აჭარის პოლიციიდან ბესიკ ამირანაშვილის კადრების დათხოვნა დაიწყო

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი თბილისში დაიბარეს. ბათუმში ამბობენ, რომ მას თანამდებობას ატოვებინებენ. ლაშა გოგნიაშვილი შს მინისტრის აწ უკვე ყოფილი პირველი მოადგილის – ბესიკ ამირანაშვილის კადრია. ისინი 2015 წელს ერთად ჩამოვიდნენ ბათუმში სამუშაოდ. 2016 წელს ბესიკ ამირანაშვილი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, ლაშა გოგნიაშვილს კი აჭარის პოლიცია ჩააბარეს. მინისტრის პირველი მოადგილე ამირანაშვილი ორი კვირის …

ამინდის პროგნოზი: ბათუმში შაბათ-კვირას არ იწვიმებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში შაბათ-კვირას, 24-25 ივნისს, უნალექო ამინდი შენარჩუნდება. „დღეს, 23 ივნისს, ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, უმეტესად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით – 15-20, ხოლო დღისით 23-28 გრადუსია მოსალოდნელი. მთაში ღამით 8-13, დღისით – 15-20 გრადუსი. უნალექო ამინდი მომდევნო ორ დღესაც შენარჩუნდება,“ …

ბაირამის დღესასწაულზე ბათუმში #12 მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ იმოძრავებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 25 ივნისს, ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით,  07:00-დან 18:00 სთ-მდე #12 მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ იმოძრავებს. 18:00 სთ-ის შემდეგ აღნიშნულ სამარშრუტო ხაზზე მგზავრობა დადგენილი ტარიფით გაგრძელდება.

სიახლეები აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში და გაზრდილი ბიუჯეტი

აჭარის მთავრობისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულება. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ პროგრამებთან ერთად აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რეგიონში დამატებით პროგრამებს ახორციელებს. 2012 წლიდან დღემდე სამინისტროს ბიუჯეტთან ერთად ყოველწლიურად მატულობს პროგრამების რაოდენობაც. თუკი 2012 წელს მხოლოდ 11 პროგრამა არსებობდა, 2017 წელს 25 პროგრამა მოქმედებს, ხოლო 2018 წლისთვის 31 …

შეზღუდვები რიკოთისა და გორის საავტომობილო გვირაბებში

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, მოვლა-შენახვის სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, 26 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, ღამის 00:00 სთ-დან  დილის 07:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. „სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. დროის აღნიშნულ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა …

შსს-ს პასუხი სასამართლოს „ქუჩის ნარკოტესტირების“ კანონიერებაზე

„სხვაგვარად სამართალდარღვევაზე რეაგირება პრაქტიკულად შეუძლებელია,“ – უთხრა მოსამართლეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ. ამ უწყების და კიდევ პარლამენტის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველმა შეიტანა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირება“ კონსტიტუციას არღვევს. „ჩვენ მთლიანად პროცედურას ვასაჩივრებთ. მართალია, 2015 წელს გარკვეული პროცედურები გაიწერა, მაგრამ ეს რეგულაციები ძალიან ბუნდოვანია და იგი თვითნებობის …

„საუბრები ესმა ონიანზე“ აჭარის ხელოვნების მუზეუმში

დღეს, 22 ივნისს, აჭარის ხელოვნების მუზეუმში მხატვარისა და პოეტის, ესმა ონიანის წიგნის პრეზენტაცია გამართა, რომელიც პროექტი „საუბრები ესმა ონიანზე“ ფარგლებში ჩატარდა. პრეზენტაცია მსახიობმა ნინო კასრაძემ წარმოადგინა. პროექტის მთავარ მიზანს ახალგაზრდებში ესმა ონიანის შემოქმედების პოპულარიზება წარმოადგენს.  ნინო კასრაძის თქმით, ესმა ონიანს, მუხედავად მისი კოლორიტული შემოქმედებისა, ახალგაზრდობა თითქმის არ იცნობს: „ესმა ონიანი გენიალური ხელოვანია, მისი შემოქმედება ფილოსოფიური …

„უკანონო მოსმენებზე“ სასამართლომ სუს-ის მოსმენა ვერ მოასწრო

„უკანონო მოსმენებზე“ განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადადო. მეორე დღეა მოსამართლის და მოსარჩელეების შეკითხვებს სუს-ის წარმომადგენელი ელოდა, თუმცა, სასამართლოს მის მოსასმენად დრო არ ეყო. სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე უნდა გადაწყვიტოს, 326 მოსარჩელის მიერ ხელმოწერილ სარჩელს არსებითად განიხილავს, თუ პირდაპირ გააუქმებს პარლამენტის მიერ გასული წლის აპრილში შეცვლილ კანონმდებლობას „ფარულ მოსმენებზე“. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ახალი სააგენტო, რომელიც …

გახარჯული 60 ათასი ლარი და დაზიანებული კიბეები ქედაში

დაბა ქედაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან დამაკავშირებელი კიბეების რეაბილიტაცია  ქედის გამგეობას 2016 წელს 60 128 ლარი დაუჯდა. კიბეების რეაბილიტაციიდან რამდენიმე თვეში, სპეციალური საღებავი ჩამოიშალა და ერთ მხარეს ჩამოსხმული საყრდენი კედელიც კი დაიბზარა. ბეტონის კიბეები დაზიანებულია. ქედის გამგეობაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ორწლიანი გარანტია ვრცელდება და სამუშაოების განმახორციელებელ კომპანია „მშენებელი -5“-ს ხარვეზის აღმოსაფხვრელად წერილობით აცნობეს. გამგეობის …

პატიმრები კვების პრობლემებზე ციხეებში და საიდუმლო შესყიდვა

ციხიდან გამოგზავნილ წერილებში, თუ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, პატიმრები ხშირად საუბრობენ ციხეებში კვების პრობლემაზე. „პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების უმრავლესობა უკმაყოფილოა შეთავაზებული საკვების ოდენობით, ხარისხითა და გემოთი“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში. ამავე დოკუმენტში სახალხო დამცველი კვების ხარისხის კონტროლის მექანიზმსაც არაეფექტურად აფასებს, რადგან სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური კომისიის შესვლას პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელაღსრულების სამინისტროს …

გადაითხრება თუ არა რეაბილიტირებული ქუჩა

ბათუმში, ანდრონიკაშვილის (ყოფილი შაფათავა) ქუჩის მცხოვრებლების თქმით, ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, თუმცა, საკანალიზაციო სისტემები ახალ ქსელზე მიერთებული არ არის, „ამიტომ, ახალი სისტემაზე დაერთების დროს, ქუჩებს ხელმეორედ გადათხრიან, რაც დამატებითი ხარჯები იქნება“. ჯაბა ტუღუში, ბათუმის   მერის მრჩეველი, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებში ამბობს, რომ ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მიწისქვეშა სისტემები გამოცვლილია და მხოლოდ მოსახლეობის საკანალიზაციო ქსელების ახალ სისტემაზე მიერთებაა დარჩენილი. …

გიდების შთაბეჭდილებები ტრენინგების შემდეგ

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული გიდების გადამზადების ტრენინგები ივნისის ბოლოს დასრულდება. წელს ტრენინგები 60-მა მონაწილემ გაიარა, თითოეულ მიმართულებაში [მაღალთიანი აჭარის, ქედის, მაჭახელას და დაცული ტერიტორიების მარშრუტი] ტრენინგების მონაწილეებს ივნისის ბოლოს სერტიფიკატები გადაეცემათ. ასევე, მონაწილეებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი გიდების ერთიან საინფორმაციო ბაზაში შეიყვანს,  რაზეც წვდომა სხვადასხვა ტურისტულ კომპანიას აქვს. რატომ გადაწყვიტეს გიდობა და …

სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეების ზეიმი თოჯინების თეატრში – „ანბანთცვენა“

სკოლა „ნიკეს“ პირველი კლასის მოსწავლეები „ანბანთქებით“ წარსდგნენ თოჯინების თეატრში. ფარდა გაიხსნა თუ არა, მოწვეული სტუმრები, თანატოლები, აწ უკვე პირველი აღსაზრდელები ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურეს. მუზები, ფერიები, ხმოვნები, თანხმოვნები, მომღერალ-მოცეკვავეები ფურცლავდნენ ისტორიას ფარნავაზიდან იაკობამდე, დედაენის პერსონაჟებმა, გაბეჯითებულმა მუქთამჭამელამ, გათანამედროვებულმა ანომ და ვანომ, პატარა რეპერებმა მანამდე სცენა მეორეკლასელებს დაუთმეს, რომლებმაც ამ დღის მნიშვნელობას და საერთოდ, ბავშვების ლაღ, ხალას და …

ავტოავარიაში დაშავებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა

21 ივნისს მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ იგი კვლავ უგონო მდგომარეობაშია. 23 წლის ახალგაზრდა ქალი ჭავჭავაძის ქუჩას კვეთდა, როცა მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. იგი ქალა-ტვინის დაზიანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.  

შსს: ჯარიმის ოდენობა 20%-ით შემცირდება, თუ სმს შეტყობინებიდან 10 დღეში გადაიხდით

დღეს მთავრობამ შსს-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეოჯარიმების აღსრულებასა და ლიზინგის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი ​მოიწონა. ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებული ინოვაციური მოდელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროექტის – „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში შეიმუშავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით: საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით წამახალისებელი მექანიზმი ინერგება. ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი და თუ …

პირველი ივლისიდან „ბათუმის აქციის საქმეს“ მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს

პირველი ივლისიდან „ბათუმის აქციის საქმეს“ მოსამართლე ირაკლი შავაძე აღარ განიხილავს, მას მოსამართლე – ლევან გელოვანი ჩაენაცვლება. ირაკლი შავაძემ განცხადება უკვე დაწერა და იგი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადადის. ირაკლი შავაძე 2015 წლის 28 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გამწესდა სამი წლის ვადით, თუმცა სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, იგი აქამდე სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა. პირველი ივლისიდან …

რატომ არ უყვართ ბავშვებს სკოლა – მსოფლიოს 44 ქვეყანა კვლევის შედეგებში

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების, სწავლა-სწავლები (TIMSS)კვლევისშედეგებისმიხედვით, საქართვლოშიმოსწავლეების დამოკიდებულება სკოლის მიმართ საკმად ნეგატიურია. კვლევაში მონაწილე 5 ათასამდე მოსწავლიდან, კითხვაზე – „მიყვარს სკოლაში ყოფნა“უფრო მეტად არ ეთანხმება 11,2 პროცენტი, 5,7 კი საერთოდ არ ეთანხმება. „განცდა მაქვს, რომ ეს ნამდვლად ჩემი სკოლაა“, – არ ეთანხმება 12,2 პროცენტი, საერთოდ არ ეთანხმება 6,1 პროცენტი. გამოკითხვაში მერვე და მეოთხე კლასის მოსწავლეები …

სეზონზე თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა ძვირდება

რა ეღირება მგზავრობა თბილისი-ბათუმის მატარებლით ზაფხულის სეზონზე? წინასწარი ინფორმაციით, მგზავრობის საფასური შესაძლოა 60 ლარამდე გაიზარდოს, რაზეც ამ ეტაპზე „საქართველოს რკინიგზა“ კომენტარს არ აკეთებს. „მგზავრობის ღირებულებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებთ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ფასების კორექტირებაზე ვმუშაობთ. ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მეორე კლასის ვაგონით მგზავრობის ღირებულება არ დაკორექტირდება. კორექტირება შეეხება მხოლოდ ბიზნეს და პირველი კლასის …

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა

დღეს, 21 ივნისს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულე ახალგაზრდა ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებული უგონო მდგომარეობაში, ქალა-ტვინის დაზიანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. ჭავჭავაძის ქუჩის ამ მონაკვეთზე ბათუმში ხშირად ხდება ავტოავარია.

სააგენტოს პოზიცია, რომელიც ფარულად გვისმენს – სასამართლო პროცესის მეორე დღე

“არც ერთ ქვეყანაში არაა სრულიად დამოუკიდებელი ის ორგანო, რომელიც ფარულ მიყურადებას ახორციელებს,” – უთხრა მოსამართლეებს დავით გაბეხაძემ, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა. ეს სააგენტო ახორციელებს ამჟამად ფარულ მიყურადებას, თუმცა სუს-ს მისი კონტროლის მექანიზმი ისევ გააჩნია. საკონსტიტუციო სასამართლო მეორე დღეა განაგრძობს ზეპირ მოსმენას „უკანონო მოსმენების წინააღმდეგ” 326 მოქალაქის სარჩელზე. სასამართლოს პლენუმმა უნდა გადაწყვიტოს, სარჩელზე არსებითი …

„კარფურთან“ ერთად ბათუმში „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნებიც გაიხსნება

ბათუმში სუპერმარკეტ „კარფურთან“ ერთად „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნების გახსნაც იგეგმება. ინფორმაციას ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფი“ ავრცელებს. სავაჭრო ცენტრის გახსნა მიმდინარე წლის ივლისის ბოლოსაა დაგეგმილი. ცენტრი ბათუმში, ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე მდებარე შენობაში განთავსდება. ახალ სავაჭრო ცენტრში „კარფურთან“, „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნებთან ერთად , ბანკის ფილიალი, აფთიაქი, სათამაშოების მაღაზია, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვადასხვა პროფილის კიდევ …

NIMD – მა ბათუმში მსმენელების მიღებაზე კონკურსი გამოაცხადა

ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის [NIMD] დემოკრატიის სკოლები მსმენელების ახალი ჯგუფის მიღებას იწყებს. დემოკრატიის სკოლა ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამააა, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის 18 წლიდან. პოლიტიკური განათლების ცენტრები საქართველოს ოთხ ქალაქში ფუნქციონირებს: ბათუმი, ქუთაისი, გორი და თელავი. ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული …

ბრძოლა ჯიხურებისთვის ბათუმის მერიასთან

უკვე ერთი თვე გავიდა, რაც ბათუმის მერიამ ქალაქში [გოგებაშვილის ქუჩაზე] სუვენირების გამყიდველთა ჯიხურები აიღო, თუმცა ახალი ჯიხურების ჩადგმას დღემდე ვერ ახერხებს. მერიის შენობასთან პერიოდულად აქციას მართავენ სუვენირებით მოვაჭრეები და აცხადებენ, რომ მათ მერია და უშუალოდ მერი, ატყუებს. მორიგი აქცია სუვენირებით მოვაჭრეებმა მერიასთან დღეს, 21 ივნისსაც გამართეს. „ახალი ჯიხურების ლოკაციის ადგილები საკრებულოს მიერ იყო განსაზღვრული, თუმცა …

მოსამართლე: იქნებ ამიხსნათ, რატომ იმართება მიტინგები სასამართლოსთან?

ამ წუთებში „ბათუმის აქციის საქმის“ განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს. ბრალდებულების ახლობლებმა სასამართლო სხდომის დარბაზი მაშინვე დატოვეს, როცა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სხდომის დაწყებისთანავე თქვა: „თუკი ვინმე აპირებს დარბაზის დატოვებას პროტესტის ნიშნად, აჯობებს ეს ახლავე გააკეთოთ. ამან ხმაური არ უნდა გამოიწვიოს“. „ადექით, წავიდეთ ყველა“, – მიმართა დარბაზს ერთ-ერთი ბრალდებულის დედამ. მოწოდების შემდეგ დარბაზი დაცარიელდა. ბრალდებულისთვის განკუთვნილ …

საპროტესტო მსვლელობა სასამართლოსკენ – „ბათუმის აქციის საქმე“

საპროტესტო მსვლელობა ბათუმის „პლაზადან“ სასამართლოსკენ „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულების ახლობლებმა გამართეს. „გამოუშვით“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. 11 მარტის აქცია თავდაპირველად ბათუმის „პლაზასთან“ დაიწყო. „ამიტომაც შევიკრიბეთ აქ. ჩვენ შერჩევით სამართალს ვაპროტესტებთ,“ – ამბობს რევაზ გორგილაძე. საპროტესტო აქცია ამ დროისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გრძელდება. პირველ საათზე „ბათუმის აქციის საქმეზე“ გამომძიებლების ჩვენებებს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მოისმენს.

აჭარაში, იალაღებზე, მეხის დაცემის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

20 ივნისს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის იალაღებთან ახალგაზრდა მამაკაცს მეხი დაეცა და გარდაიცვალა. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩიძის თქმით, შემთხვევა საღამოს მოხდა, 22 წლის მამაკაცი მამასთან და ბიძასთან ერთად იყო გზაში. იგი ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილი სოფელ აგარის მკვიდრია. აგარელების თქმით, ბოლო წლებში იალაღებზე მეხის დაცემის შემთხვევები ყოფილა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანი დაიღუპა.  

ზღვის პირას ნახევარი ჰექტარი მიწის მითვისების ამბავი

ზღვის პირას, ჩაქვში, დაახლოებით 4900 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით მითვისებას პროკურატურა მერაბ მ.-ს ედავება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ქობულეთის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მოტყუება შეძლო და სახელმწიფო ქონება მიისაკუთრა. ცოტა ხნის წინ კი, ბრალდებული ამ მიწის ნაკვეთს 90 ათას დოლარად ყიდდა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. მიწა ზღვის პირას წლების განმავლობაში „ჩაქვის …

„რეალ მშენმა“ ზუბალაშვილის #39-ში, ძეგლზე მშენებლობის ნებართვა ითხოვა

კომპანია „რეალ მშენს“ ბათუმში, ზუბალაშვილის #39-ში მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა სურს. შენობას ძეგლის სტატუსი აქვს. წინა წლებში ამ ადგილზე მშენებლობას კომპანია „ნიუ ჰაუსი“ ცდილობდა, თუმცა მაშინ კომპანიის მფლობელს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ თავისივე გაცემული მშენებლობის ნებართვა გააუქმა. მოგვიანებით, „ნიუ ჰაუსის“ დამფუძვნებელმა პროექტით სუსის მაღალჩინოსნის დაინტერესებაზე განაცხადა. გარდა ამისა, თავის დროზე ბიზნესმენმა თემელ ლომაძემ ამის შესახებ აჭარის ხელისუფლების პირველ პირს, …

წიგნები 50%-მდე ფასდაკლებით ევროპის მოედანზე გაიყიდება

წიგნები 50 %-მდე ფასდაკლებით ბათუმში, ევროპის მოედანზე, 22 და 23 ივნისს გაიყიდება. აქციის – „მოიზღვავე წიგნების“ ფარგლებში 8 გამომცემლობის წიგნების შეძენაა შესაძლებელი. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობენ გამომცემლები: „წიგნები ბათუმში“, „აზრი“, „არეტე“, „არტანუჯი“,„დიოგენე“, „ინტელექტი“, „ლოგოს პრესი“ ,„ლაზარე. “ წიგნების გამოფენა-გაყიდვას ბათუმში უკვე მეორე წელია წიგნების გამავრცელებელი კომპანია „ირიათონი“ აწყობს მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით. აქცია ევროპის მოედანზე დილის 12-დან საღამოს 8 საათამდე …

კიტრი კოკოტაურიდან [ფოტო, ვიდეო]

აჭარაში ხარისხით განსაკუთრებით ქედაში მოყვანილი ბოსტნეული გამოირჩევა. მასზე მოთხოვნა ბათუმის ბაზარშიც მაღალია. წლების განმავლობაში კიტრს დიდი ოდენობით  ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში აწარმოებდნენ. ოჯახებს სეზონის განმავლობაში ტონობით კიტრი მოჰყავდათ, თუმცა ბოლო წლებში კიტრის წარმოება შემცირდა. ახლა სოფელ კოკოტაურში კიტრი სარეალიზაციოდ მხოლოდ რამდენიმე ფერმერს აქვს გაშენებული, მათ შორის ერთ-ერთი ლუთბიე არძენაძეა. კიტრის ჩითილები სათბურში გამოჰყავთ, შემდეგ ღია გრუნტში გადააქვთ და …

facebook მიმოწერები მტკიცებულებად მერაბ ღოღობერიძის საქმეში

მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო არსებითად განიხილავს. მათ „ბათუმის აქციის საქმეში“ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად. დღეს, 20 ივნისს, საქმის არსებითი განხილვისა და  ბრალდებულების წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებები წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო. დღეს მოსამართლემ ორივე ბრალდებულს ჰკითხა: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? „დამნაშავედ კი არა, სიზმარში მგონია თავი. ამ …

13 კანდიდატი ერთი სავარძლისთვის იბრძვის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის პირველ ეტაპზე განაცხადი ცამეტმა კანდიდატმა შეიტანა, აქედან ექვსი მეორე ეტაპზე გადავიდა. სამინისტროში მათ ვინაობას არ ასახელებენ: „პერსონალური ინფორმაციაა, რომლის გასაჯაროებაზეც კონკურსანტებთან შეთანხმება არ გვაქვს, შესაბამისად, ვერ გავასაჯაროვებთ.“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში რვა ვაკანტურ პოზიციაზე სულ 215 განაცხადი იყო წარდგენილი, აქედან მეორე ეტაპზე …

უკანონო მოსმენების წინააღმდეგ – 326 მოქალაქის სარჩელის განხილვა დაიწყო

უკანონო მოსმენების წინააღმდეგ 326 მოქალაქის სარჩელის განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს. ამ სხდომაზე პლენუმის 9 მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყება, თუ პირდაპირ გააუქმებს სასამართლო იმ სამართლებრივ აქტებს, რომლებიც ფარულ სატელეფონო მოსმენებს არეგულირებს. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად შეასრულა პარლამენტმა სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფარულ მიყურადებას არ უნდა ახორციელებდეს …

„მორალურად დაძველებული ფილები“ და კაუჩუკი მინდვრის ნაცვლად

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში, საფეხმავლო ბილიკებზე ფილების აყრა დაიწყეს. მოსახლეობის თქმით, ფილები სკვერში დაზიანებული არ არის და მათთვის გაურკვეველია რას ემსახურება მათი გამოცვლა. „ნორმალური ბილიკებია, ფილებიც მთელია და რატომ იღებენ არ ვიცით. თუ საშუალება აქვს მერიას, ქალაქში სხვა ადგილებს მიხედონ. აქ რას დააგებენ, ისიც არ ვიცით. რეაბილიტაციაა თუ ფულის გათეთრება? “ – ამბობს ერთ-ერთი …

ქვათა ცვენა სოფელ მახალაკიძეებში

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში გუშინ, 19 ივნისს, ქვათა ცვენის შემთხვევა დაფიქსირდა. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის თქმით, ლოდი ფერდობიდან დასახლებულ უბანში, სასოფლო გზაზე ჩამოვარდა. ქვათა ცვენის შედეგად არავინ დაშავებულა. „საკმაოდ დიდი მოცულობის ლოდია ჩამოვარდნილი, ქვათა ცვენის შემთხვევები სოფელ მახალაკიძეებში გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა, მაგრამ ამ უბანში ლოდი პირველად  გუშინ ჩამოვარდა. გეოლოგები გამოვიძახეთ, ხვალ …

Exit mobile version