Batumelebi | დამწვარი სახლი, გადახდილი სახურავები და მეწყერი – სტიქია ქობულეთში დამწვარი სახლი, გადახდილი სახურავები და მეწყერი – სტიქია ქობულეთში – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

დამწვარი სახლი, გადახდილი სახურავები და მეწყერი – სტიქია ქობულეთში

ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ  სოფელ საჩინოში სამ სახლს სახურავი  გადახადა.  სოფელ აჭყვაში მეწყერი  ჩამოწვა, რის გამოც ერთი ოჯახის უსაფრთხო ადგილას გაყვანა გახდა საჭირო. მეწყრის გამო ჩახერგილია სოფელში მისასვლელი გზებიც.

სოფელ ლეღვაში კი, ჯინჭარაძეების სახლი დაიწვა. ოჯახში ექვსი ადამიანი ცხოვრობდა. როგორც გამგებელი ამბობს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, „თუმცა საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა.“

დაზარალებული ოჯახის წევრები ნათესავის სახლში გადაიყვანეს.

მთავარი ფოტო: სტიქია ქობულეთში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com