27 დეკემბერს, 17 საათზე, ბათუმში, წიგნის მაღაზიათა ქსელი „სანტა ესპერანსას“ ახალი მაღაზია ლევან ბერძენიშვილის ახალი თარგმანის პრეზენტაციითა და მხატვარ ლევან ხარანაულის პერსონალური გამოფენით გაიხსნება.
ლევან ბერძენიშვილი პირველად ბათუმში წარადგენს ესქილეს „ორესტეას“ თარგმანს, ხოლო ლევან ხარანაულის გამოფენის დამთვალიერებლებს მისი ნახატებისა და ილუსტრირებული წიგნის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ, ხოლო პირველი 50 მყიდველი დასაჩუქრდება.
წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსა“ ბათუმში კონსტანტინე გამსახურდიასა და კოსტავას ქუჩების კვეთაში [გამსახურდიას 17/19 – კოსტავას 34] გაიხსნება.
აქამდე „სანტა ესპერანსას“ კუთხე ბათუმში „ლიტერატურულ კაფეში“ მდებარეობდა.