Ivanishvili-Affiliated Speaker Calls U.S. Vice President JD Vance a “Deep State” Representative

Zaza Shatirishvili, a speaker affiliated with Bidzina Ivanishvili — a Russia-enriched oligarch and Georgia’s strongman — is calling U.S. Vice President J.D. Vance a representative of the “deep state.” His letter was disseminated by the Georgian Dream propaganda mouthpiece  Imedi TV. The statement issued under Shatirishvili’s name is built entirely around conspiracy theory rhetoric. In …

„ოცნების“ კანდიდატის სოფელი, სადაც მეზობლებს ლაპარაკს უკრძალავენ – „რამით უკმაყოფილო ვინ არის?“ | ვიდეო

„წინა არჩევნებზეც გვპირდებოდნენ წყალს, მაგრამ დაპირება არც ერთხელ არ შესრულდა,“ – ამბობს მარინა სურმანიძე და ჭახრაკის თვალს ატრიალებს. ის ქობულეთში, ქვედა კვირიკეში ცხოვრობს. ამ სოფელში სასმელ წყალს ქალაქიდან ან წყაროდან ეზიდებიან. ონკანში კი წყალი, რომელიც სასმელად არ ვარგა, დღეში მხოლოდ 1-2 საათით მოედინება. მარინა სურმანიძე გვიყვება, ნახევარი საათია საჭირო, ერთი ბოთლი რომ გავავსო ჭახრაკზე, შინ …

„ქალი რომ გაიაზრებს, ისე კაცი ვერ გაიაზრებს“ – რას ფიქრობენ მაჭახლის ხეობაში ქალების პოლიტიკაში ჩართვაზე

„ქალები უფრო სუფთები არიან, მამაკაცები კი კორუფციისკენ არიან მიდრეკილები,“ „ქალები უნდა იყვნენ პოლიტიკაში“, „ქალი უფრო შორსმჭვრეტელია“, „ქალები უფრო წინდახედულები არიან, მეტად ფიქრობენ“, „გლეხებს რომ მოუსმენენ, გლეხი ქალებისთვის რომ იფიქრებენ, ისეთი ქალები მინდა იყვნენ პოლიტიკაში“, „ქალებმა რომ პარტია ჩამოაყალიბონ სოფელს ააშენებენ“, – ეს მაჭახლის ხეობის მცხოვრებთა მოსაზრებებია. „ბათუმელებმა“ მათ ჰკითხა, რას ფიქრობდნენ ქალების პოლიტიკაში ჩართვაზე, მით …

ქალი 30 სული პირუტყვით მთაში – „გაყინვა მელის, არ მაქვს ბოსელი და არც სახლი“ | ვიდეო

„სიღარიბეში გავიზარდე და ვიცი, რომ ძალიან ძნელია სიღარიბე. როცა ბავშვები კანფეტს ჭამდნენ და ქაღალდს აგდებდნენ, ავიღებდი და ვყნოსავდი, რა კაი სუნი აქვს-მეთქი. ამის თავიდან აცილება მინდოდა. არ მინდოდა, რომ უბრალოდ მეარსება. მეც მინდოდა მქონოდა ის კანფეტი. სწორედ ამისთვის ვიბრძვი. ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს ყველაფერი მეთქვა. უბრალოდ, სხვა გზა არ მაქვს. წელს მე აქ …

თუ ბიძინა დარჩა, ჩვენ გასაქანი არ გვექნება – მემთეურები ქართულ პოლიტიკაზე

„კარგ საქმეს აკეთებთ ჟურნალისტები, ჟურნალისტები მართალს ლაპარაკობენ,“ – დაგვიძახა ნათელა ლომინაძემ. მას საკუთარი ეზოდან შეუნიშნავს, მეზობლებთან რომ ჟურნალისტები გამოჩნდნენ. ნათელა ლომინაძე მემთეურია. „ბათუმელები“ გომის მთის მემთეურებს ესაუბრა პრობლემებზე, იმაზე, თუ რატომ იცლება მთა მემთეურებისგან, რატომ იზრდება ქვეყნიდან წამსვლელთა რაოდენობა? მემთეურები ამბობენ, რომ ყველანი არჩევნებზე უნდა წავიდეთ. მათ არ გასჭირვებიათ იმის ამოცნობა, თუ რაში დასჭირდა „ქართულ …

„ქოცაქტივი თუ შეგხვდებათ გეტყვით, რომ კმაყოფილია“ – რას ჰპირდებოდნენ მარადიდს და რა შეუსრულეს

„ცხელ-ცხელი კომენტარები მოდიოდა, ეს ტროლები თუ ვიღაცები არიან დაქირავებული… მე, მარადიდელი კაცი, ჩემს გულისტკივილზე ვსაუბრობდი,“ – წინა ინტერვიუს იხსენებს „ბათუმელებთან“ მარადიდში მცხოვრები ხუსეინ დიდმანიძე და იმ თავდასხმებს, რაც სოციალურ ქსელებში წაიკითხა თავის ვიდეო კომენტარზე. „ბათუმელებმა“ ხელვაჩაურის სოფელ მარადიდის პრობლემებზე რეპორტაჟი 2024 წლის 20 ივლისს გამოაქვეყნა. ამჯერად დავინტერესდით: რა შეიცვალა სოფელში პრობლემების მედიაში გაშუქების შემდეგ? რა …

„თუ არჩევნების შანსი გავუშვით ხელიდან, ისევ რუსეთში ვიქნებით“ – რას ამბობენ სოფელ ჩხუტუნეთში | ვიდეო

„თუ ევროკავშირს დავკარგავთ, თუ აგენტების კანონი სავალალო შედეგს მოიტანს, ჩვენ მეამბოხე ხალხი ვართ და ვფიქრობთ არ შევეგუებით ამ რეალობას“, – ამბობენ სოფელ ზედა ჩხუტუნეთის მცხოვრები. „ბათუმელები“ მოსახლეობას მოახლოებულ არჩევნებსა და ქვეყნის საგარეო კურსზე ესაუბრა. „რომ გაიძახიან „ომი, ომი“, ვინ აწარმოებს ომს? ისევ რუსეთი აწარმოებს ხომ? არ აწარმოოს და თავისთავად არ იქნება ომი. იძახონ ახლა, „გადაგარჩინეთ, …

371 000 ლარი დაიხარჯა ბორნისთვის სენაკში, რომლის მისადგომი ისევ გასაკეთებელია | ვიდეო

სენაკში, მდინარე რიონის პირას მდებარე ორ სოფელს – სირიაჩქონსა და ზემო ჭალადიდს შორის, ბორნის და საბორნე მისადგომის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 371 100 ლარზე მეტი დაიხარჯა. იმედგაცრუებულია ბორნით მოსარგებლე სოფლების მოსახლეობა, რომლებიც სამდინარო ტრანსპორტის რეაბილიტაციას ელოდნენ და ეგონათ, რომ მათი მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრებოდა. ბორანი ნაპირთან კი მიდის, მაგრამ რადგან მდინარე რიონის წყლის დონე ხან მაღლა იწევს, …

ცხოვრებით და ხელფასით კმაყოფილი მერიის თანამშრომლები და დაცლილი სოფლები შუახევში

შუახევში მისასვლელად არც ისე კომფორტული გზის გავლა გიწევთ, დაბაში შესვლა კი დილის 10 საათამდე უნდა მოასწროთ, რადგან შემდეგ გზა იკეტება შუადღემდე. გზის გარკვეულ მონაკვეთზე კლდე იშლება და ქვათაცვენის გამო, გადაადგილება შეზღუდულია. ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა საცხოვრებელი სახლებიც. მტვრიანი და მოუწესრიგებელია ქუჩების გარკვეული ნაწილი. განსაახლებელია ინფრასტრუქტურა. ერთადერთი გასართობი ადგილი დაბის ცენტრში, სპორტული მოედანია, სადაც ათეულობით ადამიანს მოუყრია …

„მე ვამბობ, რომ უნდა შემოწმდეს მოსამართლე“ – 92 წლის კაცი შუახევის დაცლილი სოფლიდან

„ოცნებამ შეიძლება რუსული კანონის მიღება მოიწადინა, მაგრამ ხალხმა არ ქნა,“- პოლიტიკურ პროცესზე თავის დაკვირვებას გვიზიარებს 92 წლის თეიმურაზ აბაშიძე, რომელსაც შუახევში, სოფელ ქიძინიძეებში შევხდით. სოფელ ქიძინიძეებში სახლების დიდი ნაწილი დაცარიელებულია. მოხუცს გამოკეტილი სახლების მწკრივის ჩაყოლებაზე შევხვდით – საკუთარი სახლის კიბის საფეხურზე მზეს ეფიცხებოდა. თეიმურაზ აბაშიძე, რომელიც ყოფილი მასწავლებელია და 40 წელი მუშაობდა სკოლაში, მიიჩნევს, რომ …

