მთავარი,სიახლეები

სწავლა უნგრეთში

24.01.2018 • 2403
სწავლა უნგრეთში

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში 26 იანვარს განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები უნგრულ სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:

ბაკალავრიატი – 25, მაგისტრატურა – 25, დოქტორანტურა – 20, ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა – 5, სახელოვნებო მიმართულება (ყველა აკადემიური საფეხურისთვის)- 5 სტიპენდიატი.

პროგრამა ითვალისწინებს უნგრული ენის მოსამზადებელი კურსის დაფინანსებასაც იმ სტიპენდიატებისთვის, ვისაც უნგრულ ენაზე სურს სწავლის გაგრძელება.

პროგრამის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობებია: საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი/მათემატიკა;

ბიოლოგია/ფსიქოლოგია;

აგრარული მეცნიერებანი;

ინჟინერია და ტექნოლოგიები;

სოციალური მეცნიერებანი;

ჯანდაცვა;

სპორტის მეცნიერებანი;

ხელოვნება.

უნგრეთის მთავრობის სტიპენდია „Stipendium Hungaricum“ 2013 წელს დაარსდა უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამაში ამჟამად ოთხი კონტინენტის მასშტაბით 50-ზე მეტი გამგზავნი პარტნიორი ქვეყანაა ჩართული.

2017 წლის 6 თებერვალს ხელი მოეწერა 2017-2020 წლებისთვის ახალ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამას უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის მხარდასაჭერად.

პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები იქნებიან: უნგრეთის მხრიდან – ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან – სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი.

ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა წარმოებს სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე 2018 წლის 16 იანვარიდან 2018 წლის 16 თებერვალის ჩათვლით.

ელექტრონული განაცხადი სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე, ასევე და სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სტიპენდიატები 2018-2019 აკადემიურ წელს უფასოდ ისწავლიან უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტებსა და უმაღლეს სკოლებში).  დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას, საცხოვრებელი ფართობის ქირის ანაზღაურებასა და სამედიცინო დაზღვევას სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე.

საბოლოო გადაწყვეტილებას გრანტზე ნომინირებული აპლიკანტები გაეცნობიან 2018 წლის ივნისის ბოლოს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: