სამი საჩივარი ბათუმის #79 ოლქში

ბათუმის #79 ოლქში ამ დროისათვის სამი საჩივარია შესული. ოლქის თავმჯდომარის, ციალა შავაძის განმარტებით, საჩივრები პროცედურულ დარღვევებს ეხება. ოლქის მონაცემებით, 10 საათისთვის ბათუმში 7 014-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 5 პროცენტს მცირედით აჭარბებს. ბათუმში სულ 139 595 ამომრჩეველია.

ენმ ბათუმში: 43 საჩივარი დავწერეთ ათი საათისთვის

11 საათზე ბრიფინგი გაიმართა ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. მირდატ ქამადაძემ ჟურნალისტებს ის ძირითადი დარღვევები ჩამოუთვალა, რაც, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დააფიქსირეს: „45-ე უბანზე ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც მარკირებას არ უმოწმებდნენ ამომრჩევლებს. 49-ე უბანზე მას შემდეგ, რაც წილისყრა მოხდა და განისაზღვრა კომისიის წევრების ფუნქციები, რეგისტრატორი კომისიის წევრების ვინაობას თავმჯდომარე ტელეფონით აწვდიდა უცხო პირებს. ეს არის საგანგაშო …

ბათუმში ქალს მატარებელი დაეჯახა

ბათუმში დღეს, 21 ოქტომბერს, გამთენიისას, ახალგაზრდა ქალს მატარებელი დაეჯახა. იგი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ქალი გადაყვანისას გონზე იყო და მისი თქმით, მას მატარებელმა „გაჰკრა“. შემთხვევა ბარცხანის ტერიტორიაზე, სარკინიგზო ხაზთან მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს – რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

ცხრა კანდიდატი – ვინ გახდება ბათუმის მერი?

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები მთელი ქვეყნის მასშტაბით  64 მერს და 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. ბათუმს უკვე მეორედ ეყოლება არჩეული მერი. ბათუმში ამომრჩეველს მერობის ცხრა კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. მერობის კანდიდატები არიან: [checklist] ჯელალ ქიქავა – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ პეტრე ზამბახიძე – „ევროპული საქართველო“ ლაშა კომახიძე – „ქართული ოცნება“ …

აჭარაში 306 861 ამომრჩეველია

დღეს, 21 ოქტომბერს, ამომრჩევლები საქართველოში 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი. არჩევნებისათვის რეგისტრირებულია მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 9 – ბათუმში. მერებს ირჩევენ …

თვითმმართველობის არჩევნები აჭარაში – განახლებადი

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები მთელი ქვეყნის მასშტაბით  64 მერს და 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. „ბათუმელები“ გთავაზობთ არჩევნების დღის ქრონოლოგიას განახლებად რეჟიმში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს batumelebi.ge მთელი დღის მანძილზე, უწყვეტ ონლაინრეჟიმში გააშუქებს. თქვენც შეგიძლიათ გახდეთ მოქალაქე ჟურნალისტი. თუ შეესწრებით საარჩევნო დარღვევას, გადაიღეთ ფოტო ან ვიდეო და მოგვაწოდეთ ინფორმაცია ფეისბუქზე. ნებისმიერი ფოტო/ვიდეო …

შვებულებები და საპატიო მიზეზით გათავისუფლება არჩევნებამდე ერთი დღით ადრე

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ქედის საკრებულოში ფრაქციისა და კომისიის თავმჯდომარის კაბინეტის კარები ჩაკეტილია, ადგილზე მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გურამ ანანიძე და საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ხასან აბაშიძე იმყოფებიან. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გურამ ანანიძე ამბობს, რომ სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა გორგილაძე და ფრაქცია „ქედის“ თავმჯდომარე თამაზ შარაშიძე, მათი …

“ოცნების ქალაქი” – არჩევნებიდან არჩევნებამდე (ფოტო)

ავტორი: მანანა ქველიაშვილი 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე, აჭარის მაღალმთიანეთიდან ათეულობით ოჯახი ჩამოვიდა საცხოვრებლად. ყოფილი 25-ე და 53-ე რუსული სამხედრო ბატალიონების ბაზებზე უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებმა ხის და მუყაოს ფიცრულები ააგეს და დასახლდნენ. ბევრი მათგანი მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და საკუთარი სახლი, ხელვაჩაურში გადმოსახლებამდე, არ ჰქონდათ.   საზოგადოება დასახლებას „ოცნების ქალაქის“ …

გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა

გონიო და მისი მიმდებარე ყოფილი პოლიგონის ტერიტორია უნდა განვითარდეს, როგორც მაღალი დონის საზღვაო კურორტი – ამას ქვეყნის მთავრობის ის კონცეფცია ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს საინვესტიციო პროექტების  ჩამონათვალშია. „ტერიტორიას აქვს უნიკალური პოტენციალი, რომ განვითარდეს როგორც მაღალი დონის საზღვაო კურორტი, შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურით. აღნიშნული ტერიტორიის განვითარების კონცეფცია და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მოამზადა Colliers International-მა“, – …

რას უპირებს ლაშა კომახიძე პარკირებას და გამწვანებას

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე ბათუმში პარკირების შენობების მოწყობას აპირებს. ამბობს, რომ ამ საკითხზე უკვე ესაუბრა მშენებლებს და დაინტერესება არსებობს. ვერ ამბობს, რატომ არ გამოხატავდნენ აქამდე მშენებლები ამის სურვილს, თუკი პარკირების შენობა საინტერესოა, როგორც ბიზნესი – „ბათუმელები“ ლაშა კომახიძეს ბათუმში პარკირების და გამწვანების პრობლემაზე ესაუბრა. ბატონო ლაშა, რას აპირებთ ქალაქში პარკირების პრობლემის მოგვარების …

უკანონო მშენებლობა სარფში

სოფელ სარფში, კალენდერეს უბანში, საიდანაც ზღვის ხედით ულამაზესი პეიზაჟი იშლება, ბიზნესმენი დიმიტრი ტვილდიანი სასტუმრო კომპლექსს აშენებს. მან ნაკვეთი  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე იყიდა და მშენებლობაც წამოიწყო. ბიზნესმენს იმაზე არ უფიქრია, რომ მშენებლობის წამოწყებას სამშენებლო პროექტის მუნიციპალიტეტის  არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმება და შესაბამისი ნებართვა სჭირდებოდა. ნაკვეთის მესაკუთრემ ადგილზე სასტუმრო კომპლექსის საფუძვლის ჩაყრის სამუშაოები …

ლაშა კომახიძის საარჩევნო პროგრამა ზეპირად

„მე მაქვს ყველაზე დეტალური და კონკრეტული საარჩევნო პროგრამა,“ – რამდენჯერმე გაგვიმეორა ეს ფრაზა ინტერვიუს დროს „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ. ინტერვიუს დროს მისგან რამდენიმე კითხვაზე მივიღეთ პასუხი: „ახლა ამისგან თავს შევიკავებ,“, „კონკრეტიკა საჭირო არ არის“, „გაირკვევა სტრატეგიული დოკუმენტის შექმნის შემდეგ“… ის, რასაც ლაშა კომახიძე „დეტალურ პროგრამას“ ეძახის, ვერ ნახავთ ვერსად, ყოველ შემთხვევაში, საჯარო …

დეპუტატი: ენმ-ს განცხადება სუს-ის თანაშრომლებზე არის ცრუ ბრალდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი, დღეს, 20 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის განცხადებას ეხმიანება. ხარაზმა  კონკრეტული თანამდებობის  პირები დაასახელა და განაცხადა, რომ ისინი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები არიან და უხეშად ერევიან საარჩევნო პროცესში. „ეს არის გამარგინალებული, გაბანკროტებული პარტიის ცრუ ბრალდებები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ხვალ ხალხი მიიღებს ძალიან სწორ გადაწყვეტილებას და ეს „ნაციონალურ …

„ნაციონალური მოძრაობა“: მმართველი პარტია გაყალბებისთვის ემზადება

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი მირტად ქამადაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია გაყალბებისთვის ემზადება. ამის შესახებ მან დღეს, 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მირდატ ქამადაძის განცხადებით, ხელვაჩაურში, 23 და 32-ე უბნებში კომისიის თავმჯდომარეებად დანიშნული არიან ლელა ვერძაძე და ლია ბეჟანიძე: „ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წინა არჩევნებზეც იყვნენ კომისიის თავმჯდომარეები და ნაცვლად კანონმდებლობით დადგენილი წესისა, შემაჯამებელ ოქმებს …

„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ – გამოფენის ორგანიზატორებს მერია დაჯარიმებით პასუხობს

„ბატონო შოთა, ოქმი მოგივათ სახლში და თქვენ შეგიძლიათ მერე სასამართლოს ედაოთ,“ – უთხრა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა, თენგიზ მესხიძემ, საზოგადოება „ბათომის“ წევრს შოთა გუჯაბიძეს. შოთა გუჯაბიძე დღეს, 20 ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე გამართული ფოტოგამოფენის ინიციატორია. „ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“- ასე ჰქვია გამოფენას და ის ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკას ასახავს. გამოფენის სახელწოდება ორგანიზატორებმა ბათუმის ისტორიის ორ …

ლაშა კომახიძე კულტურულ მემკვიდრეობაზე: უნდა მაინტერესებდეს, რას ამბობდა ერმაკოვი?

„მერია და მისი ორგანიზაციები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან თანამშრომლობით იზრუნებენ კულტურის ძეგლების რეაბილიტაციაზე“, – „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის, ლაშა კომახიძის წინასაარჩევნო პროგრამაში მხოლოდ ამ ჩანაწერს იპოვით კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში. ლაშა კომახიძეს ვკითხეთ, რას მოიაზრებს „ზრუნვა“ და რით იქნება იგი განსხვავებული არსებული პოლიტიკისგან, როცა ასევე „ქართული ოცნების“ სახელით მოსული გიორგი ერმაკოვი ძეგლების დაცვას …

ენმ: საარჩევნო პროცესებში სუს-ის თანამშრომლები არიან ჩართული

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] თანამშრომლები არიან ჩართული. მან ეს განცხადება დღეს, 20 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „ბოლო ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდნენ სუს-ის თანამშრომლები. ყველა ეს ადამიანი, ვინც ამ დაფაზე წერია,  – აჭარის სუს-ის უფროსი, ირაკლი ერისთავი, მთავრობის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გია გაბაიძე, მთავრობის აპარატის, უფროსი გოჩა …

სასჯელი ღამის კლუბში თანხის გამოძალვისთვის

ღამის კლუბ „ვოგში“ თანხის გამოძალვის საქმეზე მოსამართლე ლევან გელოვანმა გადაწყვეტილება მიიღო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ამ საქმეზე მსჯავრდებულ ფეიზულაჰ ერდენს 6 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. ის ასევე დაჯარიმდა 5 ათასი ლარით. მანუჩარ მამულაძეს და ეშრეფ კადირ ბოსტანს 4-4 წლით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სერჰათ ბაქანს ორწელიწადნახევარი მოუწევს ციხეში ყოფნა. გამოძიება დაკავებულებს ძარცვის და თავისუფლების უკანონო …

მირიან ქათამაძე – „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ქობულეთში

„ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც გინდა იზრუნო იმ ქალაქის, სოფლის განვითარებისთვის, სადაც დაიბადე, გაიზარდე, სადაც შენი ფესვებია“, – ამ სიტყვების ავტორი მირიან ქათამაძეა, რომელიც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს~ ქობულეთის მერობის კანდიდატია. პროფესიით იურისტი სწორედ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში გაიზარდა. დაიბადა 1977 წლის 30 მარტს ქობულეთში, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. წლების განმავლობაში მუშაობდა საპასუხისმგებლო …

„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ – ფოტოგამოფენა ევროპის მოედანზე [ანონსი]

ბათუმში, დღეს, 20 ოქტობერს, 13 საათზე  ევროპის მოედანზე გაიმართება ფოტოგამოფენა „ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“, რომელიც ბათუმის სახეცვლილებას ასახავს ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში. გამოფენის სახელწოდება უკავშირდება ბათუმის ისტორიის ორ პერიოდს, მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა ბათუმში ცნობილი ფოტოგრაფი, დიმიტრი ერმაკოვი ჩამოვიდა და 400-მდე ფოტო გადაიღო ბათუმსა და მის შემოგარენში და ბათუმის ახლანდელი მერის, გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდს, რომლის მერობის დროსაც …

ახალი პროექტები საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით

სტუდენტთა ახალი საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, თანამედროვე  სტუდენტური საერთო საცხოვრებელი აშენდება. სტუდენტური საცხოვრებლის შენობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მიიღეს მონაწილეობა.  ღონისძიებას ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავრობის …

ავტობანი: გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობა იწყება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთი [ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი]-ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის ტექნიკური და ფინანსური წინადადებები გაიხსნა. ტექნიკური წინადადება სულ 8 კომპანიამ წარმოადგინა. „გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 14.4კმ-იანი მონაკვეთის (ლოტი I)  მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პროექტი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და  მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს,“ – …

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა საბოლოოდ გადაწყდა და შპს „სტადიონმა“ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 101 მილიონ 700 ათასი ლარია. ბათუმის საფეხბურთო სტადიონი UEFA-ას IV კატეგორიის იქნება და ის 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. სტადიონი, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით 3 წელში [34 თვეში] უნდა აშენდეს. ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 11 ნოემბერს დაიწყება და 21 …

ბულვარში ღამის კლუბი დაიწვა

ბათუმის ბულვარში ღამის კლუბი Boom-Boom Beach-ი დაიწვა. სახანძროს ინფორმაციით, დაიწვა დაახლოებით 150 კვ.მ ფართობი. როგორც სახანძროში „ბათუმელებს“ უთხრეს,  შენობა ცარიელი იყო, მასში უკვე აღარ იყო ინვენტარი. სახანძროს ინფორმაციით, მეხანძრეებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს. ხანძრის შედეგად არავინ დაზიანებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

„გონივრული ურბანიზმის თეორია“ ხელოვნების უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენციაზე

2017 წლის 19-20 ოქტომბერს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მეორე საერთაშორისო კონფერენცია „კულტურა და ხელოვნება: კვლევა და მართვა“ მიმდინარეობს. კონფერენციის მიზანი ხელოვნებისა და კულტურის კვლევების ახალი მიმართულებებისა და მეთოდების გაცნობაა. კონფერენციის მონაწილეები საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ჰოლანდიის, თურქეთის, ბულგარეთის, ლატვიის, ბელორუსის, უკრაინის, სომხეთის, ყაზახეთის, სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები არიან. კონფერენცია თემატურ სექციებადაა დაყოფილი: ხელოვნებათმცოდნეობა, თეატრთმცოდნეობა, …

ვინ ვის წაართმევს ამომრჩეველს

პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების წინასაარჩევნო გზავნილები ერთმანეთს რომ ძალიან ჰგავს, ეს ამ არჩევნებზეც ბევრმა აღნიშნა. მსგავსების მიუხედავად, რით ახერხებენ გარკვეული პოლიტიკური ძალები ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვებას და რამდენად უნდა ველოდოთ ელექტორატის გადანაწილებას? – „ბათუმელები“ ისტორიკოს გრიგოლ გეგელიას ესაუბრა. ბატონო გრიგოლ, რამდენად შესაძლებელია არჩევნებამდე ორი დღით ადრე დავინახოთ ვინ ვის წაართმევს ამომრჩეველს?  ბუნებრივია, არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა …

მეწარმის ღია წერილი ზურაბ პატარაძეს

დავით გურგენიძე, ინდმეწარმე ბატონო ზურაბ, მე ბათუმის ერთ-ერთი რიგითი მცხოვრები ვარ. ბოლო ხუთი წელია დილა იმით იწყება, რომ მივდივარ ჩემს სამუშაო ადგილზე – ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, ფრიდონ ხალვაშის 371-ში, სადაც მცირე ზომის ავტომანქანების შესაკეთებელი საამქრო მაქვს. ჩემ შვილთან და კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად ჯერ კიდევ ვმუშაობ. ცხადია, ბიუჯეტის სასარგებლოდ ვიხდიდი გადასახადებსაც. ამ ტერიტორიაზე ჩემს გარდა …

საქართველოში განქორწინება და ოჯახში ძალადობის შემთხვევები იზრდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში განქორწინების რიცხვი 2016 წელს, წინა წელთან შედარებით,  427-ით გაიზარდა. 2017 წლის ექვსი თვის მონაცემების მიხედვით კი,  საქართველოში 10 680  ქორწინება და 5 031  განქორწინება დარეგისტრირდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტის სოფი მენაბდიშვილის თქმით, განქორწინების ძირითად მიზეზად ოჯახში ძალადობის შემთხვევები, მეორე ადგილზე კი ღალატი სახელდება. „ერთ-ერთი საქმე რომელსაც განვიხილავდი, შეეხებოდა …

მიშენებული აივანი ახალაშენებულ სახლზე – რატომ გასცა მერიამ ნებართვა

ბათუმში, გორგილაძის #94-ში, მოქალაქემ ამხანაგობის წინააღმდეგობის მიუხედავად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აივანი მიაშენა. ახალაშენებულ სახლზე აივნის მიშენების ნებართვა ბათუმის მერიამ მშენებელ კომპანიასთან – „დარ ბილდინგთან“ შეთანხმების გარეშე გასცა. ამის შესახებ არც ამხანაგობამ იცოდა. გორგილაძის #94-ში ახლახან აშენებულ 21-სართულიან სახლს ერთადერთი მიშენებული აივანი აქვს. მეზობლები, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ ამ მიშენებას ეწინააღმდეგებოდნენ, ამიტომ მიშენების კანონიერებით დაინტერესდნენ და ინფორმაცია როგორც …

ეგნატე ნინოშვილის ახალი ბიუსტი ძველ კვარცხლბეკზე

ეგნატე ნინოშვილის ბიუსტის დამზადებასა და მონტაჟში ბათუმის მერია მაქსიმუმ 47 ათას 500 ლარს გადაიხდის. ბიუსტი ბათუმში, რუსთაველისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთასთან, საზღვაო აკადემიის მოპირდაპირედ მდებარე კვარცხლბეკზე განთავსდება. ეს კვარცხლბეკი აქ წლებია დგას. როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, ამ კვარცხლბეკზე ადრეც ნინოშვილის ბიუსტი იდგა, თუმცა ის წლების წინ დაიკარგა. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. წინადადებების მიღება 2 ნოემბერს დაიწყება და 11 ნოემბერს დასრულდება. ბიუსტი …

მოქალაქე ამბობს, რომ საპატრიარქომ მის მიწასთან მისასვლელი გზა წაართვა

ფერიის მთაზე მცხოვრები შაქრო თურმანიძე სასამართლოში საქართველოს საპატრიარქოს უჩივის. დავის საგანი ყოფილი გზაა, რომლითაც შაქრო თურმანიძე საკუთარ მიწის ნაკვეთამდე მიდიოდა. ახლა გზა საპატრიარქოს ეკუთვნის და ეკლესიის გალავანს შიგნით მოხვდა. „ეკლესია აშენდა და მოღობეს ჩემი გზაც. საკუთარ მიწასთან მისასვლელი გზა არ მაქვს, არადა, ეს გზა ჩემი მოწყობილია 1979 წელს. მეუფე დიმიტრისთან შეხვედრა ვცადე, ოთხჯერ ჩამოვედი, მაგრამ არ …

„პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის ოთხმა კანდიდატმა შუახევში კანდიდატურა მოხსნა

„პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის რიგით  მე-9, მე-16, მე-17 და მე-18 კანდიდატებმა შუახევში საკუთარი კანდიდატურა მოხსნეს. „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის მეცხრე ადგილზე ლეილა გოგიაშვილი, მე-16 – ზე დავით დავითაძე, მე -17 –  ზაზა ქათამაძე, ხოლო პარტიული სიის მე-18 წევრი ჯემალ ქარცივაძე იყო. შუახევის საარჩევნო ოლქის მდივნის, გიორგი მაკარაძის ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის კანდიდატების გარდა საკუთარი კანდიდატურა …

ქარისგან დაზიანებული სახურავის აღდგენაში ბსუ 33 616 ლარს გადაიხდის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის [ბსუ] ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა სასწავლო კორპუსის 460 კვ/მ-ზე გადახადა სახურავი და მოშალა ხის კონსტრუქცია. შექმნილი ვითარების აღმოსაფხვრელად კი, შესყიდულია სახურავის აღდგენის სამუშაოები, საერთო თანხით 33 ათას 616 ლარი. „გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება დადგა 2017 წლის 16-17 ოქტომბრის ღამით, სააგენტოში მომართვის წარდგენამდე უნივერსიტეტმა შეისყიდა სახურავის დაზიანებული ნაწილის აღდგენის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ღირებულებით 44 235.6 ლარი, …

ზღვისპირა ბულვარს ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური ნივთიერებებით წამლავენ

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ბულვარში აზიური ფაროსანას გავრცელების საწინააღმდეგო შეწამვლა დაიწყო.  პრევენციის ფარგლებში,  10 ათას ძირამდე სხვადასხვა ჯიშის მრავალწლოვანი და ბუჩქოვანი ხე-მცენარე შეიწამლება ქიმიური ნივთიერებებით. „ზღვისპირა ბულვარში აზიური ფაროსანასგან დასაცავად სულ შეიწამლება 15 ჰექტარი ფართობი ეტაპობრივად. მონიტორინგის შედეგად, ბულვარის პერიმეტრზე მავნებელი მწერის გავრცელების ფაქტი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა,“-აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში. მათივე ინფორმაციით, ქიმიური ნივთიერება რითაც ხე-მცენარეები …

პირველად გონიოს ციხეზე მშვილდოსანთა ტურნირი გაიმართება

2017 წლის 20 ოქტომბერს, 15:00 საათზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მშვილდოსნობის ფედერაციის ჩართულობით, პირველად გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში ჩატარდება მშვილდოსანთა ტურნირი. გონიოს თასის მოსაპოვებლად შეჯიბრი ჩატარდება როგორც ვაჟთა, ასევე, ქალთა ორ ასაკობრივ კატეგორიაში. ტურნირს  ყოველწლიური, ტრადიციული ხასიათი მიეცემა და გარდა პროფესიონალი სპორტსმენებისა, მომავალში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მოყვარულებსაც. მათ …

საქართველოს მთავრობამ 1 თვის წინ შექმნილ კომპანიას მწვანე კონცხზე მიწა პირდაპირ მიჰყიდა

ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარე 20 366 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 931 ათას ლარად, საკუთრებაში გადასცა კომპანიას, რომელიც კერძო პირმა ქონების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირა. აღნიშნული ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში იყო და ის სახელმწიფოს, გაყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე უპირობოდ გადაეცა. ქონების გადაცემა აჭარის მთავრობისგან სახელმწიფომ ითხოვა, „სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემა …

Exit mobile version