ბათუმელი სტუდენტი, რომელიც ევროპაში დემოკრატიულ მმართველობას სწავლობს

ბათუმელი გიორგი სიხარულიძე ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში, იოჰან სკაიტეს პოლიტიკის ინსტიტუტში სამაგისტრო პროგრამაზე – დემოკრატია და მმართველობა სწავლობს. თბილისში, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2017 წლის თებერვალში, გიორგიმ სასწავლო გრანტი მიიღო. ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში კი ის გაცვლითი პროგრამით ესტონეთში და ბულგარეთში იმყოფებოდა. გიორგის თქმით, ევროპაში განათლების მიღების ორი მოტივი აქვს, ისწავლოს დემოკრატიული მმართველობა და კონფლიქტები. „ევროპული და ქართული …

ხვალ აჭარას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

ხვალ, 6 თებერვალს, აჭარაში ბუნებრივი აირი გაითიშება. ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ოზურგეთსა და სოფელ ნასაკირალსაც. „სოკარის“  ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გამორთვის მიზეზი საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებაა. ბუნებრივი აირი 6 თებერვალს 07:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შეწყვეტილი. „აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ,“ -აცხადებენ სოკარში. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის” …

ენმ: პოლიციელებს შარშანდელი პერანგები და შარვლები აცვიათ

ენმ-ს წევრი გია ხალვაშმა დღეს, 5 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივ ავტომანქანებს საკუთარი ხარჯით არემონტებენ. პოლიციელებს არ ეძლევათ უნიფორმები – მათ შარშანდელი პერანგები და შარვლები აცვიათ. გია ხალვაშის თქმით, სახელმწიფო პოლიციელების დემორალიზაციას ეწევა. „მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი ამ სტრუქტურაში და მსგავსი ვითარება არასდროს ყოფილა. 2013 წლის შემდეგ პოლიციელები დემორალიზებულ გარემოში მუშაობენ. ფორმებს არ ურიგებენ. …

საჯარო სკოლებში 70-80 წლის 2 501 მასწავლებელი მუშაობს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის მონაცემებით, საჯარო სკოლებში 80 წლის 224 მასწავლებელი მუშაობს. 71-დან 80 წლამდე  კი 2 501 მასწავლებელია სკოლაში. დასაქმებულთა შორის ყველაზე ცოტა – ცხრა მასწავლებელი, 21 წლისაა. რატომ რჩებიან საპენსიო ასაკის პედაგოგები პროფესიაში და რატომ არ ცვლის ხელისუფლება სისტემას? მიზეზებზე „ბათუმელებთან“ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის დირექტორი შალვა ტაბატაძე საუბრობს. ბატონო შალვა, …

გონიოში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

დაახლოებით ერთი საათის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გონიოს ხიდზე, სადაც მსუბუქი ავტომანქანა ბოძს შეეჯახა. შსს ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გამოძიება სსკ-ის 276-ე ნაწილის მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი საშუალო ასაკისაა.

როგორ შეუძლია ქართველ მასწავლებელს მიიღოს ევროპული ხარისხის ნიშანი

პედაგოგები, რომელთაც ევროპელ კოლეგებთან ერთად მუშაობა, მათი გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება სურთ, უნდა დარეგისტრირდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროგრამაზე – eTwinning Plus–ი. ამ პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ იმ პედაგოგებსაც, რომლებმაც უცხო ენა არ იციან. პროექტში ჩართული პედაგოგები მოიპოვებენ დამატებით კრედიტქულებს სქემის ფარგლებში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში და მიიღებენ ევროპული ხარისხის ნიშანს. პროექტის კოორდინატორი ხატია …

ხელოვნების უნივერსიტეტი ახალ შენობაში სექტემბერში გადავა

აჭარის განათლების მინისტრმა, ინგა შამილიშვილმა, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის  შენობაში სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. ახალი შენობა, სადაც უნივერსიტეტი სექტემბერში უნდა განთავსდეს, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზეა. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თუმცა მასზე ორი სართული და მანსარდი დააშენეს. შენობის შიდა ეზოში აშენდა დამატებითი კორპუსი. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხელოვნების უნივერსიტეტი  დაახლოებით 5 ათას კვ. მეტრზე განთავსდება. როგორც უნივერსიტეტის რექტორი, …

ზურაბ გურიელიძე ბათუმის ზოოკუთხის შესახებ: გორილა მომწონს და მინდა მყავდეს – ასე არ შეიძლება

ბათუმის ზოოკუთხეში ბოლო პერიოდში 40-მდე ცხოველი დაიღუპა, ადმინისტრაცია აღიარებს, რომ ცხოველები არასათანადო გარემოში ცხოვრობენ და მათი მოვლა სტანდარტების დაცვით ვერ ხერხერდება. რა შემთხვევაში იღუპებიან ცხოველები და როგორი უნდა იყოს მათი საცხოვრებელი გარემო შეზღუდულ სივრცეში? ამ თემაზე „ბათუმელები“ თბილისის ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს ესაუბრა. ბატონო ზურაბ, ბათუმის ზოოკუთხეში  ცხოველების სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. თუ ხართ ნამყოფი ამ ზოოკუთხეში …

უშუქობა და დიდთოვლობა ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ირაკლი ჯორბენაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. თოვლის საფარი სოფლებში ერთ მეტრზე მეტია, შეზღუდულია გადაადგილება გზებზეც. „სხალთა-ხიხაძირის მიმართულებით ცენტრალური გზა თოვლის საფარის გამო ჩაკეტილია. შესაბამისად, ჩაკეტილია სასოფლო გზებიც. გუშინ დაბაში თოვლის საფარმა ნახევარ მეტს, სოფლებში ერთ მეტრს მიაღწია. მესამე დღეა სასწავლო პროცესი შეწყვეტილია სხალთის …

ხულოში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს [ფოტო]

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულოს ცენტრში თოვლის საფარი 25 სმ აღწევს, მაღალმთიან სოფლებში კი – ნახევარ მეტრს. ხულოს მერის თქმით, თოვლის გამო არ შეფერხებულა მოძრაობა,  ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება შეზღუდული არ არის. გოჩა მელაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის ელექტროენერგია მიეწოდება.

კონკურსი – 80 ათასი ლარი კონფერენციის მოსაწყობად

აჭარის განათლების სამინისტრო აპირებს, დააფინანსოს კონფერენციების მოწყობა.  კონფერენციისთვის განკუთვნილი თანხა 80 ათასი ლარია. ერთი კონფერენცია 40 ათასი ლარით დაფინანსდება. კონკურსის შედეგად ორი გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს. როგორც განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ განუმარტეს, გამარჯვებული იმის მიხედვით გამოვლინდება, თუ რამდენად აქტუალური იქნება კონფერენციის თემა, ვინ იქნებიან მისი მონაწილეები და რა მიზნები ექნება. კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული …

ქობულეთში რვასართულიანი სახლი შესაძლოა ჩამოიშალოს

ქობულეთში, რუსთაველის 116-ში მდებარე რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი საცხოვრებლად საფრთხის შემცველია. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. დასკვნაში, რომელიც სამხარაულის ეროვნულ ბიუროში მომზადდა, წერია, რომ „ცალკეული მზიდი ელემენტები იმყოფებიან კრიტიკულ მდგომარეობაში. მთლიანობაში შენობის მზიდი კონსტრუქცია დაზიანებულია და საჭიროებს კაპიტალურ რეაბილიტაციას“. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ „გასამაგრებელი კონსტრუქციების დიდი მოცულობიდან გამომდინარე შენობის აღდგენა, არარენტაბელურობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ …

2018 წელს ბათუმში ერთი მილიონი ყვავილის დარგვა იგეგმება

2018 წელს ბათუმში ერთი მილიონი სეზონური ყვავილის დარგვა იგეგმება. მერიის ინფორმაციით, ყვავილები ადგილობრივ სანერგე მეურნეობებში გამოჰყავთ. გარდა ამისა, როგორც „ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, მიმდინარე წელს დაგეგმილია 3 500 ხე-მცენარის დარგვაც, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია უცხოეთიდან შემოიტანს. მცენარეების შესაძენად ბიუჯეტში 157 ათასი ლარია გათვალისწინებული. დამატებით, 500 ძირი ხე-მცენარის დარგვა კი ადგილობრივ  სანერგე მეურნეობებიდან იგეგმება. ოფიციალური ინფორმაციით, ხე-მცენარეების …

ანა არგანაშვილი: სააგენტოს განცხადება ბავშვთა დაცვის დაბალი სტანდარტის მაჩვენებელია

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელს, ანა არგანაშვილს,  „ბათუმელები“ ლენტეხში მშობლების მიერ რვა შვილის სახლში ჩაკეტვის ფაქტთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ესაუბრა. ანა არგანაშვილის თქმით, ეს განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ სახეზეა სახელმწიფო ორგანოს უმოქმედობის ბევრი ნიშანი, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, გამოწვეულია დაბალი კომპეტენციით და იმ გარემოებით, რომ სააგენტო ბავშვთა დაცვის მიმართულებით ძალიან დაბალი სტანდარტით …

ბათუმში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულს სხეულზე დაჟეჟილობები აღენიშნებოდა და იგი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შსს-ს განმარტება სავარაუდო შინაპატიმრობაში მყოფ რვა ბავშვთან დაკავშირებით

შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სავარაუდო შინაპატიმრობაში მყოფ რვა ბავშვთან დაკავშირებით მედიასთან განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გამოძიება გაარკვევს, არიან თუ არა ბავშვები შინაპატიმრობაში. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „სვანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ეს არის საკმაოდ კომპლექსური და სენსიტიური საკითხი. ჩვენ, ის რაც შინაგან საქმეთა სამინისტროზე იყო დამოკიდებული, უკვე გავაკეთეთ. დაუყოვნებლივ გამოძიება ამ ფაქტზე …

მშობლის მიერ რვა შვილის სახლში სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ სოცსააგენტო განცხადებას ავრცელებს

ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნოზაშვილების ოჯახთან დაკავშირებით, სადაც რვა ბავშვი ჰყავს მშობელს სახლში ჩაკეტილი, სოციალური მომსახურების სააგენტო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „დევნოზაშვილების ოჯახთან  სოციალური მომსახურების სააგენტო 2010 წლიდან მუშაობს.  2010 წელს სააგენტოში ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან შემოვიდა მომართვა, სოფელ რცხმელურში მცხოვრები დევნოზაშვილების მრავალსულიანი ოჯახის შესახებ, რომ მშობლებს სასკოლო ასაკის არც ერთი ბავშვი არ დაჰყავთ …

ენმ: ხელისუფლებას „ოცნების ქალაქის“ პრობლემის მოგვარების გზას ვთავაზობთ

დღეს, 29 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია აბულაძემ, ე.წ. „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე ჩასახლებულ ოჯახებს სახელმწიფომ სოციალური საცხოვრებელი უნდა გადასცეს და ამ დასახლების ახლოს ინდუსტრიული ზონა შექმნას, სადაც ეს ოჯახები დასაქმდებიან. გია აბულაძის თქმით, სხვა შემთხვევაში სახელმწიფო „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების პრობლემას ვერ მოაგვარებს. „ხელისუფლებას ვთავაზოთ გამოსავალს. 2013 წლამდე …

რელიგიის ისტორია – ვინ აირჩევს 28-ე არჩევით საგანს სკოლაში

განათლების სამინისტრო სკოლებში კიდევ ერთი არჩევითი საგნის – „რელიგიის ისტორიის“ სტანდარტისა და სახელმძღვანელოს შექმნაზე საუბრობს. სამინისტროს აქამდე 27 არჩევით საგანში აქვს სტანდარტი შემუშავებული, თუმცა როგორც უწყებაში გვეუბნებიან, სასწავლო რესურსების სიმწირის გამო სკოლები მათ არ ირჩევენ. ამ პრობლემას ემატება ადამიანური რესურსების ნაკლებობაც. რაზე დაყრდნობით ქმნის სამინისტრო არჩევითი საგნების სტანდარტებს და რაზე არსებობს სკოლების მხრიდან მოთხოვნა? ამ თემაზე …

