მოჰსენ მახმალბაფი: წარმატებული ხარ მაშინ, როცა საკუთარი თავის შესწავლით ხარ დაკავებული

21 სექტემბერს სასტუმრო WYNDHAM batumi-ში ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ირანელი რეჟისორის, მოჰსენ მახმალბაფის მასტერკლასი გაიმართა. რეჟისორი წელს ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების ჟიურის ხელმძღვანელობს. მან 2005 წელს დატოვა ირანი და უკვე რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ევროპაში ცხოვრობს. არის არაერთი ჯილდოს მფლობელი. რეჟისორმა მასტერკლასზე თავის ცხოვრებაზე, ირანში განვლილ რთულ წლებსა და „ახალი ტალღის“ რეჟისორების მიერ …

რა ფილმებს ვნახავთ დღეს? – ბათუმის კინოფესტივალის აფიშა

დღეს,  22 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12.00 საათზე: „დიქსი ლენდი“, რომან ბონდარჩუკი, უკრაინა/ლატვია/გერმანია, 2016, 60 წთ. 13.30 საათზე: „მე გადავცურე ენგური“, ანუნა ბუკია, საქართველო, 2016; 62 წთ. 15.00 საათზე: ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია; 120 წთ. 17.30 საათზე: „ჩიტები მღერიან კიგალიში“, იოანა კრაუზე, ქშიშტფ კრაუზე, პოლონეთი, 2017, 113 წთ. 20.00 საათზე: „შუქ-ჩრდილი“ …

„სოლიდარობა მუშებს“ – ბათუმში „აუდიტორია 115“ აქციას გამართავს

22 სექტემბერს, 12 საათზე, სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრები ბათუმელ მუშებთან ერთად აქცია-მსვლელობას გამართავენ 6 მაისის პარკიდან აჭარის მთავრობის სახლამდე. „8 სექტემბერს, ბათუმში, კომპანია ,,მეტრო ჯორჯიას” დაქვემდებარებულ კომპანიაში შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დაიღუპა 2 ახალგაზრდა მშენებელი. დაკრძალვის შემდეგ, ჭირისუფლის თხოვნით, მშენებლობაზე დასაქმებულებმა 2 დღით შეაჩერეს სამშენებლო პროცესი, რაც ასევე იცოდა კომპანიის ხელმძღვანელობამ. დაღუპული მუშების …

ვის ეკუთვნის გარდაცვლილის ქონება – არაოფიციალურ მეუღლეს თუ ძმას

75 წლის ციალა პერტია შესაძლოა ღია ცის ქვეშ დარჩეს, რადგან მეუღლესთან ერთად 29 წლის განმავლობაში ქორწინების რეგისტრაციის გარეშე იმყოფებოდა. მისი მეუღლე 3 წლის წინ გარდაიცვალა. იმის გამო, რომ მემკვიდრეობის უფლების მისაღებად ქორწინების რეგისტრაციაა საჭირო, ციალა პერტია მემკვიდრეობის, ანუ ქონების გარეშე დარჩა. საცხოვრებელი ბინა ტაბიძის ქუჩაზე ციალა პერტიას მაზლმა გაიფორმა და მისგან ახლა სახლიდან წასვლას ითხოვს. …

„ქართული ოცნების“ სიის ათეული ხულოს საკრებულოში

ხულოში, „ქართული ოცნების“  პროპორციული სიის ათეულში, მოქმედი საკრებულოს სამი წევრი ჩაწერეს. სია ასე გამოიყურება: თამაზ აბაშიძე – ხულოს გამგებლის მოადგილე ბესიკ ბაუჩაძე – ხულოს მოქმედი გამგებელი ნარგიზ დეკანაძე – საკრებულოს მოქმედი წევრი ნოდარ მიქელაძე – ხულოს გამგებლის მოადგილე ნიკა წულუკიძე იზოლდა სურმანიძე – გამგებლის წარმომადგენელი სხალთის თემში რომან ქედელიძე – საკრებულოს მოქმედი წევრი ირაკლი ბოლქვაძე …

„ოცნების“ სია შუახევში ძირითადად საკრებულოს წევრებითაა დაკომპლექტებული

შუახევში პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ედნარ კეჟერაძის ინფორმაციით, პარტიამ პროპორციული სია ოლქს უკვე წარუდგინა დასამტკიცებლად. „ოცნების“ სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება: 1. მირიან აბაშიძე, საკრებულოს იურისტი 2. ფრიდონ ფუტკარაძე 3. ნოდარ ქარცივაძე, „ქართული ოცნების“ პარტიის რაიონული ორგანიზაციისა და მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე 4. ედნარ კეჟერაძე, საკრებულოს წევრი 5. თენგიზ ივანაძე 6. გურამ ქათამაძე 7. ვახტანგ …

„პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის სიის პირველი ათეული – არჩევნები 2017

„პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმის საარჩევნო სია უკვე დაარეგისტრირა. პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრის, ზაურ გაბაიძის ინფორმაციით, სიის ათეული ასეთია: არჩილ მამულაძე – იგი აქამდე ადვოკატად მუშაობდა. პარტიული სიის გარდა, არის ბათუმის მე-10 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი ელგუჯა პაიჭაძე – პარტიის წევრია, ასევე არის მე-7 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი ფრიდონ ბრეგვაძე – ამჟამად ბათუმის საკრებულოს წევრია „პატრიოტთა ალიანსიდან“ ზაურ გაბაიძე …

ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები ბათუმის საკრებულოში – არჩევნები 2017

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები ბათუმის საკრებულოში: 1.ჩაქვი, მწვანე კონცხი, მახინჯაური, თამარის დასახლება (ბენზე) – თამაზ სალუქვაძე. ის ამ დრომდე აჭარის უმაღლესი საბჭოს  საფინანსო-სამეურნეო და სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2.ბონი-გარადოკი, მანთაშევი -გოჩა მგელაძე. ის ამ უბანში მერის რწმუნებულად მუშაობდა. 3.ბაგრატიონის ადმინისტრაციული ერთეული (ჭაობი) – ნატალია ზოიძე. ნატალია ბათუმის მოქმედი საკრებულოს წევრია. ურეხი, თოდოგაური, ინჯალო, სამრეწველო ზონა …

ქართული ოცნების სიის ათეული ქედაში

,,ქართულმა ოცნებამ“ ქედის საკრებულოს პროპორციული სია დასარეგისტრირებლად ოლქში წარადგინა. ქედის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, ალი ნაკაშიძის ინფორმაციით, სიის ათეული  ასეა წარმოდგენილი:   1. ამირან ცინცაძე – პარტია ქართული ოცნების ქედის ორგანიზაციის თავმჯდომარე და მოქმედის ქედის საკრებულოს თავმჯდომარე 2. რომან დავითაძე, ქედის საკრებულოს წევრი, ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე 3. მზია ბოლქვაძე 4. რეზო თურმანიძე – საკრებულოს მოქმედი …

ადაპტირებული ატრაქციონების თვითნებურად დემონტაჟის ფაქტზე მერია შს სამინისტროს არ მიმართავს

ბათუმის მერიის ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმში ფრიდონ ხალვაშისა და ინასარაძის ქუჩების სკვერებში არსებული ადაპტირებული ატრაქციონების თვითნებურად დემონტაჟის ფაქტზე, მერიას შს სამინისტროსთვის არ მიუმართავს. შს სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ  ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს, რადგან, განცხადებით ამის თაობაზე უწყებისთვის არავის მიუმართავს. ბათუმის მერიაში კი დასძენენ, რომ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართვას სამართალდამცველებისთვის არც აპირებენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, …

„ევროპული საქართველოს“ ათეული ბათუმის საკრებულოსთვის – არჩევნები 2017

ბათუმის საკრებულოს არჩევნებში „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ სიის სათავეში რაულ თავართქილაძეა. იგი გასული წლის ბოლოს გაემიჯნა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. მანამდე, 2004-2008 წლებში, რაულ თავართქილაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, შემდეგ – აჭარის განათლების, კულტურისa და სპორტის მინისტრის მოადგილე. სიის მეორე ნომერი ამირან ტაკიძეა, პროფესიით ექიმი, მესამე – ბადრი გორგაძე, პედაგოგი. „ევროპული საქართველოს“ სიის მეოთხე ნომერია …

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სია ბათუმის საკრებულოში – არჩევნები 2017

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“  ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიაში პროპორციული საარჩევნო სია დაარეგისტრირა , პარტიის თავმჯდომარის გიორგი კირთაძის ინფორმაციით სია ასე გამოყურება: მირდატ ქამადაძე – პარტიის წევრი, პარტიის ბათუმის საკრებულოს თამჯდომარეობის კანდიდატი. ლევან ანთაძე – ექიმი, აჭარის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი ნოდარ დუმბაძე – ბათუმის მოქმედი საკრებულოს სამგზის წევრი. კახა კუნჭულია – რაგბისტი …

„ქართული ოცნების“ სიის ათეული ბათუმის საკრებულოში – არჩევნები 2017

„ქართულმა ოცნებამ“  ბათუმის საკრებულოს პროპორციული სია დაარეგისტრირა. პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდმარის, ირაკლი ჭეიშვილის ინფორმაციით, სიის ათეული ასე გამოიყურება: სულიკო თებიძე – აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი მიქელაძე – ბათუმის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნერიმან ცინცაძე – ექიმი ლაშა სირაბიძე- მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე ბესარიონ გოგოტიშვილი – „ქართული ოცნების“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. დიმიტრი ჭეიშვილი – …

შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონი მოსახლეობამ თვითნებურად აიღო

 მერიის ინფორმაციით, მოსახლეობამ ფრიდონ ხალვაშის 322 ნომერში და ინასარიძისა და კობალაძის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში დამონტაჟებული ადაპტირებული ატრაქციონები თვითნებურად აიღო. მერია ამის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მოსახლეობას, პატივი სცენ შშმ ბავშვების უფლებებს. „სამწუხაროდ, მერიაში შემოვიდა მოთხოვნა აღნიშნული ატრაქციონების აღებასთან დაკავშირებით, მერიის მხრიდან კი დაფიქსირდა შშმ ბავშვთა ატრაქციონების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტები. მსგავსი ტიპის მოთხოვნა …

რა დარჩა სკოლის ბუფეტში მინისტრის ბრძანების შემდეგ

ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში სკოლის ბუფეტი არ ფუნქციონირებს. მას შემდეგ, რაც მინისტრის ბრძანებით სკოლაში არაჯანსაღი საკვების გაყიდვა აიკრძალა, სკოლები ცომეული პროდუქტების ამარა დარჩა ან საერთოდ არაფერი იყიდება. პირველი სკოლის დირექტორის, ნატალია მგელაძის თქმით, დირექცია ბუფეტის ფართობზე აუქციონს აცხადებს. „დოკუმენტაცია უკვე მზადაა და აუქციონი მალე გამოცხადდება“. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ არსებობს პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც მოიჯარემ სკოლაში უნდა შემოიტანოს? …

რატომ ქმნის აჭარის მთავრობა კომერციულ უწყებას

ახალი სამთავრობო უწყების ხელმძღვანელობის შესარჩევად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. „ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური“ – ამ სახელწოდებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი აჭარის მთავრობამ ჩამოაყალიბა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე მირანდა ჩარკვიანის დანიშვნა იგეგმება, თუმცა მთავრობაში ამას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ახალი სამსახურის ხელმძღვანელი კონკურსის წესით უნდა აარჩიონ. დებულების მიხედვით, ამ სამსახურმა …

კურორტ გოდერძიზე შესაძლოა ვერტმფრენი დაინიშნოს

სამთო–სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ვერტმფრენის დანიშვნასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობა ტექნიკურ-ეკონომიკურ საჭიროებას იკვლევს. კურორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ლაშა ველიაძის თქმით, კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, დაინიშნება თუ არა ვერტმფრენი კურორტზე და რა რაოდენობის თანხა გამოიყოფა სუბსიდიის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვერტმფრენის რეისების შესასრულებლად. კვლევის პარალელურად კურორტის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან ახორციელებს. „მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთ-ერთ ავიაკომპანიასთან, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, …

„დედე“, რეზო ესაძის ახალი ფილმი და კიმ კი დუკის „ქსელი” – კინოფესტივალის აფიშა დღეს

დღეს,  21 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12.00 საათზე: „ცოცხლად დარჩენის მეთოდი“, არნო ჰაგერს/ერიკ ლიეშუტ, რეინერ ვან ბრუმელენ, ჰოლანდია/ბელგია, 2016; 70 წთ. 14.00 საათზე: „ჩემი გარეუბნის ისტორია“, იუნუს ოზან კორკუტ, თურქეთი, 2017; 78 წთ. 16.00 საათზე: „მეტი“, ონურ საილაკ, თურქეთი, 2017, 115 წთ. 18.30 საათზე: „დედე“, მარიამ ხაჭვანი, საქართველო/კატარი, 2017, 97 …

დარჩება თუ არა წყლის მილები ქედის გამგეობის ეზოში

ქედის ბიუჯეტის თანხით სასმელი წყლისთვის  შეძენილი პოლიეთილენის მილები რამდენიმე დღეა ქედის გამგეობის ეზოშია დასაწყობებული. ქედის გამგებლის მოადგილე, გურამ ბერიძე განმარტავს, რომ გამგეობამ წყლის მილები სოფლების – გულებისა და ხუნკუდის მოსახლეობისთვის შეიძინა და მაშინ დაურიგდება მოსახლეობას, როდესაც წყლის მილების განსათავსებლად სპეციალურ არხს მოაწყობენ. მოსახლეობა კი ამბობს, რომ დამოუკიდებლად და ტექნიკის დახმარების გარეშე არხების გაყვანას ვერ შეძლებს. …

ირანელი ფოტოგრაფი აბას კიაროსტამსა და თანამედროვე არტისტის ირანში ცხოვრებაზე

დღეს, 20 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, ირანელი ფოტოდოკუმენტალისტის, სეიფოლა სამადიანის ფოტოგამოფენა გაიხსნა, რომელიც აბას კიაროსტამის ბათუმში ვიზიტს ეძღვნება. ამავე სივრცეში აჩვენეს ფოტოდოკუმენტალისტის ხუთწუთიანი ფილმიც, რომელიც კიაროსტამის ბათუმში ვიზიტს ასახავს. სეფოლა სამადიანი, რომელიც მარტინ სკორსეზესა და აბას კიაროსტამთან თანამშრომლობდა, ირანული ფოტოგრაფიის „ახალი ტალღის“ წარმომადგენელია. ამჟამად  იგი თეირანის უნივერსიტეტის ფოტოჟურნალისტიკის პროფესორი და ჟურნალ …

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აგრძელებს პოსტერების კონკურსს

თუ გეხერხებათ ხატვა ან ხართ ილუსტრატორი და გაქვთ ორიგინალური იდეები, ეს კონკურსი თქვენთვისაა. საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა პასუხობდეს შემდეგ თემას:   ➧ ამხელდეს იმ დეზინფორმაციულ მითებს ევროპის შესახებ, რომლებიც აჭარაშია გავრცელებული  ➧  ამხელდეს დეზინფორმაციულ ქართულენოვან მედიას და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობებს ქმნის ➧ პოსტერს უნდა ჰქონდეს მარტივი და გასაგები ვიზუალი ნამუშევრების ელექტრონული ვერსიების …

დავა 66 მილიონზე გრძელდება – გადაიდება თუ არა ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა

შპს „სტადიონი“ ისევ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება. აჭარის მთავრობის ორგანიზაციამ ტენდერი ბათუმში, ლეონიძის ქუჩის #15-ში, სპორტული კომპლექსის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე 11 აგვისტოს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 23 აგვისტოს დასრულდა, თუმცა მშენებელი კომპანია ჯერ კიდევ არ არის შერჩეული. შესყიდვის ბიუჯეტი  66 მილიონ 574 430 ლარია. შპს „სტადიონმა“ დისკვალიფიკაცია მისცა „საბა კონსტრაქშენს“, რომელმაც ელექტრონულ ვაჭრობაზე ყველაზე დაბალი …

ლაშა კომახიძე „იაფ სახლთან“ დაკავშირებით მის მიერ ეთერში ნათქვამ უზუსტობაზე

გუშინ, 19 სექტემბერს, გადაცემა „არჩევანში“ „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ „იაფი სახლის“ პროექტის კრიტერიუმები ბათუმის მერიაში უკვე დაამუშავეს და საკრებულოს გადაუგზავნეს განსახილველად. „ბათუმელებმა“ ინფორმაცია საკრებულოში გადაამოწმა. საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარის, ნინო ბერაძის ინფორმაციით, „იაფი სახლის“ კრიტერიუმების შესახებ პროექტი საკრებულოში მერიას ამ დროისთვის შეტანილი არ აქვს. შესაბამისად, ლაშა კომახიძეს ვთხოვეთ განემარტა, რაზე …

10 ფილმი, რომლებიც ბათუმის კინოფესტივალზე უნდა ნახოთ

ბათუმში საავტორო კინოს მე-12 საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. წელს ფესტივალზე 40-მდე მხატვრულ და დოკუმენტურ, ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებს აჩვენებენ კინოფესტივალის სხვადასხვა სექციაში. „ბათუმელები“ გთავაზობთ 10 ახალ ფილმს, რომლებმაც უკვე მიქციეს ყურადღება სხვადასხვა კინოფესტივალზე. „უსიყვარულობა“ რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი. რუსეთი/საფრანგეთი 2017 კინოთეატრი „აპოლო“, 20 სექტემბერი, 22:00 საათზე ფილმი მოსკოველ ცოლ-ქმარზე მოგვითხრობს, რომლებსაც განქორწინება სურთ. მშობლებისთვის ზედმეტ ბარგად ქცეული 12 …

ბათუმელი მუშების მხარდასაჭერად „აუდიტორია 115“ აქციას მართავს

„სოლიდარობა ბათუმელ მუშებს“ – ამ მოწოდებით „აუდიტორია 115“ ბათუმელი მუშების მხადარდამჭერ აქიას მართავს. საუბარია „მეტრო სითის“ მშენებლობაზე, სადაც 8 სექტემბერს ორი მუშა დაიღუპა, ხოლო 18 სექტემბერს სამსახურში დაბრუნებული მუშები მშენებლობაზე აღარ შეუშვეს. მშენებლობა ახალ ბულვარში, კაჩინსკების ქუჩაზე მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის გამართვას „აუდიტორია 115“ ამ ადგილას აპირებს. კომპანია „მეტროს“ ადმინისტრაციამ გუშინ, 19 სექტმებერს განაცხადა, რომ მშენებლობა …

ბავშვთა პორნოგრაფიისა და გაუპატიურებისთვის ძებნილი ბათუმში დააკავეს

პარიზის ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე ტ.ჩ. ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე დააკავეს. ტ.ჩ.-ს ბრალად ედებოდა საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, მათ შორის, დანაშაული ბავშვთა წინააღმდეგ, პორნოგრაფიის გავრცელება და გაუპატიურება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველომ და აჭარის პოლიციის …

ბათუმის კინოფესტივალის აფიშა: რა ფილმებს ნახავთ დღეს

დღეს,  20 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12.00 საათზე: „ბურმის ზღაპრების კრებული“, პიტერ ლომ, ჰოლანდია/ნორვეგია, 2017, 81 წთ. [დოკუმენტური ფილმი] 14.00 საათზე: „მზის ქალაქი“, რატი ონელი, საქართველო/აშშ/ქატარი/ჰოლანდია, 2017, 104 წთ. [დოკუმენტური ფილმი] 16.00 საათზე:  „სიგიჟის სიხარული“, ჰანა მახმალბაფი, ავღანეთი/ირანი, 2003; 71 წთ. [მხატვრული, არასაკონკურსო] 18.00 საათზე: „სავარძელი“, ელდარ შენგელაია, საქართველო, …

დათო ტურაშვილის შეხვედრა საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან

მწერალი დათო ტურაშვილი დღეს, 19 აგვისტოს, ბათუმში საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა შედგა პროექტის ფარგლებში – „მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი რეგიონებში ახალგაზრდების ინფორმირებას ევროპული ღირებულებებისა და კულტურის შესახებ. დათო ტურაშვილმა შეხვედრის დასაწყისში თავის წიგნებზე ისაუბრა, მათ შორის, „სხვა ამსტერდამსა“  და „ჯინსების თაობაზე“. სტუდენტებმა მოჰყვა „ჯინსებს თაობის“ განხილვისას დისკუსია გამართეს. სტუდენტების ერთი ჯგუფის აზრით, …

მშვიდობის საერთაშორისო დღეს ბათუმში ქუჩას მოხატავენ

ხუთშაბათს, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ბათუმში დილის ათი საათიდან 12 საათამდე, მხატვარი ირაკლი ადეიშვილი ზვიად გამსახურდიას ქუჩას მოხატავს. ხოლო „ტოლერანტობის კლუბის“ წევრები კი მოხატავენ სანაგვე ურნას აბაშიძის ქუჩაზე.  პროექტი  – „საქართველო ჩვენი სამშობლოა; ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

სუს-ის თანამშრომელმა 46 დღის წინ მოქალაქეს ესროლა, მისთვის ბრალი ჯერაც არ წარუდგენიათ

2 აგვისტოს ღამის კლუბ „სექტორ 26“-ში მოქალაქე დაჭრეს. გამოძიება პროკურატურამ იმავე დღეს დაიწყო, თუმცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუციათ. შესაბამისად, არც სასამართლო განხილვა დაწყებულა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კლუბში მოქალაქე სუს-ის თანამშრომელმა – ლაშა გაბრიჭიძემ დაჭრა. მისთვის ბრალი დრემდე არ წარუდგენიათ. ის დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს. „მიმდინარეობს გამოძიება და ველოდებით გამოძიების შედეგს, ამ ეტაპზე მეტს …

აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკული კუთხეების კოორდინატორებს დააჯილდოებს

ბათუმის ამერიკულ კუთხეში  კოორდინატორებისთვის ვორქშოპი მიმდინარეობს. შეხვედრას საქართველოში მოქმედი ცხრა ამერიკული კუთხის წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, შეხვედრის მიზანი გამოცდილების გაზიარებაა. ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის ერინ მარია ჯარეტის თქმით, ბათუმის ამერიკული კუთხე არის ერთ-ერთი პრიორიტეტული, რომელიც ევროპის ამერიკული კუთხეების ათეულში შედის. დღეს, 19 სექტემბერს, საელჩომ კოორდინატორები დააჯილდოვა. განახლებული ამერიკული კუთხე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში …

ბათუმში სამ ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, საბაგიროს მიმდიბარე ტერიტორიაზე, ფეხით მოსიარულე სამ ახალგაზრდას ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებულები სავაადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით. ამ დროისთვის მძღოლი დაკავებული არ არის.  სამინისტრო ინფორმაციას ერთ-ერთის გარდაცვალების შესახებ არ ადასტურებს.

გლადიატორების ორთაბრძოლა გონიოს ციხეში

2017 წლის 20-24 სექტემბერს, 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიო-აფსაროსის ციხეში, რომლის ისტორიაც მჭიდროდაა დაკავშირებული რომაულ კულტურასთან, ღონისძიება ,,რომაელი ჯარისკაცის ერთი დღე გონიოში’’ გაიმართება. ეს ღონისძიება გასულ წელს ჩატარდა პირველად და ვიზიტორების დიდი ინტერესი გამოიწვია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობა და მისი ყოველდღიური კვების რაციონი,  ჯარისკაცის ცხოვრებასთან, საქმიანობასთან დაკავშირებული …

როგორ შევქმნათ სამართლიანი საარჩევნო გარემო – საიას რეკომენდაციები მთავრობას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შესაქმნელად ცესკოსა და მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს. საიას ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, საიამ რეკომენდაციები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავა. დღეს საიას ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ხიმშიაშვილმა, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე იმ თემატურ დარღვევებზე ისაუბრა, რაც, …

მუშები „მეტრო სითის“ წინააღმდეგ: მშენებლობაზე არ შეგვიშვეს, თავისუფლები ხართო

ბათუმში, კაჩისნკების ქუჩაზე, მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, კომპანია „მეტრო სითის“ მშენებლობის ჭიშკარი დაკეტილი დახვდათ და სამსახურიდან დაუსაბუთებლად დაითხოვეს. 8 სექტემბერს აქ მშენებლობიდან ორი ახალგაზრდა მუშა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. მშენებლები ამბობენ, რომ ამ უბედური შემთხვევის გამო იყო შეჩერებული მშენებლობა. სამსახურში დაბრუნებულებს კი, მუშაობის საშუალება აღარ მისცეს. „12 სექტემბერს იყო დაკრძალვა, მერე ისევ სამსახურში გამოვედით. …

ლოზნიცას, შლენდორფისა და მახმალბაფის ფილმები – კინოფესტივალის მეორე დღე ბათუმში [აფიშა]

დღეს,  19 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები: 12.00 საათზე: „ცემენტის გემო“, ზიად ქალთოუმი, გერმანია/ლიბია/სირია/არაბეთის გაერთიანებული საემიროები/კატარი, 2017, 85 წთ. [დოკუმენტური ფილმი] 14.00 საათზე:  „აჩრდილების ქალაქი“, მეთიუ ჰეინმანი, აშშ, 2017, 90 წთ. [დოკუმენტური ფილმი] 16.00 საათზე: „წვეულება“, სალი პოტტერი, დიდი ბრიტანეთი, 2017, 71 წთ. [მხატვრული ფილმი] 17.30 საათზე:  „ნაზი არსება“, სერგეი ლოზნიცა, …

Exit mobile version