ბათუმში სეირნობისას ალბათ არაერთ ძველ შენობასთან შეჩერებულხართ და გიფიქრიათ – როდის აშენდა ეს სახლი? ვის ეკუთვნოდა? რა ამბებს ინახავს ძველი კედლები? ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით ბათუმის 5 ძველი სახლის შესახებ, რომელთაც ქალაქის ისტორია უკავშირდება. ატლანტები თეთრ შენობაზე – ნიკოლოზ საბაშვილის სახლი ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაზე თეთრი სახლი დგას, ფასადზე გამოსახული ატლანტებით. …
Tag Archives: guide.com.ge
ტბა ტბიყელი და კინტრიშის დანისლული ნაკრძალი
კინტრიშის ხეობის დასალაშქრად ვერტმფრენით წავედით მედიატურში. აქამდე ვერტმფრენით არასდროს მიფრენია. ძალიან შინაურული ტრანსპორტი აღმოჩნდა – პაწაწინა ტრაპით, ოცდახუთკაციანი ბორდით და ილუმინატორით, რომელსაც საკუთარი საძინებლის ფანჯარასავით, როცა გინდა მაშინ გამოაღებ ღრუბლებში ხელის გასაყოფად. ბათუმი დაბლა რჩება, ღრუბლებიდან ვუყურებთ ქალაქს და ზღვას გადავუფრენთ თავზე. მერე ზღვასაც ღრუბელი ფარავს და კინტრიშის დაცული ტერიტორიები იწყება. კინტრიში დიდი ხეობაა. ვერ …
Continue reading “ტბა ტბიყელი და კინტრიშის დანისლული ნაკრძალი”
ციხისძირის შუქურა – ახალი დასასვენებელი ადგილი ისტორიულ აგარაკებთან, პლაჟთან ახლოს
ციხისძირში, პეტრას ციხეს რომ გასცდებით, მთავარი გზატკეცილიდან ერთ ასახვევს მიადგებით, რომელიც შუქურას უბნამდე მიგიყვანთ. „შუქურა“ – ასე ერქვა საბჭოთა ეპოქაში დასასვენებელ სახლს და 7000 კვადრატულ მეტზე მეტ ტერიტორიაზე გაშენებულ ეზოს, ხეივანს, რომელიც პლაჟამდე მიდის. ადგილს ისევ შუქურა ჰქვია. ამავე სახელწოდების დასასვენებელ სახლში ახლა ნაყინის კაფეა. ობისგან გამწვანებული და ნესტისგან განაცრისფერებული კედლები კაფეს დეკორად მოიაზრეს, შენობის …
სერფინგი, დაივინგი და სხვა – როგორ დავისვენოთ აჭარაში ზღვაში ცურვის გარდა
ბათუმის ხსენებაზე პირველად ზაფხული და ზღვის ლურჯ ტალღებში ცურვა გვახსენდება, თუმცა დგება დრო, როცა მზისგულზე გარუჯვა და ზღვისპირას უდარდელი დასვენებაც კი ბეზრდება ადამიანს. აჭარაში უამრავი რამაა – ბათუმშიც და ქალაქთან ახლოსაც, სადაც იდეალურად გაატარებთ შვებულებას მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად. ზღვაზე ტალღებსმინებებისა და ცხელი, მოთენთილი დღეების შემდეგ აქტიური დასვენების დრო დგება. იცოდით, რომ ბათუმთან ახლოს ზღვაზე …
Continue reading “სერფინგი, დაივინგი და სხვა – როგორ დავისვენოთ აჭარაში ზღვაში ცურვის გარდა”
კაპნისთავი – 7 ჩანჩქერის სოფელი აჭარაში
სოფელი კაპნისთავი ბათუმიდან სულ რაღაც 26 კილომეტრითაა დაშორებული, აქ ავტომანქანით 25-30 წუთში ახვალთ. მშვიდი და მყუდრო კაპნისთავი იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც ბათუმისგან ცოტა ხნით გარიდება სურს სიმშვიდესა და სიგრილეში, თანაც ქალაქთან ახლოს. აქ არის მრავალწლოვანი ხეების სიგრილეში ჩაფლული საპიკნიკე ტერიტორია სარწეველა საქანელებითა და კოცონის დასანთები, კარვის გასაშლელი ადგილებით. სოფელი ზღვის დონიდან 360 მეტრ სიმაღლეზეა და …
6 რესტორანი ბათუმში, სადაც თევზისა და ზღვის პროდუქტების უგემრიელეს კერძებს ამზადებენ
თევზისა და ზღვის სხვა პროდუქტებისგან მომზადებული კერძები, გარდა იმისა, რომ D ვიტამინის წყაროა, სპეციფიკური, მსუბუქი და სასიამოვნო გემოვნური თვისებებითაც ხასიათდება. ზაფხული და ზღვის სეზონი შემწვარი თევზის სურნელის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ გირჩევთ ექვს რესტორანს ბათუმში, სადაც თევზის, რვაფეხას, მიდიების, კალმარის, კრევეტებისა და ზღვის სხვა პროდუქტებისგან უგემრიელეს კერძებს ამზადებენ. „ოქროს თევზი“/Gold Fish ამ რესტორანში პირველად თუ …
იდეალური დასვენება ბუნებაში კომფორტულად – გლემფინგი აჭარაში
გლემფინგი გლამურულ კემპინგს ნიშნავს. ეს ველურ გარემოში მოწყობილი, მაქსიმალურად ბუნებრივი და კომფორტული საცხოვრებელი გარემოა. ბათუმთან ახლოს და აჭარის მაღალმთიანეთში უკვე არაერთი ასეთი კემპინგი და სახლია. მყუდრო, დიდი და კომფორტული კარვები, ხის სახლები – მსუბუქი და ზაფხულისთვის ზედგამოჭრილი გარემოთი. სამუშაო დღეების შემდეგ ასეთ სახლებში დასვენება ნამდვილი ნეტარებაა. ხის სახლები ძირითადად ტყეებსა და სიმწვანეშია. გლემფინგის მთავარი სიკეთე …
Continue reading “იდეალური დასვენება ბუნებაში კომფორტულად – გლემფინგი აჭარაში”
გასეირნება ბათუმში წვიმის ფარდის მიღმა
ბათუმი წვიმის ქალაქია. აქ თავსხმას, დელგმას, თქეშს, კოკისპირულს თუ ჟუჟუნას – ყველანაირ წვიმას შეესწრები. როცა ბათუმში თუნდაც რამდენიმე დღით ჩამოდიხარ, უნდა იცოდე, რომ აქ წვიმა ქალაქის მთავარი პერსონაჟია, თავგზისამბნევი და გეგმების თავდაყირა დამყენებელი. ბათუმში წვიმას ვერ ასცდები. სჯობს მის არსებობას თავიდანვე შეეჩვიო და მეტიც, დაელოდო ხოლმე, როდის გაწვიმდება. ბათუმში ხშირად შენი დღის გეგმა წვიმას უნდა …
კანფეტის ხისა და პალმის ნაყოფის მწიფობისთვე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში
თუ გაზაფხული ყველაფრის ყვავილობის დროა ბოტანიკურ ბაღში, შემოდგომაზე აქ ყველაფერი მწიფობაშია შესული: ცაცხვებსა და წითელ ნეკერჩხლებს სადაცაა თესლი დასცვივდებათ, ხეივნებში ბრაზილიური, თავნაყოფა ბუტია პალმის ყვითელი, ტროპიკული ნაყოფის სურნელი ტრიალებს, ციტრუსის ბაღში ლიმონი და ფორთოხალი იწყებს შეყვითლებას, მწიფს აღმოსავლური ხურმაც. ბათუმის ბოტანიკური ბაღი იაპონური კამელიებისა და დიდყვავილა მაგნოლიების ხეივნით იწყება. კამელიები ორჯერ ყვავის: გაზაფხულსა და შემოდგომაზე. …
Continue reading “კანფეტის ხისა და პალმის ნაყოფის მწიფობისთვე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში”
როგორია შემოდგომა აჭარის ტყეებში – სად წავიდეთ, რა ვნახოთ
როცა ზაფხული მთავრდება, მზის მცხუნვარება ცხრება და საღამოობით თბილი შარფიც გვსიამოვნებს, გვგონია, რომ შინ ჯდომის დრო დგება და მომავალ ზაფხულამდე შორს ვეღარსად წავალთ მთა-ველების მოსავლელად. ასე სულაც არ არის. მეტიც, არსებობენ ადამიანები, რომლებიც შემოდგომაზე უფრო აქტიურად ცხოვრობენ და ზაფხულის ხვატში სულაც არ სიამოვნებთ ლაშქრობა. თუ ამ ადამიანების სიაში ხართ, მაშინ შემოდგომა ეროვნულ პარკებში ჯერ საკუთარი …
Continue reading “როგორია შემოდგომა აჭარის ტყეებში – სად წავიდეთ, რა ვნახოთ”
ამ შაბათ-კვირას ბათუმში ხომ არ მოდიხარ? | ყველა საჭირო ინფორმაცია ერთად
დასაწყისშივე გეტყვით, რომ ეს სტატია 8-9 აგვისტოს ბათუმში გასატარებელი შაბათ-კვირის გეგმების დალაგებაში დაგეხმარებათ, იქნება თქვენი გიდი წვიმასა თუ მზეში და მოდით, ამინდით დავიწყოთ: დილა ბათუმში კვირის ბოლო დღეებში დილა ბათუმში ზანტად იწყება. თუმცა დილაადრიან ნახავთ მხარზე პირსახოცგადაკიდებულ ადამიანებს, რომლებიც სანაპიროსკენ საცურაოდ მიემართებიან. ბათუმში ზღვამდე თუ ზღვის შემდეგ ყავის დალევა მაგიური რიტუალია, რომელიც ერთნაირად გემრიელად სრულდება, …
Continue reading “ამ შაბათ-კვირას ბათუმში ხომ არ მოდიხარ? | ყველა საჭირო ინფორმაცია ერთად”
აჭარაში, ზღვაზე დასვენება გაიაფდა – რომელ კურორტს ირჩევთ?
კარანტინში გატარებულმა თვეებმა ყველას მოანატრა ღია ცის ქვეშ ყოფნა, ფეხით სეირნობა, ჰაერზე დასვენება და აქტიური ცხოვრება. „ნეტა მალე დამთავრდეს ყველაფერი და სულ მზეზე ვიქნები“ – რამდენი ვფიქრობდით ასე შინ ყოფნისას, სარკეში საკუთარი ფერმკრთალი სახის შემხედვარე? ბევრნი ვართ ასეთები. ჰოდა, ახლა საუკეთესო დროა ზღვაზე დასასვენებლად, მით უფრო, რომ ამინდის პროგნოზი ზედგამოჭრილია ზღვაზე დასვენებისა და გარუჯვის, ჩვენი …
Continue reading “აჭარაში, ზღვაზე დასვენება გაიაფდა – რომელ კურორტს ირჩევთ?”
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეხვდეთ ახალ წელს ბათუმში
წელს სად აპირებთ ახალი წლის გატარებას? სახლში, ოჯახის წევრებთან, ქუჩაში, ღია ცისქვეშ თუ სულაც რომელიმე რესტორანში ან კაფეში, მეგობრებთან ერთად? ყველა ვარიანტი კარგია, თუმცა არსებობს კიდევ უკეთესი – რას ფიქრობთ ახალი წლის დღეების ბათუმში გატარებაზე? ის, რომ ბათუმი ზაფხულშია კარგი, სიმართლეა, მაგრამ მთლად ზუსტიც არ გახლავთ. ბათუმში წასვლა ყველა სეზონზე კარგი იდეაა, ახალი წლის შესახვედრად …
Continue reading “5 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეხვდეთ ახალ წელს ბათუმში”
თოვლი, თხილამურები და ზამთრის ზღაპრული თავგადასავალი აჭარის მთებში
ახალი წლისა და ზამთრის გაგონებაზე პირველ რიგში რა გახსენდებათ? თქვენი არ ვიცი და მე პირველ რიგში რაც თვალწინ მიდგება, საშობაო-საახალწლო ღია ბარათებია – დათოვლილი პეიზაჟი, სახლი, რომლის საკვამურიდან ბოლი ამოდის, მწვანე ნაძვები ტოტებზე თოვლით და სიმშვიდისა და ბედნიერების აუხსნელი, სასიამოვნო განცდა. მსგავს, საახალწლო ღია ბარათში „მოხვედრის“ სურვილი ალბათ ერთხელ მაინც ყველას გაგვჩენია ბავშვობაში და მერეც, …
Continue reading “თოვლი, თხილამურები და ზამთრის ზღაპრული თავგადასავალი აჭარის მთებში”
ნარინჯისფერი რთველი – აჭარაში ციტრუსის სურნელი ტრიალებს
ნოემბრის ბოლოს, როცა ზღვის სეზონი უკვე დასრულებულია და პლაჟზე გასარუჯად არავინ იჩქარის, აჭარაში მაინც ცას უყურებენ და ნატრობენ, ნეტავ უქმე დღეებს მზიანი ამინდი დაემთხვასო. მიზეზი ციტრუსის კრეფის სეზონია, ე.წ. „ნარინჯისფერი რთველი“ ან „მანდარინობა“, რომელიც შემოდგომის მიწურულს იმართება, როცა ციტრუსი ყვითლდება, ტკბება და ყველგან მისი სურნელი ტრიალებს. ამ დროს აჭარაში, მანდარინის ბაღში თუ ყოფილხართ, არასოდეს დაგავიწყდებათ …
Continue reading “ნარინჯისფერი რთველი – აჭარაში ციტრუსის სურნელი ტრიალებს”
სად გიმასპინძლებენ ღამით ბათუმში
გარდა გეოგრაფიული, პოლიტიკური, აგრარული და სხვა ტიპის მეცნიერული რუკებისა, ქალაქებს აქვს კიდე ერთი, ღამის გართობის რუკა. სადმე რომ მიდიხარ, გონებაში ხაზავ ამ რუკას. არჩევ ადგილებს, სადაც უნდა წახვიდე, ვის შეხვდე და ასე შემდეგ. ბათუმსაც აქვს ასეთი. ზაფხულის ბათუმში მარტივია თვალდახუჭული ამ გზებს გაჰყვე; მუსიკა ხმამაღალია, ყველაფერი განათებული, სითბოა და ბევრსაც დადიხარ, რათა აღმოაჩინო ზუსტად შენი …
ბათუმის ცნობილი აივნები ფილმებიდან და ისტორიიდან
აივნებიან სახლებს ყველა ქალაქში შეხვდებით, მაგრამ ზღვისპირა ქალაქისთვის ასეთ აივნებს ბევრად მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე სხვაგან. აივანი ზაფხულსა და თბილ – შემოდგომა-გაზაფხულზე იდეალური ადგილია დროის ჰაერზე გასატარებლად – შინიდან გასვლის გარეშე. ხანდახან აივანზე ვიღებთ სტუმრებსაც, ყვავილების, მცენარეების გარემოცვაში. არაფერი სჯობს დილის სასიამოვნო სიგრილეში აივანზე მირთმეული ყავით დღის დაწყებას, მით უფრო თუ აივანი ზღვასთან ახლოსაა. განსაკუთრებით …
Continue reading “ბათუმის ცნობილი აივნები ფილმებიდან და ისტორიიდან”
მისტიკური ჩირუხი – ადგილი, სადაც მისვლა ადვილია, წამოსვლა კი – ძნელი
მოგზაურობის დაწყებისკენ ადამიანს ბევრი რამ უბიძგებს, ეს შეიძლება იყოს დასვენების სურვილი რთული და დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ, ან ახალი ადგილების აღმოჩენისკენ სწრაფვა და თავგადასავლები, ან სულაც სტრესი, რომლისგანაც თავის დაღწევა გსურთ. რა ხდება მაშინ, როცა ხვდები, რომ დასვენება გჭირდება? იწყებ ფიქრს, სად წახვიდე. ბათუმთან ახლოს ან ცოტა მოშორებით ბევრი კარგი ადგილია, სადაც შეგიძლიათ ყოველდღიურობას გაექცეთ. …
Continue reading “მისტიკური ჩირუხი – ადგილი, სადაც მისვლა ადვილია, წამოსვლა კი – ძნელი”
5 ცნობილი ადამიანი ბათუმის ისტორიიდან
ბათუმის ისტორია არაერთი ცნობილი ადამიანის შესახებ ინახავს ინფორმაციას. ზოგიერთი მათგანი უშუალოდ ისტორიის მონაწილე იყო, ზოგიერთი კი – მოგზაური, რომელიც სულ რამდენიმე დღით ან კვირით იმყოფებოდა ბათუმში, თუმცა ამ ქალაქმა მათზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ამჯერად ხუთი ადამიანის შესახებ მოგიყვებით, რომელთა სახელები ძველ ბათუმს უკავშირდება. [gray_box]ნორვეგიელი მწერლის მოგზაურობა[/gray_box] 1899 წელს, დილას, ბათუმის რკინიგზის სადგურში, თბილისი-ბათუმის მატარებლიდან შლაპიანი …
ფერადი შემოდგომა ჭვანის მუსიკალურ ხეობაში
ვისთვისაც შემოდგომის ბოლო, თბილი დღეები ძვირფასია, ცდილობს შაბათ-კვირა მაინც გაატაროს ბუნებაში. ოქტომბერში, როცა ტყეები ათასფრად ჭრელდება, არაფერი სჯობს მდინარეებითა და წყაროებით სავსე აჭარის სოფლებში მოგზაურობას, ტყისპირებზე წაბლის, კაკლის გროვებას და ფეხქვეშ გამხმარი ფოთლების შრიალს გარინდებულ ხეობაში. ჩვენ ამჯერად არჩევანი ჭვანის ხეობაზე შევაჩერეთ და გზას დავადექით. ქალაქს რომ ავტომანქანით საათნახევრის სავალზე დაშორდებით შუახევში, მთაზე მიხვეულ-მოხვეულ, ჭვანისკენ …
Continue reading “ფერადი შემოდგომა ჭვანის მუსიკალურ ხეობაში”
10 ყველაზე საინტერესო რამ, რასაც აჭარაში შემოდგომაზე ნახავთ
ზაფხული დასრულდა და შემოდგომის მშვიდი დღეები დგას. ზღვისპირეთში მთელი სექტემბრისა და ოქტომბრის პირველი ნახევრის განმავლობაში ჯერ კიდევ სასიამოვნო სითბო ტრიალებს, ეს არის დრო, როცა ჯერ კიდევ ზაფხულის სამოსი გაცვია, მაგრამ საღამოს ცხელ ჩაისაც სიამოვნებით მიირთმევ, დრო, როცა ლაშქრობებისას სიცხე აღარ გაწუხებს, ცა ლურჯად მუქდება, ჰაერი ოდნავ გრილდება და სუნთქვა იქცევა სიამოვნებად. უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, …
Continue reading “10 ყველაზე საინტერესო რამ, რასაც აჭარაში შემოდგომაზე ნახავთ”
როგორ დავისვენოთ ზღვაზე იაფად
აჭარის სანაპირო ზოლი დაახლოებით 60 კილომეტრზეა გადაჭიმული. ორი დღე დამჭირდა, ფეხით რომ შემომევლო პლაჟის ყველა მონაკვეთი. მქონდა მიზანი, მეგობრებისთვის დამემტკიცებინა, რომ ზღვაზე დასვენება შედარებით იაფადაც შესაძლებელია, თუ კი კარგად იცნობ აჭარის სანაპიროს და შესაფერის ადგილს შეარჩევ. მთავარი პირობა – თუ აჭარის სანაპიროზე ხელმისაწვდომ ფასად გსურთ დასვენება, არჩევანი საოჯახო ტიპის სასტუმროებსა და ჰოსტელებზე უნდა შეაჩეროთ. აქ ფასები …
თაგოდან სხალთაში ახალი საფეხმავლო მარშრუტით – მოგზაურის ჩანაწერები
თაგო სოფელია მაღალმთიან აჭარაში, სადაც ბათუმიდან სულ რაღაც 2 – 2.5 საათში აღმოჩნდებით. თუმცა ჯერ ხულოს ცენტრამდე უნდა ახვიდეთ, რისთვისაც ბათუმის ძველ ავტოსადგურს უნდა მიაკითხოთ, აქედან ხულოს მიმართულებით მიკროავტობუსები ყოველ საათში ერთხელ დადიან, დილის 8-დან საღამოს 4-5 საათამდე. მგზავრობა ძვირი არ ღირს, სულ რაღაც 5 ლარი. გზად გაივლით ქედის, შუახევისა და ხულოს სოფლების ულამაზეს გზას, …
Continue reading “თაგოდან სხალთაში ახალი საფეხმავლო მარშრუტით – მოგზაურის ჩანაწერები”
ზღვისა და მთის მხარე – რატომ უნდა გაატაროთ ზაფხული აჭარაში
„ზაფხული იწყება აქ“ – ამ სლოგანით გაიხსნება დღეს საზღვაო ტურისტული სეზონი ბათუმში, სადაც ზღვის ნაპირზე გამართულ ზაფხულის ფესტივალზე სტუმრებს დღესასწაული და გართობა ელით. აჭარაში მოგზაურობა ბათუმით იწყება, ზღვისპირა ქალაქით, სადაც თანაბრად იგრძნობა თანამედროვე ცხოვრების რიტმი და ძველი საპორტო ქალაქის სიმყუდროვეც. ახალი ბათუმი თანამედროვე, მასშტაბური არქიტექტურით იქცევს ყურადღებას, ძველი ბათუმის ვიწრო, მოკირწყლულ ქუჩებში კი ქალაქის ისტორია …
Continue reading “ზღვისა და მთის მხარე – რატომ უნდა გაატაროთ ზაფხული აჭარაში”
ამბების საძებნელად გოდერძიზე – სამთო კურორტი ზღვასთან ახლოს
ბათუმიდან სულ რაღაც ასი კილომეტრის დაშორებით სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე“ მოხვდებით. აქ ახლა დიდი ფუსფუსია გაჩაღებული: ხის პატარ-პატარა ნაგებობებში ცხელი სასმელების, თხილამურებისა და სამთო აღჭურვილობის გასაქირავებელი პუნქტები ეწყობა, კურორტის რესტორნის მეპატრონე პროდუქტებს იმარაგებს, სპეციალური ტექნიკა სასრიალო ტრასებს ამზადებს, საბაგიროები უსასრულოდ მოძრაობენ წრეზე სატესტო რეჟიმში. ყველა სეზონის გახსნის მოლოდინშია და სტუმრებს ელიან. საოჯახო სასტუმრო თუ სასტუმრო? ვისთვის …
Continue reading “ამბების საძებნელად გოდერძიზე – სამთო კურორტი ზღვასთან ახლოს”
7 მთავარი კერძი, რომლებიც აჭარაში უნდა დააგემოვნოთ
თუკი ნამდვილი, მრავალფეროვანი აჭარული სამზარეულოს დაგემოვნება გსურთ, აუცილებლად აჭარას უნდა მიაშუროთ. აქაური კერძები განსაკუთრებით ნოყიერია, კერძების უმრავლესობის ძირითადი ინგრედიენტები რძის პროდუქტებია: იაღი, იგივე ერბო, ყველი, კარაქი, ნადუღი, ხაჭო და ა.შ. აჭარის მთიან სოფლებში მცხოვრებლები დაუღალავად შრომობენ. მთელი დღის განმავლობაში გარეთ მოფუსფუსე გლეხს ნოყიერი საკვები სჭირდება, რომ მხნედ გრძნობდეს თავს. აჭარის მთისა და ბარის ყუათიანი კერძები, …
Continue reading “7 მთავარი კერძი, რომლებიც აჭარაში უნდა დააგემოვნოთ”
მერისი – ხეობა, რომელსაც ადგილობრივზე მეტი უცხოელი სტუმარი ჰყავს
მერისის ხეობა ქედის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ბათუმიდან 5-6 საათის სავალზეა. მდინარე აკავრეთას ხეობაში მდებარე მერისში ერთდროულად ბევრი რამის ნახვა შეგიძლიათ. ამ ულამაზეს, მწვანეში ჩაფლულ ხეობაში ნახავთ მერისის წყალუხვ ჩანჩქერს, რომელიც ღრმად შეჭრილ, მიხვეულ-მოხვეულ მთებშია ჩამალული, ზენდიდის უძველესი ციხე-სიმაგრის ნანგრევებს, რომლის კედლებშიც ახლა სოფლის მკვიდრები ცხოვრობენ. აქვეა გუნდაურის სამკურნალო-მინერალური წყლებიც. პიკნიკისთვის თუ გზად შესვენებას გადაწყვეტთ, სოფელ …
Continue reading “მერისი – ხეობა, რომელსაც ადგილობრივზე მეტი უცხოელი სტუმარი ჰყავს”
ხავერდოვანი პერიოდის დაუვიწყარი საღამოები ბათუმში
ზაფხული ეს-ესაა დასრულდა, მზის მწველი მცხუნვარება რბილ, სასიამოვნო სითბოდ იქცა, ზღვა სექტემბრის მუქ ლურჯ ცას ირეკლავს და კამკამებს. სექტემბრის ბათუმში დასვენება საუკეთესო პერიოდია განსატვირთად და უშფოთველი შვებულების მოსაწყობად. ზღვა სექტემბერში განსაკუთრებით მშვიდი და სუფთაა, მზეც არ გწვავთ და ზომიერ, ოქროსფერ რუჯს იღებთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. შემოდგომის პირველი თვე აუცილებლად გამოსაყენებელი პერიოდია, რაც ზაფხულის ხმაურიანი და …
Continue reading “ხავერდოვანი პერიოდის დაუვიწყარი საღამოები ბათუმში”
ახალი მარშრუტი სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის აჭარაში
ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარაში ახალი ტურისტული მარშრუტის „ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი“ – მარკირება მიმდინარეობს. ახალი მარშრუტი ალპურ ზონაშია და მასზე მოგზაურობისას ტურისტი ულამაზეს ტბებს, ჩანჩქერებს, ციხეებსა და იაილებს გაივლის. „ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი – მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტს მარშრუტზე შეუძლია,“-ამბობენ ტურიზმის დეპარტამენტში. მათივე …
Continue reading “ახალი მარშრუტი სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის აჭარაში”
გაექეცი ზაფხულს კურორტ გოდერძიზე
თუ აქამდე ფიქრობდით, რომ გოდერძი მხოლოდ ზამთრის კურორტია, ცდებით. ზაფხულის გამთანგველ სიცხეში, როცა გრილ ადგილას თავშეფარება და ახალი ადგილების აღმოჩენა გსურთ, აუცილებლად გოდერძის უნდა მიაშუროთ. ალპური ბოტანიკური ბაღი, მწვანე ტბა, რომელიც მართლა მწვანეა, კურორტი ბეშუმი თავისი იაილებით და ადგილობრივ მემთეურთა საზაფხულო ყოფა: მთის ყველისა და კარაქის მზადება, ხის სახლებში ზაფხულობით მცხოვრებთა ყოველდღიურობა – ამ ყველაფრით …
ტურიზმი თურქეთში [ინფოგრაფიკა]
ავტორი: აიდან იუსუბოვა თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ ქვეყანაში შესული ტურისტების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ამ მონაცემების თანახმად, 2018 წლის ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტორი – 2 378 439 ადამიანი ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან შევიდა. ვიზიტორების რაოდენობით მეორე ადგილზე გერმანიაა. ავტორი: აიდან იუსუბოვა
სად წავიდეთ წვიმის დროს ბათუმში
წვიმა აჭარის სანაპიროს კლიმატის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია და თუ ზაფხულში ბათუმში ჩამოსულს მზიანი ამინდის ნაცვლად წვიმა დაგხვდათ, ფერადი საწვიმარი მოისხით და ბათუმის მუზეუმებს, კინოს, თეატრს, სავაჭრო ცენტრებს ესტუმრეთ ან სულაც ძველი ბათუმის ქუჩებში ისეირნეთ და ქალაქის არქიტექტურას გაეცანით. ჩვენ შევეცდებით ის ადგილები გირჩიოთ, სადაც წვიმიან ამინდშიც შეძლებთ ბათუმში დროის საინტერესოდ გატარებას. მაშ ასე, სად შეიძლება …
მირვეთი – საუკეთესო ადგილი ველოტურის, ჯომარდობისა და დასვენებისთვის
მირვეთი ბათუმიდან სულ რაღაც 27 კილომეტრით დაშორებული ულამაზესი სოფელია, მთისა და ზღვის ჰაერით გაჯერებული ბზის ტყეებით, მყუდრო, მწვანეში ჩაფლული ჭოროხის ნაპირებით, საიდანაც ლურჯად მოლივლივე მდინარის ტალღებს შეგიძლიათ დააკვირდეთ: განმარტოვდეთ ან მეგობრების მხიარულ გარემოცვაში სასიამოვნოდ გაატაროთ თავისუფალი დრო. ბათუმიდან მირვეთამდე შეგიძლიათ ველომარშრუტი დაგეგმოთ, რისთვისაც სამთო ველოსიპედი დაგჭირდებათ. ველომარშრუტები ბათუმის ტურისტული ცენტრებიდან იწყება, მათგან ერთ-ერთი საბაგიროსთან, მეორე …
Continue reading “მირვეთი – საუკეთესო ადგილი ველოტურის, ჯომარდობისა და დასვენებისთვის”
მაისი აბასთუმანში
როცა მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე შეფენილი წიწვოვანი ტყეები ყვითელი ყვავილებით დაიფარება, ქუჩებში სქელი, ღია ყვითელი, ნისლივით მტვერი დადგება და ყველაფერს მოედება, ეს ნიშნავს, რომ დაბა აბასთუმანში საკურორტო სეზონი დაიწყო. უზარმაზარ მთებში ჩაკარგული დაბა ხალხით ივსება, ზამთრობით დაკეტილ სახლებში სიცოცხლე ბრუნდება და მდინარე ოცხეს ხმაურს დასასვენებლად ჩამოსული ბავშვების ჟრიამული ერთვის. დაბა აბასთუმანი მდინარის სანაპიროზეა გაშენებული. პირველი, …
ჩემი თავგადასავალი კოლხურ ტყეებში, მტირალას ბილიკებზე
ბათუმიდან 27 კილომეტრში არის ერთი ადგილი. აქ კლდეებიდან წყაროები მოსჩქეფს, ფოთლებით მოფენილ ბილიკებს აღმართ-დაღმართებზე ჩანჩქერისკენ მიჰყავხარ, ჰაერში მწვანე, დაბურული ტყის სუნი ტრიალებს და სუნთქვას გიადვილებს, სადაც ხეების ჩრდილქვეშ ჯერ შეიძლება წვიმა წამოგეწიოს და შუბლი გაგიგრილოს, 15 წუთის შემდეგ კი ფოთლებზე მძივებივით დაკიდულ წვიმის წვეთებს მზის სხივები ააციმციმებს. ეს მტირალას ეროვნული პარკია, რომლის უმაღლესი მწვერვალი ზღვის დონიდან …
Continue reading “ჩემი თავგადასავალი კოლხურ ტყეებში, მტირალას ბილიკებზე”
რატომ უნდა ჩამოხვიდეთ ბათუმში
შეიძლება ზღვისპირა ქალაქში ოთხივე სეზონი მიმზიდველი იყოს? თუ ბათუმზე ვსაუბრობთ, შეიძლება. თბილი კლიმატით, ძველი და ახალი არქიტექტურით, ულამაზესი ბოტანიკური ბაღითა და მარადმწვანე ბულვარით ბათუმი წელიწადის ყველა დროს ერთნაირად მიმზიდველია. ამ ქალაქის ისტორია ძველი წელთაღრიცხვიდან იწყება და მის შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება, თუმცა ბათუმის ქალაქად გადაქცევის ისტორია XVIII-XIX საუკუნეებში დაიწყო. …