კონკურსი სტუდენტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად

იმ სტუდენტებს, რომელთა ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტია 71 პროცენტის, შესაძლებლობა აქვთ, სწავლის დაფინანსება მიიღონ. სწავლა აჭარის განათლების სამინისტროს  ქვეპროგრამის ფარგლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის ფინანსდება. დაფინანსების მისაღებად სტუდენტებმა კონკურსში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რომელიც სამინისტრომ „განათლების ხელმისაწვდომიბის გაზრდის“ პროგრამის ფარგლებში უკვე გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც 2017 წელს …

ვოლიერებში დაღუპული ცხოველები – ბათუმის მერი ზოოკუთხის მომავალზე

ბოლო ცხოველი, რომელიც ორი კვირის წინ ბათუმის ზოოკუთხეში მოკვდა, ირემი აქსისი იყო. ჯამში კი, 6 მაისის პარკში მდებარე ზოოკუთხეში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 40-მდე ცხოველი დაიღუპა. რა პერიოდულობით და რამდენი ცხოველი – ამის თაობაზე ადმინისტრაციაში არ საუბრობენ. ზოოკუთხის ადმინისტრაცია ამ დრომდე პრობლემებზე არ საუბრობდა და ამბობდა, რომ ცხოველთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგანგაშო არ იყო. ზოოკუთხე „ტურისტული ობიექტების …

სასტუმრო „ლეოგრანდის“ თანამშრომლები უფასო შვებულებაში არიან და სასტუმროს გახსნას ითხოვენ

სასტუმრო „ლეოგრანდის“ 500-მდე თანამშრომელი გამოძიების დროულად დასრულებას და სასტუმროს გახსნას ელოდება. სასტუმროს ამოქმედებამდე ისინი ადმინისტრაციამ უფასო შვებულაში გაუშვა. „ლეოგრანდის“ იურისტი, ირაკლი ჟორჟოლიანი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ იმისათვის, რომ ხელფასები გაიცეს,  სასტუმროს ფუნქციონირებაა საჭირო. „დამსაქმებელს სანამ ჰქონდა შესაძლობლობა, ხელფასებს უხდიდა, მაგრამ ახლა სასტუმრო აღარ ფუნქციონირებს. ჩვენ შეგვიძლია ხვალვე დავიწყოთ სარემონტო სამუშაოები, მაგრამ დამოკიდებული ვართ საგამოძიებო ორგანოებზე, …

ივლიან თუ არა ტურისტები ჩინეთიდან უვიზოდ საქართველოში – სამინისტროს განმარტება

ჩინელი ტურისტებისთვის საქართველოში უვიზო მიმოსვლა იგეგმება. ამის შესახებ ჩინეთში საქართველოს ელჩი დავით აფციაური საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსს ესაუბრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩინელი ტურისტების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ „მიმდინარეობს ჩინეთსა და საქართველოს შორის 1994 წელს დადებული ხელშეკრულების გადახედვა“. კონკრეტულად რა უნდა გადაიხედოს, დეტალებზე სამინისტროში არ საუბრობენ. ჩინელი ტურისტების საქართველოს ტერიტორიაზე, …

სწავლა უნგრეთში

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში 26 იანვარს განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები უნგრულ სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე: ბაკალავრიატი – 25, მაგისტრატურა – 25, დოქტორანტურა – 20, ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა – 5, სახელოვნებო მიმართულება (ყველა აკადემიური საფეხურისთვის)- 5 სტიპენდიატი. პროგრამა ითვალისწინებს უნგრული ენის მოსამზადებელი კურსის დაფინანსებასაც იმ …

სამაგისტრო პროგრამა საფრანგეთში სრული დაფინანსებით

საფრანგეთში  სწავლის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ 2018-2019 წლის სასტიპენდიო პროგრამაში, რომელსაც საფრანგეთის მთავრობა და განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს. „სამაგისტრო სტიპენდიები 2018-2019“ ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას (ფრანგულ, ან ინგლისურენოვან პროგრამებზე). პროგრამის დასრულების შემდგომ მოქალაქეები დაბრუნდებიან საქართველოში და იმუშავებენ საქართველოში სამი წლის განმავლობაში. პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებებია: …

