დახმარება სტუდენტების ორგანიზებით

 

 <!** Image 1 align="left" width="300" height="512" >

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში მენეჯმენტის პირველი კურსის სტუდენტებმა საქველმოქმედო კონცერტი გამართეს.

 

კონცერტი მე-6 სკოლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 40-მდე მოსწავლეს მიეძღვნა. კონცერტის ბილეთებიდან შემოსული თანხით სტუდენები ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრების მომზადებას გეგმავენ.

 

„გვინდოდა გაგვეკეთებინა პროექტი, რომლითაც დავეხმარებოდით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. ერთი თვეა ვმუშაობთ. თავდაპირველად მოვიძიეთ კონცერტში მონაწილეთა მსურველები. განაცხადი შევიტანეთ ბანკებში და ველოდებით ფინანსურ დახმარებას. გარკვეული თანხა რომ შეგროვდება შემდეგ გადავწყვეტთ თუ რა ფორმით დავეხმაროთ ამ ბავშვებს”, – თქვა საქველმოქმედო კონცერტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი მეგრელაძემ.

 

საქველმოქმედო კონცერტში სხვადასხვა ანსამბლი და ასევე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე მონაწილეობდა.

 

კონცერტი „ვითიბი“ ბანკისა და „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

სიგელები ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="512" >

 

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ  თერთმეტი ექიმი, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელი და  სამინისტროს შვიდი თანამშრომელი დააჯილდოვა. მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ მათ მადლობის სიგელი 2013 წელს ჯანდაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათავის გადასცა.

 

„ჩემი თაობის ექიმებისთვის მე ვფიქრობ, ყველა ექიმი არის ჯილდოს ღირსი, ეს ის პერიოდია, როცა შუქი არ იყო და მთელი ღამე აპარატის ნაცვლად, ხელით  ვასუნთქებდით პაციენტებს. ეს ჩემთვის ნიშნავს მოტივაციას, რომ უფრო ღირსეულად ვიმუშაო“, – აღნიშნა რეფერალური საავადმყოფოს ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგმა გოჩა აბაშიძემ.

 

სამედიცინო დაწესებულებებიდან აღნიშნული სიგელები გადაეცათ

 

1. ნატალია ქობალავას – პედიატრი

2. გული ლორთქიფანიძეს – #1 პოლიკლინიკის ექთანი

3. ირაკლი სურმანიძეს – ხულოს სამედიცინო ცენტრის ექიმი ქირურგი

4. ანზორ ბროლაძეს – ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ მერისის ექიმი

5. სოსო სიხარულიძეს – ექიმი ფტიზიატრი ინფექციურ საავადმყოფოში

6. გოჩა აბაშიძეს – ექიმი რეანიმატოლოგი

7. თამარ ბახტაძეს – ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურის ცენტრის მთავარი ექიმი.

8. გიორგი გიორგაძეს – რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი

9. მინდია კახიძეს – ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი

10. გურამ დუმბაძეს – ექიმი სტომატოლოგი

11. მიხეილ ნაკაშიძეს – ვეტერან ექიმს, რომელსაც ამავე დროს 85 წლის იუბილარი იყო.

 

სამინისტოს თანამშრომლებს

 

1.ნაზი მგელაძეს

2. ლია ჩხარტიშვილს

3. თემურ ფუტკარაძეს

4. ივერი ბოლქვაძეს

5. ანზორ ბალაძეს

6. დარეჯან ჯღამაძეს

7. მამია ხარაზს

 

„უკვე ცხრა წელია ვმუშაობ ჯანდაცვის სამინისტროში. მოულოდნელი იყო. არ ვიცოდი ამის შესახებ. ყველაზე მეტად გამიხარდა ის, რომ მე ვაკეთებ ჩემთვის საყვარელ საქმეს და სამინისტრომ დაინახა ჩემი შემოქმედებითი საქმიანობა ამ სამსახურში. ძალიან ბედნიერი ვარ და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც წვლილი მიუძღვის ჩვენ დაჯილდოებაში“– აღნიშნა სამინისტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნაზი მგელაძემ.

