დღეს ბათუმში, გონიოში მუსლიმური მარხვის, რამადანის დაწყებასთან დაკავშირებით, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“, თურქეთის ქალაქ ინეგოლის მერიის და „ინეგოლის ქართული დიასპორის“ ორგანიზებით იფთარი (ვახშამი) იმართება.
ბათუმელები
დღეს ბათუმში, გონიოში მუსლიმური მარხვის, რამადანის დაწყებასთან დაკავშირებით, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“, თურქეთის ქალაქ ინეგოლის მერიის და „ინეგოლის ქართული დიასპორის“ ორგანიზებით იფთარი (ვახშამი) იმართება.
ქობულეთის პოლიციამ სამი ახალგაზრდა პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ცოტა ხნის წინ დააკავა. ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ფატი ხალვაშის ინფორმაციით, პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში ხმაურობდნენ, მოსთხოვა შესამოწმებლად გაჰყოლოდნენ. ახალგაზრდებმა პოლიციას იმ მოტივით უთხრეს უარი გაყოლაზე, რომ თავიანთ ეზოებში იყვნენ და სახლებში შევიდოდნენ.
ხვალ, 6 ივლისს, ჩემი ოჯახის კლინიკის ინიციატვით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით შუახევის მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში ჩატარდება უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები.
უფასო სამედიცინო აქცია 11:00 საათზე დაიწყება. კონსულტაციებს და გამოკვლევებს ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს წამყვანი სპეციალისტები ჩაატარებენ.
პედიატრის, ნეონატოლოგის, ბავშვთა ნევროლოგის, ონკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, უროლოგის, ტრავმატოლოგის, ბავშვთა ტრავმატოლოგის, ბავშვთა ორთოპედის, ანგიოქირურგის, კარდიოლოგის, კარდიოექოსკოპისტის და მეანგინეკოლოგის უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლება.
სამედიცინო აქციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ბათუმის რეფერალური საავდმყოფოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
ანალოგიური აქცია 27 ივლისს ქედის მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
მოშიმშილე ეკომიგრანტებმა წუხანდელი ღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს, მათი თქმით მთავრობის წევრები მათთან აღარ მისულან.
2013 წლის 5 ივლისს, პარასკევს 15:00 საათზე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ბლოგების პრეზენტაცია მოეწყობა.
დამწყები ბლოგერებისათვის ტრენინგი ახალგაზრდობის ცენტრში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც 9 ახალგაზრდა გადაემზადა. ტრენინგი თეორიულ ცოდნასთან ერთად ითვალისწინებდა პრაქტიკულ გაკვეთილებს.
ახალგაზრდები გაეცნენ სოციალურ მედიასა და მის თავისებურებებს, ბლოგინგს, როგორც სოციალური მედიის ერთ ერთ შემადგენელ ნაწილს. ბლოგის შექმნასა და წარმოებას.
ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ბლოგერი დავით ტრაპაიძე.
დასწრება თავისუფალია.
<!** Image 1 align="middle" alt="ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრი" sub="ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრი" width="400" height="530" >
ეკომიგრანტებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ შიმშილობა დაიწყეს.
„თუ ახლაც არ მოგვაქცევთ ყურადღებას პირს ამოვიკერავთ, წასასვლელი მაინც არსად გვაქვს, რა მნიშვნელობა აქვს სად მოვკვდებით,“ – აცხადებენ ეკომიგრანტები.
ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ დღეს მერიის სამსახურებს მოადგილეები ოფიციალურად წარუდგინა. მერის პირველ მოადგილედ საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარის მურმან დუმბაძის ბიუროს უფროსი ზურაბ პატარაია დაინიშნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, აჭარის რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა.
