მთავარი,სიახლეები

აჭარაში ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაშია – 15 საათის მონაცემები

28.11.2018
აჭარაში ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაშია – 15 საათის მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 38.8%-ია, რაც რაოდენობრივად 1 363493 ამომრჩეველია.

აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობა 15 საათის მონაცემებით ასე გამოიყურება:

  • ბათუმში ხმა მისცა ამომრჩეველთა 38.1-მა პროცენტმა [54 766 ამომრჩეველი]
  • ქედაში – 47.6 %[7 477 ამომრჩეველი]
  • ქობულეთში –  42.3 % [28 824 ამომრჩეველი]
  • შუახევში –  42 % [6 360 ამომრჩეველი]
  • ხელვაჩაურში – 41.4 % [18 613 ამომრჩეველი]
  • ხულოში – 37.7 % [9 091 ამომრჩეველი]

ცესკოს  ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658-ია. აქედან, აჭარაში ხმას აძლევს 326 837 ამომრჩეველი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.