უსკო საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების წესს განსაზღვრავს

ხვალ, 5 სექტემბერს, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია [უსკო] აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების წესს განსაზღვრავს. ამ წესის შესაბამისად კი, შემდგომში გაიმართება წილისყრა, საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭებაზე, თუმცა როდის, თარიღი უცნობია. ხვალ, უსკო, სხვა საკითხებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის უსკოს წარმომადგენლების არჩევის, დაფინანსების წესისა …

დაზიანებული და მოპარული ქოლგები – „ბათუმობა 2016“

გუშინდელი წვიმისა და ქარის გამო რამდენიმე ადგილზე დაზიანდა ქოლგები მემედ აბაშიძის ქუჩაზე. დილით, ქუჩის ბოლოში, 6 მაისის პარკის შესასვლელთან, რამდენიმე ტროსი გაწყვეტილი იყო, რომლებზეც ქოლგები იყო დამაგრებული. „დილით ადრე მოვედი სამსახურში, წვიმას და ქარს ასფალტზე ჩამოეყარა ქოლგები და ხალხი შესეოდა, ვიფიქრე, ისევ თოკზე უნდა ჩამოკიდონ და გული ამიჩუყდა, მარა როგორც აღმოჩნდა ყველა თავისთვის ეჯაჯგურებოდა. თითქმის …

ვინ და რა პრინციპით ყიდის აჭარის ქონებას

ნებისმიერ პირს, ვინც აჭარის ქონებით დაინტერესდება, შეუძლია მიმართოს შესაბამის სამინისტროს და ამ ქონებასთან დაკავშირებით თავისი წინადადებები შესთავაზოს. რა ქონებას ყიდის, როგორ არჩევს და რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს აჭარის მთავრობა ქონების გასხვისებისას? ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა ბიუჯეტის შემოსულობებში. შესაბამისად, ყოველი ახალი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში   დგება გასაყიდი ქონების ჩამონათვალი. იმ ქონების საერთო, სავარაუდო საწყისი …

Batumi Ladies Open 2016-ის გამარჯვებული ბათუმელი მარიამ ბოლქვაძეა

ბათუმში გამართული საერთაშორისო ტურნირის „Batumi Ladies Open”-ის გამარჯვებული წელს ბათუმელი მარიამ ბოლქვაძე გახდა. პროფესიონალ ქალ ჩოგბურთელთა ტურნირი „Batumi Ladies Open 2016” ბათუმში მეცხრამეტედ ტარდება და მასში, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, წელს 8 ქვეყნის 40 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის 7 ქართველი.  „Batumi Ladies Open”-ის არსებობის ისტორიაში კი ტურნირს პირველად ყავს ბათუმელი გამარჯვებული. საპრიზო მეორე ადგილი რუსმა ჩოგბურთელმა ალექსანდრა …

უსკო-ს თავმჯდომარემ „კვარაცხელია – სოციალისტებს“ რეგისტრაცია გაუუქმა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ნეიტრალური საქართველო,“ სახელწოდებით – „კვარაცხელია – სოციალისტები“ რეგისტრაცია გაუუქმა. „2016 წლის 12 აგვისტოს უსკოს თავმჯდომარის N20 განკარგულების ბათილად ცნობას წინ უძღოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ 30 აგვისტოს მიღებული განკარგულება, რითაც „კვარაცხელია – სოციალისტები“ რეგისტრაციიდან მოიხსნა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის აჭარის …

ბათუმში 2 სექტემბერს პარკირების წესების 502 დარღვევა დაფიქსირდა

ა(ა)იპ-„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ მონაცემებით, 2016 წლის 2 სექტემბრის 18 საათისთვის ბათუმში პარკირების წესების დარღვევის 502 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – 399 ფაქტი, დარღვეულია დგომის მეთოდი – 8, ორმაგი პარკირება – 1, ნიშანში დგომა  – 60, ტროტუარზე დგომა – 13, ტაქსის, სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობა – 8, დგომა-გაჩერების წესის დარღვევა – 2, იდგა ავტობუსის გაჩერებაზე – 11.

ალაგ-ალაგ გადაღებილი ველობილიკები

ბათუმში, ქალაქის ცენტრალურ უბნებში ველობილიკებს ალაგ-ალაგ ღებავენ. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიგა ჩხეიძის ინფორმაციით: „ბილიკები, რომლებიც ალაგ-ალაგ გადაიღება, მაისის თვეში სრულად იყო შეღებილი. ახლა, უბრალოდ, დაზიანებული ადგილები გადაიღება, ძირითადად ხეების ქვეშ, ზოგან მანქანებს აჩერებდნენ და დაზიანდა… ორ-სამ დღეში, დაჯდება საღებავი და განსხვავება ფერში ახალსა და ძველს შორის, აღარ იქნება. შეგვეძლო მთლიანად გადაგვეღება, თუმცა გავუფრთხილდით …

ბათუმში პირველ სექტემბერს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით ხვალ, 31 აგვისტოს საღამოს საათებში და ღამით, ბათუმსა და მთლიანად აჭარის ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. პირველ სექტემბერს კი, ძლიერი წვიმა იქნება ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში, დაუბერავს დასავლეთის ქარი 20-25 მ/წმ-ში. არასტაბილური ამინდი აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში 4 სექტემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას – დღისით …

სამინისტრო მოცვის ნერგებს აღარ დაარიგებს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ლურჯი მოცვის ბაღების გაშენების პროგრამას მომავალი წლიდან აღარ განახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კულტურა მაღალი საექსპორტო პოტენციალით გამოირჩევა და მასზე მოთხოვნა გაზრდილია, სამინისტრო არც მოცვის ნერგების დარიგების პროგრამას გააგრძელებს. „ოთხი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა მოცვის ნერგების დარიგება თუ ბაღების გაშენება. ჯამში 47 ათასი ძირი მოცვი გვაქვს გადაცემული ფერმერებზე, ხოლო მიმდინარე წელს მოცვის …

მიწის აზომვითი სამუშაოებისთვის სახელმწიფო 5 მილიონ ლარს დახარჯავს

2016 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას მხოლოდ ახალი  სტანდარტის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე განახორციელებს. იმ პირებმა, რომლებსაც ძველი წესის შესაბამისად მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი აქვთ და  სურთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრს უნდა მიმართონ 2016 წლის პირველ სექტემბრამდე. უკვე დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული ნაკვეთები კი ხელახალ რეგისტრაციას …

სოფელში ნაპოვნი შველი რეინჯერმა ბუნებაში დააბრუნა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში, სოფლის ტერიტორიაზე ნაპოვნი შველი მტირალას ეროვნული პარკის რეინჯერმა ბუნებაში დააბრუნა.  

აჭარაში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის „წითელ ნუსხაში“ შეტანილი კიდევ 464 ხე მოიჭრება

აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან დამატებით ამოიღოს  საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების [სულ 464 ძირი] შემდეგი სახეობები: ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 229 ინდივიდი; კაკლის ხე (Juglans regia L.) – 27 ინდივიდი; კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev.) – 197 ინდივიდი; უთხოვარი …

ბათუმის ნაპირგამაგრებისთვის 12 მილიონამდე ევრო დაიხარჯება

წვიმისა და შტორმის დროს ბათუმის დატბორვის პარალელურად ზღვის სანაპირო ზოლიც ირეცხება, რის შედეგადაც იშლება და ზიანდება ამ ზოლში არსებული ინფრასტრუქტურა – განსაკუთრებით, ახალი ბულვარის ტერიტორია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში კი ნაპირგამაგრების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტი ფაქტობრივად არ განხორციელებულა. მიმდინარე წლის 16 ივნისს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განაცხადა  ბათუმის ნაპირგამაგრების სამუშაოებისთვის ტენდერში მონაწილეობის მიღების შესახებ. ფონდი საამისოდ, ფაქტობრივად, სამი …

„ჟილინის“ არხი  და დატბორილი ბათუმი

ბათუმში წვიმის დროს ქალაქის გარკვეული უბნების დატბორვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ინფრასტრუქტურულ პროექტებში გადახდილი მილიონების მიუხედავად, „ტრადიციულ“ დატბორვის უბნებს ქალაქში არაფერი ეშველა და ჯერჯერობით არც ეშველება, ვინაიდან სანიაღვრე არხები, რომლებმაც ქალაქი წვიმის წყლისგან უნდა განტვირთოს, შტორმის დროს არაეფექტურად მუშაობს. ერთ-ერთი ასეთი არხია ე.წ. „ჟილინი“, რომლის რეკონსტრუქციისათვის ბათუმის ბიუჯეტიდან 6 მილინ 317 ათასი ლარი დაიხარჯა. ბათუმის მერიის …

შსს: სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით ორი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით ორი პირი: 1970 წელს დაბადებული ტ.ხ. და 1969 წელს დაბადებული კ.ხ. დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, გონიოს დასახლებაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაეყენეს და …

გაძვირდება თუ არა თხილი

ბოლო რამდენიმე დღეა თხილი საგრძნობლად გაიაფდა. ბათუმში ერთი კილოგრამი თხილის ჩაბარების ფასმა ორ დღეში თითქმის 2 ლარით დაიკლო. თხილი გაიაფდა მეზობელ გურიასა და სამეგრელოშიც. აგრომეწარმეების თქმით, ფასის კლების მიზეზი უხარისხო პროდუქციაა. ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „ბონის“ მიმდებარედ, 1 კილოგრამ, ახალ, გაუტეხავ თხილს მაქსიმუმ 3,5 ლარად ყიდულობენ. რამდენიმე დღის წინ კი 5-5,2 ლარიც ღირდა. „რამდენადაც ვიცი, ზუგდიდში …

შსს: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას შრი-ლანკის მოქალაქეები თურქეთის მოქალაქის დახმარებით ცდილობდა

შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, პირველი სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, შრი-ლანკის რესპუბლიკის 3 და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ შრი-ლანკის რესპუბლიკის 3 მოქალაქე, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის დახმარებით ცდილობდა“ – აღნიშნულია …

საია მოუწოდებს საოლქო კომისიებს არ დაუშვან პოლიტიკური გავლენებით გადაწყვეტილების მიღება

„საია მოუწოდებს საოლქო კომისიებს, არ დაუშვან საუბნო კომისიის პროფესიული წევრების შერჩევის დროს პოლიტიკური გავლენებით გადაწყვეტილების მიღება, წევრები შეარჩიონ პროფესიული უნარჩვევებისა და კეთილსინდისიერების მიხედვით“ – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გაავრცელა. საიაში აცხადებენ, ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ „მათ წევრებს ხელთ ჩაუვარდათ ქობულეთის, სენაკის, ოზურგეთის, დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებში სავარაუდოდ არსებული წინასაწარი სიები, რომლებიც …

საექსპორტო ათეულში თხილი მეოთხე ადგილზეა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან 78,9 მილიონი აშშ დოლარის თხილი და სხვა კაკალია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, თითქმის 5 მილიონით მეტია. თხილი და კაკალი საქართველოდან გატანილი პროდუქციის ათეულში მეოთხე ადგილზეა. სტატისტიკის სამსასხურის მონაცემებით: 2016 წლის იანვარ-ივლისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 171 …

შეღავათები მთის საწარმოს სტატუსით

კანონი, რომელიც მთის საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე სუბიექტებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს, მერვე თვეა რაც ამოქმედდა. ასეთი სტატუსი კი აჭარაში მხოლოდ რვა მეწარმეს აქვს. აქედან ოთხი – შპს, ერთი – კოოპერატივი და სამი ინდმეწარმეა. ინდმეწარმე ვლადიმერ შაინიძე ერთ-ერთია, რომელსაც მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი ამ ბოლოს მიენიჭა. მას ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთაში პურის საცხობი აქვს. ვლადიმერ შაინიძემ „ბათუმელებთან“ …

ახალი მთავრობა ძველი პრიორიტეტებით – როგორ დგება აჭარის ბიუჯეტი

აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობის შუა პროცესში რეგიონის მთავრობა შეიცვალა. დიდი ალბათობით, არჩევნების შემდეგ მთავრობა კვლავ შეიცვლება, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება კი ასევე ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოს მოუწევს. როგორ დგება აჭარის ბიუჯეტი და რა ცვლილებების საშუალებას უტოვებს ახალ მთავრობას საბიუჯეტო პროცესი? – მითუმეტეს მაშინ, როცა ძირითადი პრიორიტეტები, რის საფუძველზეც ბიუჯეტი დგება, ყოფილი მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს მიერაა …

ანგისის დასახლებას სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება

ახლადაშენებული კორპუსის წყალმომარაგების მაგისტრალურ მილსადენზე დაერთების გამო, 18 აგვისტოს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდებათ: ანგისის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჩიხების აბონენტებს. განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სასმელი წყლის მიწოდება ასევე, შეუწყდება აეროპორტის გზატკეცილზე ლუწი ნომრების აბონენტებს, აღმაშენებლის წრიულიდან „ბათუმის დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრამდე“.

2,1-მილიონიანი ტენდერი ვაჭრობის გარეშე – რაზეა დამოკიდებული ბათუმში სტადიონის მშენებლობა

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ტენდერის გამოსაცხადებლად ყველაფერი მზად არის, თუმცა შპს „სტადიონი“, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ტენდერს არ აცხადებს. კომპანიაში ამბობენ, რომ ტექნიკური ზედამხედველის გამოვლენას ელოდებიან, რისთვისაც ცალკე ტენდერი უკვე მეოთხედ გამოცხადდა – ამჯერად, შეცვლილი პირობებითა და  ახალი წესით, რაც გულისხმობს შესყიდვას აუქციონის ანუ ვაჭრობის გარეშე. „ტენდერი აუქციონის გარეშე ახალი სერვისია. სავალდებულო …

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 20 აგვისტოს იწყება

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 20 აგვისტოს დაიწყება. ნადრობის სეზონი გაგრძელდება 2017 წლის პირველ მარტამდე. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს: გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი), ღირებულება 10 ლარი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და …

ბათუმის ზოგიერთ უბანს სასმელი წყალი არ მიეწოდება

ბათუმის მერიის განცხადებით, „უხვი ნალექის გამო, აიმღვრა მდინარეები: ჩაქვისწყალი, ლეჩა და ყოროლისწყალი, რის გამოც სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა ე.წ. „ძველი ქსელის“ აბონენტებს: დაბა ჩაქვის, მახინჯაურის, განთიადის, თამარის და ბარცხანის მაცხოვრებლებს, ასევე მაიაკოვსკის, ფაღავას და ნინოშვილის ქუჩებს. წყალმომარაგება სავარაუდოდ აღდგება დილის 06:00 საათისთვის.“ უამინდობის გამო ბათუმის მერიაში ცხელი ხაზი მოქმედებს. საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია დარეკოს ნომერზე: 27 …

უამინდობის გამო ბათუმის მერიაში ცხელი ხაზი მოქმედებს

ბათუმის მერიის განცხადებით, „ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო დაიტბორა ქუჩები და ეზოები. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით შპს ,,ბათუმის წყლის” ყველა მობილური ჯგუფი მობილიზებულია. მიმდინარეობს ქუჩებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები“. მოსახლეობას შეუძლია საჭიროების შემთხვევაში დარეკოს ცხელი ხაზის ნომერზე: 27 26 15. ბათუმში, დღეს დილიდან წვიმს. სინოპტიკოსთა პროგნოზით წვიმაა მოსალოდნელი ხვალაც, 15 აგვისტოს.

60 ათასი ლარი კინო და ტელე ოპერატორების ფესტივალისთვის

კინო და ტელე ოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში, მიმდინარე წლის 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უნდა ჩატარდეს. ფესტივალის ორგანიზებისთვის ბათუმის მერიას 60 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული და ამ თანხის ფარგლებში მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ფესტივალის 20 მონაწილის საჰაერო ტრანსპორტით მომსახურება მითითებული მარშრუტის მიხედვით: მიმწოდებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს ფესტივალის 20 მონაწილის ძველი …

ქობულეთში სამაშველოს განახლებული შენობა გაიხსნა

ქობულეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს სამაშველოს განახლებული შენობა გაიხსნა. „სააგენტომ ძველი სამაშველო შენობა სრულად განაახლა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განახორციელა. ქობულეთის სამაშველო სამმართველოს შენობა ახალი, თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში, განახლებულ შენობაში სამაშველო განყოფილების 15 თანამშრომელი, მათ შორის, გემწამყვანები, მყვინთავები …

“GECKO“-ს არაორდინალური სპექტაკლი ბათუმში [ანონსი]

დღეს, 14 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე, ბრიტანული თეატრალური კომპანია “GECKO“ ბათუმის მაცხოვრებლებს და სტუმრებს იწვევს სრულიად არაორდინალურ სპექტაკლზე – „ინსტიტუტი“. მისამართი: ბათუმი, ოდისეი დიმიტრიადის ქ. №1, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი. ბილეთის ფასი 5, 7 და 10 ლარი; ბილეთები იყიდება ხელოვნების ცენტრის სალაროებში; ტელ: (04422) 27 62 40, 599 09 04 86. ბრიტანული თეატრალური კომპანიის ,,GECKO“-ს  ტექნიკური …

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: ბათუმში: 68-ე ოლქში – ფატი ხალვაში, პარლამენტარი; 69-ე ოლქში – ლევან [ნუკრი] ბეჟანიძე, ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტიორი; 70-ე ოლქში – მუხრან ვახტანგაძე, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი. ქობულეთში: კობა ნაკაიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის …

ბათუმში, „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე, მაღალმთიანი აჭარიდან [ფოტო, ვიდეო]

აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან, ასევე ქობულეთიდან, ბათუმში, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე იკრიბებიან. კოლონებად წამოსული ავტომანქანების ნაწილი უკვე ბათუმშია. ევროპის მოედანზე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, დღეს, საღამოს 8 საათზე, მაჟორიტარობის კანდიდატებს დაასახელებს. ერთი საათით ადრე კი „ქათული ოცნების“ მიერ ორგანიზებული კონცერტი დაიწყება.

„ოცნება“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად ფატი ხალვაშს წარადგენს

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად ბათუმში დღეს „ქართული ოცნება“ ფატი ხალვაშს წარადგენს. იგი არის მოქმედი პარლამენტარი და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის და. ის, რომ მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენენ, „ბათუმელებს“ ფატი ხალვაშმა დაუდასტურა. როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, კიდევ ერთი კანდიდატი ბათუმელი ექიმი, სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი ნუკრი ბეჟანიძე იქნება. მაჟორიტარობის კანდიდატებს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში დღეს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე წარადგენს. …

„ოცნება“ ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს

დღეს, 13 აგვისტოს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, ერთ-ერთი კანდიდატი ბათუმელი ექიმი, სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი ნუკრი ბეჟანიძე იქნება. კანდიდატების წარდგენა 20:00 საათზე გაიმართება. ევროპის მოედანზე დაგეგმილია კონცერტიც, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება. ევროპის მოედანთან მემედ აბაშიძის გამზირი დღეს დილიდან გადაკეტილია:

ინვესტორი დანაღმულ ზღვისპირეთში – რა ელის გონიოს ყოფილ პოლიგონს

ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია გონიოში, რომელიც ქალაქ ბათუმის საზღვრებშია, დღემდე უფუნქციოდაა. ტერიტორიის განვითარებაზე ქალაქის მთავრობა არ ფიქრობს, ქვეყნის ხელისუფლება კი ტერიტორიას, რომლის განაღმვაც ჯერ არ დამთავრებულა, ინვესტორებს ადგილზე აცნობს. რა კუთხით უნდა განვითარდეს ზღვის პირას მდებარე 300 ჰექტარზე მეტი ფართობი? – საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის კონცეფციას არ ასაჯაროებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი პოლიგონის …

საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების ახალი კატალოგი დამტკიცდა. მასში 519 დასახელების პრეპარატია. მათ შორის: მარტივი სასუქები – 34 სახეობა, კომპლექსური სასუქები – 114, კომპლექსური სასუქები მიკროელემენტებით – 156, ორგანული სასუქები – 62, ორგანო-მინერალური სასუქები –  98,  მიკრო სასუქები – 54 და ბაქტერიული სასუქები – 1სახეობა. კატალოგში მოყვანილია სასუქის სავაჭრო დასახელება, მწარმოებელი, რეგისტრაციის …

Exit mobile version