ქართველი მეცნიერები მოსწავლეებისთვის დისტანციურ გაკვეთილებს ჩაატარებენ

საჯარო სკოლებისთვის ელექტრონული ლაბორატორიების შექმნა 2019 წლისთვის გადაიდო. საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, თემურ მურღულია „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ ელექტრონული ლაბორატორიების საპილოტე პროექტი 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყებოდა. ლაბორატორიების შესყიდვის გადადების მიზეზად ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა სახელდება. „რადგან ჩვენ ერთი წლით გადავწიეთ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა მე-7 და მე-9 კლასებში, შესაბამისად, გვინდა ელექტრონული ლაბორატორიები თავსებადი იყოს ეროვნულ …

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსზე არსებულ საკვამლე მილში ცეცხლი გაჩნდა

ბათუმში, გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში, 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე დამონტაჟებულ საკვამლე მილში ცეცხლი გაჩნდა. ამ ინფორმაციას ადასტურებენ სახანძრო სამსახურშიც. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურის ჯგუფები. მათი ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

აჭარის ტელევიზიის შენობაზე წარწერის გამო პატრული გამოიძახეს

„ნაბიჭვრეთი“- ეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ფასადზე რამდენიმე წუთის წინ წააწერეს. როგორც ტელევიზიის თანამშრომლები ამბობენ, წარწერა ტელევიზიის ყოფილმა თანამშრომელმა, ირაკლი ანთიძემ გააკეთა. ანთიძესა და ტელევიზიის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია. აჭარის ტელევიზია განთავსებულია შენობაში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს. კანონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების შემთხვევაში ჯარიმას ითვალისწინებს.

ხის მეჩეთების გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

20 იანვარს ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, კანადელი ურბანისტის, სიუზან ჰერის-ბრენდტსის, ფოტოსერია გამოიფინება. გამოფენის თემაა ისლამური არქიტექტურული მემკვიდრეობა აჭარაში. „კანადელმა ურბანისტმა აჭარაში ხანგრძლივი მოგზაურობის შედეგად საფრთხის წინაშე არსებული ისლამური არქიტექტურის ძეგლები გამოიკვლია. მისი პროექტის არეალში ძირითადად ხის მეჩეთები მოექცა. პროექტის ავტორი წერს, რომ ოსმალთა იმპერიისა და საბჭოთა მმართველობის აღზევება ხის მეჩეთების ისტორიაში საუკეთესო პერიოდია. დღეს კი …

ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები 79 169 ლარს მიიღებენ

ქობულეთსა და ხულოს მუნიციპალიტეტებში დაზარალებულ რვა ოჯახს საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 79 169 ლარი გამოეყოფა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სარეკომენდაციო სახის გადაწყვეტილება შერეულმა სამთავრობო კომისიამ მიიღო, „დოკუმენტი კი დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება“. ოფიციალური ინფორმაციით, სარეზერვო ფონდიდან 59 169 ლარს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია მიიღებს. თანხა ხანძრის შედეგად დაზარალებული …

მერია: ბათუმის „დინამო“ არ გაყიდულა

ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საფეხბურთო კლუბი „დინამო“ არ გაყიდულა. „ვერ გეტყვით, რატომ გავრცელდა ინფორმაცია გაყიდვის თაობაზე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ „დინამო“ არ გაყიდულა და ისევ სახელმწიფოს საკუთრებაშია,“ – ამბობს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თეკლა ჩიჩუა. გასული სეზონი შედეგების მიხედვით „დინამო“ ეროვნულ ლიგას გამოეთიშა. პირველი მარტიდან გუნდი ეროვნული „ლიგა ორის“ გათამაშებაში ახალი მთავარი მწვრთნელით …

„პატარაძეს მიესჯება მილიონი ხის დარგვა“ – პერფორმანსი ხეების ჭრის წინააღმდეგ [ვიდეო]

დღეს, 15 იანვარს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ენმ-ის წევრების საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი მთავრობის სახლის წინ ბენზოხერხებით და იმ ადგილზე გადაღებული ფოტოებით მივიდნენ, საიდანაც ბიძინა ივანიშვილს ხეები გადააქვს. მათი განცხადებით, ხეების გადატანის გამო გაჩეხილია 800-მდე მწვანე ნარგავი, დაზიანებულია გარემო, რაზეც ხელისუფლება არ რეაგირებს. „ამ ბენზოხერხების ხმა ისმის დღეს ქობულეთში, ჩაქვში, ციხისძირში, ბათუმში და ყველგან, მაგრამ …

