სამინისტრო: პატიმრების მონახულების ნებართვისთვის უმაღლესმა საბჭომ ხელახლა უნდა მოგვმართოს

რატომ ვერ მიიღო უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ  რამდენიმე თვის მანძილზე, პენიტენციალურ დაწესებულებაში შეცვლის ნებართვა? – ამის თაობაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტებას „ბათუმელებთან“ აკეთებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ  სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს კიდევ ერთხელ უნდა მიმართოს წერილობით, „რადგან წერილში არ იყო მხოლოდ ცოტნე ანანიძეზე საუბარი, უმაღლესი  საბჭოს სხვა წევრებზეც …

პირველი საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება არ შეუჩერეს

5 მაისს ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ სკოლის დირექტორის, მედეა გვენეტაძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმსჯელა. სამეურვეო საბჭომ დირექტორს უფლებამოსილება არ შეუჩერა, თუმცა თანამდებობა სკოლის ორმა სასწავლო ნაწილმა – ნინო რუსეიშვილმა და ქეთევან თავაძემ დატოვა. დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის დასკვნების შემდეგ დადგა დღის წესრიგში. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ელზა ზაქარეიშვილის …

„დიფუზიის სივრცე“- გამოფენა ბათუმში

10 ივნისს ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების გალერეაში“ გამოფენა  – „დიფუზიის სივრცე“ გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 13 ხელოვანის შემოქმედება, ბელორუსი ხალხის და მათი ქვეყნის შესახებ.  „გამოფენა ფოკუსირებულია რეალობის სწორად აღქმაზე – ,,რა გვეჩვენება და რა არის სინამდვილეში“,  რას წარმოადგენს ეს ,,დოკუმენტური მასალა“ და „რა კულტურულ იდენტობაზე, რომელ სოციალურ და მხატვრულ პროცესებზე მიანიშნებს ესა თუ ის გამონათქვამი” – არტისტების …

ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ ხანდაზმულებისთვის მგზავრობის შეღავათს ითხოვს

ასოციაცია „ღირსეული სიბერე“, ხელმოსაწერად ონლაინმანიფესტს ავრცელებს, სადაც ისინი ასოციაციის ბენეფიციარი ხანდაზმულებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობის უფლებას ითხოვენ. ონლაინმანიფესტის მიხედვით, ასოციაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას სთავაზობს განიხილოს შემდეგი ვერსიები: ერთი თვის მანძილზე უფასოდ რვა მგზავრობა; ან მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობისას განახევრებული ტარიფით სარგებლობა. საუბარია ბოქულეთის ტერიტორიაზე მოძრავ N1 და N2 მუნიციპალურ ავტობუსებზე. ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ პროგრამაში დაახლოებით 100-მდე …

ბათუმში ჰაერის ტემპერატურა დღეს +30 გრადუსს მიაღწევს

ბათუმში სამი დღის განმავლობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის, რუსუდან დიასამიძის განცხადებით, ჰაერის ტემპერატურა დღეს, 5 ივნისს, +30 გრადუსს მიაღწევს: „ეს ნორმალური ტემპერატურაა ამ დროისთვის, რადგან უკვე ზაფხულის სეზონია. 7 ივნისს გაწვიმდება, 8 ივნისს კი ისევ გამოიდარებს“.  

რა ძალისხმევა გაიღო დეპუტატმა ბათუმის ციხეში შესასვლელად

18 მაისს ბათუმის მე-3 დაწესებულებიდან პატიმრებმა „ბათუმელებს“ წერილი გამოუგზავნეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან საპატიმრო დაწესებულებაში შესვლას ითხოვდა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა ძალისხმევა გაიღო აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ საიმისოდ, რომ მე-3 დაწესებულებაში შესვლის უფლება მოეპოვებინა? უმაღლესმა საბჭომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბათუმის მე-3 დაწესებულებაში შესვლის უფლების მისაღებად შვიდი თვის წინ მიმართა. თუმცა …

ვულკანიზაციაში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით ორი საათის წინ, ახალსოფელში, ავტომობილების ტექნიკური გამართვის სერვისში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. „ვულკანიზაციაში მუშაობდა, ავტომანქანის საბურავის რკინა მოხვდა თავში. როცა სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო“-ამბობენ სასწრაფო დახმარების სამსახურში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ბათუმს ბუნებრივი აირის მიწოდება ორი დღით შეუწყდა

„სოკარ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ წუთებში აჭარაში აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი ავარიის გამო არ მიეწოდება. როგორც „სოკარის“ ცხელ ხაზზე გვეუბნებიან ბუნებრივი აირი არ მიეწოდება მთლიანად ბათუმს, ასევე ხელვაჩაურისა და სარფის მოსახლეობას. „ხვალ საღამომდე უნდა დაასრულონ სარეაბილიტაციო სამუშაოები და ზეგ 5 ივნისს, განახლდება ბუნებრივი აირის მიწოდება“-აცხადებენ ცხელ ხაზზე. მათივე ინფორმაციით, ბუნებრივი აირის შეწყვეტა სატრანსპორტო კომპანიიის მიერ მიწისქვეშა სამუშაოების …

ბათუმში სამაშველო სამსახურმა ზღვის სეზონი გახსნა

დღეს 3 მაისს, ბათუმში,იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, საზღვაო სეზონი გახსნილად გამოაცხადა და სამაშველო აღჭურვილობის გამოფენა მოაწყო. საგანგებო სიტუაცების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად ქაწაშვილის თქმით, წელს, აღნიშნული სამსახური საზღვაო სეზონს, თანამედროვე აღჭურვილობით ხვდება. მისი თქმით, მაშველებს ახალი უნიფორმები და აღჭურვილობა ექნებათ. „უნდა აღვნიშნოთ სავალალო შედეგების ციფრები შემცირებულია და წელს კიდევ უფრი ნაკლები იქნება. …

ზურაბ პატარაძე მეჩეთთან დაკავშირებით: ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, კონკრეტული შეთავაზება

დღეს 3 მაისს, ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბრისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, არსებობს კონკრეტული გეგმა, კონკრეტული წინადადება რომელსაც მუსლიმებს უახლოეს დღეებში შესთავაზებენ. „გუშინ ხულოს მუნიციპალიტეტში მქონდა მუსლიმებთან მეჩეთის თემასთან დაკავშირებით შეხვედრები, უახლოეს დღეებში შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, სადაც მუსლიმებიც იქნებიან ჩართული, არასამთავრობო ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მთავრობის წევრებიც. …

რატომ არ მუშაობენ პირველ ივნისს საბავშვო ბაღები ბათუმში

ბათუმში საბავშვო ბაღების გაერთიანებამ ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბაღებში დასვენება გამოაცხადა. ეს დღე ქვეყანაში ოფიციალური უქმე დღე არ არის. სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მშობლები წერენ, რომ ამ მოულოდნელი დასვენების გამო პრობლემები შეექმნათ, რადგან თავად არ ისვენებენ, საბავშვო ბაღები კი არ მუშაობს. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების პიარის, ლიკა აროშიძის განმარტებით, საბავშვო ბაღები ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებების …

საქართველოში ბავშვები უფრო ღარიბები არიან, ვიდრე მოსახლეობის სხვა ჯგუფები

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. „იუნისეფის“ მონაცემებით, საქართველოში ბევრი ბავშვი მოკლებულია როგორც სკოლამდელ, ასევე ზოგად განათლებას. ბავშვების 2,5 პროცენტი კი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. რა შეიცვალა და რა არის საჭირო ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად? ამ თემაზე „ბათუმელებს“ გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე ესაუბრა. ქალბატონო მაია, თქვენი ორგანიზაცია სახელმწიფოს  ხშირად აძლევს რეკომენდაციებს ბავშვთა უფლებების …

