უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 333 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030]
- ტანკი – 5 587 ერთეული [+7]
- ჯავშანტექნიკა – 10 416 ერთეული [+15]
- საარტილერიო სისტემა – 7 987 ერთეული [+26]
- MLRS – 913 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 605 ერთეული [+3]
- თვითმფრინავი – 323 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 032 ერთეული [+15]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 570 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 10 483 ერთეული [+32]
- სპეცტექნიკა – 1 148 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 547 თვითმფრინავი
- 257 ვერტმფრენი
- 9 465 უპილოტო საფრენი აპარატი
- 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 13 807 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 187 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 7 234 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 15 939 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„თუ დნეპრი გაიყინა, ეს უკრაინელებს გაუადვილებს პლაცდარმის მომარაგებას“- ინტერვიუ