მოგზაურობა კახეთში

ზამთარია და, ალბათ, ბევრი თქვენგანი ზამთრის კურორტებს ეძებს დასვენება-განტვირთვისთვის, სხვა ალტერნატივას კი არ განიხილავთ. კახეთზე რას იტყვით? იქ არც სასრიალო ტრასა დაგხვდებათ და არც თოვლით დაფარული წიწვოვანი ტყის პეიზაჟი, მაგრამ დაგხვდებათ კავკასიონი, თვალუწვდენელი ალაზნის ველი და ზამთრის ქალაქები – სიღნაღი და თელავი. მართალია, ეს ორი ქალაქი წელიწადის ყველა დროს შეიძლება ნახოთ, მაგრამ, ჩემი აზრით, წლის …

აჭარის ყველა ფერი

აჭარაში მოგზაურობას განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება. ეს რეგიონი ყოველთვის იზიდავს ადამიანებს, როგორც დღესასწაული, რომელიც  ოთხივე სეზონზე გრძელდება. არ მოგიყვებით, რატომ უნდა ჩამოხვიდეთ აჭარაში, გირჩევთ, ნახოთ აჭარის ყველა ფერი ერთ ფოტორეპორტაჟში და იპოვოთ თქვენი ფავორიტი. თუ უფრო მეტი გინდა გაიგო, წაიკითხე სტატია – იპოვე შენი ფერი აჭარაში.  გაზაფხულის ფერები ზაფხულის ფერები  შემოდგომის ფერები ზამთრის ფერები    დატკბი მოგზაურობის …

„დეცე ლახვრა“ – ცის ფანჯარა კავკასიონზე

სვანეთი – რა გახსენდებათ პირველი, როცა საქართველოს ერთ-ერთი კუთხის სახელს გაიგონებთ? სვანური კოშკები? უშბა თუ თეთნულდი? მზით ამონათებული შხარა თუ უშგულის პანორამა? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე სვანეთზე ცისფერი, გამჭვირვალე, ხმაურიანი ნენსკრა წარმომიდგება თვალწინ. არსად მანამდე მსგავსი შეფერილობის მდინარე არ მინახავს და მგონია, ერთხელ თუ ნახავს ადამიანი ჭუბერის მწვანე ხეობაში ჩაფლულ ამ ფირუზისფერ სასწაულს, შეუძლებელია …

შემოდგომა ხევსურეთში

არ ვიცი, თქვენ რა ასოციაცია გიჩნდებათ, როდესაც სიტყვა „ხევსურეთს“ გაიგონებთ, მაგრამ მე იმწამსვე ჟანგისფერი ფიქალი ქვით ნაგები შატილის კონტურები წარმომიდგება, მერე ზურგჩანთის ჩალაგება და ხევსურეთისკენ წასვლა მინდება. როცა ბარში ზაფხული მთავრდება, მთაში უკვე გვიანი შემოდგომის ფერებია, დათვიჯვარზე კი – თოვლი და ძვლების გამყინავი სიცივე. შატილში ჩვეულებრივი სამგზავრო „მარშრუტკით“ წავედი. ოქტომბერი იწყებოდა და მძღოლი ეჭვობდა, ვაითუ …

თოლიები შტორმში [ფოტო]

ბათუმში ზღვაში ექვსბალიანი შტორმია. ზღვაზე თოლიები ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებიან და გამოდარებას ელიან.                

დელფინები შავი ზღვიდან [ფოტო]

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი დელფინი ზღვის ვეშაპისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. შავ ზღვაში ამ ძუძუმწოვრების სამი სახეობა გვხვდება: თეთრგვერდა, ანუ ჩვეულებრივი დელფინი, შავი ზღვის აფალინა და შავი ზღვის ღორი. ეს დელფინები ენდემურ სახეობად მიიჩნევა, რაც ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ შავ ზღვაში ბინადრობენ. 2016 წელს ჩატარებული კვლევის  (შავი ზღვის გარემოს  მონიტორინგის გაუმჯობესება  – EMBLAS) მიხედვით, დელფინების გავრცელების ყველაზე …

აჭარა, რომელსაც ჯერ არ იცნობ

მზე, ზღვა და ბათუმი – აჭარაში კარგი დასვენებისთვის თითქოს მეტი არც არაფერი გჭირდება, მაგრამ ეს სტატია იმათთვისაა, ვისთვისაც აჭარა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ზღვა. სად წავიდეთ, რა ვნახოთ განსხვავებული? – ამ კითხვას ყველაზე ხშირად მისვამენ მეგობრები თუ ნაცნობები, რომლებსაც მთიანი აჭარა აინტერესებთ. შევეცდები, ვიყო მეგზური. მოკლედ, დავიწყოთ. ბათუმიდან ხელვაჩაურისკენ რომ წახვალთ და ქალაქს გასცდებით, ასარჩევი …

განთიადი ზღვაზე

„ზურგის ქარი“ – პირველი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა ამ სიტყვებით გამაცილეს სამოგზაუროდ. სამეცნიერო-კვლევით გემს, რომელსაც ბათუმიდან გავყევი, „მარე ნეგრუმი“ ერქვა და რუმინეთის დროშის ქვეშ ცურავდა. შავი ზღვა გემზე მყოფ მეცნიერთა გუნდთან ერთად გადავცურე, ზღვა, რომელიც სინამდვილეში უფრო ლურჯია, ვიდრე შავი, წყალი კიდევ გამჭვირვალე და კამკამა. გემზე მყოფ მეცნიერებს შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა უნდა გამოეკვლიათ. …

მძინარე ლოდების მინდორი

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი  ყოველი ახალი მოგზაურობის დაგეგმვის წინ ვფიქრობ, სად და როგორ ვიპოვო ისეთი ადგილი, რომელსაც დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, მაგრამ ამჟამად ნაკლებად პოპულარულია. ჟურნალის ამ ნომრის დაგეგმვის წინ, ერთ-ერთი ასეთი ძებნის დროს, შემთხვევით ვიპოვე ინფორმაცია ქვასაყდარას შესახებ. მანამდე არასდროს გამიგია ამ ადგილზე. იმერეთში, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე ქვასაყდარაზე ინფორმაციას ტურისტულ გზამკვლევებში ვერ …

მემთეურები [ფოტოამბავი]

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი  როცა კალენდარზე ივნისი დგება, მზე მაღლა-მაღლა ადის და მწველი ხდება, აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრებნი ბარგს კრავენ და საზაფხულო იალაღებზე მიდიან. იალაღები სოფლებიდან მოშორებით, თურქეთ-საქართველოს საზღვრისპირა მთებშია გაბნეული. იმ დროს, როცა მთისკენ საქონელს ათეულობით კილომეტრზე მამაკაცები ფეხით მირეკავენ, ქალები და ბავშვები ზამთარში ჩაკეტილი ქოხების დალაგება-დასუფთავებას იწყებენ, თვეობით დაუნთებელ ღუმელებს წმენდენ და შეშას აგროვებენ. …

ნისლიანი ხვამლის მთა [ფოტო]

  ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი  ხვამლის მთა ლეჩხუმში, მდინარეების: რიონისა და ცხენისწყლის ხეობაში მდებარეობს. ხვალმზე ასვლა რამდენიმე გზით შეიძლება, ყველაზე პოპულარული მარშრუტია სოფელი ტვიშიდან (მდინარე რიონის ხეობა) ან სოფელ ოყურეშიდან (მდინარე ცხენისწყლის ხეობა). ხვამლზე ფეხით ასვლას საშუალოდ 4-6 საათი სჭირდება,მთის ძირამდე მისვლა მაღალი გამავლობის მანქანითაც შესაძლებელია.  საფეხმავლო გზა ხვამლისკენ დაუსახლებელ ტერიტორიაზე და ტყეზე გადის. წაიკითხეთ უფრო …

მოგზაურობა ხვამლის მთაზე

თუ გამოცდილ მოგზაურებს ჰკითხავთ, რომელი მხრიდან სჯობს წასვლა ხვამლის მთაზე, გეტყვიან, რომ ტვიშის გზით. ბათუმიდან იქ ჩასასვლელად ოთხი საათია საჭირო, ხოლო თბილისიდან – ცოტა უფრო მეტი. თითქმის ველური ბუნების, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მინერალური წყლების (აქაური წყლები, როგორც ამბობენ, შაქრიან დიაბეტსაც კი შველის), კრიალა ჰაერისა თუ ექსტრემის მოყვარულთათვის არაერთი სიურპრიზის მიუხედავად, ამ კუთხეს ადამიანები დასვენების მიზნით იშვიათად …

ტურიზმი ტუალეტების გარეშე

სარფი – საზღვარი საქართველოსა და თურქეთს შორის. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ეს საზღვარი 514 637-მა ტურისტმა გადმოკვეთა. სარფში ყოველდღიურად უამრავი ტურისტი შემოდის, ამას ემატება ტრანზიტული მოძრაობა. ამ ნაკადის ფონზე საბაჟოზე მხოლოდ ერთი ორკაბინიანი ტუალეტია, სადაც ჰიგიენის ნორმები ასე თუ ისე დაცულია. რაც შეეხება მაგისტრალს, რომელიც სანაპირო ზოლს მიუყვება – აქ ზღვის სურნელს მძაფრი სუნი ენაცვლება. …

რას ნახულობენ ყველაზე ხშირად ტურისტები აჭარაში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ივნისში აჭარაში ტურისტულ ადგილებში ვიზიტორების განსაკუთრებული მატება იყო.  2017 წლის 6 თვეში კი აჭარას, ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით,  583 340 ვიზიტორი ესტუმრა. დეპარტამენტის მონაცემებით: [checklist] ბათუმის ბოტანიკური ბაღი პირველია იმ ტურისტულ ადგილებს შორის, რომელსაც ივნისში ყველაზე მეტი 33 891 ვიზიტორი ეწვია, რაც 31%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. ბოტანიკური ბაღი ბათუმიდან 9 …

ეტიუდები ჩოხატაურიდან

ის იყო ბათუმი-ჩოხატაურის სამარშრუტო ტაქსი ჩოხატაურში შევიდა, რომ ვიკითხე – ჩოხატაურის ცენტრი ესაა-მეთქი? ჩოხატაურის ცენტრიც ესაა ბიძია და სამყაროსიცო, – მიპასუხა ვიღაც კაცმა, რომელიც მთელი გზა თავისთვის, ჩუმად იჯდა. ჩოხატაურში ჩასულს ნახევრად გამდნარი თოვლი, ატალახებული ქუჩები და ცოტა მზე დამხვდა. ჩოხატაურის ცენტრალური ნაწილი საბჭოთა არქიტექტურის სასაფლაოს ჰგავს. და ამ ნაცრისფერ რეალობაში, დაბის ცენტრში, ახალაშენებული კულტურის …

სამედიცინო ტურიზმის პერსპექტივა საქართველოში

სამედიცინო ტურიზმის მსოფლიო ბაზარი, რომელიც სამედიცინო სერვისების მისაღებად პაციენტების სხვა დანიშნულების ადგილებში გამგზავრებას გულისხმობს, 2012 წელს 100 მილიარდი აშშ დოლარით შეფასდა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური ჯანდაცვითი ინიციატივების“ დირექტორმა, ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორმა ბერნარდო რამირესმა ბათუმში ჩატარებულ სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა. „ბათუმელები“ შეეცადა გაეგო, თუ რა მდგომარეობაა ამჟამად სამედიცინო ტურიზმის საქართველოს ბაზარზე და რა პერსპექტივები …

ტურიზმი – ახალგაზრდების შემოსავლის წყარო

უნივერსიტეტის, რეპეტიტორის, უცხო ენის კურსების, ბინის ქირის და სხვა გადასახადების ფული რომ შეაგროვონ, აბიტურიენტები და სტუდენტები საზაფხულო არდადეგებზე მუშაობენ. ისინი ძირითადად მომსახურების სფეროში არიან დასაქმებულები. განსაკუთრებით ბევრი ახალგაზრდა მუშაობს ტურისტულ სეზონზე ბათუმში – ზოგიერთი კაფე, კლუბი თუ სხვა დაწესებულება სპეციალურად ამ სეზონისთვის იხსნება, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის. ამ ადგილებში მოთხოვნა სწორედ ახალგაზრდებზეა. რამდენის გამომუშავებას ახერხებენ …

კაზინოები და ტურიზმი ბათუმში

ბათუმში დღეს 11 მოქმედი კაზინოა, მალე კიდევ 12 კაზინო უნდა ამოქმედდეს. რეგიონის მთავრობა კაზინოების ამოქმედების პირობით, დამატებით, სხვა პროექტებსაც სთავაზობს ინვესტორებს. რა ეფექტი აქვს სათამაშო ბიზნესს ტურიზმის განვითარების მხრივ და რამდენად იყენებს არსებულ შესაძლებლობას ბათუმი? „იმის გათვალისწინებით, რომ მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, თურქეთში, აზერბაიჯანში სათამაშო ბიზნესი აკრძალულია, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ეწვიოს საქართველოს და, შესაბამისად, სათამაშო ობიექტებს. …

ეკოტურიზმი სამცხე-ჯავახეთში

 


  სამცხე-ჯავახეთი ცნობილია ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებით, როგორიცაა: ვარძია, ხერთვისი, ზარზმა, საფარა, რაბათი და სხვა, თუმცა ეს რეგიონი, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ძეგლებისა და ცნობილი კურორტებისა, სულ უფრო და უფრო მეტ ეკოტურიზმის მოყვარულს იზიდავს. მიუხედავად ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, ტურისტებს ჯავახეთის ულამაზესი პეიზაჟი მოსწონთ.

ტურიზმი შემოდგომაზე – სად წავიდეთ

 

ზაფხულის დასრულება სულაც არ ნიშნავს, რომ ტურიზმისათვის ხელსაყრელი დრო ამოიწურა. პირიქით, თბილი შემოდგომა საუკეთესო პერიოდია მოგზაურობისთვის, მით უფრო, რომ ამ დროს შეგიძლიათ საქართველოს ლანდშაფტები სულ ფერებში დაინახოთ. სად შეიძლება წავიდეთ 2-3 დღით და რისი ნახვა სჯობს შემოდგომაზე საქართველოში? „ბათუმელებმა“  ეს კითხვა იმ ადამიანებს დაუსვა, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ და კარგად იცნობენ ტურისტულ ადგილებს საქართველოში. 

ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი

 

შავი ზღვის სანაპირო, უფრო ზუსტად კი ბათუმის შემოგარენი და ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლები მტაცებელი ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო დერეფანია. აქ ყოველწლიურად 1000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. სწორედ ამიტომ ითვლება, რომ ეს ადგილები ფრინველების მიგრაციაზე დაკვირვების მოცულობით მსოფლიოში მესამეა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ამბობენ, რომ მას `აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის~ სახელით იცნობენ. შემოდგომაზე, ამ მონაკვეთის გავლით, გამოსაზამთრებლად 35 სახეობის გადამფრენი მტაცებელი მიფრინავს სკანდინავიის ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან და რუსეთიდან.

წყალქვეშა ტურიზმი – შესაძლებლობა, რომელსაც ვერ ვიყენებთ

 

საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, წყალქვეშა ტურიზმის განვითარება მხოლოდ აჭარაში, გონიო-კვარიათის მონაკვეთზეა შესაძლებელი, _ მიიჩნევს „წყალქვეშა ცურვის ასოციაციის“ ხელმძღვანელი, „პოსეიდონის სამყაროს“ დირექტორი, დავით ნიკოლეიშვილი. მისივე თქმით, წყალქვეშა ტურიზმის განვითარება აჭარაში სრულიად შესაძლებელია, თუმცა ხელისუფლება ამ თემით არ ინტერესდება.

არაადაპტირებული ტურიზმი

 

რატომ არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ბათუმში დასვენება კომფორტული და რატომ ურჩევნიათ მათ განვითარებულ ქვეყანაში დაისვენონ? „ბათუმელების“ ექსპერიმენტი და მთავრობის დადგენილება, რომელიც საჯარო დაწესებულებებზე არ ასახულა.

ტურიზმი წვიმაში

 

ბათუმში ტურისტული სეზონის გასული თვე-ნახევარი უმეტესად წვიმიანი იყო.  სინოპტიკოსების პროგნოზით, მომავალი თვეც მეტ-ნაკლებად წვიმიანი იქნება. „რა ვაკეთოთ, როცა ბათუმში წვიმს?“, – ეს ქალაქში ჩამოსული ტურისტების მთავარი კითხვაა. თუ ბათუმში სტუმრობის მთავარი მიზეზი მხოლოდ ზღვა და რუჯის მიღებაა, მაშინ უნდა მოითმინოთ – წელს მზე აჭარას დიდად არ სწყალობს. მაგრამ თუ კულტურული ტურიზმით ხართ დაინტერესებული, წვიმაშიც კარგად შეძლებთ დასვენებასა და გართობას. 

10 ადგილი, რომელიც აჭარაში უნდა ნახოთ

 

ზაფხული საუკეთესო დროა მოგზაურობისათვის. „ბათუმელები“ გთავაზობთ ათ ადგილს, რომლის მონახულებაც შეგიძლიათ აჭარაში. 

მაჭახელას თოფის ისტორია

თუ მდინარე ჭოროხისა და მაჭახელას შესართავიდან მარცხნივ გადაუხვევთ და მაჭახლის ხეობას შეუყვებით, გზად ერთი უცნაური ძეგლი შეგხვდებათ – მაჭახლის ხეობის მცხოვრებლებმა მაჭახელას თოფს ძეგლი დაუდგეს. აჭარაში კაჟ-ჩახმახიან თოფებსა და დამბაჩებს რამდენიმე ადგილას ამზადებდნენ, თუმცა თოფით განთქმული იყო მაჭახლის ხეობა. მაჭახელას თოფი მაჭახლის ხეობაში არსებულ სამჭედლოებში მზადდებოდა. სამჭედლოები სოფლებში იყო განთავსებული. ხელობის მემკვიდრეობით გადაცემა მამიდან შვილზე …

ტურიზმი “ჩაბნელებულ სოფელში”

 

ზღვის დონიდან 1 250 მეტრ სიმაღლეზე მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტ გომარდულში, რომელიც ბათუმიდან 74 კილომეტრში მდებარეობს, ტურისტებისთვის განკუთვნილ კოტეჯებში დამსვენებელს ამ დრომდე ვერ იღებენ. სააქციო საზოგადოება „გომარდულს“ სახელმწიფოს ვალი აქვს. აქაურები იმასაც ამბობენ, რომ კურორტამდე გზა თოვლისგან არ გაწმენდილა და შუქიც „ქარის ყოველ მოქროლაზე ქრება“.

უცნობი ტურისტული მარშრუტი აჭარაში

 

აჭარის მაღალმთიანეთი ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველია, თუმცა მისი პოტენციალი ჯერ ბოლომდე ათვისებული არ არის. მთებისა და ალპური ზონის გადავლით შუახევიდან  ხულოში, სამთო კურორტ ბეშუმში გადასვლაა  შესაძლებელი. იაილები საუკეთესო ადგილია დასალაშქრად. თუმცა, ამ მარშრუტს მოლაშქრეები იშვიათად თუ იყენებენ. გზა მარკირებული არ არის და, შესაბამისად, არც ტურისტულ რუკაზეა დატანილი. 

ექსტრემალური ტურიზმი მტირალაზე 15 ლარად

 

მტირალას ეროვნულ პარკში ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს ახალი გასართობი ელის. ექსტრემალური ტურისტული სერვისი  „ზიპლაინი“  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა  და გერმანელი ექსპერტების მხარდაჭერით მოეწყო. „ზიპლაინი“ ხეებს შორის, დახრილ სივრცეზე გაბმული ბაგირია, რომლითაც, სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, შესაძლებელია ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტისკენ დაშვება. პარკში დამონტაჟებული „ზიპლაინის“  საერთო სიგრძე 250 მეტრია. 

Exit mobile version