ავტოავარია მოხდა ბათუმში დღეს, 23 დეკემბერს, დაახლოებით დილის 11 საათზე. მაიკოვსკის ქუჩაზე ფეხით მიმავალ ქალს ავტომანქანა დაეჯახა. ქალი შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა. „მდგომარეობა მძიმეა, არის თავისა და მუცლის ტრავმები, სავარაუდოდ მოტეხილია ქვედა კიდურიც. უკონტაქტოა და აპარატზე იქნა აყვანილი,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …
Tag Archives: შსს
ბათუმში დაჭრილი პოლიციელი შს მინისტრმა საავადმყოფოში მოინახულა
ბათუმში 18 დეკემბერს დაჭრილი პოლიციელი შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან, კახა საბანაძესთან და აჭარის რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელებთან ერთად მოინახულა. შს მინისტრმა ოთარ თავართქილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან პირადად მოისმინა. შინაგან საქმეთა მინისტრი ოთარ თავართქილაძის მეწყვილეს, ავთანდილ მჟავანაძესაც შეხვდა. მინისტრმა მას შემთხვევის დროს გამოვლენილი პროფესიონალიზმისა და ოპერატიული რეაგირების გამო მადლობა გადაუხადა. მიმდინარე …
Continue reading “ბათუმში დაჭრილი პოლიციელი შს მინისტრმა საავადმყოფოში მოინახულა”
„დადებითი დინამიკა გვაქვს“ – ბათუმში დაჭრილი პოლიციელი გონზე მოვიდა
„დადებითი დინამიკა გვაქვს, გონზე მოვიდა და უკვე კონტაქტურია,“ – გვითხრეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 18 დეკემბერს დაჭრილ პოლიციელზე. ყელში დანით დაჭრილი პოლიციელი, ოთარ თავართქილაძე, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, თუმცა კლინიკის დირექტორი, მალხაზ ხალვაში ვარაუდობს, რომ ხვალ პოლიციელი რეანიმაციას დატოვებს. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი 18 დეკემბერს, თბილისის მოედანთან დანით დაჭრეს. ყელში დაჭრილ პოლიციელს იმავე ღამით ჩაუტარდა ოპერაცია. კადრებში, რომელიც …
Continue reading “„დადებითი დინამიკა გვაქვს“ – ბათუმში დაჭრილი პოლიციელი გონზე მოვიდა”
დაჭრილი პოლიციელი ისევ ხელოვნურ სუნთქვაზეა
„რეანიმაციულ განყოფილებაშია, ისევ ხელოვნურ სუნთქვაზე, თუმცა დადებითი ტენდენცია გვაქვს,“ – ამბობს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, მალხაზ ხალვაში ბათუმში დაჭრილ პოლიციელზე. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გუშინ თბილისის მოედანთან დანით დაჭრეს. ყელში დაჭრილ პოლიციელს გუშინ ღამით ჩაუტარდა ოპერაცია. კადრებში, რომელიც პოლიციელის დაჭრას ასახავს, ჩანს, რომ მოქალაქე მიდის ჭავჭავაძის ქუჩაზე და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საპატრულო ეკიპაჟის მანქანას აჩერებს. პატრულ-ინსპექტორი …
Continue reading “დაჭრილი პოლიციელი ისევ ხელოვნურ სუნთქვაზეა”
ბათუმში დაჭრილ პოლიციელს ოპერაცია ჩაუტარდა – მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ბათუმში 18 დეკემბერს დაჭრილ პოლიციელს ოპერაცია ჩაუტარდა. „ოპერაცია დასრულდა, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ბოლო მონაცემებით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ცივი იარაღით ჭრილობა ყელის არეში დღეს, 18 დეკემბერს, მიაყენეს. ბრალდებული დაკავებულია, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებული დაჭრილი …
Continue reading “ბათუმში დაჭრილ პოლიციელს ოპერაცია ჩაუტარდა – მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა”
ბათუმში პოლიციელი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი
18 დეკემბერს, საღამოს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაჭრილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია და მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებული დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ დააკავა. დაჭრილი პოლიციელი კლინიკაშია …
Continue reading “ბათუმში პოლიციელი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი”
ლუკას ცარიელი მერხი შს სამინისტროსთან – მდუმარე აქცია თბილისში [ფოტო]
მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა თბილისში, შს სამინსიტროსთან სკამი და მერხი მიიტანეს და მდუმარე აქცია გამართეს. „სირცხვილია“ აპროტესტებს 15 წლის მოსწავლის, ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტს, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და გუშინ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა იაშვილის კლინიკაში. ლუკას ძმა „ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, …
Continue reading “ლუკას ცარიელი მერხი შს სამინისტროსთან – მდუმარე აქცია თბილისში [ფოტო]”
დაიღუპა 15 წლის მოსწავლე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა
17 დეკემბერს თბილისში, იაშვილის კლინიკაში დაიღუპა 15 წლის ლუკა სირაძე. მოზარდმა, სავარუდოდ, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ლუკას ძმა „ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა. ლუკა სირაძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი …
ნოემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი სომხეთიდან შემოვიდა
2019 წლის ნოემბერში საქართველოში ყველაზე მეტი, 177 400 პირი სომხეთიდან შემოვიდა – ასეთია შს სამინისტროს მონაცემები. ეს 19 პროცენტით მეტია გასული წლის ამავე თვის მონაცემებზე. შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ნოემბერში საქართველოში ყველაზე მეტი პირი შემოვიდა შემდეგი ქვეყნებიდან: სომხეთი – 177 400 აზერბაიჯანი – 149 396 თურქეთი – 98 483 რუსეთი – 92 428 [7-პროცენტიანი კლება …
Continue reading “ნოემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი სომხეთიდან შემოვიდა”
დააკავეს პირი, რომელიც ექიმს მოკვლით ემუქრებოდა
დღეს, 14 დეკემბერს, დააკავეს პირი, რომელიც ბათუმის “მედცენტრის” ექიმს ზვიად ბახტაძეს მოკვლით ემუქრებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მუქარის ბრალდებითაა დაკავებული. ზვიად ბახტაძის თქმით, მას ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტის შვილი 12 დეკემბერს რეანიმაციულ განყოფილებაში დანით შეიარაღებული შეუვარდა და მოკვლით ემუქრებოდა. დღეს, 14 დეკემბერს, ზვიად ბახტაძის მხარდასაჭერად ექიმებმა “მედცენტრთან” აქცია გამართეს. ამ დრომდე გამოძიება არ დასრულებულა კიდევ …
Continue reading “დააკავეს პირი, რომელიც ექიმს მოკვლით ემუქრებოდა”
შსს: გამოძალვის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი, რომლებიც თავს პოლიციელებად ასაღებდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, თბილისში 2 პირი: 1966 წელს დაბადებული გ.ს. და 1974 წელს დაბადებული ლ.ნ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქეს, როგორც პოლიციის თანამშრომლები, ისე გაეცნენ. მოატყუეს, თითქოს ერთ-ერთი მათგანი ინტერპოლის მიერ ძებნილ პირთა სიაში იმყოფებოდა და მუქარით ცდილობდნენ მათთვის 20 000 აშშ დოლარის გამოძალვას. შს სამინისტროს …
„პრეზერვატივები ამოიღეს“ – რისთვის შევიდნენ პოლიციელები მასაჟის სალონებში
რისთვის შევიდნენ პოლიციელები მასობრივად მასაჟის სალონებში და რა გაირკვა ჩხრეკის და გამოკითხვის შედეგად? – შეკითხვას ამ დრომდე არ პასუხობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების პრესცენტრში დღესაც იგივე გვითხრეს, რაც ორი დღის წინ, როცა პოლიციელები ძველ ბათუმში რამდენიმე სილამაზის სალონში ერთდროულად შევიდნენ – „მიმდინარეობს გამოძიება“. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით დაიწყო, რაც „პროსტიტუციის …
Continue reading “„პრეზერვატივები ამოიღეს“ – რისთვის შევიდნენ პოლიციელები მასაჟის სალონებში”
შსს: ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადების ფაქტზე დაკავებული არიან მშობლები და პედაგოგი
შს სამინისტრომ ბავშვთა ტრეფიკინგის და პორნოგრაფიის დამზადების ბრალდებით კიდევ 11 პირი დააკავა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დაკავებულებს შორის არასრულწლოვანთა მშობლები და ერთი პედაგოგია, რომელიც უწყების განცხადებით, აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში. „ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ …
Continue reading “შსს: ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადების ფაქტზე დაკავებული არიან მშობლები და პედაგოგი”
შუახევის მერიასთან მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
შს სამინისტროს განცხადებით, შუახევში, მერიასთან მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. ინციდენტში შუახევის მერის მოადგილე მონაწილეობდა, მან საპროტესტო აქციის მონაწილეს, ხათუნა ბერიძეს, თმა მოქაჩა, რისი ამსახველი ვიდეომასალაც მთავარმა არხმა გაავრცელა. შემთხვევა გუშინ, 4 დეკემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტში მოხდა, სადაც ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები მერიის წინ აქციას მართავდნენ. ________ ფოტოზე: სქრინი აჭარის …
Continue reading “შუახევის მერიასთან მომხდარი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო”
სასამართლოში გამართლებული პირი $144 834 სთხოვს პროკურატურას და შსს-ს
პროკურატურას, შსს-სა და ყოფილ ცოლს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოქალაქე ირაკლი შაქარიშვილი სთხოვს. მას ოჯახში ძალადობას ედავებოდა პროკურატურა, თუმცა იგი სამივე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა. ირაკლი შაქარიშვილს თავდაპირველად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მას საზღვრის კვეთის უფლება არ ჰქონდა. ის პროფესიით მეზღვაურია და სასამართლო განხილვების პერიოდში უმუშევარი დარჩა. ირაკლი …
Continue reading “სასამართლოში გამართლებული პირი $144 834 სთხოვს პროკურატურას და შსს-ს “
სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასატორის დაყაჩაღებაზე 2 პირი დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში სწრაფი გადახდის აპარატების ინკასატორზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს – დაკავებულია 2 პირი: 1977 წელს დაბადებული გ.ღ. და 1976 წელს დაბადებული შ.ქ. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ნიღბიანი და დანით შეიარაღებული გ.ღ. და შ.ქ. მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, ფოთში ყაჩაღურად …
Continue reading “სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასატორის დაყაჩაღებაზე 2 პირი დააკავეს – შსს”
ბათუმში დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის ერთი პირი დააკავეს
შს სამინისტროს ცნობით, ბათუმში 1976 წელს დაბადებული ო.ა. დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავეს. აჭარის პოლიციის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახლობლის მეშვეობით, ერთ-ერთი ბანკის ავტოლიზინგით ისარგებლა. მოგვიანებით, ო.ა.-მ ავტომანქანა 2200 აშშ დოლარად გაყიდა და თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. …
Continue reading “ბათუმში დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის ერთი პირი დააკავეს”
დაკავებულია 28 და დაშავებულია 3 პირი – შსს-ს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 26 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები/მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი. აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ …
Continue reading “დაკავებულია 28 და დაშავებულია 3 პირი – შსს-ს განცხადება”
პარლამენტარის მიერ მოქალაქის ცემის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით [ძალადობა] დაიწყო გამოძიება დღეს, 22 ნოემბერს, პარლამენტის წევრის, მუხრან ვახტანგაძის და მოქალაქე ჯელალ ქიქავას შორის მომხდარ ინციდენტზე. მოქალაქის თქმით, მას მუხრან ვახტანგაძემ ბათუმის მერიის შესასვლელში აგინა და სცემა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერ გვითხრეს, ამ ეტაპზე გამოკითხეს თუ არა თავად პარლამენტარი. მუხრან ვახტანგაძე გამოძიებამ ამ თვის დასაწყისში გამოკითხა …
Continue reading “პარლამენტარის მიერ მოქალაქის ცემის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო”
დემონსტრანტებმა მერია მოატყუეს, რომ „დააბოქლომებენ“ – უაქციოდ მობილიზებული პოლიცია
ბათუმის მერიასთან პოლიციაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ პოლიციელები მართლწესრიგის გამო არიან მობილიზებული, თუმცა ვერ გვიპასუხეს, ამ შემთხვევაში რატომ გადაწყვიტა პოლიციამ წესრიგის დაცვა, როცა მერიასთან საპროტესტო აქცია არ იმართება. ბათუმის მერიასთან ასევე შეკრებილია რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში – მუხრან ვახტანგაძე. ისინი არ ამბობენ, რის გამო შეიკრიბნენ მერიასთან და აპროტესტებენ თუ …
ავარია ბათუმში, ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი
დღეს, 20 ნოემბერს, ავარია მოხდა ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, „ერთ-ერთი მანქანის მძღოლი, 27 წლის კაცი, გულმკერდისა და თავის ქალის ტრავმით გადაყვანილია მედცენტრში“. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
მდინარაძე: პოლიციას მოვუწოდებ აღკვეთონ უკანონო ქმედებები, ფრთხილად
ახლახანს [14:30] „ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდის დეპუტატებმა განცხადებები გააკეთეს. დეპუტატების პათოსი იყო პოლიციისადმი მოწოდება, რომ აღკვეთონ უკანონობა. დეპუტატები პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას გულისხმობდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან. „ქართული ოცნების“ ოფისში მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა: „პროტესტის ნებისმიერი ფორმის მიუხედავად, სახელმწიფო ინსტიტუტებს არ უნდა შეექმნათ გამართულად მუშაობის პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე გვაქვს კანონის დარღვევა – პარლამენტის შენობის …
Continue reading “მდინარაძე: პოლიციას მოვუწოდებ აღკვეთონ უკანონო ქმედებები, ფრთხილად”
შსს აქციის მონაწილეებს: ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, თუ გაგრძელდება ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება, პოლიცია „კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს“. გუშინ და დღესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბლოკირებული აქვთ საქართველოს პარლამენტის შენობა. აქვე გთავაზობთ შს სამინისტროს განცხადებას უცვლელად: „17 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობისას, ასევე, მთელი ღამის განმავლობაში, პოლიციამ უზრუნველყო მოქალაქეებისთვის შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვისთვის საჭირო პირობები. …
შსს: ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა იქნება აღკვეთილი
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დღეს, „17 ნოემბერს, დაგეგმილ აქციებზე უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. პოლიცია იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ …
Continue reading “შსს: ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა იქნება აღკვეთილი”
დააკავეს დედა, რომელიც 13 და 12 წლის შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ი.უ. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს – 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, ი.უ. მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, …
Continue reading “დააკავეს დედა, რომელიც 13 და 12 წლის შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა”
შსს აცხადებს, რომ სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ იქნება მკაცრი
ცოტა ხნის წინ შს სამინისტრომ საგანგებო ბრიფინგი გამართა. უწყების გზავნილი იყო, რომ სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის მიმართ სამინისტრო იქნება მკაცრი. სამინისტრო ასევე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მისთვის პრიორიტეტულია გამოხატვის თავისუფლების დაცვა. საქმე იმაშია, რომ დღეს ბათუმსა და თბილისის კინოთეატრებში იგეგმება რეჟისორ ლევან აკინის ფილმის ჩვენება – „და ჩვენ ვიცეკვეთ“. ექსტრემალური ჯგუფები აცხადებენ, რომ ჩაშლიან ფილმების …
ხულოში 3 პირი გოგოს გატაცების ბრალდებით დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2000 წელს დაბადებული სამი პირი – მ.ც. თ.ჯ. და ნ.ი. არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ც.-მ, ორ თანამზრახველთან – თ.ჯ.-სა და ნ.ი.-სთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2003 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს და ავტომანქანით …
Continue reading “ხულოში 3 პირი გოგოს გატაცების ბრალდებით დააკავეს”
31 622 ავარია და 337 დაღუპული 9 თვეში – ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საქართველოში
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 337 ადამიანი დაიღუპა, აქედან 23 აჭარაში [ოქტომბრის თვეში აჭარაში ავარიის შედეგად კიდევ 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა]. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად კი იანვარ-სექტემბერში დაშავდა 5 884 ადამიანი [მათ შორის 580 აჭარის ტერიტორიაზე]. 2019 წლის პირველ 9 თვეში, სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ადგილი ჰქონდა 31 …
საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის ისლამური რესპუბლიკის – 2, მაროკოს სამეფოს – 1 და ალჟირის რესპუბლიკის 1 მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთაში ედებათ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს …
Continue reading “საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს”
წელს მოზარდების მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულში 114 პირი ამხილეს
2019 წლის 9 თვეში არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში 114 პირია მხილებული – ასეთია სტატისტიკა, რომელიც შს სამინისტრომ გაავრცელა. შს სამინისტროს ინფორმაციით, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი, რომელთაგან 114 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 38 პირი – სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში. არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ …
Continue reading “წელს მოზარდების მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულში 114 პირი ამხილეს”
„ის გაკვეთილების შემდეგ წავიდა სახლში და მამის მანქანით წამოსულა სკოლაში“ – დირექტორი
„ექვსივე მეთორმეტეკლასელი დღეს გაკვეთილებს ესწრებოდა, მერე სად მიდიოდნენ მანქანით, არ ვიცი,“ – ამბობს სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის დირექტორი, ნაირა მახარაძე. დღეს, 29 ოქტომბერს, სოფლის გზაზე ავტომანქანა, რომელშიც ამ სკოლის 6 მეთორმეტეკლასელი იჯდა, ხეს დაეჯახა. ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა, ოთხი კი, ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, მათ შორის, ორის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ყველა მოზარდი 17 …
ქობულეთში ავტომანქანა ხეს შეეჯახა, დაიღუპა ორი მეთორმეტეკლასელი
სოფელ ქობულეთში ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი მეთორმეტეკლასელი ადგილზე დაიღუპა, დაშავდა კიდევ ოთხი მგზავრი. ისინი დაღუპულების თანაკლასელები არიან. ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, დაშავებულები ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორი დაშავებული გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში. ამ სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული გოგო კომაშია და მას თავის ტრამვები აქვს, ბიჭს – მრავლობითი …
Continue reading “ქობულეთში ავტომანქანა ხეს შეეჯახა, დაიღუპა ორი მეთორმეტეკლასელი”
შსს: ამოღებულია 1557 აბი ექსტაზი, დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში 2 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული მ.ბ. დიღომში დააკავეს. პოლიციამ, მ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზის“ 1260 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ასევე, განსაკუთრებით დიდი …
Continue reading “შსს: ამოღებულია 1557 აბი ექსტაზი, დაკავებულია ორი პირი”
პოლიციამ დააკავა მამა, რომელიც არასრულწლოვან გოგოს ქორწინებას აიძულებდა
შს სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მშობლის მიერ არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, 2002 წელს დაბადებულ არასრულწლოვან გოგონას მამა -1975 წელს დაბადებული მ.მ., მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქორწინებას აიძულებდა. …
Continue reading “პოლიციამ დააკავა მამა, რომელიც არასრულწლოვან გოგოს ქორწინებას აიძულებდა”
დააკავეს კაცი, რომელმაც არასრულწლოვან ცოლს სცემა – ოჯახში ძალადობის 2 ფაქტი ქობულეთში
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1993 წელს დაბადებულმა ხ.ბ.-მ ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვან მეუღლეს – 2001 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს რამდენჯერმე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში არაერთგზის ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს …
დეპუტატის მიერ მოქალაქის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შს სამინისტროს განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, მუხრან ვახტანგაძის მიერ მოქალაქის მიმართ მუქარის ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით გამოძიება დაიწყო. გუშინ, 25 ოქტომბერს, მოქალაქე მერაბ ღოღობერიძემ განაცხადა, რომ მას პარალამენტარმა მუხრან ვახტანგაძემ დაურეკა და აგინა. მან მუხრან ვახტანგაძის სატელეფონო ზარი ფეისბუქლაივში ჩართო, სადაც მართლაც ისმის უშვერი გინება მოქალაქის ოჯახის წევრების მიმართ – დეპუტატი აგინებს მერაბ ღოღობერიძის …
Continue reading “დეპუტატის მიერ მოქალაქის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო”