მთავარი,სიახლეები

სამაგისტრო პროგრამა საფრანგეთში სრული დაფინანსებით

24.01.2018
სამაგისტრო პროგრამა საფრანგეთში სრული დაფინანსებით

საფრანგეთში  სწავლის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ 2018-2019 წლის სასტიპენდიო პროგრამაში, რომელსაც საფრანგეთის მთავრობა და განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს.

„სამაგისტრო სტიპენდიები 2018-2019“ ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს საფრანგეთში მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას (ფრანგულ, ან ინგლისურენოვან პროგრამებზე).

პროგრამის დასრულების შემდგომ მოქალაქეები დაბრუნდებიან საქართველოში და იმუშავებენ საქართველოში სამი წლის განმავლობაში. პროგრამით მხარდაჭერილი პრიორიტეტული მიმართულებებია:

სოფლის მეურნეობა, განათლება, ინჟინერია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, არქიტექტურა, საჯარო მართვა, მენეჯმენტი და სამართალი. განცხადების გაკეთება აღნიშნულ პროგრამაზე იმ პირებს შეუძლიათ, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

საგრანტო პროგრამის კრიტერიუმებია: უნდა იყოთ დაინტერესებული სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით;

უნდა ფლობდეთ ბაკალავრის ხარისხს ან იმყოფებოდეთ დამამთავრებელ კურსზე;

უნდა იყოთ მაქსიმუმ 30 წლის ასაკის;

უნდა ფლობდეთ ფრანგულ ან ინგლისურ ენას.

კანდიდატებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2018 წლის 22 იანვრიდან 22  თებერვლის  ჩათვლით, ელექტრონული სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით. ეწვიეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: