ვინ ვის უპირისპირდება ბათუმში [ინფოგრაფიკა]

აჭარის უმაღლესი საჭოს არჩევნებში სხვადასხვა პარტიის მიერ წარდგენილი 76 მაჟორიტარი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას [უსკოს ინფორმაციით, საკუთარი განცხადებების საფუძველზე რეგისტრაცია გაუუქმდათ: “თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო”-ს მიერ ხულოში დასახელებულ მაჟორიტარ კანდიდატს – თამაზ ხმალაძეს და დამოუკიდებელ კანდიდატს ხელვაჩაურში – ზურაბ ფუტკარაძეს]. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, მანდატებისთვის იბრძოლებს სხვადასხვა პარტიის მიერ წარდგენილი 67 და 4 დამოუკიდებელი კანდიდატი [დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზაურ …

„ბათუმის წყალი“: წყალმომარაგება ღამის 12 საათისთვის აღდგება

„ბათუმის წყალის“ ინფორმაციით, დღეს, 3 ოქტომბერს, „წყლის მაგისტრალური 110 მილიმეტრიანი მილსადენის დაზიანების გამო, სასმელი წყლის მიწოდება ლერმონტოვის ქუჩის ნაწილს და ფერაძის ქუჩის აბონენტებს შეეზღუდა“. სასმელი წყლის მიწოდება შეზღუდულია ასევე სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მამია კომახიძის ქუჩიდან ორბელიანის ქუჩამდე და ბაგრატიონის ქუჩას მელიქიშვილის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე. კომპანიის ინფორმაციით წყალმომარაგება ღამის 12:00 საათისთვის აღდგება.

საარჩევნო უბნების მისამართები აჭარაში

2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმღლესი საბჭოს არჩევნებზე აჭარის ტერიტორიაზე, 6 მაჟორიტარულ ოლქში, ჯამში 347 საარჩევნო უბანია გახსნილი [სავარაუდოდ, ერთი სპეციალური უბანი დამატებით გაიხსნება ბათუმის მე-3 საპყრობილეში]. საარჩევნო უბნების მისამართები უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა. დღეის მდგომარეობით აჭარაში გახსნილი 347 საარჩევნო უბნიდან ბათუმის ოლქში 119 უბანია, ქობულეთში – 48, ხელვაჩაურში – 50, ქედაში – 27, …

ბათუმის მერია მიწას მინისტადიონისა და ატრაქციონების რეკონსტრუქციის პირობით ყიდის

ბათუმის მერია მინისტადიონისა და საბავშვო ატრაქციონების რეკონსტრუქციის სანაცვლოდ ქალაქში 1 ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთებს ყიდის. მომავალი მესაკუთრის ვალდებულება იქნება ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი ააშენოს. მერია მიწის ნაკვეთებს აუქციონზე ყიდის, ამდენად, მომავალი მყიდველისგან საცხოვრებელ ფართობებს არ ითხოვს. მიწის ნაკვეთები, ერთ მისამართზე, ბათუმში, ბაგრატიონის ქ. N127-ში [რეფერალურ საავადმყოფოსთან ახლოს] მდებარეობს. ერთი ნაკვეთი 5411 კვ/მ-ა  და მისი საწყისი საპრივატიზებო საფასურია 1 …

ორგანიზაციები 1 მილიონამდე ლარის გადახდისგან გაათავისუფლეს

„ბათუმის სამშობიარო სახლი“, „ავერსი-ფარმა“, „საქართველოს საპატრიარქო“, „შავი ზღვის ტერმინალი“, „საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი“, „ფორტე“ – ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც, სხვა 40-მდე ორგანიზაციასთან ერთად, მათზე დაკისრებულ ჯამში – 945 350 ლარს სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ გადაიხდიან. საქართველოს მთავრობამ ისინი, როგორც სახელმწიფო ქონების მონათხოვრეები,  დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისგან გაათავისუფლა. მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ პირგასამტეხლო მათ თხოვების …

“პატრიოტთა ალიანსის” მონაცემები საქართველოში თურქეთის მოქალაქეთა რაოდენობაზე არასწორია

„პატრიოტთა ალიანსი“ წინაასაარჩევნოდ მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას საქართველოში მცხოვრები ეთნიკური თურქების რაოდენობის შესახებ, თუმცა ეს მონაცემები არასწორია და რამდენჯერმე აღემატება რეალურ ციფრს. კერძოდ, „პატრიოტთა ალიანსის” მიერ გამოცემულ საარჩევნო გაზეთში, რომელიც 100 ათასი ტირაჟითაა დაბეჭდილი, წერია: “ახლა თვითონ [თურქები] აცხადებენ, რომ უკვე 40 ათასზე მეტ თურქს აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ისინი ბათუმში და მთლიანად აჭარაში ცხოვრობენ. თურქეთის …

ბათუმის მერიამ ბინა 51 700 ლარად გაყიდა

ბათუმის მერიამ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 46 კვ/მ ფართობის ბინა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, N1-ში, უპირობო აუქციონზე 51 700 ლარად გაყიდა. ბინა კომპლექს „ბათუსის“ მოპირდაპირედ, „მაკდონალდსის“ გვერდით არსებულ კორპუსში მდებარეობს. ბათუმის მერიამ ბინა აუქციონზე 49 ათას 700 ლარად გაიტანა, ბიჯით – 2000 ლარი. აუქციონი შედგა და ქონება ერთი ბიჯით, 51 700 ლარად გაიყიდა. ვინ შეიძინა მერიის ბინა, …

ქედის სოფელ ჭინკაძეებში საცხოვრებელ სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში მდებარე საცხოვრებელ სახლს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება მიმდინარე წლის 26 სექტემბრიდან ამოქმედდა. სააგენტომ ჩათვალა, რომ სოფელ ჭინკაძეებში მდებარე საცხოვრებელი სახლი მნიშვნელოვანია არქიტექტურული და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით. სახლის აგების თარიღია XIX-XX საუკუნეების მიჯნა. რამდენიმე დღით ადრე სააგენტომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 7 ობიექტს …

700 ათასი ლარი ბსუ-ს მეორე კორპუსის შესაკეთებლად

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქსიმუმ 700 ათას ლარს გადაიხდის უნივერსიტეტის [მეორე კორპუსის] რეაბილიტაციისთვის. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „ხუთსართულიან [მეორე] კორპუსზე და სპორტულ დარბაზზე ხდება არსებული ნალესის დემონტაჟი, ასევე დემონტაჟი უტარდება შესასვლელ კიბეებზე მოწყობილ ბუნებრივი ქვის ფილებს [შემდგომი დასაწყობებით], შენობაზე ეზოს მხრიდან ეწყობა მონოლითური დამცავი ქუდები, შენობის ირგვლივ პირველი სართულის იატაკის ნიშნულამდე ხდება ხელოვნური გრანიტის …

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარაში თავისი მთავრობა დაასახელა

დღეს, 25 სექტემბერს, ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მხარდამჭერებს აჭარის „მომავალი მთავრობის“ წევრები წარუდგინეს. 8 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რეგიონის მთავრობას სათავეში პარტიის ლიდერი აჭარაში და სიის პირველი ნომერი უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ლევან ვარშალომიძე ჩაუდგება. „ჩრდილოვანი კაბინეტის“, ანუ აჭარაში ალტერნატიული მთავრობის წევრებად დასახელდნენ: აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად – ლევან ანთაძე [ყოფილი მინისტრი], ფინანსთა …

100 ლარის ნომინალის ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში პირველი ნოემბრიდან

2016 წლის პირველი ნოემბრიდან მიმოქცევაში გაშვებული იქნება ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალების ბანკნოტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება. 2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად. 2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების, 2016 წლის 1 ნოემბრიდან, მიმოქცევაში გაშვების თაობაზე გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ …

ქობულეთში 7 შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 7 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ხელი მიმდინარე წლის 15 სექტემბერს მოაწერა. ბრძანება 21 სექტემბერს შევიდა ძალაში. ძეგლის სტატუსი მიენიჭა შემდეგ ობიექტებს: ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ციხისძირში მდებარე 2 სააგარაკო შენობას და უშაკოვის აგარაკს. სამთავე აგებულია XX საუკუნის დასაწყისში; პომორსკის აგარაკს დაბა ჩაქვში. აგებულია  XX …

კანადა, თურქეთი, რუსეთი – უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები

2016 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე] 7426 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1312 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს [10 პროცენტით ნაკლები], ხოლო იმპორტი 6114 მლნ. აშშ დოლარს [23 პროცენტით მეტი]. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის …

შსს: ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ქ. თბილისში დააკავეს“. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 47 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი …

„წითელი წიგნის“ მცენარეები შეშად

აჭარის ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის გამო ბოლო ოთხ თვეში „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, მოჭრას წითელ ნუსხაში შეტანილი ხუთი სახეობის 2075 ძირი მცენარე. მათ შორის: კოლხური მუხა – 1568 ძირი; ჩვეულებრივი წაბლი – 435; კაკლის ხე – 62; მცირენაყოფიანი ბალამწარა  – 10 და უთხოვარი – 3 ძირი. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომელიც …

ბათუმის მერია ბინას ყიდის

ბათუმის მერია, რომლისგანაც 2 ათასამდე უბინაო მოქალაქე საცხოვრებელ ფართობს ითხოვს, ახალაშენებულ კორპუსში ბინას ყიდის. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 46 კვ/მ ფართობის ბინა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, კომპლექს „ბათუსის“ მოპირდაპირედ მდებარეობს. ბინა შავი კარკასის მდგომარეობაშია. „ბათუმელები“ შეეცადა გაეგო, თუ რატომ გადაწყვიტა ბათუმის მერიამ საბინაო ფონდიდან ქონების გასხვისება. „ეს არის ახალი ბინა და ის მერიის საბინაო ფონდში არ ირიცხებოდა. …

ქონების ჩამორთმევა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო აჭარაში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა. „ახალციხე-ბათუმის” ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ამჯერად ექსპროპრიაციას დაექვემდებარა შემდეგ მოქალაქეთა კერძო საკუთრება: სულიკო გვიანიძის უძრავი ქონება, მისამართი: ქ. ბათუმი, ხიხანის №1ა [ყოფილი ქ. ბათუმი, ერგე-კაპანდიბი] [მთლიანი ფართობი 3089 კვ.მ, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო ფართობი 313 კვ.მ.]; ნაილე კახაბერიძის უძრავი ქონება, მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ხერთვისი, [მთლიანი ფართობი 3903 …

საქველმოქმედო მარათონი ბათუმში [ანონსი]

ბათუმში ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების დასახმარებლად საქველმოქმედო მარათონი ტარდება. სარბენი მანძილი, საორიენტაციოდ, იქნება ანბანის კოშკიდან აეროპორტამდე. მარათონის დასაწყისი 9 ოქტომბერს, 09:00 საათზე. სპეციალურად ამ მარათონისთვის ინტერნეტ სივრცეში განთავსებულია ვებ გვერდი: www.marathon.mh.com.ge  სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია რეგისტრაცია, ხოლო 20–22 სექტემბრიდან შესაძლებელი იქნება თანხის გადახდა მონაწილეობისთვის. ამის შემდეგ პიროვნებას მიენიჭება ნომერი, რითაც იასპარეზებს მარათონზე. მონაწილეობის საფასური 15–20 ლარი …

აჭარის მთავრობა: ციტრუსის სეზონისთვის სრული მზადყოფნაა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში ციტრუსის სეზონის სამზადისთან დაკავშირებით, რეგიონის მეციტრუსეებთან შეხვედრა გაიმართა. ფერმერებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლაშა კომახიძე შეხვდნენ. აქვე გაიმართა სპეციალურად ციტრუსის სეზონისთვის ინგლისურ და რუსულ ენებზე შექმნილი ვებ-გვერდის პრეზენტაცია. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ორენოვანი სარეკლამო რგოლიც წარადგინა. რგოლი შეიქმნა იმ ქვეყნებში გასავრცელებლად, რომლებიც რეგიონის ციტრუსის გასაღების ბაზრებს …

119 ათასი ლარი სოციალური სახლების სოციალურად დაუცველებისგან იარაღით დასაცავად

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანში 72-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსისა და ბათუმში, თამარის დასახლების N29-ის მიმდებარედ 58-ბინიანი საცხოვრებელი სახლის ცეცხლსასროლი იარაღით დაცვაში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 119 410 ლარს გადაიხდის. აღნიშნულ თანხას სამინისტრო სახელმწიფო დაცვის სამსახურს გადაუხდის. შესაბამისი თანხმობა შესყიდვების სააგენტოსგან სამინისტრომ მიმდინარე წლის 16 სექტემბერს მიიღო. „დღეის მდგომარეობით, სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს შესრულებული სამუშაოების …

აჭარის ტელევიზია 42 ათას ლარად სტუდიებს განაახლებს

აჭარის ტელევიზია სტუდიებს განაახლებს. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ სარგებლობაში არსებული სატელევიზო სტუდიის მოწყობის სამუშაოებს, ტელევიზია, გამარტივებული ელექტრონული ტენრდერით, მაქსიმუმ 42 395 ლარად შეისყიდის. სატელევიზო სტუდიების მოწყობის [დეკორაციული ] სამუშაოები ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. N 41-ში მდებარე შენობაში ჩატარდება. სატელევიზიო სტუდიებია: დილის გადაცემის,  პოლიტიკური თოქ-შოუს,   საინფორმაციო გამოშვების, სამედიცინო გადაცემისა და სპორტული გადაცემის …

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე 15-ვე საარჩევნო სუბიექტის პარტიული სია

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დასრულდა პარტიული სიების რეგისტრაცია. რეგისტრირებულია 15-ვე საარჩევნო სუბიექტის სია. უსკოს ინფორმაციით, „სიების გადამოწმებისას დაფიქსირდა რამდენიმე ტექნიკური ხასიათის შეცდომა, ასევე უზუსტობები კანონით დადგენილი ასაკობრივი ზღვარის გამო, [დეპუტატობის კანდიდატის ასაკი უნდა იწყებოდეს 25 წლიდან] რამაც გამოიწვია ხუთი საარჩევნო სუბიექტის რამდენიმე კანდიდატისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმა [სიიდან იქნა ამოღებული]. თუმცა ხარვეზების გამოსწორების შემდეგ ყველა საარჩევნო სუბიექტმა, პარტიულ …

C ჰეპატიტის გავრცელება მამაკაცებში შედარებით მაღალია

C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2015 წლის კვლევის მიხედვით, C ჰეპატიტის ანტისხეულებზე დადებითია ქვეყნის მოსახლეობის 7,7%, ხოლო რნმ-დადებითი, ანუ C ჰეპატიტის აქტიური ფორმით დაავადებული არის მოსახლეობის 5,4%. დაავადების გავრცელება შედარებით მაღალია მამაკაცებში, განსაკუთრებით  30-49 ასაკობრივ ჯგუფში. C ჰეპატიტის ასაკობრივი გავრცელება ქალებსა და მამაკაცებში დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო მიეკუთვნება C ჰეპატიტის მაღალი …

აჭარაში 5-9 წლამდე ბავშვებისთვის ანტიჰელმინთური პრეპარატები გაიცემა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 5–9 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ანტიჰელმინთური [ჭიების საწინააღმდეგო] პრეპარატის გაცემას იწყებს. ცენტრის ინფორმაციით, 5–6 წლამდე ასაკის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და 6–9 წლის  სკოლის მოსწავლეებს მშობლის ან მეურვის თანხმობის საფუძველზე ანტიჰელმინთური პრეპარატები დაურიგდებათ. თუ როგორ და რა ფორმით – ამასთან დაკავშირებით ბათუმის საბავშვო ბაღების დირექტორებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა დღეს, 14 საათზე, N4 საბავშვო ბაღში …

მაჟორიტარი კანდიდატები უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნებში

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მაჟორიტარულ ოლქებში წარდგენილი კანდიდატების სიები გამოაქვეყნა. აჭარაში სულ 6 მაჟორიტარული ოლქია. N68 ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები: N1 “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”-ზვიად ბოლქვაძე, N3 “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა”-ლევან ჯინჭარაძე, N5 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”-ელგუჯა ბაგრატიონი, N6 “უსუფაშვილი – რესპუბლიკელები”-ზაურ ახვლედიანი, N7 “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”-მარკელა ჩხაიძე, …

რიგების მოწესრიგების მცდელობა საბაჟოზე

სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან ავტომობილების რიგების რეგულირება საქართველოში დღემდე ვერ ხერხდება. მიუხედავად შესაბამისი კანონმდებლობის არსებობისა, პრობლემა არ გვარდება. მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესი, თუმცა, ეს წესიც არ მოქმედებს. ზემოაღნიშნული წესით, საზღვრის გადაკვეთის მიზნით გადაადგილებული სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია, საგზაო მოძრაობა გააგრძელოს …

ბათუმელი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

ბათუმელი მეზღვაურები – რობერტ ლიპარტელიანი და მალხაზ მელაძე, რომლებიც ამჟამად თურქული დროშის ქვეშ მცურავ გემზე „River Pride“ იმყოფებიან, დახმარებას ითხოვენ. ერთ-ერთი მეზღვაურის თქმით, გემზე მძიმე პირობები აქვთ: „ამ დროისთვის გემზე საჭმელი ჩვენ არ გვაქვს, დასალევი წყალიც ცოტაა, რაღაც 20 ლიტრი და ხელფასზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია… გემის დატოვება და სახლში წამოსვლა გვინდა, მაგრამ ვერანაირად ვერ ვახერხებთ – მეპატრონე …

მუნიციპალურ ტრანსპორტში სავარძლებს ცვლიან

მუნიციპალურ ტრანსპორტში დაზიანებულ სავარძლებს ახლით ჩაანაცვლებენ. შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტი“-ს ინფორმაციით, ავტობუსებში დაზიანებული სავარძლები ეტაპობრივად შეიცვლება: „ახალი სავარძლები არის ერთი მთლიანი კონსტრუქციის, რაც შეამცირებს ვანდალური ფაქტების რაოდენობას და ამასთანავე დაფარულია რბილი ტყავის შემცვლელი მატერიით, რაც მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის“. „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ სავარძლების შეძენაზე ტენდერი მაისის თვეში გამოაცხადა, საწყისი სატენდერო თანხით – 118 400 ლარი. ხელშეკრულება გამარჯვებულ …

სარკინიგზო ვაგონის ძარა ხიდებად აჭარაში

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს. საკითხი ეხება „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ დეპარტამენტზე უსასყიდლოდ გადაცემული 20 ერთეული ვაგონ-ბაქნის ძარის დემონტაჟსა და ტრანსპორტირებაა ქალაქ ბათუმამდე, რაშიც დეპარტამენტი 96 ათასი ლარის გადახდას გეგმავს. „აღნიშნული ვაგონ-ბაქნის ძარები გამოიყენება ხიდებისა და სახიდე გადასასვლელების სწრაფად აღსადგენად. ამჟამად აჭარის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზიანებულია რამდენიმე მიმართულებით …

ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო აჭარაში დამატებით 1051 კოლხური მუხა მოიჭრება

მაღალმთიანი აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ამჯერად მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან დამატებით ამოიღოს  საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 1057 ძირი მცენარე. აქედან 1051 ძირი კოლხური მუხაა (Quercus hartwissiana Stev.), ხოლო 6 ძირი კაკლის ხე ( Juglans regia L.]. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 16 აგვისტოს გამოსცა. „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებიდან …

აჭარაში გაზიფიცირების გეგმა და შესრულების მაჩვენებელი

კომპანია „სოკარში“ აცხადებენ, რომ ქალაქ ბათუმის გაზიფიცირება [ცენტრალური მაგისტრალებით ქალაქის დაქსელვა] დასრულებულია. კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით კი, ბათუმში გაზიფიცირება წელს 1546 აბონენტს უნდა შეხებოდა, ხოლო 2017 წლისთვის გაზიფიცირების სამუშაოები დაგეგმილია ზედა მახინჯაურში. რაც შეეხება აჭარაში მიმდინარე სამუშაოებს, კომპანია „სოკარის“ მიერ მოწოდებული იმფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წელს აჭარის ტერიტორიაზე დაგეგმილი იყო 316 185 გრძ.მ-ის სიგრძის ქსელის …

ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედა-შუახევი-ხულოს მაჟორიტარული ოლქების საზღვრები

ამომრჩეველი აჭარაში [ზოგადად ქვეყანაში] მაჟორიტარს, როგორც პარლამენტში, ასევე უმაღლეს საბჭოში, აირჩევს  შესაბამის ოლქებში, რომელთა საზღვრები შეცვლილია. აჭარის ტერიტორიაზე 6 მაჟორიტარული ოლქია: 68, 69, 70, 71, 72 და 73. 71-ე მაჟორიტარული ოლქი – მოიცავს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, გარდა ხალას, ჩაისუბნის, საჩინოს, ჩაქვისა და ციხისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქებისა. ეს ადგილობრივი ოლქები შედის N68 [ბათუმის] მაჟორიტარული ოლქის საზღვრებში. 72-ე …

„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ სიის პირველი ათეული აჭარაში

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ სიის პირველი ათეული: 1. ცინცქილაძე გიორგი – ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ერთიანი ოპოზიციის“ თავმჯდომარე. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს წევრი. იყო აჭარის პარლამენტის სპიკერი 2004 წელს, აბაშიძისდროინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე და აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე; 2. ჭეიშვილი დიმიტრი – 69-ე [ბათუმის] მაჟორიტარულ …

ვინ რამდენს ითხოვს აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტიდან

აჭარის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა გრძელდება. საბიუჯეტო განაცხადების მიღების მორიგი ეტაპი 25 აგვისტოს დასრულდა, როცა  მხარჯავმა დაწესებულებებმა საბიუჯეტო განაცხადები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარადგინეს. სამინისტროს მონაცემებით, უმაღლესი საბჭო, საარჩევნო კომისია, აჭარის მთავრობა და სამინისტროები მომავალ წელს აჭარის ბიუჯეტიდან 125 მილიონამდე ლარს დახარჯავენ. ამ თანხაში შედის როგორც დასაქმებულთა ხელფასები, ასევე იმ პროექტების დაფინანსება, …

პროექტი უმაღლესი საბჭოს შენობასთან და გასაიდუმლოებული ინვესტორი

ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან მისასვლელი გზის კეთილმოწყობისთვის საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში 7 ჰექტრამდე მიწის ფართობი გადასცა. მთავრობის შესაბამისი განკარგულების დანართში აღნიშნულია, რომ ავტონომიურ რესპუბლიკას ეს ქონება [მიწის ნაკვეთები] ესაჭიროება „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის“. კონკრეტულად რა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა საუბარი, ვის მიერ უნდა განხორციელდეს, რა ფორმით და ა.შ. ინფორმაცია „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა. პასუხში …

სარფში მისასვლელი მაგისტრალი გადაკეტილია

„ბათუმელების“ ინფორმაციით სარფში მისასვლელი გზა გადაკეტილია და ავტომანქანების მოძრაობა შეწყვეტილია. მაგისტრალი ჩაკეტილია კვარიათსა და სარფს შორის მონაკვეთში [ჩანჩქერთან]. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გზის ჩაკეტვის მიზეზი უამინდობაა. „მდინარეს ჩამოაქვს ქვა-ღორღი, წყლის დონე მომატებულია და გადმოდის გზაზე. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიდის მუშაობა გზის გასაწმენდად, რაც გარკვეულწილად ამინდზეცაა დამოკიდებული“ – განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში. შენიშვნა: როგორც შსს-მ გვაცნობა, გზა …

Exit mobile version