დასავლეთ საქართველოში შესაძლებელია მეწყრული პროცესების გააქტიურება – სააგენტო

გარემოს ეროვნული საანგეტოს ცნობით, დღეს, 17 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი,  შესაძლებელია ნისლი. „მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ინტერსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების …

„კეკო“, „ბაბუცა“ და კიდევ 4 პირი დააკავეს ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 6 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1991 წელს დაბადებული ზ.კ. (მეტსახელად „კეკო“), 1986 წელს დაბადებული ნ.მ. (მეტსახელად „მაჩიტა“), 1989 წელს დაბადებული გ.ა. და 1998 წელს დაბადებული ნ.თ. (მეტსახელად „ბაბუცა“). „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულები არიან: 2000 წელს დაბადებული ლ.ლ. და …

რუსეთი ავდიივკაში ფოსფორს იყენებს – უკრაინის მე-3 მოიერიშე ბრიგადა

რუსმა სამხედროებმა ავდიივკაში ფოსფორი გამოიყენეს – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების  მე-3 მოიერიშე ბრიგადის პრესოფიცერი ალექსანდრე ბოროდნი ავრცელებს. მისი თქმით, რუსეთმა დაიწყო ფოსფორის გამოყენება. „გაიზარდა KAB-ების გამოყენება. KAB-ები არტილერიაზე ბევრად უარესია. ეს არის 250-კილოგრამიანი და ნახევარტონიანი საჰაერო ბომბები“. მისი თქმით, რუსული მხარე ავდიივკასთან დღეში ისვრის 50 ან მეტ საჰაერო ბომბს და ეს ძალიან ბევრია ამ ადგილისთვის. …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 თებერვლის 21 საათიდან 17 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში – თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 7 – …

ბათუმში გაავდრდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 თებერვლის 21 საათიდან 16 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 6 – 11 გრადუსი სითბო ღამით: 1 …

10 საუკეთესო ფილმი სიყვარულზე

რომანტიკული ფილმების არაერთი სია არსებობს, ეს ჩამონათვალი კი ვებგვერდის – rottentomatoes მიერაა შედგენილი. სია საკმაოდ მრავალფეროვანია, აქ ნახავთ როგორც ძველ, ასევე, შედარებით ახალ ფილმებს. „ფილადელფიური ისტორია“ – ამერიკელი რეჟისორის, ჯორჯ კიუკორის 1940 წელს გადაღებული რომანტიკული კომედიაა მთავარ როლებში კერი გრანტითა და ქეთრინ ჰეფბერნით. ფილმს ორი „ოსკარი“ აქვს მიღებული. „წვიმაში მომღერალი“  – 1952 წელს გადაღებული მიუზიკლი მსახიობი წყვილის …

ესტონეთმა რუსეთთან შესაძლოა საზღვარი დაკეტოს

ესტონეთმა შესაძლოა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტოს რუსეთის ფედერაციიდან არალეგალური მიგრანტების შესვლის გამო. „ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთი შეგნებულად აგზავნის უცხოელების ჯგუფებს ესტონეთის საზღვარზე, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირში შესვლის კანონიერი უფლება“ – ნათქვამია ესტონეთის პოლიციის დეპარტამენტის პრესრელიზში, რომელიც დღეს, 14 თებერვალს გამოქვეყნდა. პრესრელიზში ნათქვამია, რომ თუ ასე გაგრძელდება, ესტონეთი დახურავს საბაჟო გამშვებ პუნქტებს ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის …

რა ხდება ავდიივკასთან – ბრძოლა გრძელდება

უკრაინაში, ქალაქ ავდიივკაში, 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ნაწილები უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფებით ჩაანაცვლეს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახური წერს 110-ე მექანიზებული ბრიგადის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსზე, ივან სეკაჩზე დაყრდნობით. „ჩვენ არ გვაქვს ქალაქის დაცვის საკმარისი შესაძლებლობა, მაგრამ მიმდინარეობს განახლება… 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის არსებობის თითქმის ორი წლის განმავლობაში პირველად, ზოგიერთი ჩვენი დანაყოფი სრულად …

რა ქუჩებზე გაითიშება გაზი ბათუმსა და ქობულეთში 14 თებერვალს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 14 თებერვალს ბათუმსა და ქობულეთში რამდენიმე ქუჩაზე გაზი გაითიშება. კერძოდ, ბათუმში გაზი გაითიშება: ზურაბ გორგილაძის 95 ნომერში, 12-დან 17 საათამდე; ზაქარია ფალიაშვილის N4-8-ში, 10 საათიდან 18 საათამდე; სოხუმის ქუჩის 5-21 ნომერში 10 საათიდან 18 საათამდე; დიდაჭარის 39 ნომერში, 12-დან 17 საათამდე; ქობულეთში გაზი გაითიშება: რუსთაველის ქუჩის 26 ნომრის მიმდებარედ, 13-დან 15 საათამდე; …

ავტოანქანის მავნე გამონაბოლქვი – ბათუმში 646 მძღოლი დააჯარიმეს

2023 წლის 4 სექტემბრიდან 2024 წლის 4 თებერვლის ჩათვლით საქართველოში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3533 პირი დააჯარიმეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ახორციელებს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 1614 ჯარიმა დაწერეს თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების/მფლობელების სახელზე; 769 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 646 …

სანამდე შენარჩუნდება თბილი ამინდი ბათუმში – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 თებერვლის 21 საათიდან 14 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 17 – 22 გრადუსი ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო ღამით: 1 – …

ექთნების 50%-ზე მეტი 50 წელს გადაცილებული ან საპენსიო ასაკისაა – საქართველო

საქართველოში ექთნების 50%-ზე მეტი 50 წელს გადაცილებული ან საპენსიო ასაკისაა. „საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული ექთნების 37.5 პროცენტი 50 წელს გადაცილებულია, რაც ნიშნავს, რომ ისინი საპენსიო ასაკს უახლოვდებიან და მოხდება მათი სამუშაო ძალის ბაზრიდან გადინება; 2021 წლის მონაცემებით, ექთნების აქტიური 15.2 პროცენტი საპენსიო ასაკისაა, ხოლო ამავე პერიოდში [ამ პროფესიაში] ახალი კურსდამთავრებულების მაჩვენებელი 2.6 პროცენტია“, – ამის …

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში | 11 თებერვლის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 395 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +930] ტანკი – 6 406 ერთეული [+12] ჯავშანტექნიკა – 11 956 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 9 475 ერთეული [+16] MLRS – 981 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

ბათუმში 22 გრადუსამდე დათბება – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 თებერვლის 21 საათიდან 12 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 17 – 22 გრადუსი ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო ღამით: 2 გრადუსი ყინვა …

ზელენსკიმ ზალუჟნის უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა და “ოქროს ვარსკვლავის” ორდენი გადასცა უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის. დაჯილდოების ცერემონიას ვალერი ზალუჟნი მეუღლესთან, ელენასთან ერთად დაესწრო. დაჯილდოების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ ყოფილმა მთავარსარდალმა და ზელენსკიმ ორჯერ ჩამოართვეს ხელი და ორჯერ ჩაეხუტნენ ერთმანეთს. ზელენსკიმ ასევე დააჯილდოვა უკრაინის …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 თებერვლის 21 საათიდან 10 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: 0 – …

ჩემი შვილი ადაპტირებული ტაქსით მიჰყავთ სკოლაში და მოჰყავთ სახლში – ემიგრანტი საფრანგეთიდან

მარიამ ადონია ახლა 14 წლისაა. დაბადებიდან ცერებრალური დამბლა აქვს – მუცლადყოფნიდანვე ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული. მარიამის დედა, ხათუნა გვალია ამბობს, რომ ექიმებმა საქართველოში ვერ შენიშნეს ნაყოფის ჰიპოქსია (ჟანგბადის ნაკლებობა) და არც შესაბამისი მკურნალობა დანიშვნია ორსულობისას: „როცა საფრანგეთში ჩამოვედით, ექიმებმა გამოიკვლიეს მარიამის მდგომარეობა და დადგინდა, რომ მისი ცერებრალური დამბლა ამით იყო გამოწვეული. დროზე რომ შეენიშნათ ეს პრობლემა …

მატარებლით მგზავრობა ხვალ დილიდან განახლდება – რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, ხვალ, 8 თებერვალს, დასავლეთ საქართველოში დილიდან განახლდება სამგზავრო მიმოსვლა მატარებლით. რკინიგზა აცხადებს, რომ ლიანდაგები სრულად გაწმენდილია მეწყრისგან. აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო რეისები საქართველოში 6 თებერვალს შეჩერდა. რკინიგზის განცხადებით, მიზეზი სტიქია და უამინდობა იყო. რკინიგზის ცნობით, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

ბათუმში დაიღუპა ქალი, რომელსაც დღეს ტროტუარზე მანქანა დაეჯახა

კლინიკაში დაიღუპა ქალი, რომელსაც დღეს, 7 თებერვალს, ავტომანქანა დაეჯახა. 47 წლის ქალი ტროტუარზე იდგა, როდესაც მას მანქანამ დაარტყა. შემთხვევა ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. ქალთან ერთად ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, კაცი, რომელიც ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის …

ბათუმში 20 გრადუსამდე დათბება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 თებერვლიდან აჭარაში გამოიდარებს, ბათუმში 17 გრადუსამდე დათბება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 12 – 17 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო ღამით: 2 – 7 გრადუსი ყინვა გარემოს ეროვნული სააგენტოს …

90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია სახლიდან მეწყრის საფრთხის გამო – აჭარის მთავრობა

6 თებერვალს აჭარაში განვითარებულ სტიქიას – ძლიერ წვიმასა და თოვას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დამეწყრილია სოფლები. მაღალმთიან აჭარაში მეწყერი ჩამოწვა, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალურ საავტომობილო გზებზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სტიქიის გამო 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. „მეწყრული პროცესები განვითარდა არაერთ მონაკვეთზე. საქმე გვაქვს მასშტაბურ სტიქიასთან და ყველაფერი კეთდება მოსახლეობის დასახმარებლად. …

ბათუმი-თბილისის მატარებელი უკან დაბრუნდება – გზაზე მეწყერი ჩამოწვა

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში მეწყერი ჩამოწვა. რკინიგზა აცხადებს, რომ რეისზე არსებული მატარებლები დღეს ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად: ზუგდიდი-თბილისის, ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთის რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში. რკინიგზის ცნობით, აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე და მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე.

დოლოგანი-ხულოს გზის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური ნალექის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ22-კმ80 (დოლოგანი-ხულო) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფეისბუქზე წერს, რომ მობილიზებულია დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი დამეწყრილი გზების გასაწმენდად. უხვი ნალექის, წვიმისა და თოვლის შედეგად დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები …

ხარკოვში 2 თვის ბავშვი დაიღუპა რუსეთის აგრესიის შედეგად

უკრაინული მედიის ცნობით, მაშველებმა უკრაინაში, ხარკოვის ოლქის სოფელ ზოლოჩოვში მდებარე სასტუმროს ნანგრევებიდან 2 თვის ბავშვის ცხედარი ამოიღეს. ჩვილი რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაიღუპა. სოფელს რუსულმა ძალებმა წუხელ ორი S-300 რაკეტით შეუტიეს. „მორიგი ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სამსართულიანი სასტუმროს ნანგრევებიდან მაშველებმა 2 თვის ბიჭის ცხედარი ამოიღეს, რომელიც 2023 წლის 4 დეკემბერს დაიბადა. სამი ქალი, 21, 28 …

ორბის მშენებლობა საფრთხეს უქმნის ბახმაროს – ურბანული განვითარების ინსტიტუტი

ორგანიზაცია ურბანული განვითარების ინსტიტუტი ეხმაურება ბახმაროში კომპანია „ორბის“ მასშტაბური კომპლექსის პროექტს და აცხადებს, რომ ეს პროექტი წინააღმდეგობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. „მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, შეზღუდავს დეველოპერის ინტერესს და მეორე მხრივ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბახმაროს მდგრადი განვითარებისთვის. წარმოდგენილი კომპლექსი გაანადგურებს გარემოს ავთენტურობას, რომელსაც მოჰყვება საერთაშორისო ტურისტების ინტერესის ნაკლებობა, რაც გამოიწვევს ბახმაროს და მუნიციპალიტეტის …

საბრძოლო მასალის ნაკლებობა აიძულებს უკრაინას აირჩიოს, რომელი ტერიტორია დაიცვას – ISW

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის – ISW-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საბრძოლო მასალის ნაკლებობამ შეიძლება აიძულოს უკრაინის არმია მიიღოს რთული გადაწყვეტილებები ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებთან დაკავშირებით – უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოუწევს აირჩიოს, რომელ ტერიტორიაზე მარცხი იქნება ყველაზე ნაკლებ დამანგრეველი. ამის შესახებ ISW-ის რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაშია აღნიშნული. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საარტილერიო საბრძოლო მასალის ნაკლებობა და …

დნეპრის მარცხენა სანაპიროზე 70 ათასზე მეტი რუსი ოკუპანტია – გუმენიუკი

ამჟამად 70 ათასზე მეტი რუსი ოკუპანტი და ასობით ტექნიკაა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე [ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები] – ამის შესახებ უკრაინის სამხრეთ თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა უკრაინულ მედიასთან.  გუმენიუკის თქმით, რუსეთის ყველა სამხედრო ნაწილი და აღჭურვილობა არ არის განთავსებული პირდაპირ ფრონტის ხაზზე, არამედ უფრო ღრმა, უკანა უბნებში, როგორც დამატებითი რესურსი. გუმენიუკმა …

ყირიმზე მინიმუმ 3 რუსული თვითმფრინავი დავაზიანეთ – უკრაინის საჰაერო თავდაცვა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ბელბეკის აეროდრომზე, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების თავდასხმის შედეგად დაზიანდა სულ მცირე სამი თვითმფრინავი – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა. „ამის საუკეთესო დადასტურება, რა თქმა უნდა, არის სატელიტური სურათები, რომლებიც უკვე არის ინტერნეტში და სადაც შეგიძლიათ ნახოთ“ – თქვა იგნატმა. მანამდე უკრაინის თავდაცვის ძალების საკოორდინაციო პრესცენტრის …

ოცნების ქალაქში მცხოვრები 13 წლის გიორგის ოპერაციისთვის დედა დახმარებას ითხოვს

ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები მოზარდის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. თითქმის ერთი თვეა 13 წლის გიორგის დედა, მარინა ბერიძე ცდილობს შვილს საქართველოს კლინიკებში უმკურნალოს. თუმცა, მისივე თქმით, მოზარდის მდგომარეობა უკეთესისკენ არ იცვლება, ახლა მოზარდს რთული ოპერაცია სჭირდება. სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, 13 წლის გიორგის დიაგნოზი ახლა პნევმონია და პიოთორაქსია – ჩირქის დაგროვება პლევრულ ღრუში. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 თებერვლის 21 საათიდან 3 თებერვლის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 7 – 12 გრადუსი ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: …

რკინიგზა ახალ რეისებს ამატებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე

მგზავრების გაზრდილი ნაკადის გამო საქართველოს რკინიგზა თებერვალში, ყოველ პარასკევს, შაბათს, კვირასა და ორშაბათს, ასევე 1-ელი მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით ყოველდღიურად, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. დამატებითი რეისების განრიგი ასე გამოიყურება:  

გურიაში დააკავეს კაცი, რომელმაც ცოლს სცემა – ქალი კლინიკაშია

გურიაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კაცმა ცოლს მუცელში ფეხი ჩაარტყა, ქალი დაზიანებით ბათუმში, კლინიკაშია გადმოყვანილი. შს სამინისტროში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ კაცი დაკავებულია ოჯახში ძალადობის ბრალდებით – 126-ე მუხლის პირველი პრიმა – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.

ამბავი თურქეთ-საქართველოს „საზღვრის დამრღვევ“ ძროხებზე – რას ჰყვებიან კირნათში

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი ___________________ „იქით რომ სახლებს ხედავ, უკვე თურქეთია“- 70 წლის ავნი ცინცაძე თურქეთის მიმართულებით, საზღვრად ქცეულ ჭოროხს თითით გვიხაზავს. ავნი ცინცაძეს სოფელ კირნათში შევხვდით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ეს საზღვრისპირა სოფელი გასულ კვირებში თურქული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მიზეზი საქონელია, რომელმაც საქართველო-თურქეთის საზღვარი გადმოკვეთა და თურქეთის სოფელ მურათლიდან საქართველოს სოფელ კირნათში ჩამოვიდა. კირნათში ამბობენ, რომ …

ტალახი და გუბეები მესხის ქუჩასთან მდებარე პარკში | ფოტოამბავი

ბათუმში, სერგი მესხის #35-თან მდებარე პარკის ფოტოები „ბათუმელებს“ მკითხველმა მოაწოდა. მოქალაქის თქმით, პარკი წლებია ამ მდგომარეობაში, ატრაქციონები დაზიანებულია, ტერიტორიაზე ტალახი და წყლის გუბეებია და ბავშვების გართობას ვერ ახერხებენ. „მივმართეთ მერიას, მაგრამ არ გვაქცევენ ყურადღებას“ – ამბობს მოქალაქე.

207 უკრაინელი მებრძოლი ტყვეობიდან დაბრუნდა, მათ შორის არიან მარიუპოლის მცველები

31 იანვარს, სამხედრო ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინაში 207 უკრაინელი მებრძოლი დაბრუნდა – უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული პოლიციის ჯარისკაცები. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს ტელეგრამზე. „ჩვენები სახლში არიან. გვახსოვს ყველას შესახებ… ყველა უნდა დავაბრუნოთ. ვმუშაობთ ამაზე…“ – წერს ზელენსკი. უკრაინული მედიის ცნობით, დაბრუნებული 207 ჯარისკაციდან 180 რიგითია, …

რუსეთში არმიის შესახებ „ფეიკის“ გავრცელება ქონების ჩამორთმევით დაისჯება

2024 წლის 31 იანვარს რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით, ერთხმად დაუჭირა მხარი კანონში ცვლილებას, ქონების კონფისკაციით დაისაჯოს პირი, რომელიც რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. „ფეიკს“, ყალბ ინფორმაციას გაავრცელებს და, ასევე, ისეთი მოწოდებებისთვის, რომელიც „სახელმწიფოს უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს“. დოკუმენტი 22 იანვარს შეიტანა დუმაში დეპუტატთა ჯგუფმა პარლამენტის პალატის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ხელმძღვანელობით. ვოლოდინმა თქვა, რომ ეს არის დოკუმენტი …

Exit mobile version