Batumelebi | კომენდანტის საათის დარღვევისთვის 17 მოქალაქე დაჯარიმდა – შსს კომენდანტის საათის დარღვევისთვის 17 მოქალაქე დაჯარიმდა – შსს – Batumelebi

კომენდანტის საათის დარღვევისთვის 17 მოქალაქე დაჯარიმდა – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე დაწესებულ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე საქართველოს მასშტაბით პოლიციამ 17 მოქალაქე დააჯარიმა.

მთლიანობაში, კომენდანტის საათის ფარგლებში დარღვევის 60 ფაქტი გამოვლინდა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის პოლიციამ 5 პირი დააკავა. საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების გამო კი დაჯარიმდა 23 მოქალაქე.

1 ფიზიკური და 3 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

გარდა ამისა, გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 4 ახალი ფაქტი.

სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com