უმაღლესი საბჭო შრომის ანაზღაურებაში ცვლილებას არ გეგმავს

დღეს, 15 იანვარს, აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ერთ-ერთი საკითხი უმაღლესი საბჭოს წევრების შრომის ანაზღაურებას შეეხება. უმაღლესი საბჭოს წევრის, ნინო ჩხეტიას განმარტებით,  საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს ახალი კანონის ძალაში შესვლის გამო ძალადაკარგულად გამოცხადდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი. კანონი, რომელიც უქმდება, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. როგორც ნინო …

ქობულეთში ავარიის შედეგად სამი წლის ბავშვი დაიღუპა

ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, გუშინ ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა ერთი მცირეწლოვანი, ერთი ადამიანი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვი დაახლოებით სამი წლისაა. შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. შსს ინფორმაციით, დადგენილია …

დამალული ამბავი სკოლიდან

ნათიქი 14 წლისაა, თუმცა მეხუთე კლასშია. ქართული ენა კარგად არ იცის, რადგან ეთნიკურად აზერბაიჯანელია და ქართულენოვან სკოლაში ორი წელია სწავლობს. ნათიქი გასულ წელსაც მეხუთეკლასელი იყო. მასთან ერთად სწავლობდა ნათიქის უფროსი დაც, რომელიც ახლა 15 წლისაა. მან მეექვსე კლასში გადასვლა შეძლო, ნათიქმა კი – ვერა. აქ მოყვანილი ისტორიები ბათუმის ორ სკოლას უკავშირდება. ნათიქს სკოლაში წასვლა არ …

ინგლისურენოვანი კლუბები ბათუმის ამერიკულ კუთხეში

ბათუმის ამერიკული კუთხე ინგლისურენოვან კლუბში 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს იწვევს. ინგლისურენოვანი კლუბი იფუნქციონირებს თინეიჯერებისთვისაც (13-დან 15 წლამდე მოზარდები). კლუბში გაწევრიანების მსურველებმა ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიარონ 15 იანვრის 22:00 საათამდე. ამერიკული კუთხე სასაუბრო კლუბში გაწევრიანების შესაძლებლობს 15 წელს ზემოთ დინტერესებულ პირებსაც აძლევს. მსურველები ამერიკული კულტურის შესახებ მიიღებენ ინფორმაციას. მათ რეგისტრაციის გასავლელად  უნდა გამოგზავნოთ ონლაინ სარეგისტრაციო …

ორი დღე უფასოდ ბოტანიკურ ბაღში

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღი 1 და 2 იანვარს დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებს. ბაღის ტერიტორიაზე შემოსვლა შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

ბათუმელი მწერლების შეფასება ზვიად რატიანის საქმეზე

პოეტ ზვიად რატიანის დაკავებას და პოლიციის მხრიდან მასზე ძალადობას ბათუმელი მწერლები აფასებენ, როგორც პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების და ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტს. ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორი სანდრო ბერიძე: „პოლიცია მოიქცა არაადამიანურად. როგორ შეიძლება ადამიანს გინებისთვის ასე მოექცე. თუ გინებისთვის ერთს სჯი, მაშინ მეორეც უნდა დასაჯო და ამის მაგალითი იყო პრემიერის გინება. გარდა ამისა, პატრიარქი ღმერთი ხომ …

ციფრული ნამუშევრების გამოფენა ბათუმში

ხვალ 31 დეკემბერს, ბათუმში პირველად გაიმართება ექვსი ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც სპეციალურად საახალწლოდ შეიქმნა. ნამუშევრები 30 დღის განმავლობაში იქნება გამოფენილი ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში. როგორც გამოფნის ორგანიზატორები ამბობენ, გამოფენების მიზანია ციფრული ხელოვნების (Digital Art – Print Art) პოპულარიზაციაა. გამოფენილი იქნება Levanccio -ს, ბექა ბერიძის , თინა ჩერტოვას, ნინო ბოსიკაშვილის, მაკა ზედელაშვილისა და ლევან გელიაშვილის ნამუშევრები. პროექტის გახორციელება ორგანიზაცია …

სარფში თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, სარფში დაკავებულია 1972 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. „ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 90 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს“-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. პოლიციის ინფორმაციით, მოქალაქეს პირადი ჩხრეკისას, 90 აბი სუბოქსინი აღმოაჩნდა. „გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით …

ნატალია ზაქარეიშვილს მამუკა შამილიშვილი შეცვლის

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ნატალია ზაქარეიშვილმა, თანამდებობა დატოვა. „ბათუმელებთან“ საუბარში მან განაცხადა, რომ სამსახურიდან წასვლა მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციას უკავშირდება. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მუშაობას ისევ საჯარო სამსახურში გააგრძელებს: „მუშაობას გავაგრძელებ განათლების ან კულტურის მიმართულებით.“  თუმცა ის არ აკონკრეტებს, რომელ საჯარო უწყებაში დასაქმდება. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის თანამდებობას კი მამუკა შამილიშვილი დაიკავებს, რომელიც ამავე სამსახურში მოადგილე იყო …

კონცერტი ბათუმის ბულვარში

დღეს, 29 დეკემბერს,  18:00 საათზე, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან, საახალწლო კონცერტი გაიმართება. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესრულდება ბავშვთა სამეჯლისო ცეკვები, ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები. კონცერტში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ბათუმელი შემსრულებლები: გიორგი ბერიძე,  ირაკლი გოგიტიძე და  ადგილობრივი ბენდები. კონცერტის პარალელურად, კოლონადებთან ინდივიდუალური ავტორების მიერ შესრულებული საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი კომპოზიციები, ფოტოკუთხეები: „ზღვისპირა ბულვარში მოსულ …

საახალწლო ველომსვლელობა ბათუმში

დღეს, 29 დეკემბერს, ველომოყვარულები საახალწლოდ განათებული ველოსიპედებითა და საახალწლო კოსტიუმებით მსვლელობას მოაწყობენ. „29 დეკემბერს, თვის და წლის ბოლო პარასკევს, ვიკრიბებით ტრადიციულად ანბანის კოშკთან“ – ნათქვამია Critical Mass Batumi-ს განცხადებაში, რომელიც ფეისბუქის მეშვეობით გავრცელდა. „არ ვასწრებთ ერთმანეთს, არ ვიფანტებით და ყველანი გადავადგილდებით ერთად ჯგუფურად 10-15 კმ/ს-ით, ვჩერდებით გზაჯვარედინებზე და ველოდებით ერთმანეთს, რათა უკან არ ჩამოგვრჩეს არავინ, …

„ათთეთრიანი „ხლაპუშკით“ დავღუპე შვილი“ – რატომ უნდა აიკრძალოს ასაფეთქებლები

შვიდი წლის ბიჭს, რომელსაც ხელში ე.წ „ხლაპუშკა“ აუფეთქდა, სამი თითის ამპუტაცია დასჭირდა. ბავშვის დედა, ზეინაბ მაკარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თითების მიკერება ვეღარ მოხერხდა, რადგან მთლიანად დაფლეთილი იყო. „სამივე თითი ამპუტირებული აქვს. 10-თეთრიანი „ხლაპუშკით“ დავღუპე შვილი. ბავშვს ძალიან უჭირს ამ ყველაფრის შეგუება და ატანა,“ – ამბობს დედა. მისი თქმით, ძმის ამბავს ძალიან განიცდის მისი მეორე შვილიც. …

რას სთავაზობს მერია საახალწლოდ ბათუმელებს 258 ათას ლარად

ბათუმის მერია საახალწლო გართობაზე 258 ათას 400 ლარს ხარჯავს. საახალწლო გართობაზე პასუხისმგებელია აიპი „ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრი,“ რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა.  სატენდერო ვალდებულებები სხვადასხვა სახის აქტივობას მოიცავს. მათ შორისაა აქტივობა – „ახალი წელი შენს ეზოში“. პროექტის ფარგლებში განათებული სატვირთო მანქანა დღის განმავლობაში სამ ეზოში შედის და უბნის ბავშვებისთვის ანიმატორები წარმოდგენებს მართავენ. თითოეულ ბავშვს ერთ ჰელიუმის ბუშტსა და …

29 უნივერსიტეტს ავტორიზაციის ვადა ეწურება

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ სამინისტრო ყველა უნივერსიტეტის არაგეგმიურ შემოწმებას დაიწყებს. მინისტრმა არაგეგმიური შემოწმების მიზნად უმაღლესი განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა დაასახელა. მინისტრის თქმით, ის უნივერსიტეტები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ დადგენილ სტანდარტებს, სტუდენტებს  ვეღარ მიიღებენ. 2018 წელს ავტორიზაციის ვადა 29 უნივერსიტეტს ეწურება. შესაბამისად, მათ ავტორიზაციის გავლა ისევ მოუწევთ.  ჩამონათვალშია როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტები. …

დახარჯული მილიონი და დაბზარული შენობა – ვის დააკისრებს პასუხისმგებლობას მერია

საბავშვო ბაღის შენობა, რომლის მშენებლობაზე ერთი მილიონ 32 769 ლარი დაიხარჯა, საფრთხის შემცველია. ფაქტი საკრებულოს სხდომაზე ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმაც დაადასტურა. დაბზარულკედლებიან შენობაში ყოველდღე 300-მდე ბავშვი დადის. შენობა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარეობს. ბათუმის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ განცხადების შემდეგ მან 27-ე საბავშვო ბაღის შენობა მოინახულა. „კედლებზე ბზარი მანამდე იყო, თუმცა რამდენიმე ადგილას ბზარები …

ბათუმში საახალწლო პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორი ბავშვი დაშავდა

ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ერთი ქალი და ორი ბავშვი დაშავდა ე.წ. „ბომბაჩკების“ აფეთქების შედეგად. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც სასწრაფოში გვეუბნებიან, პირველ შემთხვევაში „ხლაფუშკა“ თვალთან მოხვდა ერთ-ერთი ბავშვის მშობელს და გადაიყვანეს საავადმყოფოში. „პირველ შემთხვევაში ბავშვს შედარებით მსუბუქი დაზიანება აღმოაჩნდა, თუმცა მეორე შემთხვევა იყო მძიმე, ბავშვს ხელში აუფეთქდა „ბომბაჩკა“ და თითი მოაწყვიტა, შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. …

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.    

ბათუმის მერი: ბაღების დაფინანსების სისტემა შეიცვლება

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე მიიჩნევს, რომ ბაღების დაფინანსების საკითხი გადასახედია. როგორც მერი ამბობს, „გადახედვაში“ გულისხმობს დაფინანსების სისტემაში ცვლილებას. „ჩვენ რამდენიმე ვარიანტზე ვმუშაობთ, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ ვარიანტზე, ვაუჩერიზაციაზე, ასევე, იმაზე, დავტოვოთ თუ არა ბაღები სრულიად უფასო ან თანადაფინანსებით მშობლების მხრიდან. სამივე ვარიანტი განხილვაშია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ლაშა კომახიძე. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორია პირადად მერის …

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე აინთო (ვიდეო)

დღეს, 25 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარი ნაძვის ხე  21:00 საათზე აინთო. ნაძვის ხის ანთებამდე ბათუმელებს ქალაქის მერი ლაშა კომახიძე მიესალმა. საახალწლო ნაძვის ხე ბათუმში ბავშვებმა აანთეს. მერის თქმით, 2017 წელი იყო ბევრი წარმატებისა და ასევე ტკივილის წელიც. ქალაქის მერის თხოვნით, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპული  ადამიანების ხსოვნას წუთიერი პატივი მიაგეს. ნაძვის ხის ანთებამდე ევროპის …

„ნიუ პლაზმა“ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გაკვეთილებს დააფინანსებს

დღეს, 25 დეკემბერს, შპს „ნიუ პლაზმამ“ და საქველმოქმედო ფონდმა „იალქანი“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. „ნიუ პლაზმა“ ფონდის ბენეფიციარი ბავშვებისთვის სასწავლო პროცესს ერთი წლის განმავლობაში დააფინანსებს. ფონდის ხელმძღვანელის, თეონა აბაშიძის ინფორმაციით, ფონდის სასწავლო ცენტრით სოციალურად დაუცველი ბავშვები და მოზარდები სარგებლობენ. „ესენი არიან როგორც ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და მოზარდები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ქუჩაში მომუშავე ბავშვები. აქამდე  …

11 წლის გიორგის სანტასთვის მიწერილ წერილს კლინიკა „მედცენტრი“ გამოეხმაურა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მცხოვრები 11 წლის გიორგის სანტასთვის მიწერილ წერილს, „ბათუმელები“ 21 დეკემბერს გამოეხმაურა. წერილში გიორგი დახმარებას ითხოვდა თავისი 4 წლის დის, მარიამისთვის. მარიამს ექვსი თვის წინ ძაღლმა ცხვირის ნესტო მოაჭამა. ოჯახმა მარიამს ოპერაცია ვერ გაუკეთა. „ბაღში ბავშვები დასცინიან ამის გამო“, – წერდა გიორგი. დღეს, 25 დეკემბერს, მარიამი და მისი ოჯახი კლინიკა „მედცენტრის“ ექიმებმა …

ვინ ისარგებლა ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით 2017 წელს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს სოციალური დაცვის პროგრამებით 2 683-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ოფიციალური ინფორმაციით, სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით  625-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამით – 257-მა ბენეფიციარმა, გაიცა 1850 ვაუჩერი. ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამით 700-მა  ბენეფიციარმა ისარგებლა, გაიცა 3466 ვაუჩერი. სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის პროგრამით …

გირჩების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში

28 დეკემბერს ბათუმის ბოტანიკური ბაღი  გირჩების გამოფენას  მოაწყობს. „გამოფენა ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკში გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება გირჩების მრავალსახეობა და ასევე გირჩებისგან დამზადებული საახალწლო აქსესუარები, რომელთა შეძენას ნებისმიერი დამთვალიერებელი შეძლებს“. ადმინისტრაციის განცხადებით, გამოფენაზე უახლოესი შესასვლელი  არის ჩაქვის მხრიდან (მე-3 სალარო). გამოფენაზე დასწრება უფასოა.

დაკიდული ნაძვის ხე ბულვარში

ბათუმის ბულვარში საახალწლო ნაძვის ხე 29 დეკემბერს აანთებენ. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბულვარში წელს განსხვავებული სტილის ნაძვის ხე დადგეს. ნაძვის ხე დაკიდულია და ფერებს იცვლის. ახალი ნაძვის ხისა და განათებების შესაძენად ბათუმის ბულვარმა  148 ათასი ლარი დახარჯა. „საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით უკვე მოირთო კოლონადების მიმდებარე ტერიტორია და დამონტაჟდა მანათობელი დეკორატიული  თაღი, ასევე ლედპროექციით განათდა ბულვარის კოლონადები. …

საშობაო მსახურება ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს, 25 დეკემბერს, ქრისტეშობის დღეს აღნიშნავს. საშობაო მსახურება ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში გუშინ, საღამოს,  22:00 საათზე დაიწყო. პასტორმა ვარლამ რამიშვილმა შობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, შობა ეს არის ღვთიური საიდუმლო, რომლის არსი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გააზრებული. „პავლე მოციქული ღმერთის ხორცში გამოჩენას დიდ სასწაულს უწოდებს. ღმერთი გამოჩნდა ხორცში, ეს სასწაულია, რომელიც საიდუმლოდ …

წამყვანი მასწავლებლის ხელფასზე დანამატი 2018 წელს 700 ლარი იქნება

საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს მენტორ-მასწავლებლის დანამატი, სრული დატვირთვის შემთხვევაში, არსებულ ხელფასზე იქნება 1000 ლარი, წამყვანი მასწავლებლის კი, ასევე სრული დატვირთვის შემთხვევაში – 700 ლარი. აღნიშნული ინფორმაცია “ბათუმელებმა” საქართველოს განათლების სამინისტროსგან ოფიციალურად მიიღო. 2018 წლიდან მასწავლებლების ნაწილს სახელფასო დანამატი რომ გაეზრდებოდა, ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 20 დეკემბერს …

რა გვერდითი ეფექტი ექნება პრემიერის საჯარო გინებას

როგორ უნდა შეამციროს ხელისუფლებამ მოზარდებში ძალადობისა და აგრესიის მაჩვენებელი იმ ფონზე, როცა უმაღლესი თანამდებობის პირი და ქვეყნის მმართველი პოლიტიკური გუნდი აგრესიას „ღირსების“ სახელით ამართლებს? როგორია ხელისუფლების მესიჯები და რა გამოწვევების წინაშე დგას ახალი თაობა? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე საუბრობს. ანა, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, პოლიტიკურ ოპონენტს  კამათის დროს შეაგინა. …

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ექვსი შენობის ადაპტირებას გეგმავს

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2018 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ექვსი შენობის სრულ ადაპტირებას გეგმავს. დაგეგმილია ბათუმის მუსიკალური ცენტრის, ხელოვნების მუზეუმის, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმისა და მისი ფილიალის – ილია ჭავჭავაძის მუზეუმის, ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლისა და ბათუმის თოჯინების თეატრის ადაპტირება. შენობების ადაპტირებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 60 ათასი ლარია გათვალისწინებული. როგორც განათლებისა და კულტურის …

შემოქმედებითი ინკუბატორები და თეატრალური ფესტივალი – კულტურის ბიუჯეტი მილიონ 818 900 ლარით განისაზღვრა

2018 წლის  აჭარის კულტურული პროგრამების ბიუჯეტი 1  მილიონ  818 900  ლარით განისაზღვრა. აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილის, თეონა ბერიძის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტში ორი სრულიად ახალი ქვეპროგრამა ჩადებული. პირველი ქვეპროგრამა  შემოქმედებითი ინკუბატორების ხელშეწყობას გულისხმობს, მეორე კი თეატრალური ფესტივალის ორგანიზებას, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს. „შემოქმედებითი  ინდუსტრიების  განვითარების ხელშეწყობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ის …

Exit mobile version