უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დასრულდა პარტიული სიების რეგისტრაცია. რეგისტრირებულია 15-ვე საარჩევნო სუბიექტის სია.
უსკოს ინფორმაციით, „სიების გადამოწმებისას დაფიქსირდა რამდენიმე ტექნიკური ხასიათის შეცდომა, ასევე უზუსტობები კანონით დადგენილი ასაკობრივი ზღვარის გამო, [დეპუტატობის კანდიდატის ასაკი უნდა იწყებოდეს 25 წლიდან] რამაც გამოიწვია ხუთი საარჩევნო სუბიექტის რამდენიმე კანდიდატისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმა [სიიდან იქნა ამოღებული]. თუმცა ხარვეზების გამოსწორების შემდეგ ყველა საარჩევნო სუბიექტმა, პარტიულ სიებთან დაკავშრებით დააკმაყოფილა კანონით დადგენილი მოთხოვნები.
რეგისტრაციაში გატარდა აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე 15-ვე საარჩევნო სუბიექტის პარტიული სია:
„საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“
„მურმან დუმბაძე – მედეა ვასაძე – ემსახურე საქართველოს“
„დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის“
„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
“თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”
საარჩევნო ბლოკი”თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო”
საარჩევნო ბლოკი “ჩვენები – სახალხო პარტია”
“დავით თარხან-მოურავი,ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”
“ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები”
საარჩევნო ბლოკი “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის”
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”
საარჩევნო ბლოკი “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა”
ამავე თემაზე: