პოლ მაკარტნი ახალ დოკუმენტურ ფილმში გადაიღეს

პოლ მაკარტნი ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრობს ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმში – „ერთი დღე კვირაში“ („One day a week“) , რომელიც რეჟისორმა იან არტუს ბერტრანმა გადაიღო. პოლ მაკარტნის გარდა ფილმში მისი შვილები, მერი და სტელა, მსახიობები ემი სტოუნი და ვუდი ჰარელსონი საუბრობენ პლანეტის გლობალურ პრობლემებზე, სათბურის ეფექტის შედეგებზე. ფილმი პოლ მაკარტნის ახალი, აქამდე უცნობი სიმღერით „Bostwana“ და 1997 …

სატრანსპორტო ლაბირინთი – გადაადგილება ინფორმაციის გარეშე

საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავს ტურიზმის და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წელს, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მხოლოდ საერთაშორისო მარკეტინგულ აქტივობებში 22 540 000 ლარი დახარჯა. სარეკლამო კლიპებში, რომლითაც ქვეყანა უცხოელ  ტურისტებს აცნობს თავს, რა თქმა უნდა, არაფერია ნათქვამი იმ მოუწესრიგებელი სერვისების თაობაზე, რასთან შეჯახებაც ტურისტს ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე უწევს. და არამარტო ტურისტებს. როდესაც საზოგადოებრივი …

ჩხავერს ქედის საწარმო სავარაუდოდ 4 ლარად ჩაიბარებს

ქედის ღვინის საწარმო ჩხავერის მიღებას 10 ნოემბრიდან დაიწყებს. საწარმოს მენეჯერისა და მთავარი მეღვინის, ზურაბ გათენაძის ინფორმაციით, 1 კილოგრამი ჩხავერის ჩაბარების ფასი ოთხი ლარი იქნება. „ჩხავერის ჩაბარების ფასი ოფიციალურად არ გადაწყვეტილა, თუმცა საუბარია, რომ შესასყიდი ფასი 4 ლარი იქნება. საწარმოში ადგილზე შემოვიტანეთ სპეციალური ყუთები, რომელიც ფერმერებს შეუძლიათ გამოიყენონ და ყუთებით გადმოიტანონ ყურძენი საწარმოში“ – ამბობს ზურაბ …

„არასდროსაა სწავლისთვის გვიან“ – ბერნის უნივერსიტეტის ბათუმელი მაგისტრატი

27 წლის ბათუმელი არჩილ ჯაიანი სტუდენტურ ვიზას ელოდება. იგი შვეიცარიაში, ბერნის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიდის სასწავლებლად, სადაც ღირებულებათა დარიცხვის ჯაჭვსა და სოფლის მეურნეობის განვითარებას შეისწავლის. არჩილი ერთ-ერთია იმ ცხრა სტუდენტს შორის, რომლებიც წელს აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამის გამარჯვებულები გახდნენ და 12 600 ლარამდე დაფინანსება მოიპოვეს უცხოეთში სასწავლად.„მე ვფიქრობ, არასდროსაა სწავლისთვის გვიან, ყოველთვის არის შანსი …

თაფლის მწარმოებელი ტრენერს: „კლიენტი შენზე იყოს“

„- ამ თაფლს ჭამდა ბაბუაჩემი და 105 წლის გარდაიცვალა, დღეს რა შეიცვალა? –  ფაროსანა იყო ბაბუათქვენის დროს? –  თბილისი აცხადებს, არაა მავნე ფაროსანაო. – ბაბუათქვენის დროს არ იყო ფაროსანა, არ იყო ამდენი დაავადება, ამდენი მანქანა, დარიშხანის ქარხანა და ატომური ელექტროსადგური.  იყო? ამდენი შეწამვლა იყო? – მე, ქალბატონო, ისეთ სოფელში ვცხოვრობ, მანქანა რომ მოდის, ფანჯარასთან მივრბივარ, …

მერაბ ფარტენაძე: ფარნავაზ მეფის 139-ში სახლის აშენება სოციალური პროექტი იყო

მერაბ ფარტენაძემ ბათუმის ცენტრში, ფარნავაზ მეფის #139-ში, შეჩერებულ ობიექტზე მშენებლობა დაასრულა. ეს ობიექტი მერაბისთვის არ იყო მოგებაზე გათვლილი ბიზნესპროექტი – შპს „პოლუსის“ მიერ დაწყებულ მშენებლობას, რომელიც 2009 წელს უნდა დასრულებულიყო, 59 ოჯახი ათი წელი ელოდა… გარდა ამისა, მერაბ ფარტენაძის კომპანიას  ბათუმში აქვს 4 მიმდინარე პროექტი, აშენებს თბილისსა და ბაკურიანშიც. მერაბი ათ წელზე მეტია, რაც  ბიზნესშია. …

გადამზიდავები [ფოტოამბავი]

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი მათი სამუშაო დღე დილის ხუთ საათზე იწყება და დღის პირველ, ორი საათზე მთავრდება. დღეში საშუალოდ 10-12 კილომეტრის გავლა უწევთ და ტონობით ტვირთი გადააქვთ. ისინი თავიანთ თავს გადამზიდავებს, უფრო სწორად კი „მეკაჭკეებს“ უწოდებენ და საქართველოს ყველა იმ ქალაქში შეხვდებით, სადაც ბაზარია. ერთი ყუთის, ტომრის გადატანა 30 თეთრიდან 50 თეთრამდე ღირს. ერთ გზაზე, …

ბინა სიმბოლურ ფასად – ქედაში ეკომიგრანტებისთვის ოთხსართულიან სახლს ააშენებენ

ბათუმი – ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ პირველ მაისთან, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლი აშენდება. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი 15-ბინიანი იქნება და სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად ბინებს სოფელ ზედა და ქვედა აგარაში მცხოვრები, ეკომიგრანტის სტატუსის მქონე ოჯახები მიიღებენ. ქედის გამგეობამ სახლის პროექტი უკვე შეისყიდა. ეკომიგრანტებისთვის ოთხსართულიანი სახლის პროექტს ტენდერში …

ნატოს გემები ბათუმის პორტში

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ბათუმში, საპორტო ვიზიტით ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საფლაგმანო ხომალდი „REGELE FERDINAND”-ი და ნატოს საზღვაო შენაერთის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი შემოვიდა. დღესვე ბათუმის პორტს ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ ორი ხომალდი ეწვევა. ვიზიტს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოში ბულგარეთის საელჩო მასპინძლობს. შს სამინისტროს ცნობით, დელეგაციას ნატოს გაერთიანებული საზღვაო …

ქართველი მეცნიერები ცერნში

„თამაშით გართულ ბავშვებს ხშირად აინტერესებთ, რა ხდება თავად სათამაშოს შიგნით… ასე ვართ დიდებიც – გვაინტერესებს, რა ხდება ამა თუ იმ საგნის ან მოვლენის შიგნით. ბავშვებივით ჩვენც ხშირად არ გვყოფნის ძალა, დავამტვრიოთ სათამაშო და შიგნით შევიჭვრიტოთ. ესაა ცერნი. აქ მეცნიერები დღე-ღამის განმავლობაში წლობით ელიან შედეგს – უნდათ დაინახონ და მერე სამყაროს გააგებინონ – რა ხდება „სათამაშოს“ …

სასამართლო თუ არბიტრაჟი?

არბიტრაჟი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდია და ამ მეთოდით სარგებლობა შესაძლებელია, თუ მხარეები წინასწარ შეთანხმდებიან, რომ მათი დავა გადაწყვიტოს საარბიტრაჟო ტრიბუნალმა და არა სასამართლომ. მნიშვნელოვანია იმ უპირატესობების განსაზღვრა, რომლებიც მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას „დავების განმხილველ ცენტრს“ (DRC) აშკარად გამოარჩევს, როგორც დავის გადაწყვეტის საუკეთესო ალტერნატივას სასამართლოსთან შედარებით. [highlight color=”green”]დავის განხილვის სისწრაფე[/highlight] – არბიტრაჟი ძალიან მოქნილი ფორმალური პროცესია და მისი …

ბათუმში სამი დღის განმავლობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

წვიმიანი დღეების შემდეგ ბათუმში დღეს გამოიდარა. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში ამბობენ, რომ აჭარაში უნალექო ამინდი სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. „მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექო ამინდი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით იქნება 5-10, დღისით – 13-18 გრადუსი. მთაში ღამით -3  – +2 გრადუსია მოსალოდნელი“. ზღვის წყლის ტემპერატურა 15, 5 …

სომალის მოხატული შენობები

სომალელი მხატვარი, სიდ მუავი ჰუსეინი, საყოფაცხოვრებო მაღაზიების, სამედიცინო ამბულატორიების, სადალაქოებისა და სხვადასხვა დაწესებულების შესასვლელებს ხატავს ნათელი, კაშკაშა ფერებით. ნახატებს სარეკლამო დანიშნულება აქვს და მყიდველს შესვლამდე მიანიშნებს რა დახვდება ამა თუ იმ ადგილას. ადგილობრივი, ყოველდღიური ცხოვრებით შთაგონებული სიდ მუავი ჰუსეინი უბრალო, გრაფიკული ნახატებით აფერადებს ქალაქს.                       …

აჭარის მთავრობის წარმომადგენელი ძველ ბათუმზე: „ საჭიროა მეტი სასტუმროები, სახლების ნაცვლად“

ბათუმში, გენერალ მაზნიაშვილისა და ჟორდანიას ქუჩების კვეთაში ორი ისტორიული სახლის დანგრევის ხარჯზე შპს „პროგრეს სიტი“ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს უკვე შეათანხმა. პროექტს მხარი დაუჭირა საბჭოში აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა კახა შაშიკაძემაც. „ბათუმელები“ დაინტერესდა რა მოტივით დაუჭირა მხარი მთავრობის წარმომადგენლმა ძველ ბათუმში ორი ისტორიული სახლის დემონტაჟს, მაშინ, როცა მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე …

პატიმრის მშობლების ოცნება პენსიაზე

60 წლის მარგალიტა ტივაძე პატიმრის დედაა. წელს ის პენსიონერი გახდა. მისი 63 წლის მეუღლე კი, სულმოუთქმელად ელის საპენსიო ასაკს, ყოველდღიური, მძიმე შრომისგან რომ გათავისუფლდეს, შინ რომ დაიწყონ რაიმე საქმე. 90-იან წლებში ცოლ-ქმარი ავარიაში მოყვა, ქალმა ბარძაყის ძვალი მოიტეხა და დაკოჭლდა, დღემდე წამლები სჭირდება, ტკივილმა რომ არ შეაწუხოს. ამის მიუხედავად, მარგალიტა ტივაძე მეუღლესთან ერთად დილის შვიდ საათზე …

რა დაგიჯდებათ ზამთარში ევროპაში დასვენება

                                                                                                              …

„ალბათ მომკლავს“ – ქალი ყოფილი ქმრისგან სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაზე ყვება

ლალი (სახელი შეცვლილია) ათი წელია ცხოვრობდა კაცთან, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ძალადობს, როგორც მასზე, ასევე ბავშვებზე. კაცი სამი დღის წინ, მორიგი ძალადობის შემდეგ, სასამართლოს 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაუთავისუფლებია. მსხვერპლ ქალს სამი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ჰქონდა შემთხვევა, როცა პოლიციელებმა  იმის გამო დასცინეს, რომ ქმრისგან დასაცავად მათ გამოუძახა. „სამი დღის წინ ისევ მცემა. შუბლი გამიხეთქა. ათი საათი …

გქონიათ თუ არა სექსუალური შევიწროების შემთხვევა მოზარდობის ასაკში? [გამოკითხვა]

სექსუალური შევიწროება გულისხმობს ადამიანთან არასასურველ ნებისმიერი სახის ინტერაქციას, რომელიც იწვევს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გარემოს შექმნას. საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროება შეიძლება იყოს: დასტვენა ან დასიგნალება; სექსუალური ხასიათის ფრაზების მიძახება; სახელის და საკონტაქტო ინფორმაციის დაჟინებით მოთხოვნა; შემფასებლური კომენტარები; ჰომოფობიური ან ტრანსფობიური კომენტარები; ვულგარული ჟესტები; გენიტალების ჩვენება ან მასტურბაცია საჯარო სივრცეში; არასასურველი შეხება ან ხახუნი; სექსუალური ძალადობა და სხვა …

ვიცე-პოლკოვნიკი პარლამენტის წინააღმდეგ

ვიცე-პოლკოვნიკი პაატა ბაკურაძე პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. დავის საგანი სახელმწიფო კომპენსაციაა, ანუ „განსხვავებული პენსია“, რომელსაც მოსარჩელე ვერ იღებს. პაატა ბაკურაძე 1994 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის მიმართულებით. ამ უწყების გაუქმების შემდეგ, მოსარჩელე ჯერ შინაგან საქმეთა, შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. ვიცე-პოლკოვნიკი 2011 წელს გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან – ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. პაატა …

გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 40 სმ-ს აღწევს

ხულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 40 სანტიმეტრამდე აღწევს, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი კი, 15 – 20 სანტიმეტრია. ლაშა ბოლქვაძის თქმით, სოფლებისთვის თოვლს პრობლემები არ შეუქმნია, საავტომობილო გადაადგილებისას შეფერხებები მხოლოდ გოდერძის უღელტეხილზე იყო ღამით. ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის მოვლა-პატრონობას შპს „იბერია -ჯ“ უზრუნველყოფს. კომპანიის წარმომადგენელი, არჩილ მიქელაძე ამბობს, …

ახალი შემოვლითი გზა გონიოს ხიდიდან მახოს ხიდამდე 2018 წელს დასრულდება

2017 წლის 13 ოქტომბერს, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა და აჭარის  მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმში, ჭოროხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ახალი შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. რატომ გადაწყდა გზის აშენება, შეეხება თუ არა მოსახლეობის კერძო საკუთრებას და როდის დასრულდება – ამ კითხვებს არჩილ ჩიქოვანი პასუხობს. ბატონო არჩილ, რატომ გადაწყდა …

ვემსახურები ბანკს

კომერციულმა ბანკებმა შარშან 141 მილიონი ლარით მეტი წმინდა მოგება ნახეს, ვიდრე წინა წელს. ეს მაშინ, როცა ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 3 პროცენტით იზრდება, ბანკების მოგება კი – ათჯერ მეტად. მოსახლეობას, რომელიც იძულებულია ბანკის პირობებს დათანხმდეს, მრავალწლიანი და მაღალპროცენტიანი ვალები წლობით აწევს ტვირთად. როგორ იგებენ ბანკები მილიონებს და რატომ არ იკლებს პროცენტი სესხზე? [red_box]საკომისიოებითა და გაწეული მომსახურებით …

საკათედრო ტაძარში ფრესკების სარესტავრაციოდ სამუშაოები დაიწყო

ბათუმის საკათედრო ტაძარში კედლის მხატვრობის რესტავრაციისთვის, „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის“ სპეციალისტებმა მუშაობა დაიწყეს. სამუშაოები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით ტარდება. პირველ ეტაპზე ეს სამუშაოები საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს დაზიანებული კედლის მხატვრობის აღწერა-შეფასებას, საარქივო მასალის დამუშავებას, სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის კვლევა-მონიტორინგს, ფოტოფიქსაციას, მოხატულობის დაზიანებათა ტიპების იდენტიფიკაციას და ბიოლოგიურ ანალიზს.  საპროექტო …

ბსუ-მ ოთხ ფაკულტეტზე დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ოთხ – განათლების, ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის, ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა ბსუ-ს საარჩევნო კომისიას განცხადებასთან  ერთად უნდა წარუდგინოს  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ავტობიოგრაფია [CV], სამოქმედო გეგმა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის …

ვითიბი ბანკის Mobile Pay-ს ახალი ფუნქციები დაემატა

მობილური აპლიკაციის Mobile Pay -ის მომხმარებლებისთვის შესაძლებელი გახდა, სასურველი კომპანიის ლოიალურობის ბარათის პირდაპირ აპლიკაციაში ატვირთვა. რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ არის საჭირო უამრავი დაგროვებითი ან ფასდაკლების ბარათის თან ტარება, მათი Mobile Pay -ში ატვირთვის შემდეგ ბარათის გატარება მხოლოდ ტელეფონით გახდა შესაძლებელი. პრაქტიკულად Mobile Pay -ის მომხმარებელს შეუძლია საფულე მობილურით ჩაანაცვლოს, ტელეფონის ტერმინალთან მიახლოებით მარტივად გადაიხადოს …

ბათუმელი აზერბაიჯანელები

საქართველოში ქართველების შემდეგ ყველაზე მეტი აზერბაიჯანელია, თუმცა, მათი უმრავლესობა აღმოსავლეთ საქართველოში ცხოვრობს. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ბათუმში 302-მა, აჭარის მასშტაბით კი 340-მა მოქალაქემ მიუთითა, რომ ეროვნებით აზერბაიჯანელია. ბათუმელ აზერბაიჯანელებს, ძირითადად, შერეული ოჯახები აქვთ და რუსულ-ქართულად საუბრობენ. მათ ბათუმში სათვისტომო არ აქვთ და ამ ფუნქციას ქართულ-აზერბაიჯანული საქველმოქმედო ორგანიზაცია ასრულებს, რომელსაც 1997 წლიდან დღემდე უცვლელი ხელმძღვანელი …

ქალი, რომელსაც 23 წლის ასაკში 21 წელი მიუსაჯეს

თამუნა ავალიანმა საპატიმროში 6 წელი და 4 თვე გაატარა. 31 წლისაა. 23 წლის იყო, 21 წელი რომ მიუსაჯეს, თავიდან მხოლოდ ექვსი წელი, მაგრამ 2009 წლის ქალთა ციხის ამბოხის დროს 15 წელი დაუმატეს. ის 4 წლის წინ, მამის დაკრძალვის დღეს გაათავისუფლეს ამნისტიით. დაბადებიდან დეიდა ზრდის, ორი პატარა დისშვილი დახვდა გათავისუფლებულს, რომლებმაც სიძნელეები გადაატანინეს. დასთან ერთად მამაკაცის …

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 40%-იანი ფასდაკლებით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში ეროვნული ბანკის ყოფილ შენობას 40-პროცენტიანი ფასდაკლებით და პირობით ყიდის.  სამინისტრომ აუქციონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გაყიდვაზე მეხუთედ გამოაცხადა. ბოლო მცდელობისას სამინისტრო ძეგლს 15 მილიონ ლარად და პირობით ყიდდა, ამჯერად კი ძეგლის საწყისი ფასი 9 მილიონი ლარია. აუქციონის პირობების მიხედვით, იყიდება ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე #25-სა და გამსახურდიას #12-ში მდებარე 2380, …

ტრანსგენდერი ქალი: მეგობარი კაცის ცოლმა მცემა, მერე – პოლიციამ

ტრანსგენდერი ქალი ეკატერინე გოცაძე ამბობს, რომ გუშინ ღამით რუსთაველის ქუჩაზე პოლიციელმა ხელი დაარტყა, რამდენიმე დღის წინ კი, მეგობარი მამაკაცის ცოლი სახლში შეუვარდა და სცემა. „გუშინ ჰელოუინზე ვიყავი კლუბში, რუსთაველის ქუჩაზე. სასმელმა ცუდად გამხადა და სასწრაფო გამოვიძახე. ექიმმა ლანძღვა დამიწყო, ფუ, ეს პიდარასტიო და რაღაცას იძახდა, უარესაც გავხდი. იმ ექიმს შევაფურთხე, ექიმი ხარ, არ გრცხვენია-მეთქი? იმან …

როგორ ნადგურდება არჩევნების შემდეგ გამოუყენებელი ქაღალდები

ცესკოს ინფორმაციით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 39 მილიონ 11 ათას 899 ლარი დაიხარჯა. ცესკოს  ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებზე 9 მილიონზე მეტი ბიულეტენი დაიხარჯა. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ ხდება გამოუყენებელი ან გამოუსადეგარი მასალების მართვა არჩევნების შემდეგ, ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძე ამბობს, რომ კონვერტები სადაც ბიულეტენები დევს, ხმების დათვლის შემდეგ, ნაგავში იყრება. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ მორჩენილი ქაღალდის …

