მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბინა სიმბოლურ ფასად – ქედაში ეკომიგრანტებისთვის ოთხსართულიან სახლს ააშენებენ

03.11.2017
ბინა სიმბოლურ ფასად – ქედაში ეკომიგრანტებისთვის ოთხსართულიან სახლს ააშენებენ

ბათუმი – ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ პირველ მაისთან, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლი აშენდება. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი 15-ბინიანი იქნება და სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად ბინებს სოფელ ზედა და ქვედა აგარაში მცხოვრები, ეკომიგრანტის სტატუსის მქონე ოჯახები მიიღებენ.

ქედის გამგეობამ სახლის პროექტი უკვე შეისყიდა. ეკომიგრანტებისთვის ოთხსართულიანი სახლის პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არქ – პროექტი“ 13 400 ლარად დაამუშავებს.

„პროექტის დამუშავების შემდეგ დაიწყება სახლის მშენებლობა, ვფიქრობთ 15- ბინიანი კორპუსის აშენებას, მაგრამ თუ გაიზარდა ეკომიგრანტთა რიცხვი, შეიძლება ბინათა რაოდენობა გაიზარდოს,“ – ამბობს დავით დუმბაძე.

სოფელ აგარაში მცხოვრები 11 ოჯახი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბაზაშია რეგისტრირებული, გეოლოგიური დასკვნით, ყველა მათგანი განსახლებას საჭიროებს, თუმცა ოჯახები სამინისტროს 25 000-ლარიან პროგრამით სარგებლობაზე უარს აცხადებდნენ და სანაცვლოდ, ამ თანხით ხელისუფლებას სოფელ აგარასთან მისასვლელ გზაზე სოციალური სახლის აშენებას სთხოვდნენ.

მთავარ ფოტოზე: სოფელი აგარა. ფოტო: „ბათუმელები“, ეკა ბარამიძე 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: