დღეს, 21 ივნისს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულე ახალგაზრდა ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებული უგონო მდგომარეობაში, ქალა-ტვინის დაზიანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.
ჭავჭავაძის ქუჩის ამ მონაკვეთზე ბათუმში ხშირად ხდება ავტოავარია.