„ხელისუფლება აბსოლიტურად კარგად აცნობიერებს რომ ტურიზმი უნდა იყოს ეკონომიკის წამყვანი არ ვიტყოდი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი. მათ რიცხვში ბათუმი და აჭარა არის ძალიან საინტერესო ტურიზმისთვის. ამ მხრივ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. უფრო კონკრეტულად რომ ჩვენ კონკრეტული გეგმა გვქონდეს გაწერილი გარდა ვთქვათ იმისა რომ ინფრასტრუქტურა განვავითაროთ. უსაფრთხოებას მაქსიმალურად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ უსაფრთხო იყოს ჩვენი ქვეყანა ტურისტებისთვის. საინვესტიციო გარემო განვავითაროთ, სასტუმროების მშენებლობა უშუალოდ აჭარაში. მხოლოდ იქ [აჭარაში] მოახერხა არჩილ ხაბაძემ და ნაწილობრივ მაინც შეუმსუბქა მოსახლეობის იმ ნაწილს პრობლემები რომლებმაც იქ სასტუმროები ააშენეს, კრედიტები აიღეს და შემდგომ ცუდ დღეში ჩავარდნენ. იპოთეკური კრედიტები მაქვს მხედველობაში. დაახლოებით ესე მთელ საქართველოში ვცდილობთ. აჭარა ძალიან საინტერესოა და ბათუმი განსაკუთრებით, რომ მომავალში ის მიმზიდველი იყოს ტურისტებისთვის,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
დღეს, 12 საათზე ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე ვიცემერების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
გავრცელებული ინფორმაციით მერის პირველი მოადგილის უფროსის თანამდებობას საქართველოს პარლამენტში მურმან დუმბაძის ბიუროს ხელმღვანელი ზურაბ პატარაია დაიკავებს. ამის შესახებ გაზეთი „ბათუმელები“ ამ კვრის ნომერში წერდა. მერის მეორე მოადგილის თანამდებობაზე კი რუსლან ქორიძე დაინიშნება.
ხვალ, 2 ივლისს აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე განაცხადების მიღება მთავრდება. 8 პროდიუსერის, 11 წამყვან-რეპორტიორის, 16 ტელერეპორტიორის და 7 დარგობრივი თოქ-შოუს წამყვანის ვაკანსიაზე ამჟამად 169 განაცხადია შესული.
12 წლის მირზა ცეცხლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
„მირზა უმძიმეს მდგომარეობაშია. აპარატზეა შეერთებული, პრაქტიკულად სასიცოცხლო მაჩვენებლები არ არის და სპეციფიური მედიკამენტებით გვჭირავს მისი სიცოცხლე. ამ მდგომარეობაში შეიძლება რამდენიმე დღეს გაძლოს. გამორიცხულია საზღვარგარეთ გადაყვანა. თავის ტვინი სისხლით არის სავსე, გაჟონვა მოხდა და ჩაექცა, საერთოდ სასიცოცხლო მაჩვენებლები არ არის,“ – განაცხადა იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიის კოორდინატორმა თამთა დემურიშვილმა.
მირზა ცეცხლაძე ლეიკემიით არის დაავადებული. მას ძვლის ტვინის გადანერგვისათვის ძვირადღირებული ოპერაცია ესაჭიროება. გასულ კვირას მირზას დასახმარებლად ჟურნალისტები გაერთიანდნენ და მკურნალობისთვის საჭირო ფულის შესაგროვებლად კამპანია წამოიწყეს. მოგვიანებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მირზას დასახმარებლად საჭირო თანხა გამოჰყო, თუმცა ამ დრომდე ვერ მოხერხდა მირზას სამკურნალოდ წაყვანა საზღვაგარეთ.
პირველი ივლისიდან საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება. აღწერას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ატარებს, რომლის ბიუჯეტი 18 მილიონი ლარია. საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არის ბოლო ქვეყანა, რომელიც მოსახლეობის აღწერას ათწლიანი დაგვიანებით ატარებს.
ინფორმაციას ხელვაჩაურის ყოფილი გამგებელის გურამ საფარიძის დაკავების შესახებ საქართველოს ფინანსური პოლიციის პრესსამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი ადასტურებს.
ბათუმის დრამატულ თეატრში მიმდინარე წლის ივლისის ბოლოდან სარემონტო სამუშაოები იწყება. დასი დროებით საზაფხულო თეატრში გადავა და სპექტაკლებს იქ გამართავს.
„სახურავიდან დაწყებული სავენტილაციო, გათბობის სისტემებით დამთავრებული აბსოლიტურად ყველაფერი შეიცვლება. კაპიტალური რემონტი ტარდება. დაახლოებით წელიწადნახევარს გაგრძელდება სარემონტო სამუშაოები,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ ბათუმის დრამატული თეატრის მმართველმა თეიმურაზ კეჟერაძემ.
მისივე თქმით შეიცვლება თეატრის რამდენიმე წლის წინ გარემონტებული ფასადიც.
„ორი წლის წინ ბათუმის თეატრის ფასადი გადაიღება და კაპიტელები მოაოქროვეს. ამავე დროს წინა ფასადზე ძალიან უსახური ბარელიეფი დაამონტაჟეს. ეს ყველაფერი უნდა მოცილდეს თეატრს. თეატრმა უნდა მიიღოს პირვანდელი სახე. ახლა თეატრის შენობა ჰგავს კულტურის სახლს. მე მახსოვს ჩემს ახალგაზრდობაში რაიონებში მეჩაიეების სახლი იყო, ასეთ სახლებს ჰგავს კლასიკური სტილის ძალიან კარგი შენობა ახლა,“- აცხადებს თეიმურაზ კეჟერაძე.
ბათუმის დრამატული თეატრის რემონტისთვის 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, რომელსაც ფონდი „ქართუ“ გაიღებს.
გასულ კვირას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასაყიდი ობიეტების ნუსხა დამატებით კიდევ სამი ობიექტით შეავსო. სამინისტრომ ელექტრონულ აუქციონზე ქობულეთის სანაპიროზე არსებული პირსის შენობა, ბათუმის ზღვისპირა პარკში მდებარე კაფე „რვაფეხა“ და ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებული არასაცხოვრებელი ფართი გამოიტანა.
ყოველ ზაფხულს ათეულობით ბავშვი აჭარიდან საზაფხულო ბანაკებში მიდის დასასვენებლად. წელს ბავშვებს აჭარიდან სხვადასხვა არჩევანი აქვთ. არაერთი კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაცია მათ უფასოდ სთავაზობს საზაფხულო ბანაკში დასვენებას.
26 ივნისს მსოფლიო ნარკოტიკებთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით აჭარის მთავრობა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებებში, რომელიც მიზნად ისახავს ჯანსაღი ცოვრების წესის პოპულარიზაციას.
მოხალისეები და სპორტსმენები 1500 მეტრიან დისტანციაზე მოწყობენ გარბენს ბათუმის „არდაგანის“ ტბიდან აკვაპარკამდე, რის შემდეგაც მარათონის მონაწილეებს სამახსოვრო სიგელები გადაეცემათ.
მოკლე დისტანციაზე მართონული გარბენის შემდეგ ღონისძიებები გადაინაცვლებს აკვაპარკში, აქ ბათუმის კარატეს ფედერაციის მოზარდები საჩვენებელ ვარჯიშს, ხოლო პატარა მოცურავეები აუზში შეჯიბრს გამართავენ. ღონისძიებების ფარგლებში ბათუმის სპორტული ცეკვების ფედერაციის მოცეკვავეები აკვაპარკის ტერიტორიაზე საცეკვაო ნომრებს შეასრულებენ. მკლავჭიდელები კი მინი შეჯიბრს, ისინი მოხალისეებთან ერთად გამოცდიან ძალას.
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში ჩართული არიან სოციალურ სახლებში დაბინავებული მოზარდები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე კი მათ სიურპრიზის სახით უკრაინული ცირკის „კრაკატუკის“ შოუზე დასასწრებ ბილეთებს გადასცემს. ღონისძიებებში მონაწილე ბავშვებისთვის „აკვაპარკში“ უფასო იქნება გამაგრილებელი სასმელები, ბუტერბროდები და ნაყინი. ღონისძიების ბოლოს ყველა მონაწილე სამინისტროსა და დეპარტამენტს ანტინარკოტიკულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის სამადლობელო სიგელები გადაეცემათ.
ღონისძიებებში მონაწილეობენ: აჭარის მთავრობა, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინიტრო, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრო, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტმენტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ტურიზმის დეპარტამენტი, დასქმების სააგენტო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველო.
მომზადებულია პრესრელიზის მიხედვით
დღეს, 25 ივნისს ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ბათუმის საზღვაო აკადემიაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც სტუდენტები, აკადემიის ახლადკურსდამთავრებულები, პროფესორ-მასწავლებლები და საზღვაო სფეროს წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
ბათუმელი ჟურნალისტები მირზა ცეცხლაძის დასახმარებლად ფულს აგროვებენ.
„რამდენიმე კვირაღა დარჩა, ამიტომ ყველანი უნდა გავვერთიანდეთ, რომ გადავარჩინოთ პატარა მირზას სიცოცხლე,“ – ამბობს აჭარის რადიოს პროდიუსერი დავით ტრაპაიძე. დღეს ის სხვა ჟურნალისტებთან ერთად მირზა ცეცხლაძის დასახმარებლად თანხას ბათუმის ქუჩებში აგროვებდა. აჭარის ტელევიზიის გადაცემა „დილის ტალღის“ წამყვანის გიორგი მოისწრაფიშვილის თქმით ამ დროისთვის მოქალქეების მხრიდან აქტივობა მირზას დასახმარებლად მაღალია.
