რისი გაყიდვა აიკრძალება სკოლის ბუფეტში

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების რეალიზაცია უნდა აიკრძალოს.   არაჯანსაღი საკვების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, თუმცა მასში ამ ეტაპზე არ შედის  სხვადასხვა  ცხიმზე დამზადებული ცომეული, რომელიც ჯანმრთელობისთვის არანაკლებ საზიანოა. რას ითვალისწინებს სამინისტროს რეკომენდაციები და რა სანქციები გატარდება მეიჯარის წინააღმდეგ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში? საქართველოს განათლების სამინისტროს, პროექტის – „ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანიის“ მენეჯერის  მაია …

კოკოტაურის მცხოვრები: სასაფლაოები გადათხარეს და მაღალი ძაბვის სადენები გაჰყავთ

ამ წუთებში ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი სოფელში კომპანია „საქართველოს ენერგოსისტემის“ მიერ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების სოფლის სასაფლაოზე გაყვანას აპროტესტებენ. სოფლის მცხოვრებლების თქმით, გათხრების დროს სასაფლაოები დაზიანდა და ბოძების ჩასამაგრებელ ადგილზე მიცვალებულების ძვლები  გამოჩნდა. „99 წლის კაცი ვარ და არავინ არ მისმენს. ადგილები არის იმისთვის, რომ ელექტროსადენები გაიყვანონ, მაგრამ პრინციპულად არ …

ბულვარში 420 ათას ყვავილს დარგავენ

ძველ  ბულვარში  420 ათასი, ერთწლოვანი ყვავილი  დაირგვება. ბულვარის ადმინისტრაციის თქმით,  წელს შეძენილი ყვავილების რაოდენობა უპრეცედენტოა. ყვავილების შესაძენად 189 ათასი ლარი დაიხარჯება. ბულვარმა ყვავილები „მწვანე სახლისგან“  შეიძინა. მაისის ბოლოს კი, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, 7 დასახელების მრავალწლოვან ყვავილსაც შემოიტანენ. გამწვანდება იახტ-კლუბის ტერიტორიაც, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულებულია. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები  უკვე  მიმდინარეობს  ბულვარის …

არა ფობიას! – TDI-ის განცხადება კონფესიებისგან პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნაზე

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი სახელმწიფოს მიერ კონფესიებისგან პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნაზე განცხადებას ავრცელებს. ტექსტს გთავაზობთ უცვლელად.  სამოქალაქო პლატფორმის „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას, რომელიც სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებისგან წერილობით მოითხოვს სასულიერო პირთა სიას მათი სასულიერო ხარისხის მითითებით და სხვადასხვა პირად ინფორმაციას მათ შესახებ, მათ შორის, პირადობის მოწმობების ასლებს და საკონტაქტო მონაცემებს (მისამართი, ელფოსტა, ტელეფონი). …

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ დაჯარიმების სისტემას აუმჯობესებს

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“, რომელიც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია, დაჯარიმების სისტემაში ცვლილებების შეტანას აპირებს. ცვლილებების შესახებ დადგენილებას საკრებულოს მომავალ სხდომაზე წარადგენენ. რა იგეგმება კონკრეტულად? – ამის შესახებ „ბათუმელებთან“ „ბათუმის ავტოტრანსპონტის“ დირექტორმა, პაატა დუმბაძემ  ისაუბრა. ბატონო პაატა, კონკრეტულად რა იცვლება დაჯარიმების სისტემაში? ხელშეკრულება მომსახურებაზე ადრე გვქონდა „ლიბერთი ბანკთან“, ამ ხელშეკრულებას ვადა გასდის და სამომავლოდ მომსახურებას გაგვიწევს „საქართველოს ბანკი“, სადაც შესაძლებელი იქნება ბარათების  …

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ახალი პროექტი ეთნიკურ უმცირესობებზე

დღეს, 25 აპრილს, 18:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურალისტთა სახლი“ ახალი პროექტის – „საქართველო ჩვენი სამშობლოა-ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ პრეზენტაციას გამართავს. პროექტი რვათვიანია და მისი მიზანია აჭარაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მოტივაციის ამაღლება, მათი წვლილის წარმოჩენა ქალაქის განვითარებაში და აქტიური ჩართვა მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელის, ასლან ჭანიძის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში …

ირაკლი ჟვანია: თუკი ვერ ვაშენებთ ისეთ შენობებს, რომლებიც ძეგლის სტატუსს დაიმსახურებენ, ესე იგი, ვერაფერს ვქმნით

დღეს, 24 აპრილს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში დოკუმენტური ფილმის – „არქიტექტურით მონათხრობი ამბავის“ ჩვენება და დისკუსია გაიმართა. დისკუსია  საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარემ, ნინო ინაიშვილმა გახსნა. ფილმი ასახულია საქართველოს დედაქალაქში, თბილისში არსებული ურბანული დაგეგმარების პრობლემები. ფილმის მეორე ნაწილში – „ქალაქის ხმა“ საუბარია ნიუ-იორკის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, იმაზე თუ ქალაქის ისტორიული შენობებისა და უბნების შენარჩუნების მიზნით, რა ძალისხმევა გასწია საზოგადოებამ. …

ბათუმში აშშ-საქართველოს 25-წლიანი ურთიერთობის კვირეული დაიწყო

დღეს, 24 აპრილს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების 25-წლიანი თანამშრომლობის კვირეული გაიხსნა. ღონისძიება ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა აკადემიურმა გუნდმა აშშ-სა და საქართველოს ჰიმნებით გახსნა. შეხვედრას აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ლორა ჰოჩლა ესწრებოდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები. ორი ქვეყნის ჰიმნების შესრულების შემდეგ საქართველოში …

შუახევის ოთხ სკოლას სამინისტროს მიერ დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ ჰყავს

შუახევის მუნიციპალიტეტში სოფელ კვიახიძეების, დღვანის, ლომანაურის და ნაღვარევის საჯარო სკოლებს თითქმის ერთი წელია, საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით დანიშნული მოვალეობის შემსრულებლები არ ჰყავს. ისინი მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები არიან. შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ედუარდ გოგრაჭაძის ინფორმაციით, საჯარო სკოლებს ადმინისტრაციული ხარჯების მართვის და სახელმწიფო შესყიდვების დროს, გარკვეული პრობლემები ექმნებათ. „სკოლის საბანკო ანგარიშებთან წვდომა აქვთ ამ …

ენმ-მ აჭარაში ახალი პოლიტსაბჭო აირჩია

დღეს, 21 აპრილს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის ორგანიზაციის ახალი პოლიტსაბჭო აირჩია. პარტიის პრესსპიკერის ლია ჯაყელის თქმით, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გია აბულაძე აირჩიეს. „კონფერენციას ესწრებოდნენ საქალაქო და რაიონული ორგანიციების წევრები, დავამტკიცეთ პოლიტიკური საბჭო, რომელიც განსაზღვრავს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურობას აჭარაში. პოლიტსაბჭოს მთავარი ფუნქციაა დაგეგმოს წინასაარჩევნო კამპანია და მოსახლეობას დროულად წარუდგინოს პარტიული სია და მაჟორიტარობის კანდიდატები“. ლია ჯაყელის განცხადებით, პოლიტსაბჭოში …

განათლების მინისტრის მოადგილე რუსეთის ოკუპანტობაზე: არის ფაქტი და ანგარიშს უწევს ყველა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ ბადრი ნაკაშიძე დაინიშნა. მან ბოლო  17  წელი რუსეთში იცხოვრა და ლომონოსოვის უნივერსიტეტში ასწავლიდა. ბადრი ნაკაშიძე საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა. ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ის იყო უზენაესი საბჭოს წევრი, მუშაობდა პროკურატურაშიც. როგორ და ვისი რეკომენდაციით დაინიშნა ბადრი ნაკაშიძე მინისტრის მოადგილედ და რა აკავშირებს პარლამენტის თავმჯდომარის მამასთან? ამ და სხვა …

აჭარაში სკოლის დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის უფლებას ითხოვენ

აჭარის უმაღლესი საბჭო აპირებს საქართველოს პარლამენტში წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც სკოლის დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნას ითვალისწინებს აჭარის განათლების სამინისტროს მიერ. აღნიშნულ კანონპროექტზე წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში „რესპუბლიკელი“ გიორგი მასალკინი მუშაობდა, თუმცა  კანონპროექტმა პარლამენტამდე ვერ მიაღწია. აჭარის განათლების სამინისტროსგან დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის თემა ამჯერად „ქართული ოცნების“ წევრმა ლადო მგალობლიშვილმა გააცოცხლა. რატომ უნდა დანიშნოს აჭარის განათლების სამინისტრომ …

თურქეთში ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში 10 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართელოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ის ავარიის შემდეგ რიზეში, საავადმყოფოში მკურნალობდა. სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე მძიმედ იყო დაშავებული და რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილი მოქალაქე უკვე გადმოსვენებულია. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. გარდაცვლილები აჭარის რეგიონიდან იყვნენ. აჭარის რეგიონიდან არიან ავარიის …

პროფესიული სწავლების საგაზაფხულო მიღებაზე 8 558 აბიტურიენტი დარეგისტრირდა

სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიულ სწავლებაზე აბიტურიენტთა საგაზაფხულო რეგისტრაცია უკვე დასრულდა. რეგისტრაცია  8 558-მა აბიტურიენტმა გაიარა. პირველი ტესტირება 23 აპრილს დაიწყება. 2017 წელს საგაზაფხულოდ  4 562 ადგილზეა მიღება გამოცხადებული. პროფესიულ სწავლებაზე რეგისტრაცია წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე მიმდინარეობს.  2016 წელს საგაზაფხულო მიღებაზე 6 598 მსურველი დარეგისტრირდა, საშემოდგომოზე კი -13 536. სამინისტროს ინფორმაციით, სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. როგორც განათლების …

ახლად დაგებულ ტროტუარზე ფილები ისევ აყრილია

ბათუმში, დემეტრე თავდადებულისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში,  ახლად დაგებული ტროტუარი რამდენიმე კვირაა აყრილია. აქ ქვეითების გადაადგილება შეზღუდულია. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის განმარტებით, მათ ტროტუარზე ახალი ფილები დააგეს, თუმცა ამჟამად ტექნიკურ სამუშაოებს „ენერგო პრო-ჯორჯია“ აწარმოებს. „ენერგო პრო-ჯორჯია“ თვითონ აღადგენს ტროტუარს, მერია ამაში დამატებით თანხას არ ხარჯავს“. „ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ არ ხდება წინასწარ შეთანხმება კომუნიკაციის …

გამწვანების სამსახურმა თავდადებულის ქუჩაზე კედარი მოჭრა

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში, თავდადებულისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში, კედრის ხე წაიქცა. ხე ფესვებიანად იყო მოგლეჯილი. ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ინფორმაციით, ხე მოჭრეს და დაასაწყობეს. „მოგლეჯილი ხე მოჭრეს, დაამუშავეს და დაასაწყობეს,“ – განაცხადეს აღნიშნულ სამსახურში. „ბათუმელების“ კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა კედრის გამაგრება და მისი ხელმეორედ ჩარგვა? – აღნიშნულ სამსახურში გვიპასუხეს, რომ „რადგან …

ვინ იქნებიან „ევროპული საქართველოს“ სახეები ბათუმში

„ევროპული საქართველოს“ წევრები  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები იქნებიან. ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, რაულ თავართქილაძის თქმით, „ევროპული საქართველოს“ სახეებს ბათუმში წარმოადგენენ: პეტრე ზამბახიძე, ნუგზარ მგელაძე, რომელიც ბოლოს ლევან ვარშალომიძის მრჩევლად მუშაობდა აჭარის მთავრობაში, ავთო ბარამიძე და მირზა თურმანიძე. თავართქილაძის თქმით, იქნებიან სხვა ახალი სახეებიც. „გარდა ამ პირებისა, ექიმების სერიოზული ჯგუფი გვყავს და სტუდენტების ჯგუფი საზღვაო აკადემიიდან და უნივერსიტეტიდან. …

11-12 მარტის აქცია და „სირცხვილის“ განცდა 

ანთროპოლოგი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევარი თამთა ხალვაში „ბათუმელებთან“ საუბრობს იმ თემებზე, რომლებიც  პერიოდულად იჩენს თავს აჭარლებთან მიმართებაში. როდის იძენს განსხვავებულობა დისკრიმინაციულ შინაარსს და რა სტიგმებისგან უნდა გათავისუფლდეს საზოგადოება, თამთა ხალვაში ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებსაც აფასებს. თამთა, თქვენს სტატიაში „სირცხვილის პერიფერია“, „სირცხვილის“ გამოვლინება უწოდეთ იმ მდგომარეობას, როცა აჭარლებს უწევთ დაამტკიცონ, აჩვენონ, რომ მათი ქართველობა არ დგას …

ბათუმში ზღვის სეზონი გაიხსნა [ფოტო]

meteo.gov.ge-ის მონაცემების მიხედვით, დღეს, 17 აპრილს, ბათუმში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსია. ზღვის სანაპიროზე და ბულვარში დამსვენებლების რაოდენობამ მოიმატა. ტურისტებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საბანაო სეზონიც გახსნეს. „მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელა, ზღვა საკმაოდ ცივია,“- გვეუბნებიან მოცურავეები.  

გამოფენა „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“

ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის თანაკურსელი გოგონების დამოუკიდებელი გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენა სახელწოდებით –  POWERPUFF GIRLS-ი, 5 მაისამდე გაგრძელდება. „მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ერთ სივრცეში მუშაობამ გაგვაერთიანა და ჩვენი ნამუშევრები არ არის შექმნილი ერთი კონკრეტული თემის ან კონცეფციის ქვეშ, ეს გამოფენა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთგვარ ფემინისტურ განაცხადად. ამით ვამტკიცებთ,რომ ყველა ჩვენგანს …

არა ბარბარიზმს – დედა ენის დღე ბათუმში

დღეს, 14 აპრილს, ბათუმში,  ილია ჭავჭავაძის ძეგლთან ქართული ენის დღე აღნიშნეს. სკოლის მოსწავლეები ილიას ძეგლთან მივიდნენ ასომთავრული წარწერებითა და სლოგანებით – „არა ბარბარიზმს“ . მოსწავლეებმა დედა ენასთან დაკავშირებული ლექსები წაიკითხეს. დედა ენის დღესთან დაკავშირებით ილიას ძეგლთან ყვავილები მიიტანა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. ძეგლი ყვავილებით შეამკეს მთავრობის სხვა წევრებმაც. დედა ენის დღე საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება.

როგორ აპირებს განათლების სამინისტრო გაკვეთილების შემცირებას

განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ არაერთხელ განაცხადა, რომ სკოლებში გაკვეთილების რაოდენობა აუცილებლად უნდა შემცირდეს. როგორ აპირებს სამინისტრო საგაკვეთილო ბადის შემსუბუქებას და რას ისწავლიან მოსწავლეები მე-12 კლასში? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური საუბრობს. ქალბატონო ლია, მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ სექტემბრიდან სკოლაში  გაკვეთილები შემცირდება, რა ფორმით მოხდება ეს და რა იგულისხმება შემცირებაში? ნამდვილად მიდის მუშაობა …

ევროპული გაზაფხულის ხმა – მუსიკის ფესტივალი ბათუმში

ბათუმის მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, 21 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით ბათუმში მუსიკალური ფესტივალი – European Spring Sound-ი გაიმართება. 21 აპრილს ფესტივალი გაიხსნება ქართული ფოლკლორით, სადაც წარმოდგენილი იქნება აჭარული, აფხაზური, ლაზური, ოსური პერფომანსები. 22 აპრილს  უკრაინული ჯგუფი  LUIKU დაუკრავს; 23 აპრილი – როკის დღე  – Tim Ripper Owens (ex-Judas priest), Doogie White (ex-Rainbow); 24 აპრილი – იმრე კალმანი …

მდინარე კინტრიშში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში, მდინარე კინტრიშში, სამართალდამცავებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, ცხედარი გუშინ, ღამით  იპოვეს და გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი არ არის ქობულეთის მკვიდრი. „ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, როგორც ვიცით, ნაგირავებ ბინაში ცხოვრობდა გელაურში,“-ამბობს გამგებელი. აღენიშნება თუ არა გარდაცვლილ მამაკაცს სხეულზე ძალადობის კვალი, შს …

სოფელ კორომხეთის მცხოვრებლები კომისიის შექმნას და ზარალის კომპენსაციას ითხოვენ

დღეს, 10 აპრილს, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში, ქედის მუნიციპალიტეტის მცხოვრებმა პირებმა მაღალმთიან რეგიონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შედეგად მიყენებულ ზარალზე ისაუბრეს. სოფელ კორომხეთის მცხოვრებთა თქმით, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გაყვანის გამო მათი საკუთრება დაზიანდა, რის გამო ისინი კომპენსაციას ითხოვენ. „ჩვენი საკარმიდამო ნაკვეთი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის გამო დაზიანდა. შემოვიდნენ, მითხარ-მოთხარეს ყველაფერი და წავიდნენ. ის …

საკრებულოს წევრი: ხელვაჩაურის გამგებელმა 20-ზე მეტი თანამშრომელი კონკურსის გარეშე დანიშნა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ხელვაჩაურის გამგებელმა, ნადიმ ვარშანიძემ, გამგეობის 20-ზე მეტი თანამშრომელი თანამდებობებზე კონკურსის გარეშე დანიშნა. „დანიშნულია აპარატის უფროსი, ინფრასტრუქტურის სამსახურის და განყოფილებების უფროსები, შესყიდვების განყოფილების უფროსი და ა.შ. 20-ზე მეტი თანამშრომელია კონკურსის გარეშე დანიშნული, მაშინ როცა კანონი ითვალისწინებს კონკურსის ჩატარებას ამ თანამდებობების დასაკავებლად. ნადიმ ვარშანიძე ერთპიროვნულად წყვეტს საკადრო …

ერთი დაღუპული და 5 დაშავებული საქართველოს მოქალაქე – ავტოავარია თურქეთში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თურქეთში დაღუპული საქართველოს ერთი მოქალაქე უკვე გადმოსვენებულია. დაშავებული მოქალაქეები კი რიზეს საავადმყოფოში იმყოფებიან. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 5 მოქალაქე დაშავდა. სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებთან იმყოფება საქართველოს კონსული ტრაპიზონში, რომელიც გუშინ ჩავიდა რიზეში. სამინისტროს ინფორმაციითვე, მომხდარის თაობაზე ინფორმირებულები არიან დაღუპულისა და დაშავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები. „დაშავებულებს უტარდებათ ყველა საჭირო …

შეხვედრა და ფოტოგამოფენა 9 აპრილის თემაზე

ხვალ 9 აპრილს, თვითმმართველობისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალურ დაფას ყვავილებით შეამკობენ. მემორიალური დაფა ბათუმის ბულვარში, რუსთაველის უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს არის განთავსებული. 13:00 საათზე კი ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში სტუდენტები 9 აპრილის მოვლენების თემაზე ისტორიკოს ირაკლი ბარამიძის ლექციას დაესწრებიან. „ღონისძიებაზე მოეწყობა ფოტოგამოფენა და ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი 9 აპრილის თემაზე“-ნათქვამია მერიის განცხადებაში.

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ნაცემ საქართველოს მოქალაქეს ბრალი მოეხსნა

სახალხო დამცველის რეგიონალური დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის ციალა ქათამიძის ინფორმაციით, გუშინ 7 აპრილს, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მომხდარი ინციდენტის დროის დაშავებული საქართველოს მოქალაქე როინ ლეონიძე საქართველოში დაბრუნდა. მან სარფის სასაზღვრო პუნქტი უკვე გადმოკვეთა. ციალა ქათამიძის ინფორმაციით, პროკურატურამ როინ ლეონიძეს ბრალდება მოუხსნა და ის დაზარალებულად ცნეს. „კონსულისგან მიღებული ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერებზე და ექსპერტიზის მასალებზე დაყრდნობით საქართველოს მოქალაქეს …

აჭარის მთავრობა „რედისონში“ მენაშენეებს შეხვდა

დღეს, 8 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ბესიკ ლილუაშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის მთავრობაში არსებული ქალაქმშენებლობითი, გეგმარებითი, საზოგადოებრივი, ჰუმანიტარულ-ეკონომიკური, თავდაცვითი და კულტურული ამოცანების  გადაწყვეტის მიზნით საინვესტიციო პროექტის K2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდის რეკომენდაციების შემმუშავებელი კომისიის წევრები, მენაშენეებს შეხვდნენ. მენაშენეებთან საუბარი შეეხო 2017 წელს მიღებულ მთავრობის 41 დადგენილებას, რაც  …

