მთავარი,სიახლეები

რა თანხა შევიდა წელს ბათუმის კაზინოებიდან ქალაქის ბიუჯეტში

16.07.2018
რა თანხა შევიდა წელს ბათუმის კაზინოებიდან ქალაქის ბიუჯეტში

ბათუმში, ქალაქის მერიის მონაცემებით, დღეს 11 კაზინო ფუნქციონირებს. კაზინოებიდან ქალაქის ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ კი, 2018 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდში, 14 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა.

ამ თანხაში შედის მოსაკრებელი როგორც მაგიდებიდან, ასევე კაზინოებში განთავსებულ სათამაშო აპარატებიდან. მერიაში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ქალაქის ბიუჯეტში კაზინოებიდან დამატებით 14 მილიონზე მეტი ლარი კიდევ შევა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, სხვადასხვა ინვესტორს ბათუმში, ჯამში 7 კაზინოს გახსნის ვალდებულება აქვს აღებული.

2017 წელს აჭარაში მოქმედ კაზინოებში ვიზიტორთა რაოდენობამ ჯამურად 1 მილიონ 96 ათასი კაცი შეადგინა, რაც 668 560-ით [61%-ით] მეტია წინა წელთან შედარებით. ვიზიტორთა 68% [745 280 ვიზიტორი] უცხო ქვეყნის, დანარჩენი [32%] კი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.

მთლიანობაში კი, გასულ წელს, სათამაშო ბიზნესიდან გადახდილმა თანხამ აჭარაში 39 015 000 ლარი შეადგინა.

ამ თემაზე:

1 მილიონზე მეტი ვიზიტორი ბათუმის კაზინოებში და 39 მილიონი ლარი ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: