მთავარი,სიახლეები

ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო სკოლა ბათუმში გაიხსნა

24.07.2017 • 1706
ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო სკოლა ბათუმში გაიხსნა

საზაფხულო სკოლა, სადაც სტუდენტებს სამართლის საკითხებზე ლექციებს წაუკითხავენ, დღეს, 24 ივლისს გაიხსნა. საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად, სკოლის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი. წელს საზაფხულო სკოლა ბათუმში მეათედ ტარდება.

საზაფხულო სკოლის მიზანია მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლება კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში. საზაფხულო სკოლისთვის კონკურსის შედეგად შეირჩა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის 27 საუკეთესო სტუდენტი. ლექციები უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

სკოლის მსმენელები ორი კვირის განმავლობაში მოისმენენ ლექციებს თემებზე: სასამართლო კონტროლის სხვადასხვა მოდელები, სისხლის სამართლის პროცესში მოქმედი კონსტიტუციური სტანდარტები და საერთაშორისო ნორმები, რელიგიის და გამოხატვის თავისუფლება.

საზაფხულო სკოლის ლექციებს უცხოელი ლექტორებიც გაუძღვებიან, მათ შორის: რიჩარდ ვოგლერი, სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი; ბრიჯიტ არიმონდი, ნორსვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი; ნატან სეილსი, სირაკუზის უნივერსიტეტის სამართლის კოლეჯის პროფესორი; ჯეიმს პ. კელი, ამერიკის სამართლისა და მართლმსაჯულების სოლიდარობის ცენტრის პრეზიდენტი.

კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო სკოლა 3 აგვისტოს დაიხურება. წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ საკონსტიტუციო სასამართლოში.

საზაფხულო სკოლა ხორციელდება USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“, ასევე, EU4Justice სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: