შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტრომ გაავრცელა კადრები, სადაც ასახულია ბრალდებულების – ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის კონფლიქტი სხვა პირებთან. სწორედ ამ ორი ბრალდებულის გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყო დღეს დილიდან საპროტესტო აქცია ბათუმში. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც მიმდინარე წლის 7 მაისს …
Tag Archives: შსს
ბათუმში ავტოავარიის შედეგად ქვეითი დაიღუპა
ავარიის შედეგად ადამიანი დაიღუპა დღეს, 27 მაისს, ბათუმში. ავტოსაგზაო შემთხვევა აეროპორტის გზარტკეცილზე მოხდა. ქვეითს მანქანა შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში გვითხრეს, რომ ადგილზე მისულ ექიმების ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გარდაცვლილია 26 წლამდე ახალგაზრდა კაცი, რომელიც გზაზე გადადიოდა თანხის გადასახურდავებლად. თვითმხილველების თქმით, მას მაღალი სიჩქარით მომავალი ავტომანქანა შეეჯახა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის …
Continue reading “ბათუმში ავტოავარიის შედეგად ქვეითი დაიღუპა”
პოლიციამ 70 წლის დედაზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ 1969 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.გ.-მ, თავის საცხოვრებელ სახლში დედას, 1950 წელს დაბადებულ ე.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობელმა შეატყობინა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის …
Continue reading “პოლიციამ 70 წლის დედაზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა”
პოლიციამ 74 მოქალაქე დააჯარიმა კომენდანტის საათის დარღვევისთვის
შს სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 79 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 20 მაისის 21 საათიდან 21 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 74 მოქალაქე დააჯარიმა, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი 4 პირი დააჯარიმეს. პოლიციამ, ასევე, თვითიზოლაციის …
Continue reading “პოლიციამ 74 მოქალაქე დააჯარიმა კომენდანტის საათის დარღვევისთვის”
კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე კიდევ 92 მოქალაქე დააჯარიმეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 101 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 18 მაისის 21 საათიდან 19 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 92 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის …
Continue reading “კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე კიდევ 92 მოქალაქე დააჯარიმეს”
ბათუმში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს [ფოტო]
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია ადმინისტრაციული საქმისწარმოება.
პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 98 მოქალაქე დააჯარიმა
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 99 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 17 მაისის 21 საათიდან 18 მაისის დილის 6 საათამდე, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 98 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 1 პირი დააჯარიმეს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას …
Continue reading “პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 98 მოქალაქე დააჯარიმა”
მეუღლის მიმართ ძალადობისთვის ბათუმში ერთი პირი დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული რ.დ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ბათუმში მეუღლეს – 1971 წელს დაბადებულ ე.კ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. პოლიციამ რ.დ. მომხდარიდან მალევე დააკავა.“ – აცხადებს …
Continue reading “მეუღლის მიმართ ძალადობისთვის ბათუმში ერთი პირი დააკავეს – შსს”
ბათუმში ერთმანეთს 4 ავტომანქანა შეეჯახა, დაშავებულია 3 ადამიანი
ავარია მოხდა დღეს, 14 მაისს, ბათუმში, ახალ ბულვართან, სადაც ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა კლინიკაში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით – ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა.
პოლიციამ კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავა „რეზიკო ჯვარსკი“
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი რ.უ. – მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა. გამოძიების ინფორმაციითვე, რ.უ. წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას …
Continue reading “პოლიციამ კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავა „რეზიკო ჯვარსკი“”
კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 106 მოქალაქე დააჯარიმეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 153 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 10 მაისის 21:00 საათიდან 11 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 106 მოქალაქე დააჯარიმა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტიც. მგზავრთა გადაყვანისა …
Continue reading “კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 106 მოქალაქე დააჯარიმეს”
ბათუმში საპროტესტო აქციაზე 4 პირი დააკავეს
დღეს, 8 მაისს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, 4 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთხივე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის მუხლით. საპროტესტო აქცია სისხლის სამართლის წესით დაკავებული ორი პირის ახლობლებმა გამართეს. ბრალდებულების ახლობლები თავდაპირველად წინასწარი დაკავების იზოლატორთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი, აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს. ორი პირი 30 აპრილს ბათუმში, …
Continue reading “ბათუმში საპროტესტო აქციაზე 4 პირი დააკავეს”
საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკების გამოყენების შემთხვევაში პოლიცია 1000 ლარით დაგაჯარიმებთ
შს სამინისტროს ინფორმაციით, 22 მაისის ჩათვლით საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რა დროსაც იკრძალება: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია; ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში; შესაბამისად, ხვალ, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში შესვლა-გამოსვლას და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები …
74 ადამიანი დააჯარიმა პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის ბოლო 10 საათში
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 80 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 7 მაისის 21:00 საათიდან 8 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 74 მოქალაქე დააჯარიმა. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის …
Continue reading “74 ადამიანი დააჯარიმა პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის ბოლო 10 საათში “
ბათუმში სურსათის მაღაზია გატეხეს
ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე, სურსათის მაღაზია გატეხეს. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა – მფლობელს მაღაზია გატეხილი დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა სახის და რა ღირებულების პროდუქცია წაიღეს მაღაზიიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა. გამოძიება გრძელდება.
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ბინაში, ჭურვი აღმოაჩინეს
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ჭურვი აღმოაჩინეს. ჭურვი აქ სანდასუფთავების სამსახურმა იპოვა, რომელიც მოსახლეობამ გამოიძახა ბინიდან ნაგვის გასატანად. დავით დუმბაძემ, შპს „სანდასუფთავების“ დირექტორმა, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ადგილზე „ქვემეხის ჭურვის აღმოჩენისთანავე, სამუშაოებს ვინც აწარმოებდა, დაუკავშირდა 112-ს და 112-მა გამოიძახა გამნაღმველები“. შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით …
Continue reading “ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ბინაში, ჭურვი აღმოაჩინეს”
აჭარაში ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ლატვიის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული დ. გ. დააკავეს. მას ბრალი ედება ოჯახში ძალადობაში, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობაში. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ცოლს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, 1980 წელს დაბადებულ ო.ბ.-ს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დანის გამოყენებით …
Continue reading “აჭარაში ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს”
მძიმეა ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა, შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, ავტოავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. შემთხვევა გუშინ, 2 მაისს მოხდა. ავარიის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა და ორი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკა „მედინაში“ და ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. „18 წლის ახალგაზრდა იმყოფება რეანიმაციის დეპარტამენტში მრავლობითი მოტეხილობით. მისი მდგომარეობა მძიმეა“, – გვითხრეს ბათუმის სამედიცინო ცენტრში. რაც შეეხება მეორე …
ბავშვთან ქორწინება იყო სისხლის სამართლის 200-მდე საქმეში დანაშაულის მოტივი – შსს
შს სამინისტროს ინფორმაციით, 200-მდე სისხლის სამართლის საქმიდან, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა 2019 წელს ქვეყნის მასშტაბით შეისწავლა, დანაშაულის მოტივი ბავშვთან ქორწინება იყო. „აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის იდენტურია 2018 წლის მონაცემების, რაც 176 შემთხვევას შეადგენს,“ – ამბობს შსს. ამავე წყაროს ცნობით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, გაზრდილია შესაძლო ქორწინების იძულების დანაშაულებზე (სსკ-ის 150-ე …
Continue reading “ბავშვთან ქორწინება იყო სისხლის სამართლის 200-მდე საქმეში დანაშაულის მოტივი – შსს”
მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით ბათუმში მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1988 წელს დაბადებული თ.თ. ბათუმში დააკავეს. მას ბრალი ედება ოჯახში ძალადობასა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში . სამინისტროს ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა არ შეასრულა იმ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც სამართალდამცველებმა მის მიერ ცოლის – 1981 …
Continue reading “მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით ბათუმში მოქალაქე დააკავეს”
პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 70 მოქალაქე დააჯარიმა
შს სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 87 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 28 აპრილის 21 საათიდან 29 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 70 მოქალაქე დააჯარიმა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 1 …
Continue reading “პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 70 მოქალაქე დააჯარიმა”
კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 63 მოქალაქე დააჯარიმეს
შს სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 109 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 27 აპრილის 21 საათიდან 28 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 63 მოქალაქე დააჯარიმა. გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის ერთი ახალი ფაქტი. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საჯარო …
Continue reading “კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 63 მოქალაქე დააჯარიმეს”
სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს
შს სამინისტროს განცხადებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია. შეზღუდვის საფუძველი საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და აუცილებლობის გარდა თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მიცვალებულთა მოხსენიების დღეს აღნიშნავს.
საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო 115 ადამიანი დააჯარიმეს
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 68 მოქალაქე დააჯარიმა. მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა. …
Continue reading “საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო 115 ადამიანი დააჯარიმეს”
შსს: ამოღებულია 2 მილიონი დოლარის „ჰეროინი“ – სპეცოპერაცია ბათუმში
სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დღეს ბათუმში ქართველმა და ამერიკელმა სამართალდამცავებმა ერთდროულად ჩაატარეს, პოლიცია აცხადებს, რომ ამოღებულია 40 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელის თქმით, სამართალდამცველებმა ბათუმში ორი მილიონი დოლარზე მეტი ღირებულების „ჰეროინი“ ამოიღეს. სპეცოპერაციის მონაწილე პოლიციელის თქმით, „ორთვიანი საერთაშორისო სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთან ერთად, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეციალური ღონისძიების …
Continue reading “შსს: ამოღებულია 2 მილიონი დოლარის „ჰეროინი“ – სპეცოპერაცია ბათუმში”
სპეცოპერაცია ბათუმში – შსს-ს განცხადებით ამოღებულია ნარკოტიკები
დღეს, 26 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სპეცოპერაციის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. „ამ დროისთვის დასრულდა თუ არა სპეცოპერაცია ვერ გიპასუხებთ, თუმცა, ნარკოდანაშაულის თემას უკავშირდებოდა. ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები. დაკავებულების შესახებ და სხვა დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ.“ – გვითხრეს შსს-ში. სამინისტროსგან მიღებულ დამატებით ინფორმაციას აქვე მოგაწვდით. _____ შსს: ამოღებულია 2 მილიონი დოლარის „ჰეროინი“ – სპეცოპერაცია ბათუმში
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა – შსს
შსს ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო. შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ. შშ ინფორმაციით, საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. „სოფელ ხატისოფელის, ვანათისა და მუშევანის შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები“. ამავე …
Continue reading “ბოლნისის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა – შსს”
შს სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა – ტიკარაძე
დღეს, 23 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა ჯარში, თუმცა შს სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს ინფექცია დაუდასტურდა. „არის შს სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია. ინფიცირებულია ასევე 20-მდე ექიმი და ეს იყო მოსალოდნელი, ამის გამო იყო დაგეგმილი ალგორითმი, რის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება და ზოგადად, ამ …
Continue reading “შს სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა – ტიკარაძე”
შეზღუდვების დარღვევის 106 ახალი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 106 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 22 აპრილის 21 საათიდან 23 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 54 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, საჯარო სივრცეში 3-ზე …
Continue reading “შეზღუდვების დარღვევის 106 ახალი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში”
„112“ გადაადგილებასთან დაკავშირებით ნებართვებს არ გასცემს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებთან დაკავშირებით და დროებითი ნებართვების შესახებ 112-ზე არ დარეკონ. „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112” გადაადგილებასთან დაკავშირებით დროებით ნებართვებს არ გასცემს,“ – აცხადებს შს სამინისტრო. „მოქალაქეები გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერს – 112-ს უკავშირდებიან ქვეყანაში მოქმედი რეგულაციებისა და საგანგებო მდგომარეობის წესების თაობაზე, ასევე, საინფორმაციო სახის და ეგრეთ წოდებული დროებითი …
Continue reading “„112“ გადაადგილებასთან დაკავშირებით ნებართვებს არ გასცემს – შსს”
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის პოლიციამ 102 პირი დააჯარიმა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 102 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 21 აპრილის 21 საათიდან 22 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 56 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს …
Continue reading “საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის პოლიციამ 102 პირი დააჯარიმა”
კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ 78 მოქალაქე დააჯარიმა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 182 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 20 აპრილის 21 საათიდან 21 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 78 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს …
Continue reading “კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ 78 მოქალაქე დააჯარიმა”
გონიოში მხატვარ კოკა იგნატოვის სახლი გაქურდეს
20 აპრილს, გამთენიისას, გონიოში მხატვარ კოკა იგნატოვის სახლი გაქურდეს – ფაქტს „ბათუმელებთან“ შს სამინისტროში ადასტურებს. ქურდობის ფაქტზე შეტყობინება პოლიციაში გამთენიისას შევიდა. პოლიციას ფაქტის შესახებ მეზობლებმა შეატყობინეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. „მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერ დაკავებული არ არის. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია ტელევიზორი. სხვა დეტალები ზუსტდება,“- გვითხრეს შს სამინისტროში.
დააკავეს პოლიციელი, რომლის ბრმა ტყვიას ქალი ემსხვერპლა – პროკურატურა
პროკურატურის ცნობით, დააკავეს პოლიციელი, რომლის მიერ ნასროლი ბრმა ტყვიის შედეგად თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ქალი დაიღუპა. პროკურატურის ცნობით, გამოიძიებამ დაადგინა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ ქალს და იგი გარდაიცვალა. „ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი …
Continue reading “დააკავეს პოლიციელი, რომლის ბრმა ტყვიას ქალი ემსხვერპლა – პროკურატურა”
ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ვ.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით. დანაშაული 9-დან 13-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ორი ადამიანი დაჭრა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ – აცხადებს შს სამინისტრო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, …
Continue reading “ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს”
კომენდანტის საათის დარღვევის 234 ფაქტი ბოლო 24 საათში
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 234 ახალი ფაქტი გამოვლინდა, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით დააჯარიმეს 92 მოქალაქე. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 125 მოქალაქე დააჯარიმეს. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 13 პირი დააჯარიმეს. გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 4 …
Continue reading “კომენდანტის საათის დარღვევის 234 ფაქტი ბოლო 24 საათში”