TDI-ს სამართლებრივი შეფასება შაჰინის სკოლის ავტორიზაციის გაუქმებაზე

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), ბათუმში, რ. შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის გაუქმებისთან დაკავშირებით, სამართლებრივი შეფასება გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით, „ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ შაჰინის სკოლის თურქულ სექტორში 2015 წლის 5 ოქტომბრამდე  სულ 82 მოსწავლე სწავლობდა.  ისინი არ გადიოდნენ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამის პროგრამას,  სწავლების ენაც თურქული და ინგლისური იყო.  სკოლა ასევე  არ გასცემდა სახელმწიფოს …

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდასაჭერი აქცია ბათუმში [ფოტო/ვიდეო]

  დღეს, 31 მაისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი, სოლიდარობის აქცია  გაიმართა. აქციაზე ჟურნალისტების გარდა იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ჟურნალისტების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს ჟურნალისტის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით და დროულად გამოიძიოს მომხდარი. აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც  აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ იდევნებოდა, ბოლო …

სიმონ ჯანაშია: გამოცდების ბარიერის აწევა ჰგავს იმას, ავადმყოფი დასაჯო იმის გამო, რომ ავადაა

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საატესტატო გამოცდებზე 11 ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა. ცენტრის ინფორმაციით, შესაძლებელია ეს ციფრი დაზუსტების შემდეგ შეიცვალოს. ამის შემდეგ, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომავალი სასწავლო წლისთვის საატესტატო და ეროვნული გამოცდების ბარიერს აწევენ. მინისტრის აზრით, ყველა ატესტატის მქონე უმაღლესში არ უნდა აბარებდეს, რადგან ამით უმუშევრობის დონე იზრდება. დამამთავრებელ კლასებში …

20 ფრანი ზღვის სანაპიროზე – რას სთავაზობს ბულვარი ბავშვებს

პირველ ინვისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბავშვებისთვის ღონისძიებებს „ბათუმის ბულვარიც“ გეგმავს. ღონისძიებები კოლონადებთან გაიმართება. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბავშვებისთვის გაიმართება გასართობი შოუ-პროგრამა, ფლეშმობი, სპორტული შეჯიბრებები და სახალისო  კონკურსები. მოეწყობა სამაგიდო თამაშები, ჟონგლიორების წარმოდგენები, ესტაფეტები, ოჩოფეხები, დი-ჯეი და ა.შ.  ბავშვებს მოხატავენ სახეზე. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება „ბასტი-ბუბუს“ და სხვა საბავშვო სკოლა-სტუდიების კონცერტები“. ყველაზე სანახაობრივი, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, …

რა იგეგმება ბავშვებისთვის პირველ ივნისს ბათუმში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პირველ ივნისს ბათუმში, 6 მაისის  პარკში, 13:00 -დან -19:00 საათამდე, გასართობი ღონისძიებები გაიმართება. „პროექტის ფარგლებში, „6 მაისის პარკში“  ზღაპრული გარემო შეიქმნება, სადაც ბავშვები დაუვიწყარი დღის გატარებას შეძლებენ. ღონისძიებების მსვლელობისას პატარებს საშუალება ექნებათ  „დაეუფლონ“  სხვადასხვა პოპულარულ პროფესიას: მშენებელი, ექიმი, მეთევზე, სტილისტი, მომღერალი, მეომარი, მხატვარი, მასწავლებელი, მოჭადრაკე, მოქანდაკე და ხელოვანი. მთელი დღის …

მერიამ ბათუმში დასარგავი ყვავილების რაოდენობა ასი ათასით შეამცირა

მერიის გამწვანების სამსახური მიმდინარე წელს 180 ათასი ლარის ყვავილების დარგვას გეგმავს. ნაწილი დაირგო თუმცა, საგრძნობლად შესამჩნევია, რომ  სკვერებში წინა წელთან შედარებით, ნაკლები ყვავილებია. გამწვანების სამსახურში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ერთწლიანი ყვავილების რაოდენობა ქალაქში წელს 100 ათასი ერთეულით შეამცირეს. რატომ შეამცირეს ყვავილების რაოდენობა და რა ცვლილება იგეგმება „იუნკერების სკვერში“? – მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი, …

ბათუმის მერია 2018-2021 წლების პრიორიტეტების განხილვას იწყებს

ბათუმის მერია 31 მაისს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ 2018-2021 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვას იწყებს. მერიის ინფორმაციით, განხილვებს მერისა და საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრებიან. საჯარო განხილვები სამი დღის განმავლობაში, შემდეგი გრაფიკით გაიმართება: ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 31.05. 16:00სთ. განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი …

უმაღლესი საბჭოს წევრის მანქანა ტრაილერმა დააზიანა

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“, ელგუჯა ბაგრატიონის სამსახურებრივ ავტომანქანას ტრაილერი დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, შეჯახება მსუბუქი იყო და არავინ დაშავებულა. დეპუტატი მანქანაში არ იმყოფებოდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დარღვევა ადმინისტრაციული იყო და ტრაილერის მძღოლი 250 ლარით დაჯარიმდა.    

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტო: ველობილიკზე ქვეითების გადაადგილება არ შეიძლება

ბათუმში, ახალშეღებილ ველობილიკზე, დღეს, 29 მაისს, მოქალაქე წაიქცა. შემთხვევა მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. ველობილიკზე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება არ შეიძლება, თუმცა მოქალაქეები მაინც დადიან. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ველობილიკზე არც საბავშვო ეტლის გადაადგილებაა ნებადართული. „ის მოქალაქე, რომელიც ველობილიკზე დაეცა, რამდენჯერმე გააფრთხილეს. ველობილიკზე, გარდა იმისა, რომ შემოსაზღვრულია ლენტებით, ადგილზე მანქანა მუშაობს, რომელიც ღებავს ბილიკს, ამის მიუხედავად, ადამიანები …

აჭარაში ახალშობილთა გულის თანდაყოლილი მანკების გამოვლენის პროექტი იწყება

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალშობილთა გულის თანდაყოლილი მანკების კრიტიკული ფორმების გამოსავლენად ახალი პროექტის განხორციელება იწყება. პროექტი ბათუმში არსებულ სამშობიარო დაწესებულებების ხელმძღვანელებს წარუდგინეს. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია სკრინინგისა და მონიტორინგის დანერგვით ეფექტური გახადოს გულის თანდაყოლილი პათოლოგიების დროული მკურნალობა და გამოსავალი. პროექტის ფაგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობების განხორციელება: • შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი აქტები, პროტოკოლ-გაიდლაინები და სასწავლო-მეთოდური მასალა; • …

თემურ ქარცივაძე: რეზო ხარაზმა ისიც კი არ იცის, ვინ ნიშნავს სოციალურ შემწეობას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის განცხადებას სოციალური შემწეობების მოხსნასთან დაკავშირებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, თემურ ქარცივაძე გამოეხმაურა. „ბათუმელებთან“ საუბარში თემურ ქარცივაძემ თქვა, რომ რეზო ხარაზის მიერ გაჟღერებული ციფრი, რომ სოციალური შემწეობა აჭარაში 2 391 ოჯახს მოეხსნა, არასწორია. „ნაციონალური მოძრაობის“ პათოსი, რომ აჭარის მთავრობამ მოუხსნა თურმე ოჯახებს სოციალური შემწეობა, არის სიცრუე, რადგან სოციალური შემწეობის …

ხანძარი „ოცნების ქალაქში“

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა.  სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, გამოძახება რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. „პატარა საცხოვრებელი სახლი იყო, დაახლოებით 35 კვ/მეტრამდე, რომელიც მთლიანად დაიწვა. მეორე სახლიც იყო ახლოს, თუმცა  ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა და ცეცხლი სხვა სახლებზე არ გადასულა,“-აცხადებენ სახანძრო სამსახურში. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. …

დისკუსია ბათუმში: „ენგურის ხაზი – როგორ ვითარდება აფხაზური და ქართული საზოგადოება“

პირველ ივნისს ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“,  ჰაინრიხ  ბიოლის ფონდის მხარდაჭერით საჯარო დისკუსია გაიმართება  თემაზე – „ენგურის ხაზი, როგორ ვითარდება აფხაზური და ქართული საზოგადოება“. „ამა წლის  მარტში აფხაზეთში  რიგით მეექვსე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. იღებს თუ არა საქართველოს ეს სეცესიონისტური რეგიონი აღიარებას, როგორი იქნება რუსერთის დამოკიდებულება აფხაზური საზოგადოებოს არჩევანის მიმართ, თუ რამდენად ძლიერი იქნება რეგიონი  მის სამხედრო-პოლიტიკურ …

„ვეფხისტყაოსნის“ დღე რუსთაველის უნივერსიტეტში

დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილე აღინიშნება. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 37-ე აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დისკუსია. შოთა რუსთაველის დარბაზში (55-ე აუდიტორია) პროფესორები – რამაზ ხალვაში და შორენა მახაჭაძე წაიკითხავენ საჯარო ლექციებს თემაზე: „შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ – საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საიდენტიფიკაციო კოდი“, ხოლო ასოცირებული …

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საატესტატო გამოცდებზე 11 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა

დღეს, 25 მაისს, საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ საატესტატო გამოცდებზე 11 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა. თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უთხრეს, ეს ციფრი არ არის საბოლოო. „ეს არის დაახლოებითი ციფრი, დეტალური ინფორმაცია, რამდენი იყო აქედან ის, ვინც ხელმეორედ აბარებდა გამოცდას,  რამდენიმე დღეში დაიდება, როცა ყველა მონაცემი შეჯამდება“, – განაცხადეს ეროვნულ ცენტრში. …

რატომ უჭირთ ქართველ მოსწავლეებს წაკითხულის გააზრება

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის „მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების“ (PISA)  მიხედვით, ქართულ სკოლებში წაკითხულის გააზრების პრობლემა დგას. რა არის ქართული საგანმანათლებლო სისტემის ნაკლი და რატომ ვერ გახდა ქართული სკოლა მოსწავლეზე ორიენტირებული? ამ თემაზე „ბათუმელებს“  თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, განათლების სპეციალისტი ნინო ლომიძე ესაუბრება. ქალბატონო ნინო, თქვენი აზრით რა არის იმის მიზეზი  რომ …

ლექცია-დისკუსია ბათუმში – „რელიგიის თავისუფლება საქართველოში“

25 მაისს „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI) ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში გამართავს საჯარო ლექციას – „რელიგიის თავისუფლება საქართველოში“. მომხსენებელი ილიას უნივერსიტეტის ლექტორი, მკვლევარი გიორგი ნონიაშვილი იქნება. „საქართველოს კონსტიტუცია იცავს როგორც რწმენის პერსონალურ სივრცეს, ისევე მის საჯაროდ გამოხატვას. მიუხედავად ამისა, კონსტიტუციის მიღებიდან დღემდე რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევები გვხვდება პრაქტიკულ დონეზე. დღეს საქართველოში ათეულობით რელიგიური გაერთიანება ეწევა …

ცხრა ჩაჭრილი ერთ სკოლაში – როგორ მიმდინარეობს საატესტატო გამოცდები

ბათუმის საჯარო სკოლებში საატესტატო გამოცდებზე 1650 მე-12 კლასელი დარეგისტრირდა, 300  მოსწავლე კი გამოცდებს  ხელმეორედ აბარებს. ორი გამოცდა – ინგლისურსა და ქართულ ენაში უკვე ჩატარდა, ისტორიაში კი საატესტატო გამოცდები დღეს, 23 მაისს, მიმდინარეობს. ზოგიერთ სკოლაში შედეგი ცნობილია, გარკვეულ სკოლებში კი ისტორიის გამოცდა ამ წუთებში მიმდინარეობს. გამოცდების შედეგების თაობაზე „ბათუმელები“ ბათუმის რამდენიმე საჯარო სკოლას დაუკავშირდა. ბათუმის მე-13 …

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 71 500 ლარად მანქანები შეისყიდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის მხარდაჭერით „აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა“ მაღალი გამავლობის 3 ავტომანქანა შეიძინა, რომლებიც  მაღალმთიანი რეგიონისთვის არის განკუთვნილი. ავტომანქანების ღირებულება 71  500 ლარია. სამინისტროს განმარტებით, ავტომანქანები კლიმატურ-გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით არის შესყიდული, რაც გადამდები დაავადებების ინფექციის წყაროს დროულად იდენტიფიცირების და ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შეუწყობს ხელს. ოფიციალური ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომანქანები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქედის, …

რას გეგმავს მერია 26 მაისს ბათუმში

ბათუმში 26 მაისს, ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის მერია რამდენიმე ღონისძიებას გამართავს. „ბათუმის კულტურის ცენტრის“ ინფორმაციით, ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან 74 ათასი ლარია გამოყოფილი. ცენტრის ხელმძღვანელის, ჯონი საბაშვილის ინფორმაციით, დილით, 12 საათზე იგეგმება ქართველ იუნკერთა საფლავის ყვავილებით შემკობა, ორკესტრი დაუკრავს ჰიმნს. „ამის შემდეგ მსვლელობა დაიძვრება საოცრებათა მოედნისკენ, სადაც გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა, საღამოს კი გაიმართება გალაკონცერტი …

ორი მოსაზრება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე

დღეს, 22 მაისს, ბათუმის საკრებულომ სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. დისკუსიის დროს შეკითხვები გაჩნდა მერიის გადაწყვეტილებასთან, რომელიც ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას უკავშირდება. „ფაქტ-მეტრის“ წარმომადგენლის მალხაზ რეხვიაშვილის შეფასებით, ბათუმის მერიის გადაწყვეტილება  ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, დისკრიმინაციულია: „მინდა, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხს გადახედოთ, რადგან თუკი შენობებისა და საცხოვრებელი სახლების შუაში …

ბათუმის საკრებულოს სამწლიანი ანგარიში არასამთავრობოებმა უარყოფითად შეაფასეს

დღეს, 22 მაისს, ბათუმის საკრებულომ სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარმოადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკრებულოს ანგარიში უარყოფიდ შეაფასეს. საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარის, თენგიზ აფხაზავას შეფასებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ბათუმის საკრებულოს მუშაობა იყო ქმედითი: „საკრებულოს ამ ხნის მანძილზე ჩატარებული აქვს 50 სხდომა, მიღებული აქვს 106 დადგენილება და 276 განკარგულება. გავითვალისწინეთ 62 რეკომენდაცია და გავეცით 174 …

მერიის განცხადება სავაჭრო ჯიხურების აღებაზე

ბათუმის მერიის ოფიციალური განცხადებით, გოგებაშვილის ქუჩაზე სავაჭრო ჯიხურები უკანონოდ იყო განთავსებული და მერიამ ტერიტორია ამიტომ გაათავისუფლა. მერიის ინფორმაციით, ჯიხურების აღებას წინ უძღოდა მოლაპარაკებების პროცესი ჯიხურების მფლობელებსა და გარემოვაჭრეებთან. „უსახური კონსტრუქციების სანაცვლოდ მერიის მხრიდან შეთავაზებული იქნა ახალი ჯიხურები, რომლებიც საკრებულოს მიერ დადგენილ ადგილებზე უნდა განთავსდეს. დღეის მდგომარეობით, გოგებაშვილის ქუჩიდან აღებულია 60 ჯიხური და ტერიტორია გათავისუფლებულია. შედეგად, …

Exit mobile version