საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში 10 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართელოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ის ავარიის შემდეგ რიზეში, საავადმყოფოში მკურნალობდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე მძიმედ იყო დაშავებული და რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა.
ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილი მოქალაქე უკვე გადმოსვენებულია.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
გარდაცვლილები აჭარის რეგიონიდან იყვნენ. აჭარის რეგიონიდან არიან ავარიის დროს დაშავებული მოქალაქეებიც.