IUHB – ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კარდიოქირურგთა გუნდი 24/7 თქვენს სამსახურში

მაჰირ ბალაქიშიევი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კარდიოქირურგია. იგი ჰოსპიტალში გახსნის დღიდან მუშაობს და ამჟამად კარდიოქირურგიულ მიმართულებას ხელმძღვანელობს. IUHB-ი წელიწადნახევრის წინ გაიხსნა და ამ ხნის განმავლობაში კარდიოქირურგებმა 500 ოპერაცია გააკეთეს გულზე. ბატონო მაჰირ, როგორ არის დაკო­მპლექტებული კარდიო­ქი­რ­ურგთა გუნდი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში? ჰოსპიტლის დირექტორის, ისმეთ დინდარ-მიქელაძის დიდი ხნის ოცნება იყო ბათუმში უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰოსპიტლის …

სტუდენტი ადევნებაზე: ოჯახი, ლექტორები მეუბნებიან, რომ პოლიციას არ მივმართო

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ამავე სასწავლებლის სტუდენტის მხრიდან ადევნებასა და ძალადობაზე საუბრობს. ნინო [სტატიაში სახელები შეცვლილია] გვიყვება, რომ სტუდენტი ბიჭი დაახლოებით 7 თვეა უთვალთვალებს, ხშირად გზაში ხვდება და სიყვარულს სთხოვს. ნინო ამბობს, რომ გივიმ რამდენჯერმე ქუჩაში სიტყვიერად შეურაცხყო და ხელიც დაარტყა. ნინომ პოლიციას უკვე მიმართა, მაგრამ ამით, ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა. „საქართველოში ზერელედ უყურებენ გარკვეულ საკითხებს,“ …

მემკვიდრეობა, რომელსაც ჟანგი ედება

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, რკინიგზის დეპარტამენტის ბათუმის ერთ-ერთი ოფისის ეზოში, რამდენიმე ათეული წელია კვარცხლბეკზე დგას ჟანგმოდებული ორთქმავალი, რომელიც, სავარაუდოდ, მე-19 საუკუნეშია აშენებული. „სადგურ ბათუმის“ თანამშრომელი ამბობს, რომ ორთქლმავალი სადგურისთვის ერთ-ერთ იუბილეზე საჩუქრად გადაუციათ, როგორც ისტორიის ნაწილი, მაგრამ არც მას და არც სხვებს არ ახსოვთ, მერამდენე იუბილეზე მიიღო  „სადგურმა ბათუმმა“ ეს საჩუქარი. ძველი ორთქმავლის ბედით შეწუხებულია ბათუმელი გულნარა კაკაბაძე. ის ფიქრობს, რომ …

რას შეცვლის პროფესიული განათლების რეფორმა

ახალგაზრდები უნივერსიტეტებში ჩაბარებას იმ შემთხვევაშიც შეძლებენ, თუ მე-9 კლასის დასრულების შემდეგ სწავლას გააგრძელებენ პროფესიულ სასწავლებელში. ეს მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ ახალ კანონპროექტს პარლამენტიც დაამტკიცებს. დღეს არსებული კანონით, ეროვნული გამოცდების ჩაბარება მე-12 კლასის დასრულების გარეშე შეუძლებელია. გია 26 წლისაა, ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა კვების ტექნოლოგიების მიმართულებით. თბილისში სტუდენტი შვილის შენახვა სოფელში მცხოვრები …

„ნუ დაკარგავთ დროს უნივერსიტეტში, დააგროვეთ ტკივილი“

სექტემბრის ბოლოს ბათუმში საავტორო კინოს  XII საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ირანელი რეჟისორის, მოჰსენ მახმალბაფის მასტერკლასი გაიმართა. ცნობილი ირანელი რეჟისორი წელს ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე იყო. მახმალბაფი ირანული კინოს „ახალი ტალღის“ წარმომადგენელია. მან ირანი 2005 წელს დატოვა და ამჟამად ოჯახთან ერთად ევროპაში ცხოვრობს. „ბათუმელები“ გთავაზობთ მახმალბაფის მასტერკლასის მოკლე, სტენოგრაფიულ ვერსიას.  დავიბადე ოჯახში, სადაც ბებია …

Exit mobile version