 

23 დეკემბერს მედიცინის მუშაკთა დღე აღინიშნება, სიგელების გადაცემის ცერემონიაც ჯანდაცვის სამინისტროში ამ დღესთან მიმართებაში გაიმართა. სიგელებით დაჯილდოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძეც ესწრებოდნენ.

 

აჭარაში მედიცინის მუშაკთა დღე 1996 წლიდან აღინიშნება.

რა მოთხოვნებს უყენებს სამინისტრო სკოლის დირექტორობის მსურველებს

 

 

გამოცდილება, მომზადების დონე, ინტელექტი, პირადი თვისებები, ხასიათი, კომპეტენტურობა, განწყობა და განსაკუთრებული უნარები – ეს ის კრიტერიუმებია, რასაც სკოლის დირექტორობის მსურველების აზრით, დირექტორობის კანდიდატი კონკურსის მეორე ეტაპზე, ანუ გასაუბრებაზე უნდა აკმაყოფილებდნენ. გასაუბრება სკოლის დირექტორობის კანდიდატებთან უკვე შედგა, ვინ გადალახა გასაუბრების ეტაპი, ამის თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ რომ გასაუბრების შედეგები უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი: „ახლა წინ გვაქვს აპელაციის ეტაპი“.

 

 <!** Image 2 align="left" width="360" height="360" >

„შინი“, „მგზავრები“ და „ვია გრა“ ბათუმში

 

ბათუმი ახალი წლის შესახვედრად ემზადება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი  ბათუმის მცხოვრებლებსა და სტუმრებს არაერთ გასართობ ღონისძიებას სთავაზობს.   საახალწლო ღონისძიებები  25 დეკემბრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება. 

„მოსასპობი“ ტერმინები თომასგან


სმენადაქვეითებული და არა ყრუ-მუნჯი, უსინათლო და არა ბრმა,  შშმპ, ანუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და არა უნარშეზღუდული, ხეიბარი ან ინვალიდი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ საზოგადოებაში შშმ პირების მიმართ სწორი ტერმინოლოგიის დასამკვიდრებლად კამპანიას იწყებს.

 

„ადაპტირებული ავტობუსები მოუხერხებელია შშმ პირებისათვის“

 

ორგანიზაციამ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის” დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა, სადაც საინიციატივო ჯგუფის ”სამართლიან ინიციატივასთან” ერთად ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრეს. მათი თქმით შშმ პირებისთვის ადაპტირებული საქალაქო ავტობუსები მოუხერხებელია და რთულია ეტლით ასვლა. ასევე ზოგი ავტობუსის კარი დაზიანებულია, რაც ხელს უშლის პანდუსის გამოყენებას.  

ჟურნალისტური ქარტიის საბჭოს ახალი წევრები

 

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დღეს ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩია: აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი ირინა ყურუა და გაზეთ “სამხრეთის კარიბჭეს” რედაქტორი ნინო ნარიმანაშვილი რეგიონული მედიის კვოტით და ნინო ზურიაშვილი  – თბილისის კვოტით. არჩეული წევრები სამი წლის ვადით იმუშავებენ ქარტიის საბჭოში. 

ბათუმის ბაზარში ხორცის სექცია დაიკეტა

 

 

სურსათის უვნებლობის სამსახურმა ბათუმში ბონის ტერიტორიაზე არსებულ ცენტრალურ ბაზარში ხორცის  და თევზის განყოფილება დახურა. როგორც ამ სამსახურის ხელმძღვანელი ილია სირაბიძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, ბაზრის დახურვის მიზეზი, ციმბირის წყლულის (ჯილეხის) ორი შემთხვევა იყო, რომელიც ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. 

შეხვდრა ციტრუსის გაყიდვის საკითხზე


<!** Image 1 align="left" width="300" height="2336" >


მანდარინის სეზონთან და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „უხუცეს ექსპერტთა კავშირის“ წევრებმა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე როსტომ შერვაშიძესთან ერთად იმსჯელეს.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადილე შეხვერდით კმაყოფილი დარჩა:

 

„შეხვერდრაზე განვიხილეთ, სოფლის-მეურნეობის საკითხები, ძირითადად ციტრუსის დამზადება-გადატანა-გასაღება სხვა ქვეყნებში. კარგად მომისმინეს, კმაყოფილი მივდივარ. მათი მთავარი სათქმელი იყო ის, რომ გლეხს არ დარჩეს მოკრეფილი ციტრუსი. წელს მოსავალი ძალიან დიდია, ასეთი მოსავალი 20 წლის უკან ყოფილა. ვცდილობთ არა მარტო ახალ წლამდე, შემდეგშიც გავაგრძელოთ რაალიზება სხვა ქვეყნებში“.

 

მინისტრის მოადგილისვე თქმით, ამ ეტაპზე გატანილია 29 ათასი ტონა ციტრუსი უკრაინაში, ბელორუსში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და მოლდოვაში. ხოლო შიდა ბაზარზე გაყიდულია 2 ათას ტონა ციტრუსი.

 

„უხუცეს ექსპერტთა კავშირის“ თავმჯდომარე, თამაზ ცინცაძე დადებითად აფასებს სახელმწიფო მოხელესთან შეხვედრას:

 

„დამაიმედებელი იყო მისი [მინისტრის მოადგილის] განცხადება. ცუდი ამინდების გამო მოსახლეობა დაზარალდა, ხელისუფლება კი ცდილობს ხელი შეუწყოს და იმედი არ გაუცრუვდეს. მან ასევე, აღნიშნა, რომ თუ მის მიერ დამზადებული ციტრუსი გადაკვეთს საზღვარს, ყოველ დამზადებულ ხარისხიან ციტრუსზე დამატებით მიიღებს 15 თეთრს, ხოლო წუნდებულ პროდუქციაზე 10 თეთრს“.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირი ყოველ ოთხშაბათს იკრიბება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და განიხილავს იმ საკითხებს, რაც საზოგადოებას აინტერესებს. იწვევენ საკითხთან მიმართებაში კომპეტენტრურ პირს და პრობლემის გადაწყვეტაზე მსჯელობენ.

 

შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა მომავალი შეხვედრა, რომელიც 8 იანვარს შედგება და განიხილავენ საახალწლო პერიოდში ციტრუსის რეალიზების შედეგს.

 

მეწყერსაშიში ზონები აჭარაში – „ღმერთის იმედად უნდა ვიყოთ“

 

აჭარის სოფლებში თოვლის საფარი ორ მეტრს აჭარბებს, სინოპტიკოსების ვარაუდით ამინდი ისევ გაუარესდება. გამოდარების შემდეგ  თოვლის დნობა სოფლებში მეწყერსაშიში ზონების გააქტიურებას გამოიწვევს.  

უფასო გამოკვლევა ბავშვებში ბრტყელტერფიანობასა და ხერხემლის პრობლემებზე

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის პრესრელიზის თანახმად, 22 დეკემბრერს, ბათუმში ბავშვებს ბრტყელტერფიანობასა და ხერხემლის პრობლემებზე უფასოდ გასინჯავენ:

 

პრესრელიზის მიხედვით, „2013 წლის 22 დეკემბერს, 10:00-დან 16:00 საათამდე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი-ნევროლოგი, რეაბილიტოლოგი მიხეილ სანდლერი ქ. ბათუმში, შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი ბაზაზე ჩაატარებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს.

 

აქციის ფარგლებში ექიმი გასინჯავს 6-დან 18 წლამდე ბავშვებს. მოზარდები შემოწმდებიან ხერხემლის დაავადებებზე და ბრტყელტერფიანობაზე. დაავადების გამოვლენის შემთხვეში პაციენტებს მიეცემათ რეკომენდაცია.

 

უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის მიხეილ სანდლერის ინიციატივით, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხადაჭერით.

 

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრს, მის: ბარათაშვილის ქ. N30, ტელ: (0422) 27-73-03 ან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, მობ: 577 75-01-20“.

 

ვინ იქნება შემდეგი – კრიტიკა ჯიპების გამო

 

 

 „კარგია, ამას გარდაბნის საკრებულოც უნდა მიემატოს“,  –  ასე გამოეხმაურა პარლამენტარი უმრავლესობიდან თამარ კორძაია ავთანდილ ბერიძის მისამართით კახი კალაძის გამოთქმულ შენიშვნას. დეპუტატმა ძვირადღირებულ ავტომანქანის შეძენის სურვილის გამო მინისტრის მიერ ავთანდილ ბერიძის მიმართ გამოთქმული საყვედური მოიწონა. თუმცა აჭარის უმაღლესი საბჭო არ არის ერთადერთი, ვინც ძვირადღირებულ მანქანებს ყიდულობს ბიუჯეტის ფულით.

  

ჯილეხის შემთხვევა ბათუმში

 

ბათუმში ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც „ბათუმელებს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, დაავადების მქონე ნიშნებით ქალბატონი სამკურნალო დაწესებულებაში გუშინ შევიდა, დღეს დილით კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა.

რა ღირს ბათუმში ახალი წელი

ბათუმის ქუჩების საახალწლო მორთულობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 190 ათასი ლარი დაიხარჯება. მოირთვება ქალაქის ქუჩები, ევროპის მოედანზე კი საახალწლო ნაძვის ხე დაიდგმება. რა ღონისძიებებია დაგეგმილი ბათუმში საახალწლოდ და როგორ მიულოცავს ადგილობრივი ხელისუფლება თანამოქალაქეებს ახალ წელს? ამის შესახებ „ბათუმელები“ ბათუმის ვიცე-მერს, ნათია სურგულაძეს ესაუბრა.

სოფელ წინსვლაში სახლი ჩამოინგრა

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლაში საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილი, სამზარეულო და ჰოლი ჩამოინგრა, სადაც იმ დროისათვის დედა და 12 წლის მოზარდი იმყოფებოდნენ. 

საგანგებო სხდომა აჭარის მთავრობაში

 

 

აჭარის მთავრობაში ამ წუთებში საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები და საქვეუწყებო სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან. სხდომას ესწრება ქალაქის მერიც.  

REAP -ის ტექნიკური დახმარების პროგრამაში მონაწილეობისთვის აგრობიზნესების მიერ განაცხადების წარდგენის მოთხოვნა

    აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო  წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (შემდგომში REAP) საქართველოში ახორციელებს კომპანია CNFA, ქვეკონტრაქტორების – კომპანია CARANA და კომპანია WFLO (მსოფლიოს სურსათის ლოჯისტიკური ორგანიზაცია) დახმარებით. REAP სოფლად შემოსავლებისა და დასაქმების ზრდას ისახავს მიზნად აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვის და  ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის გზით. ტექნიკური დახმარებით ისარგებლებენ ის საწარმოები, რომლებიც ამარაგებენ მცირე და საშუალო …

მოთხოვნა ბიზნეს–სერვისების მიმწოდებელი ქართული ორგანიზაციების მხრიდან დაინტერესების გამოხატვის შესახებ

<!** Image 2 align="left" width="500" height="738" >

 

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო  წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (შემდგომში REAP) საქართველოში ახორციელებს კომპანია CNFA, ქვეკონტრაქტორების – კომპანია CARANA და კომპანია WFLO (მსოფლიოს სურსათის ლოჯისტიკური ორგანიზაცია) დახმარებით. REAP სოფლად შემოსავლებისა და დასაქმების ზრდას ისახავს მიზნად აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვის და  ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის გზით. ტექნიკური დახმარებით ისარგებლებენ ის საწარმოები, რომლებიც ამარაგებენ მცირე და საშუალო აგრობიზნესებს პირველადი წარმოებისათვის საჭირო  მასალებით (თესლი, ნერგები, სასუქი, მცენარეთა დაცვის საშუალებები და ა.შ.) ან უწევენ მათ სხვადასხვა მომსახურებას (კონსულტაციები, ტრენინგები, ინფორმაცია და ა.შ.). REAP ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოზიდვას,  შეამცირებს სოფლად მცირე და საშუალო საწარმოებისა და მეწარმეთათვის არსებულ რისკ – ფაქტორებს, გააძლიერებს მდგრად კომერციულ კავშირებს მწარმოებლებს, მიმწოდებლებს, დამამზადებლებს და ადგილობრივ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.


REAP გამოსცემს წინამდებარე მოთხოვნას დაინტერესების გამოხატვის შესახებ (EOI) სათანადო კვალიფიკაციის მქონე ბიზნეს–მომსახურების მიმწოდებელი ქართული  ორგანიზაციების მხრიდან. ეს ორგანიზაციები მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) კომერციულ საკონსულტაციო კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო ინსტიტუტებს და  დარგობრივ ასოციაციებს. EOI-ის მიზანია აგრობიზნესის დარგში ბიზნეს–კონსულტაციების და ტრეინინგის მომსახურების განხორციელება ქვემოთ ჩამოთვლილ ტექნიკურ სფეროებში:


  • ბიზნესის ადმინისტრირება, მიწოდების ჯაჭვის მართვა და მარკეტინგი
  • ფერმერთა ტრეინინგი და ტექნოლოგიების და ჯიშების დემონსტრაცია
  • ხარისხის სტანდარტები და სერტიფიცირება
  • მოსავლის აღების შემდეგ პროდუქციის დაბინავების, შენახვის და გადამუშავების ტექნოლოგიები
  • ადამიანური რესურსების მომზადება
  • სპეციალური ინიციატივები

შერჩევის პროცესის  I ეტაპზე REAP განსაზღვრავს მინიმუმ 5 ბიზნეს–მომსახურების მიმწოდებელს (BSP), რომლებიც გაუწევენ მომსახურებას  REAP–ს, აგრობიზნესებს  და ფერმერებს   პროექტის პირველი წლის და შემდგომი პერიოდის განმავლობაში.  


შერჩევა ხდება შემდეგი კრიეტერიუმების საფუძველზე:


  1. ორგანიზაციის/კომპანიის გამოცდილება (კომპანიის და/ან მისი პარტნიორების და ძირითადი პერსონალის გამოცდილება);
  2.  თანამშრომელთა კვალიფიკაცია (პარტნიორების/ძირითადი პერსონალის პირადი საკვალიფიკაციო მონაცემები (CV));
  3. კომპეტენციის სფერო (კომპანიის და/ან მისი პარტნიორების ძირითადი პერსონალის პროფესიული გამოცდილება აგრობიზნესის დარგში);
  4. რეგიონში მუშაობის გამოცდილება (კომპანიის საკონსულტაციო ქსელის მასშტაბი, მცირე ქალაქებსა და სოფლებში სერვისების მიწოდების შესაძლებლობა და რესურსი);
  5. წარსულში განხორციელებული სამუშაო/სერვისები  (განხორციელებული სამუშაოები და გაზომვადი  შედეგები – მინიმუმ 5 მაგალითი, რეკომენდატორების მითითებით).

 

დაინტერესების შემთხვევაში საჭიროა განაცხადის და თანმდევი დოკუმენტების გაგზავნა ელ–ფოსტით შემდეგ მისამართზე: bsp@georgiareap.org არა უგვიანეს 2013 წლის 31დეკემბრის 17 საათისა. განაცხადის ფორმა  და შესაბამისი დოკუმენტები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://www.jobs.ge/66177/ გთხოვთ ელ.წერილის თემის სტრიქონში მიუთითოთ თქვენი კომპანიის სახელწოდება და“REAP BSP EOI”.  


ცხელი ხაზი: 595 030361

ფოტორეპორტაჟი შუახევიდან

 

შუახევის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია. შუახევში ისევ გადაუღებლად თოვს.

შუახევი ელექროენერგიის გარეშე დარჩა

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="960" >


გაუარესებულმა ამინდმა შუახევში ელექტოენერგიის პარალიზება გამოიწვია – ამჯამად შუახევის მოსახლეობა ელექტროენერგის გარეშეა დარჩა. შეფერხებულია ავტომობილების მოძრაობაც.

ხულოს სოფლებში 1 მეტრამდე თოვლი მოვიდა

 

<!** Image 1 align="left" width="300" height="960" >

უამინდობაა აჭარაში. მაღალმთიან ხულოშიც თოვს. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ინფორმაციით, თოვლს საავტომობილო გზაზე სერიოზუი შეფერხებები არ შეუქმნია.

The Paper Cinema წარმოგიდგენთ „ოდისეას“



5, 6 და 7 დეკემბერს, 14:00 და 19:00 საათზე, ბათუმში, ბენზეში მდებარე მუსიკალურ ცენტრში ინოვაციური ბრიტანული დასის The Paper Cinema- სპექტაკლები გაიმართება. ბილეთის ფასი 5 ლარია.  

სკრინინგის პროგრამით გამოკვლეული 1494 ქალიდან 207 სიმსივნე აღმოაჩნდა

 

ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით საზღვაო ჰოსპიტალის წარმომადგენლებმა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ პრესკონფერენცია გამართეს. მათ საზოგადოებისთვის ჰოსპიტალის პროგრამების ძუძუს კობოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს, პროსტატის კიბოს შესახებ მოქალაქეებისგან  ინფორმაციის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრეს.  

ბრალდება ყოფილ ვიცე-მერის წინააღმდეგ

 

 

ბათუმის განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გელა სურმანიძემ დღეს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ბრიფინგი გამართა. ის ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს ნათია სურგულაძეს ბავშვთა ბაღების გაერთიანების საქმიანობაში ჩარევასა და დირექტორის დანიშვნის პროცესის ჩაშლის მცდელობაში სდებს ბრალს. 

ფონდ „სოხუმსა“ და ბათუმის საკრებულოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

 

 

კულტურულ-ჰუმანიტარულმა ფონდმა „სოხუმმა“ ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პროექტი „გენდერული საკონსულტაციო საბჭო  – გაუმჯობესებული პერსპექტივები, ქალთა უფლებების განმტკიცება და რეგიონის ეფექტური მართვა“ წარმოადგინა. 

ბათუმში ინკლუზიური სწავლების მოსწავლეები ორი თვეა სკოლაში ვერ დადიან

 

 

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მსოფლიო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ მე-6 სკოლის ინკლუზიური სწავლების ბავშვების მშობლებმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მათი შვილები ორი თვეა ვერ დადიან სკოლაში.

სკოლა და ჩაცმის სტილი

 

 

„ბობ მარლი ამბობდა, ინდივიდუალიზმი არის ყველაზე მთავარი ადამიანში და ყველა უნდა ცდილობდეს შავ-თეთრი მასიდან გამორჩევასო. ჩემი ცხოვრების სტილს მისი მუსიკა მკარნახობს და ეს შტრიხები ჩემს ჩაცმულობაშიც აისახება“ _ გვეუბნება პირველი საჯარო სკოლის მეათეკლასელი მარიტა.  მის მაისურზე, რაც სკოლაში აცვია, მისი საყვარელი მომღერალია გამოსახული.

 

 

უკრაინას სოლიდარობა ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმაც გამოუცხადეს

 

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოდან მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართნენ. 

შავი ზღვის სანაპირო ზოლში მიწისძვრა დაფიქსირდა

 

 

16 ნოემბერს, 03:49 წუთზე შავი ზღვის სანაპირო ზოლში მიწისძვრა დაფისირდა – ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრი აქვეყნებს.  

საქველმოქმედო კონცერტი ხანძრის შედეგად განადგურებული სკოლისათვის

 

2013 წლის 16 ოქტომბერს, 19.00 საათზე, ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი სახელწოდებით: ”გაიხარე – გამახარე”, რომელიც ეძღვნება 2011 წელს  ხანძრის შედეგად განადგურებული ჩაქვის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის სასულიერო სკოლის აღდგენით სამუშაოებს.  

