ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში დღეს, 23 თებერვალს, მიკროავტობუსი მდინარეში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. მთავარი ფოტო: სქრინი „ლეღვას“ ფეისბუქგვერდიდან
Tag Archives: შსს
ბათუმში ოჯახში ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული კ.ა., ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1975 წელს დაბადებულ ხ.გ.-ს და არასრულწლოვან …
Continue reading “ბათუმში ოჯახში ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა”
ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის ფაქტზე ბათუმში ერთი პირი დააკავეს
შსს ინფორმაციით, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული კ.ჟ. ბათუმში დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობაში ედება. „სამართალდამცველების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, კ.ჟ. ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული …
Continue reading “ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის ფაქტზე ბათუმში ერთი პირი დააკავეს”
შსს: საჩხერეში 17 წლის ბიჭმა მამა თოფით მოკლა და ცხედარი გადამალა
პოლიციამ 2002 წელს დაბადებული ჯ.კ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის …
Continue reading “შსს: საჩხერეში 17 წლის ბიჭმა მამა თოფით მოკლა და ცხედარი გადამალა”
ბათუმში კაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს
ბათუმში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, დღეს, 21 თებერვალს, შუახნის მამაკაცს ყელის არეში მიაყენა ჭრილობა – ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა მშენებარე ობიექტზე მოხდა და მას წინ შელაპარაკება უძღოდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მისი …
Continue reading “ბათუმში კაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს”
შს მინისტრმა ბინები გადასცა პოლიციელებს, რომლებიც ბათუმში დაჭრეს
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამი პოლიციელის ოჯახს ბათუმში ბინები გადაეცა. მათ შორის არიან გასული წლის 18 დეკემბერს ბათუმში დაჭრილი პოლიციელი, რომელსაც ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობა ყელის არეში და მისი მეწყვილე. პოლიციელებს ბინები დღეს, 21 თებერვალს გადასცეს ვახტანგ გომელაურმა, გიორგი გახარიამ და თორნიკე რიჟვაძემ. „დღეს შევიკრიბეთ, რათა გამოვხატოთ პატივისცემა, მადლიერება, მხარდაჭერა ჩვენი პოლიციელების მიმართ, მათი ოჯახების მიმართ. …
Continue reading “შს მინისტრმა ბინები გადასცა პოლიციელებს, რომლებიც ბათუმში დაჭრეს”
ქობულეთში ავტოკატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავტოკატასტროფის შედეგად 20 თებერვალს 1 ადამიანი დაიღუპა. ავარია სოფელ ბობოყვათთან მოხდა, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს 60 წლამდე კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა და ერთი – დაშავებული, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიაში ბიძა და ძმისშვილი მოყვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის …
Continue reading “ქობულეთში ავტოკატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა”
სარფში ერთი პირი დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებზე დააკავეს
შსს ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ი.ჯ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფში“ დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, 1702 აბი და 2 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, „პრეგაბალინის“ შემცველი ფსიქოტროპული საშუალება „ლირიკის“ …
Continue reading “სარფში ერთი პირი დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებზე დააკავეს”
რატომ გაიზარდა ნარკოტიკის მოხმარების სტატისტიკა?
ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების სტატისტიკა გასულ წელს გაიზარდა. შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წელს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ქვეყნის მასშტაბით 10 518 პირი გადაიყვანეს და აქედან 6725 შემთხვევაში ნარკომოხმარება დადასტურდა. აჭარაში 699 შემოწმებული პირიდან 360-ს დაუდასტურეს ნარკოტიკის მოხმარება. 2018 წელს 8625 შემოწმებული პირიდან 4961 ადამიანს დაუდგინეს ნარკოტიკის მოხმარება. ნარკოშემოწმებაზე გადაყვანილი პირების და დადასტურებული შემთხვევების …
Continue reading “რატომ გაიზარდა ნარკოტიკის მოხმარების სტატისტიკა?”
დააკავეს კაცი, რომელიც ცოლს შვილის თანდასწრებით ნაჯახით ემუქრებოდა
შს სამინისტროს ცნობით, სამცხე-ჯავახეთში 1976 წელს დაბადებული ჯ.გ. ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვან შვილს – 2009 წელს დაბადებულ ს.გ.-სა და მეუღლეს – 1987 წელს დაბადებულ ლ.მ.-ს, არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჯ.გ., არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს ცეცხლსასროლი …
Continue reading “დააკავეს კაცი, რომელიც ცოლს შვილის თანდასწრებით ნაჯახით ემუქრებოდა”
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, მათ შორის ბათუმსა და ქობულეთში
თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ქობულეთში 6 პირი დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით. დაკავების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, ექვსივე ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს. გამოძიების ვერსიით, დაკავებულებმა, მათ შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრებსა და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, ნიკოლოზ ფურცხვანიძეს – მეტსახელად „ბურდღუნიჩას“ მიმართეს. „ქურდული სამყაროს“ წევრებს …
უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანები საქართველოდან
2019 წელს საქართველოში სულ 195 ადამიანი დაიკარგა, აქედან 123 იპოვეს, იძებნება – 62 ადამიანი, გარდაცვლილი იპოვეს – 10. სტატისტიკურ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წინა წლებში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებიდან ისევ ეძებენ 1000 ადამიანს. წინა წლებში გაუჩინარებულებიდან 69 ადამიანი უპოვიათ სამართალდამცველებს. ყველაზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ 2019 წელს თბილისში დაიკარგა – 59, აჭარაში – …
Continue reading “უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანები საქართველოდან”
რამდენი ქართველი დააბრუნეს ევროპის ქვეყნების თავშესაფრებიდან უკან
გასულ წელს ევროპის ქვეყნებიდან 3 192 საქართველოს მოქალაქე დააბრუნეს უკან რეადმისიის ფარგლებში. ყველაზე მეტი მოქალაქე – 1479 გერმანიიდან დაბრუნდა. რეადმისიის პროგრამაში მოქალაქეები მაშინ ერთვებიან, როცა ევროპის ამა თუ იმ ქვეყანაში თავშესაფარს ითხოვ, უარს გეუბნებიან და სახელმწიფო სპეციალური პროგრამის ფარგლებში უკან გაბრუნებს. გერმანიის შემდეგ ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე საფრანგეთიდან დაბრუნდა – 649, ჰოლანდია – 256, ავსტრია …
Continue reading “რამდენი ქართველი დააბრუნეს ევროპის ქვეყნების თავშესაფრებიდან უკან “
ავარია ბათუმში – დაშავებულია 5 ადამიანი
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ანგისის დასახლებაში, დღეს, 3 თებერვალს, ავარია მოხდა. ავტოავარიის შედეგად დაშავებულია 5 ადამიანი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 4 მათგანი საქართველოს მოქალაქეა, ერთი კი – თურქეთის. დაშავებულები სამედიცინო დახმარების სამსახურმა ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. როგორც „ბათუმელებს“ კლინიკაში უთხრეს, მათი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, ერთს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობა, მიმდინარეობს პაციენტებზე დაკვირვება.
ბათუმში ავარიის შედეგად ქვეითი დაიღუპა, მას „სანდასუფთავების“ მანქანა დაეჯახა
დღეს, 3 თებერვალს, ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, ავტოავარიის შედეგად ქვეითი დაიღუპა, მას შპს „სანდასუფთავების“ მანქანა დაეჯახა. კობალაძის ქუჩაზე ავარიის შედეგად დაღუპულია ქალი – ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. აქვე გვითხრეს, რომ გამოძიება 276 მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. თავდაპირველად „ბათუმელებმა“ გაავრცელა ინფორმაცია ავარიაში დაღუპული კაცის შესახებ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურზე …
Continue reading “ბათუმში ავარიის შედეგად ქვეითი დაიღუპა, მას „სანდასუფთავების“ მანქანა დაეჯახა”
ბათუმში ზღვამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა
ბათუმში, დღეს, 2 თებერვალს, ზღვამ ახალგაზრდა კაცის ცხედარი გამორიყა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია და კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სარფში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში ნარკოდანაშაულისთვის 1994 წელს დაბადებული ი.თ. დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და „მეტადონის“ შემცველი 28 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ …
Continue reading “სარფში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს”
შსს: აჭარაში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 3 პირია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირია დააკავებული. 1984 წელს დაბადებული მ. ვ., 1986 წელს დაბადებული ვ.კ. და 1978 წელს დაბადებული რ. ჩ. „სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 22 გრამზე მეტი, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და „მეტადონის“ შემცველი 50 აბი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს ინფორმაციით, …
ბათუმში ეკლესიის გაქურდვაში მხილებულია არასრულწლოვანი
ბათუმში, ბესიკისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში მდებარე მირქმის ტაძრის გაქურდვაში, კერძოდ, ტაძრის შესასვლელში მდებარე სასანთლის გატეხვაში, მხილებულია არასრულწლოვანი – ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. უცნობია, ზუსტად რამდენი თანხა წაიღო არასრულწლოვანმა სასანთლიდან, სავარაუდოდ, საუბარია 50-მდე ლარზე. ეკლესიის სასანთლე ბათუმში 26 იანვარს გატეხეს. გამოძიება იმავე დღეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
შსს: დაკავებულია არასრულწლოვნის „სუტინიორი“ და ტაქსის მძღოლი
არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში, 1996 წელს დაბადებული მ.ფ., 1973 წელს დაბადებული მ.გ. და 1970 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს. შსს ინფორმაციით, „ბრალდებულები 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად უწევდნენ ექსპლუატაციას და ე.წ. კლიენტებისთვის სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ. სამივე ბრალდებული – დაზარალებული არასრულწლოვნის და, ე.წ. „სუტინიორი“ და ტრეფიკინგში ჩართული ტაქსის მძღოლი პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე …
Continue reading “შსს: დაკავებულია არასრულწლოვნის „სუტინიორი“ და ტაქსის მძღოლი”
ავარიის შემდეგ 14-15 წლის გოგოებს მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა აქვთ
14-15 წლის გოგოების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც დღეს, 22 იანვარს, ბათუმში ავტომანქანა დაეჯახა, მძიმე, მაგრამ სტაბილურია. მოზარდები იმყოფებიან ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრში, სადაც გვითხრეს, რომ პაციენტებს მრავლობითი დაზიანება, მოტეხილობები და თავის ტრავმები აღენიშნებათ, ამჟამად ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. 14-15 წლის მოზარდებს ავტომანქანა რუსთაველის ქუჩაზე დაეჯახა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია …
Continue reading “ავარიის შემდეგ 14-15 წლის გოგოებს მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა აქვთ”
ბათუმში 14-15 წლის გოგოებს ავტომანქანა დაეჯახა – მძღოლის ვინაობა დადგენილია
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ავტომანქანა 14-15 წლის გოგოებს დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მოზარდებს, გარეგნული დათვალიერებით, თავის ტრავმა აღენიშნებათ. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. შს სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია მძღოლის ვინაობა, რომელიც გოგოებს დაეჯახა. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება …
Continue reading “ბათუმში 14-15 წლის გოგოებს ავტომანქანა დაეჯახა – მძღოლის ვინაობა დადგენილია”
ბათუმში 110 აბი მეტადონი, ჰეროინი და მეტამფიტამინი ამოიღეს – დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი – 1985 წელს დაბადებული გ.გ. და 1988 წელს დაბადებული მ.ვ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე შეაჩერა. პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 110 აბი „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, ასევე, „ჰეროინის“ და „მეტამფეტამინის“ შემცველი ნარკოტიკი. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის …
Continue reading “ბათუმში 110 აბი მეტადონი, ჰეროინი და მეტამფიტამინი ამოიღეს – დაკავებულია 2 პირი”
130 ათასი აშშ დოლარის გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 1975 წელს დაბადებული დ.ს.-ის, 1982 წელს დაბადებული ი.ა.-ის და 1992 წელს დაბადებული ბ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე …
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის, ასევე, შენახვისა და ტარების გამო პოლიციელებმა ბათუმში 1995 წელს დაბადებული ნ.მ დააკავეს. იგი წარსულში ნასამართლევია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, “ GOLD STAR -2002” – ის მოდელის პისტოლეტი და 10 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით …
Continue reading “ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს”
ქალის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის კაცს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს 1996 წელს დაბადებული კაცი, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, ინტერნეტის საშუალებით მისი გამოყენებისა და გავრცელების, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით . შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ყოფილ მეგობარ ქალს, 2001 წელს დაბადებულ ა.გ.-ს შერიგებას სთხოვდა და სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, …
Continue reading “ქალის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის კაცს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება”
ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა
ბათუმში, პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში დღეს, 14 იანვარს, ლიფტი ჩავარდა. ლიფტში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, ამბულატორიული მომსახურება მხოლოდ ლიფტში მყოფ დედა-შვილს დასჭირდა. მათ გარეგნული დათვალიერებით დაზიანებები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ისინი კლინიკაში რჩებიან. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ლიფტი მე-13 სართულიდან ეშვებოდა ქვემოთ და მე-11 სართულიდან ჩავარდა. ამ კორპუსის …
Continue reading “ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა”
პირმა ხელყუმბარის მუქარით მესაზღვრეს აიძულა წასულიყო აზერბაიჯანის სასაზღვრო მონაკვეთისკენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე გ.ი. დააკავეს. „მიმდინარე წლის 14 იანვარს საქართველოს მოქალაქე – გ.ი. იმყოფებოდა სასაზღვრო ზონაში. მან ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინციდენტის განმავლობაში გ.ი.-მ ცეცხლსასროლი …
ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა
ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტუნაძეებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, რომელიც ავტომანქანას თავად მართავდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. შემთხვევა დღეს, 7 იანვარს, დღის 3 საათისთვის მოხდა. ღორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში ხულოს მერის წარმომადგენლის თემურ ირემაძის თქმით, დაშავებული, რომელსაც სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა, დაღუპულის ნათესავია, თავად დაღუპული ახალგაზრდა კი, სოფელ ლაბაიძეების მკვიდრი. მისივე თქმით, მსუბუქი ავტომანქანა …
Continue reading “ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა”
განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ზ. დ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, საცხოვრებელ სახლში, 1941 წელს დაბადებული ი. ხ. გაგუდა, ხოლო ამავე საცხოვრებელი სახლის ეზოდან ავტომობილი მოიპარა. …
Continue reading “განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს”
ახალი სახანძრო მანქანები საქართველოს 7 ქალაქში გადანაწილდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 ახალი, გერმანული წარმოების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო მანქანა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდში, რუსთავსა და სიღნაღში განაწილდება. „სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი, მაღალი გამავლობის სახანძრო ტექნიკა გერმანიაში, კომპანია „მაგირუსის“ქარხანაში, ჩვენი ქვეყნის რელიეფური პირობების გათვალისწინებით აეწყო. ახალი მანქანები მობილურობითა და მანევრულობით გამოირჩევა. ასევე, აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს წყლის 4,5-ტონიანი ავზი …
Continue reading “ახალი სახანძრო მანქანები საქართველოს 7 ქალაქში გადანაწილდება”
შსს: ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე ნარკოლაბორატორია იყო, დაკავებულია 5 პირი
შს სამინისტროს ცნობით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის უპრეცედენტოდ მასშტაბური სქემა გამოავლინეს. დაკავებული არიან საქართველოში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე, 1 პირი კი მხილებულია. პოლიციამ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დააკავა: საქართველოს მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული გ.რ.; რუსეთის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული …
Continue reading “შსს: ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე ნარკოლაბორატორია იყო, დაკავებულია 5 პირი”
ამბავი კაცზე, რომელმაც პოლიციელი გადაარჩინა – „არ ვნახე, რომ ის დღე არ გავახსენო“
კაცს, რომელმაც ბათუმში დაჭრილი პოლიციელი ჯერ საავადმყოფომდე, შემდეგ კი საოპერაციოს კარამდე მიიყვანა, ცალი ხელით კი მისი დაზიანებული არტერია ეჭირა, რომ სისხლდენა შეეჩერებინა, ოპერაციის შემდეგ ის არ უნახავს. რაულ თებიძემ გადარჩენილი პოლიციელი რეანიმაციის დატოვების შემდეგ არც საავადმყოფოს პალატაში ნახა. ის სიკვდილს გადარჩენილი პოლიციელის, ოთარ თავართქილაძის სანახავად საავადმყოფოში შეგნებულად არ მიდის, რომ ამბავი არ გაახსენოს და ისევ …
Continue reading “ამბავი კაცზე, რომელმაც პოლიციელი გადაარჩინა – „არ ვნახე, რომ ის დღე არ გავახსენო“”
ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსად პოლიციელი არჩილ კონცელიძე დაინიშნა
ბათუმის მერიის ახალდაფუძნებული ა(ა)იპის „მუნიციპალური ინსპექციის“ ხელმძღვანელი ურეხის პოლიციის უფროსი არჩილ კონცელიძე იქნება. მისი დანიშვნის შესახებ ბრძანება უკვე მზადაა. ეს ინფორმაცია დღეს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ დაგვიდასტურა. მერის თქმით, ახალი მუნიციპალური აიპის „ბათუმის ინსპექციის“ ხელმძღვანელს სამართალდამცავად მუშაობის გამოცდილება აქვს: „მას, როგორც სამართალდამცავს, აქვს მუშაობის კარგი გამოცდილება და იმედი გვაქვს, რომ მისი სახით გვეყოლება ძლიერი პიროვნება, …
Continue reading “ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსად პოლიციელი არჩილ კონცელიძე დაინიშნა”
კლინიკაში იმყოფებიან 3 წლამდე ბავშვი და ტრაილერის მძღოლი – ავარია ქობულეთის გზაზე
დღეს, 23 დეკემბერს, ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ორი კი გადაყვანილია კლინიკაში. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. „ოთხი გარდაცვლილი იყო მანქანაში, ორი მამაკაცი, ერთი ქალი და ერთი, სავარაუდოდ, ათი წლის ბავშვი. დაახლოებით სამ წლამდე ბავშვი, რომელიც მანქანიდან იყო გამოტყორცნილი, გადაყვანილია კლინიკაში გამვლელის მიერ. კლინიკაში იმყოფება ავარიის შედეგად დაშავებული ერთი მამაკაცი, ტრაილერის მძღოლი, …
Continue reading “კლინიკაში იმყოფებიან 3 წლამდე ბავშვი და ტრაილერის მძღოლი – ავარია ქობულეთის გზაზე”
ავარია ქობულეთის გზაზე – გარდაცვლილია 4 პირი, მათ შორის ერთი ათ წლამდე ბავშვია
დღეს, 23 დეკემბერს, ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა – ინფორმაცია „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაუდასტურეს. ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ერთი ათ წლამდე ბავშვია. სასწრაფომ ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პირი კლინიკაში გადაიყვანა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე …
Continue reading “ავარია ქობულეთის გზაზე – გარდაცვლილია 4 პირი, მათ შორის ერთი ათ წლამდე ბავშვია”