0901500513 – ეს მირზას ნომერია. თუ მაგთის, ბილიანის ან ჯეოსელი-ლაილაის ტელეფონებიდან ამ ნომერზე ზარს გაუშვებთ, 1 ლარი მირზას ანგარიშზე ჩაირიცხება. აქვე ვწერ მირზას დედის ტელეფონის ნომერსაც – ვისაც 1 ლარზე მეტით შეგიძლიათ შეეწიოთ, მას დაუკავშირდით ტელეფონზე – 593 42 70 55
ასევე გახსნილია ანგარიში “საქართველოს ბანკში” GE61BG0000000285946400
დღეს ბათუმში ადვოკატების, სამედიცინო კლინიკების იურისტებისა და ექიმებისათვის სემინარი ჩატარდა. შეხვედრის ორგანიზატორი კოალიცია „ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“ იყო. კოალიცია ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომელიც ეხება ჯანდაცვის სფეროში დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მეთოდის (მედიაციის) დანერგვას და მედიაციის განვითარებს ხელშეწყობას.
დღეს ბათუმის საავტორო ფილმების მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალზე დაგეგმილი მუსიკალური ფილმების შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდეს.
პრეზენტაციაზე ბათუმის კინოფესტივალზე დაგეგმილი მუსიკალური ფილმების ანონსი წარმოადგინეს. მუსიკალური დოკუმენტური ფილმების ჩვენება ფესტივალზე ცალკე სექციის „მუსიკალური ფილმების“ სახით მოხდება.
ასევე ბათუმის კინოფესტივალზე სპეცალური სტუმრის სტატუსით Joe Boyd იქნება მოწვეული. Joe Boyd ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის PINK FLOYD-ის პირველი სინგლების პროდიუსერი და ლეგენდარული კლუბის UFO CLUB (ლონდონის ფსიქოდელიური ანდეგრაუნდის ცნობილი კლუბი) დამაარსებელი და მენეჯერი.
დღევანდელ პრეზენტაციას რეჟისორი და მუსიკალური პროდიუსერი ევგენი გორინი ესწრებოდა. რეჟისორმა ახალი ფილმის „მუსიკის მასწავლებლის სიზმრების“ შესახებ ისაუბრა, რომლის ნაწილიც აჭარაში გასული წლის ზაფხულში გადაიღეს. მასში ცნობილი ქართული ბენდის „ინსაიტის“ გიტარისტი გოჩა ყაჭეიშვილი მონაწილეობდა. ფილმის პრემიერა სექტემბერში, ბათუმის კინოფესტივალზე გაიმართება.
<!** Image 1 align="middle" width="400" height="2848" >
ციხისძირში მცხოვრებ რევაზ დავითაძემ საწარმოო ტრავმის შედეგად ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა, მას მოტეხილი აქვს მეორე ფეხიც, თუმცა სამშენებლო კომპანიამ მისი მკურნალობის ხარჯები არ აანაზღაურა.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ბურჯი ინვესტი” ქედაში მინერალური წყლის ჩამოსხმას გეგმავს, რომლის სახელწოდება “კემისი” იქნება. მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმო ქედაში, სოფელ ბალაძეებში იქნება. ამ ეტაპზე მშენებლობა დასრულებულია, და წყლის ჩამოსასხმელი დანადგარების შემოტანა და მონტაჟი მიმდინარეობს. საწარმოს დირექტორის ლევან ძნელაძის განცხადებით მინერალური წყალი “კემისის” ჩამოსხმას სარეალიზაციოდ ერთ თვეში დაიწყებენ. მეწარმეები წყლის გატანას ადგილობრივი ბაზრის გარდა საზღვარგარეთ გეგმავენ:
კომპანია “ჰესტოკ-ბათუმის” განცხადებით საბაგირო გზასთან დაკავშირებით გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 29 ივლისს ჩაიბარებს. ამ დღეს იგეგმება საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვებაც. საბაგირო გზა ბათუმს ფერიის მთაზე მდებარე გასართობ კომპლექსთან დააკავშირებს.
ბათუმში, მემედ აბაშიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არსებული ფიგურა დაზიანებულია.
14 ივნისს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვარშავიდან სეზონის პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდება. 12:00 საათისთვის ბათუმში 170 პოლონელი ტურისტი ერთი კვირით ჩამოვა დასასვენებლად.
2013 წლის 15 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ინიციატივით ხულოს მუნიციპალიტეტის რაიონულ საავადმყოფოში ჩატარდება უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები.
სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე 14 ივნისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ. ასევე მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობითა და უანგაროდ გასცემს სისხლს.
ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ საკრებულოს გადადგომის თხოვნით მიმართა.
ჯემალ ანანიძის განცხადება საკრებულოში დღეს შევიდა. საკრებულოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით ბათუმის საკრებულოს ბიურო მერის განცხადებას სამსახურიდან გადაყენების თაობაზე ხვალ დილით განიხილავს.
რატომ მიიღო ჯემალ ანანიძემ გადადგომის გადაწყვეტილება ამის შესახებ განცხადებას ის სპეციალურ ბრიფინგზე რამდენიმე წუთში გააკეთებს.
დღეს, ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში, სახელმწიფოს მინისტრის პირველი მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგრაციის საკითხებში დავით დუნდუა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუ სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ნატოს კვირეულის ფარგლებში შედგა, საუბარი იყო საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე, ორგანიზაციის შექმნის ისტორიასა და მთავარ მიზნებზე.
უილიამ ლაჰიუმ შეხვედრის აქტიურ მონაწილეებს საჩუქრად ნატო-ს მაისურები და ქუდები გადასცა.
„ბატონო ალიოშა, თუ შეიძლება გამოიარეთ სოციალების კორპუსში, მეოთხე სართულზე, 434-ე აუდიტორიასთან და თქვენ დაინახავთ, დაინახავთ რა სუნი გეცემათ ტუალეტის, სადაც შესვლა შეუძლებელია. იქნებ დაამონტაჟოთ გამწოვები ან აეროზოლები, ისეთი სუნია, რომ ფანჯრებიც თავისით იღება. ტუალეტის სუნის გამო ცხვირის პოლიპები გადაკეტილი გვაქვს, ჩვენ კი მივეჩვიეთ მაგრამ, სტუმართან შევრცხვებით.“
ეკომიგრანტები 13 მაისის შემდეგ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, ღია ცის ქვეშ ათევენ ღამეს, კარვებსა და სამარშრუტო ტაქსებში. მათ ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციას მიმართეს დახმარების თხოვნით. ეკომიგრანტები ამბობენ, რომ მათ არავინ არ სცემს პასუხს.
<!** Image 2 align="" alt="მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი, იანა ჩადუნელი" sub="მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი, იანა ჩადუნელი" width="360" height="360" >
რას სთავაზობს სახელმწიფო სკოლებს განვითარებისთვის და რამდენად დამოუკიდებელია დირექტორი სკოლის მართვის პროცესში? რა ქმნის ბარიერებს და რა ხარვეზებს ხედავენ დირექტორები ზოგადი განათლების შესახებ კანონში? ამ და სხვა პრობლემებზე „ბათუმელებთან“ ბათუმის მესამე და მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორებმა ისაუბრეს.
<!** Image 3 align="" alt="მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი, გენო გოგიბერიძე" sub="მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი, გენო გოგიბერიძე" width="360" height="360" >
დღეს ბათუმის „საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში“ უფასო გამოკვლევები ტარდება. ცენტრში მისულ ნებისმიერ 0-დან 18-წლამდე ასაკის ბავშვსა და მოზარდს უფასო კონსულტაციებს სხვადასხვა პროფილის ექიმები ჩაუტარებენ.
უფასო გამოკვლევები ხვალაც გარძელდება. 1 ივნისს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას „ბათუმის #1 პოლიკლინიკა“, „ბათუმის #4 პოლიკლინიკა“, „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი“, „მახინჯაურის მრავალპროფილური პოლიკლინიკა“ და „მედინა“მიიღენენ. საქველმოქმედო აქციების ერთ-ერთი ინიციატორი სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდია.
ასევე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ერთობლივი ინიციატივით, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფო ბავშვთა სახლის აღსაზრედელებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარდა. ღონისძიებაში მონაწილეობას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგელაძეც იღებდა. ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში აჭარის მასშტაბით ბავშვთა სახლის 200-მდე აღსაზრდელს სხვადასხვა სახის გამოკვლევა ჩაუტარდა.
მომზადებულია პრესრელიზის მიხედვით.
„ძალიან გთხოვთ, ნუ დაითვლით ჩემს ნაოჭებს“ – საქართველოს დამსახურებული არტისტი, 82 წლის ნინო საკანდელიძე, მაყურებელს და ახლა უკვე მკითხველს საკუთარი წიგნის ფურცლებიდან მიმართავს. ბათუმის დრამატული თეატრის გვერდით, 12- სართულიანი კორპუსი დგას, რომლის მეთორმეტე სართულზე მსახიობი ცოლ-ქმარი – ნინო საკანდელიძე და მანუჩარ შერვაშიძე – ცხოვრობს. ინტერვიუს ჩასაწერად მისულს სახლში მხოლოდ ნინო მხვდება. ათასჯერ მაქვს ჩემი ისტორია …
Continue reading “„ნუ დამითვლით ნაოჭებს“ – ნინო საკანდელიძე”