ბათუმში მეშვიდეკლასელებს შორის ძალადობის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მიმდებარედ, მეშვიდეკლასელი ბავშვების მონაწილეობით სავარაუდო ძალადობის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. როგორც სკოლის დირექტორი, თამთა კვარაცხელია „ბათუმელებთან“ ამბობს, პოლიცია სკოლაში ადმინისტრაციამ გამოიძახა, რადგან მან მიიღო ინფორმაცია მოსწავლეებს შორის სავარაუდო ძალადობის შესახებ. „სკოლის მანდატურმა ყური მოჰკრა მეშვიდეკლასელი ბიჭების საუბარს, ერთ-ერთი ამბობდა, „ხომ ვცემეთ გუშინ, დავალილავეთო“. მანდატურს ამაზე ჰქონდა რეაგირება და დავიწყეთ საქმის მოკვლევა. …

„ფოტოების დიალოგი“ – ქართველი და პოლონელი ფოტოგრაფების გამოფენა ბათუმში

„ფოტოების დიალოგი“ – ასე ქვია ქართველი და პოლონელი ფოტოგრაფების ერთობლივ ნამუშევარს, რომელიც 17 თებერვალს  ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“ გამოიფინება. „თანამედროვე ხელოვნების სივრცეს“ ინფორმაციით, ქართველი  ფოტოგრაფების ნამუშევრები ქვემო სილეზიაში მოგზაურობას ასახავს, პოლონელი ფოტოგრაფების კი – აჭარაში.  ღონისძიება პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში იმართება. „ფესტივალის მიზანი საქართველოსა და პოლონეთს შორის კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაა. ორი რეგიონი: აჭარა და ქვემო …

ოთხ საჯარო სკოლას ინგლისურის პედაგოგი სჭირდება

აჭარის განათლების სამინისტრო ინგლისურის პედაგოგებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლებში იმუშავებენ, რისთვისაც ისინი სამინისტროს პროგრამიდან – „ასწავლე მომავალი წარმატებისთვის“, 1000 ლარს მიიღებენ (აქედან საშემოსავლო 20 პროცენტი იქვითება). „გარდა იმისა, რომ პედაგოგები პროგრამის ფარგლებში მიიღებენ ხელფასს, ამას დაემატება საათობრივი და რანგირების მიხედვით ანაზღაურებაც. პედაგოგებს საცხოვრებლით სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს,“- გვითხრეს განათლების სამინისტროში. ამ …

იგეგმება თუ არა სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში ცვლილება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში „ბათუმელებთან“ აცხადებენ, რომ მუშაობენ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო საკითხზე. თუმცა ამ დროისთვის ცენტრში ვერ აზუსტებენ, შეიცვლება თუ არა გამოსაშვები გამოცდების ბარიერი. აიწევა თუ არა საგამოცდო ბარიერი, რაზეც განათლების ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობდა? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თეიკო ანჯაფარიძე ამბობს, რომ დაზუსტებულ ინფორმაციას …

ანა ნაცვლიშვილი ბათუმში შეხვედრას გამართავს

ხვალ 24 იანვარს, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“,  საქართველოს პრეზიდენტის საპარალამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი შეხვედრას გამართავს. დისკუსიის თემაა „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი“, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით გაუგზავნა. „ანა ნაცვლიშვილი შეხვედრის მონაწილეებს ვეტოს არგუმენტებს გააცნობს და დამსწრეთა კითხვებს უპასუხებს“, – ნათქვამია განცხადებაში. შეხვედრა 15:00 საათზე გაიმართება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

მშენებლობაზე დაღუპული ორი ახალგაზრდის ოჯახს კომპენსაციაზე უარს ეუბნებიან

2017 წლის სექტემბერში „მეტრობეტონის“ მშენებლობიდან 30 წლამდე ორი მამაკაცი ჩამოვარდა. დაღუპული ახალგაზრდების ოჯახის წევრები სადაზღვევო კომპანია „უნისონისგან“ კომპენსაციას ითხოვენ. დაღუპულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს, 23 იანვარს, „უნისონის“ ოფისის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, დაღუპულებს ჰქონდათ სიცოცხლის დაზღვევა, მაგრამ, ამის მიუხედავად, სადაზღვევო კომპანია თანხის – 100 ათასი დოლარის გადახდაზე უარს აცხადებს. სააქციო საზოგადოება „მეტრობეტონსა“ …

სამინისტრო სკოლებში რელიგიის სწავლების დანერგვაზე მუშაობს -სიმონ ჯანაშიას შეფასება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მუშაობენ სკოლებში არჩევით საგნად რელიგიის ისტორიის სწავლების დანერგვაზე. „ბათუმელებს“ ამის შესახებ უწყებაში დაუდასტურეს. სამინისტროში მიაჩნიათ, რომ სკოლებში ამ საგნის სწავლება ძალადობის პრევენციას შეუწყობს ხელს. შეამცირებს თუ არა რელიგიის ისტორიის სწავლება ძალადობას მოზარდებში და რამდენად თანმიმდევრულია სამინისტროს პოლიტიკა ამ მიმართულებით? – საკითხს „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი, სიმონ ჯანაშია აფასებს. „ჩემთვის არ არის …

ენმ: აჭარის კონსტიტუცია კიდევ უფრო დასუსტდა

დღეს, 22 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აჭარის კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, ამ ცვლილებებით აჭარის კონსტიტუცია კიდევ უფრო დასუსტებულია, ცვლილებების განხილვა კი – ფორმალური. „რეალურად,  აჭარის უფლებამოსილებები დასუსტდა. კერძოდ, მანამდე მოქმედ აჭარის სტატუსის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ეწერა, რომ განათლება, სოფლის მეურნეობა, სპორტი, კულტურა, კულტურული მემკვიდრეობა – მიეკუთვნებოდა აჭარის გამგებლობას, ხოლო ახალი, უკვე …

ნაკლები შაქარი და მარილი – კვების რაციონი ბათუმის საბავშვო ბაღებშიც შეიცვალა

2018 წლიდან საბავშვო ბაღებში კვების რაციონი შეიცვალა. ცვლილებები შევიდა ბათუმის საბავშვო ბაღების მენიუშიც. ზოგიერთი მშობელი ცვლილებებს კრიტიკულად შეხვდა, ისინი უკმაყოფილებას სოციალურ ქსელებში გამოხატავდნენ.  რა შეიცვალა მენიუში კონკრეტულად და ვისი რეკომენდაციით? ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, მამაუკა შამილიშვილის თქმით, ახალი მენიუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შედგა. „ეს არის მთავრობის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული რაციონი.  შემცირდა …

165 აბონენტი ერთ მრიცხველზე – რას ითხოვენ „ოცნების ქალაქში“

ამ წუთებში ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ჩასახლებული ოჯახები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი დასახლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას და მრიცხველების დამონტაჟებას ითხოვენ. „ბათუმელები“ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ნუგზარ ფუტკარაძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ  მთელი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დატოვეს, რის გამოც მოსახლეობა იძულებული გახდა, ელექტროენერგია სახლებში კუსტარულად შეეყვანა. „ამ ტერიტორიაზე ეკომიგრანტებმა ჩასახლება ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყეს, თუმცა ხელისუფლებამ 2015 …

ვინ გეგმავს აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაყენებას – დაპირისპირება მაუწყებელში

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში უკვე ორი დღეა აგროვებენ ხელმოწერებს. ამ ორგანიზაციის თანამშრომლების ერთი ჯგუფი ითხოვს ხელფასების გაზრდას, სხვები ფიქრობენ, რომ აუცილებლად გადააყენებენ დირექტორს. არიან ისეთებიც, ვინც, ზოგადად, პოლიტიკის შეცვლას ითხოვს. ის, რაც აჭარის ტელევიზიაში ხდება, არის თუ არა გარედან მართული? რა ინფორმაციას ფლობს ორგანიზაციაში არსებულ ვითარებაზე ამ ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო? „ბათუმელების“ კითხვებს მაუწყებლის …

Exit mobile version