მთავარი,სიახლეები

ბსუ-მ ოთხ ფაკულტეტზე დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა

02.11.2017
ბსუ-მ ოთხ ფაკულტეტზე დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ოთხ – განათლების, ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის, ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა.

დეკანის თანამდებობის დასაკავებლად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა ბსუ-ს საარჩევნო კომისიას განცხადებასთან  ერთად უნდა წარუდგინოს  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ავტობიოგრაფია [CV], სამოქმედო გეგმა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ცნობა იმ ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობის [პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი] დაკავების შესახებ, რომელზეც აპირებს მონაწილეობის მიღებას.

განცხადებების მიღება 2017 წლის  1-ელ დეკემბერს დაიწყება და 8 დეკემბერს დასრულდება. დეკანის არჩევნები კი 14 დეკემბერს ჩატარდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: