უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 332 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +930]
- ტანკი – 5 575 ერთეული [+4]
- ჯავშანტექნიკა – 10 396 ერთეული [+11]
- საარტილერიო სისტემა – 7 949 ერთეული [+8]
- MLRS – 913 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 602 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 995 ერთეული [+1]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 569 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 10 432 ერთეული [+22]
- სპეცტექნიკა – 1 140 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 545 თვითმფრინავი
- 256 ვერტმფრენი
- 9 361 უპილოტო საფრენი აპარატი
- 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 13 759 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 187 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 7 224 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 15 876 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„თუ დნეპრი გაიყინა, ეს უკრაინელებს გაუადვილებს პლაცდარმის მომარაგებას“- ინტერვიუ