ჩინეთი აფხაზეთში დევნილების დაბრუნებას მხარს არ უჭერს – ახალი სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკა

2008 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, საქართველოს ახალ სტრატეგიულ პარტნიორს, ჩინეთს, რომელიც თავის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი და ახლო სტრატეგიული პარტნიორია რუსეთისთვის, მხარი არასდროს დაუჭერია გაეროში საქართველოს მიერ შეტანილი რეზოლუციისთვის – „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. მეტიც, 2022 წლის 8 ივნისს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე თვის თავზე, ჩინეთმა პირველად და ერთადერთხელ მისცა ხმა რეზოლუციის კენჭისყრაზე …

სხვაგან სასახლეც რომ მომცენ, არ მინდა მე სოფლის გარეშე – ქალი დამეწყრილი სოფლიდან

„ახალგაზრდებს და შვილიშვილებს აქ ვერ დავტოვებ, ვერ ჩავხოცავ აქ…“ – ამბობს ნაზი გელაძე, დამეწყრილ სოფელ გელაძეებში მცხოვრები. იქვე ამატებს, რომ საფრთხის მიუხედავად თავად სოფლიდან ვერ წავა. ნაზი სოფელ გელაძეებიდანაა. გელაძეებში დაიბადა, ამავე სოფელში დაქორწინდა და მისთვის მშობლიური გარემოს დატოვება წარმოუდგენელია. მთელი მისი ცხოვრება იმ მიწასთანაა დაკავშირებული, რომელ მიწაზეც სარჩო-საბადებელი მოჰყავს და რომელზეც მისი წინაპრები განისვენებენ. …

როცა მეწყერი შიშის ზარს გვცემს – გარესამყაროს მოწყვეტილ ხულოს სოფელში დახმარებას ითხოვენ

„10 დღის წინ რიჟვაძესთან [აჭარის მტავრობის თავმჯდომარე] განცხადება შევიტანეთ, პასუხი მივიღე, განიხილოს ხულოს მუნიციპალიტეტმაო. როდის უნდა განიხილონ, რომ მოვემწყრევი, მერე? იმის მერე დახმარება რაღათ მინდა, თუ ამომიყვანეს მიწიდან და ქვიდან?“ – კითხულობს მარინა გელაძე, მას სოფელ გელაძეების გზაზე შევხდით, მარინას სიტყვებით რომ ვთქვათ – გზა ბაწარზე. ხულოს ცენტრალური გზიდან სოფელ გელაძეებამდე მისვლა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი, …

„რომც დაგვხვრიტონ, არ შემოვუშვებთ“ – ახალშენი კარიერზე ქვის მოპოვების წინააღმდეგ

„არაფერი არ გვინდა მათი, არაფერი, ოღონდ აფეთქებები არ იყოს, ოღონდ კარიერის ამოღება შეწყვიტონ“, – ამ უპირობო მოთხოვნას სოფელ ახალშენის მოსახლეობა მთავრობას უყენებს. ამბობენ, რომ არ დათმობენ: „თუნდაც დაგვიჭირონ, დაგვხვრიტონ, ჩაგვცხრილონ, არ დავთმობთ“. ბათუმთან ახლოს მდებარე სოფელ ახალშენში კარგად იციან, რომ კომპანიები, რომლებსაც დიდი ფული და, შესაბამისად, დიდი ძალაც აქვთ, „იოლად არ დათმობენ მილიონების კეთების შესაძლებლობას“. …

„ხომ დავკრეფდი, ფასი რომ ჰქონოდა?“ – რატომ ჩავარდა მანდარინის სეზონი აჭარაში

„რა აზრი ჰქონდა, სად დალპებოდა? ხომ დავკრეფდი, ფასი რომ ჰქონოდა?“ – კითხულობს რომან ნოღაიდელი, მეციტრუსე ქობულეთიდან და უკვე დათოვლილი, დაუკრეფავი მანდარინის ხეების მწკრივებს მიუყვება. რომან ნოღაიდელი ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში ცხოვრობს. მას მანდარინის ჩავარდნილი სეზონის შესახებ ვესაუბრეთ. მანდარინის მოსავლის დიდი ნაწილი აჭარაში ისევ გასაყიდია. მანდარინის დაკრეფისა და რეალიზების საუკეთესო დრო ნოემბერ-დეკემბერია. ქობულეთში, თითქმის ყველა მეორე სახლის …

Exit mobile version