკურორმა რამაზ შავაძემ ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძეს. „არანაირად, – კატეგორიული უარის ნიშნად თავი გაიქნია ბრალდებულმა, – თუ გაქვთ რამე მტკიცებულება, წარმოადგინეთ“. კითხვები ბრალდებულთან …

ბათუმში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა

ბათუმში დღეს, 25 აპრილს, საღამოს, ლერმონტოვისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თვითმხილველების თქმით, დაზიანებულია ხუთზე მეტი მსუბუქი ავტომანქანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დამნაშავე მძღოლები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან.

სასამართლომ მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმის განხილვა დაიწყო

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ორივე მათგანი 23 აპრილს დააკავეს 11-12 მარტის აქციის საქმეზე. ბრალდებულებს მასობრივი არეულობის მოწყობაში ედებათ ბრალი. საბრალდებო დასკვნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსთან, კახა ბუხრაძესთან შეხვედრის აღწერით იწყება. ამის შესახებ ბუხრაძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში საუბრობს. ბუხრაძის თქმით, მერაბ ღოღობერიძემ …

Exit mobile version