პედაგოგები განათლების სამინისტროს ახალი ექსპერიმენტის მოლოდინში

 

 

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მასწავლებლების მხოლოდ 20%-ია სერტიფიცირებული. განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, თუკი პედაგოგების გამოცდა არსებული მეთოდით გაგრძელდებოდა, მალე სკოლების დახურვა მოუწევდათ, ამიტომაც განათლების სამინისტრომ შეიმუშავა კონცეფცია, რომელიც სერტიფიცირების პროცესს ჩაანაცვლებს. ამჟამად ზოგადსაგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ახალი სქემის გამოქვეყნებას ელიან. 

 

 

ცვილის ფიგურების მუზეუმი გაძარცვეს

 

ბათუმში ცვილის ფიგურების მუზეუმი გაძარცვეს. მუზეუმის გაძარცვის ფაქტი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტმა აღმოაჩინა, რომელიც მუზეუმში ფოტოების გადასაღებად იყო მისული.

 

ბათუმში ცვილის ფიგურების მუზეუმი გაძარცვეს

 

ბათუმში ცვილის ფიგურების მუზეუმი გაძარცვეს. მუზეუმის გაძარცვის ფაქტი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტმა აღმოაჩინა, რომელიც მუზეუმში ფოტოების გადასაღებად იყო მისული.

 

ამხანაგური მატჩი აშშ-ს საზღვაო ძალების ეკიპაჟთან ქართველების გამარჯვებით დასრულდა

 

ბათუმში დღეს აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდის “მაუნთ უითნის”  ეკიპაჟის წევრებსა და საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებს შორის  ფეხბურთში ამხანაგური მატჩი გაიმართა.  

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე აირჩიეს

 

დღეს გამართულ სხდომაზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ოთხი ხმით ერთის წინააღმდეგ ზაზა ხალვაში აირჩიეს, ხოლო მოადგილედ, ხუთი ხმით, ოლღა ჟღენტი. 

 

საბჭოს თავმჯდომარეობის სურვილი ჰქონდა რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტს აჭარაში, ნატა იმედაიშვილსაც, რომელმაც საბჭოს სხდომაზე ერთი ხმა მიიღო. 

 

შეგახსენებთ, რომ 2005 წელს,  ნატა იმედიაშვილმა, რომელიც მაშინ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა, პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობა. იგი ამის მიზეზად ტელევიზიის დირექტორის, ზაზა ხალვაშის მხრიდან ზეწოლას და ტელევიზიაში ცენზურას ასახელებდა. 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო ხუთი წევრითაა დაკომპლექტებული. საბჭოს წევრები არიან ნატა იმედაიშვილი, ზაზა ხალვაში, ვახტანგ ღლონტი, გიორგი ირემაძე და ოლღა ჟღენტი. აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომელიც ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ამტკიცებს, ყველა კანდიდატი „ქართული ოცნების“ ფრაქციების მიერ იყო წარდგენილი.  

 

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“მიიჩნევს, რომ აჭარის უმაღლესმა საბჭომ უგულებელყო „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი და დაარღვია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და  რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევის ამ კანონით განსაზღვრული კვოტირების სისტემა. 

არაჩვეულებრივი შესაძლებლობების ადამიანების რეალობა

 

„ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტროში ვიყავი, მინისტრს შევხვდი. მეგონა დამოუკიდებლად შევძლებდი მის კაბინეტამდე მისვლას. შშმ პირისთვის საჭირო შესასვლელი ბათუმში ბევრ ორგანიზაციას არა აქვს, მაგრამ არ მეგონა, თუ ჯანდაცვის მინისტრის კაბინეტამდე მისასვლელად დახმარება დამჭირდებოდა, ბევრია შესაცვლელი, ამაზე მინისტრსაც ვუთხარი.“  –  მიამბობს  თომა კაკაბაძე.  ის ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც  რეალობის შეცვლა საკუთარი ძალისხმევით გადაწყვიტეს. ამ მიზნით თომამ ცოტა ხნის წინ მეგობრებთან ერთად არასამათავრობო ორგანიზაცია დააფუძნა.    

Exit mobile version