„პარტიზანი მებაღეები“და „დაიცავი ძველი ბათუმი“ ხეების გადატანის წინააღმდეგ

დღეს, 8 აპრილს, მახინჯაურში,  იქ, საიდანაც ბიძინა ივანიშვილს ახალი პარკის განაშენიანებისთვის ხეები გადააქვს, „პარტიზანი მებაღეები“ და „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნათია აფხაზავა, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ აქციის წევრები ხეების გადატანის შეჩერებას ითხოვენ. „მახინჯაურიდანაც დაწყებულია ხეების გადატანა და გადათხრილია ადგილები, ციხისძირშიც დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და გარემო, საიდანაც ხეები ამოიღეს, ამიტომ სახელმწიფოს …

საქართველოს კონსული ტრაპიზონში: საქართველოს მოქალაქე და პოლიციელი დაკავებულები არიან

ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კოსნულის, ავთანდილ მიქაცაძის განცხადებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქე და თურქი პოლიციელი დაკავებული არიან. „ბათუმელები“ კონსულს ტელეფონით ესაუბრა. ბატონო ავთანდილ, კონკრეტულად რა ინფორმაციას ფლობთ სარფის საბაჟო გამშვებ პუნტქზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და თუ მოინახულეთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც როგორც ამბობენ, საავადმყოფოშია გადაყვანილი? ვიცე კონსული და კონსული ადგილზე არიან და არკვევენ …

ლიფტის შახტაში ჩავარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა

6 აპრილს ბათუმში, სასტუმრო „სანაპიროს“ ლიფტის შახტაში ჩავარდნილი მამაკაცი, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურმა მრავლობითი მოტეხილობებით რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის დროს ცოცხალი იყო. „აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობები“. „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის  240-ე მუხლით, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა …

პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს პირველკლასელთა დეგისტრაცია 10 აპრილს დაიწყება და 24 აპრილს დასრულდება. პირველ ეტაპზე სკოლაში ის პირველკლასელები დარეგისტრირდებიან, ვისი და-ძმაც სწავლობს იმ კონკრეტულ სკოლაში, სადაც გადის რეგისტრაციას, ასევე ის ბავშვები, ვისი მშობელიც სკოლის თანამშრომელია და ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. მეორე ეტაპზე ონლაინრეგისტრაცია 2017 წლის 8 მაისს, დილის ცხრა …

მოქალაქე: სარფის საბაჟოს თურქულ ნაწილში ჩემს დისშვილს სცემეს

მოქალაქე დოდო სამნიძე აცხადებს, რომ დღეს დილით მის დისშვილს სცემეს სარფის საბაჟოს თურქულ ნაწილში. ის ამბობს, რომ არის თვითმხილველი, თუ როგორ სცემეს სარფის საბაჟოზე თურქმა მებაჟეებმა მის დისშვილს: „მე თვითონ დავინახე, როგორ იყო სასტიკად ნაცემი და წაიყვანეს საავადმყოფოში. შემდეგ კი უხადეს ბოდიში, მაგრამ ბოდიში რას შველის. საავადმყოფოში გაყვა მეუღლე და დედა. დაკავშირებას ტელეფონზე ჯერჯერობით ვერ …

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის 20-მილიონიანი პროექტი

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, დაახლოებით 65 ათას კვადრატულ მეტრზე ახალი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპლექსში უნდა განთავსდეს სპორტული მოედანი, რამდენიმე საერთო საცხოვრებელი, სასწავლო კორპუსი, საუნივერსიტეტო სკოლა და საბავშვო ბაღი. პროექტის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ლარია, თუმცა უნივერსიტეტს მიმდინარე წელს მხოლოდ საერთო საცხოვრებლის და გარკვეული ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. უნივერსიტეტის კანცლერის, ჯემალ ანანიძის ინფორმაციით, საერთო …

Exit mobile version