მთავარი,სიახლეები

მეწყერი ყოროლისთავში

16.10.2017 • 1743
მეწყერი ყოროლისთავში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავში მცხოვრებმა კობა დუმბაძემ „ბათუმელებს“ მის საცხოვრებელ სახლთან გადაღებული ფოტოებს მოაწოდა. ფოტოების მიხედვით, საცხოვრებელ სახლთან მეწყერია განვითარებული.

კობა დუმბაძე ამბობს, რომ ის ხელვაჩაურის გამგეობას დაუკავშირდა და მდგომარეობის შესწავლა სთხოვა. „ჯერჯერობით არავინ მოსულა, მითხრეს, რომ ხვალ მოვლენ,“-გვითხრა მან სატელეფონო საუბარში.

მოქალაქის თქმით, ყოროლისთავში მეწყერი მხოლოდ მისი სახლის მიმდებარედ არის განვითარებული.

მეწყერი ყოროლისთავში. კობა დუმბაძის საცხოვრებელ სახლთან. ფოტო კობა დუმბაძე

მეწყერი ყოროლისთავში. კობა დუმბაძის საცხოვრებელ სახლთან.
ფოტო კობა დუმბაძე

22563644_1642937062405278_1325304062_o

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: