მთავარი,სიახლეები

ნაგავსაყრელად ქცეული ადგილი ბათუმში [ფოტო]

26.12.2018
ნაგავსაყრელად ქცეული ადგილი ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, იუსტიციის სახლისა და ფიროსმანის ქუჩას შორის მდებარე თავისუფალ ტერიტორიაზე, რამდენიმე ადგილას, ისევ სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგავი ყრია. ფოტოები 25 დეკემბერსაა გადაღებული. ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში გვითხრეს, რომ ეს ადგილი სახელმწიფო საკუთრებაა და აღნიშნულ ტერიტორიას დაასუფთავებენ.

ქალაქში სისუფთავის მონიტორინგზე „სანდასუფთავების“ მონიტორინგისa და ზედამხედველობის სამსახური მუშაობს. „სანდასუფთავებაში“ ასევე გვითხრეს, რომ ამ ტერიტორიაზე ნაგვის დაყრისთვის წელს არავინ დაუჯარიმებიათ. მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებს მოქალაქის თუ კომპანიის დაჯარიმება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ თავად შეესწრებიან ან ორი მოწმე დაადასტურებს დანაგვიანების ფაქტს და პიროვნების ვინაობას, ან კიდევ არსებობს ფაქტის დამადასტურებელი კამერის ჩანაწერი.

დანაგვიანებული ტერიტორია. ფოტო: როინ გუნდაძე

დანაგვიანებული ტერიტორია. ფოტო: როინ გუნდაძე

დანაგვიანებული ტერიტორია. ფოტო: როინ გუნდაძე

დანაგვიანებული ტერიტორია. ფოტო: როინ გუნდაძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: