ქედისა და შუახევის გამგებელები – მუნიციპალიტეტებში ვითარება სტაბილურია

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის ვითარება ქედაში სტაბილურია, მდინარე აკავრეთაში წყლის დონემ ღამით დაიკლო და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. რაც შეეხება სოფლებს შორის დამაკავშირებელ დაზიანებულ და წაღებულ ხიდებს, გამგებელის თქმით აღდგენითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. „სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დიდია. აკავრეთას ხეობაში მთლიანობაში ხუთი ხიდია წაღებული, მათ შორის ერთი საცალფეხო, მისასვლელი გზა არ …

წაღებული ხიდები და ევაკუირებული ოჯახები – სტიქია მაღალმთიან აჭარაში

28 ივნისს, საღამოს, ძლიერმა წვიმამ აჭარის მაღალმთიანეთს ზიანი მიაყენა. შუახევის მუნიციპალიტეტში სოფლები: წაბლანა, ცინარეთი, მოფრინეთი და სამოლეთი მოწყვეტილნი არიან ცენტრს, რადგან ადიდებულმა მდინარემ წაიღო კვირიაულისა და წაბლანას ხიდები. შუახევის გამგეობის ინფორმაციით სტიქიამ გაანადგურა მდინარის პირას არსებული სავარგულები. შუახევის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის თქმით, უჩამბის ხეობაში მდინარემ 3 ხიდი წაიღო: “10 ოჯახი გადავიყვანეთ, წვიმამ ახლა ცოტა გადაიღო, …

ძლიერი ქარი ბათუმში [ფოტო]

ბათუმში გუშინ ღამით ამოვარდნილმა ქარიშხალმა გარკვეული ზიანი მიაყენა ქალაქს, თუმცა ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მერიაში დაზარალებული მოქალაქეების მხრიდან რაიმე განცხადება არ შესულა. ქარის გამო ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ზოგიერთ სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ‘ბათუმელებს განუცხადეს, რომ აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია და დენის მიწოდება სრულად 2 საათის განმავლობაში აღდგება. …

ხულოში სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნა და სუფრა სტუმრებისთვის

18-19 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და ასევე, 13-15 მაისს ქ. ბათუმში მე-9 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის „exspo-batumi 2016“-ის ღონისძიების ორგანიზების მომსახურებაში ხულოს მუნიციპალიტეტი ჯამში 4 ათას 18 ლარის დახარჯვას გეგმავს. აქედან: 18-19 აპრილს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებისთვის მაქსიმუმ 1977 ლარია განსაზღვრული: 2016 წლის …

ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის სახურავი დაიწვა [ვიდეო]

ბათუმში, აღმაშენებლის დასახლებაში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია, მსხვერპლი არ არის. დაიწვა სახურავის 800 კვადრატული მეტრი და გადარჩა, მხოლოდ 400 კვადრატული მეტრი. შემთხვევა, 16 იანვარს, დაახლოებით, საღამოს ხუთ საათზე მოხდა. ადგილზე 13 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს …

ბახმაროსთან ახლოს ჩარჩენილ 7 ადამიანს ვერტმფრენით გადმოიყვანენ

ღორჯომის ხეობაში მცხოვრები 7 ადამიანი ბახმაროსთან ახლოს, სოფელ ზოტიყელშია ჩარჩენილი. შეტყობინება დახმარების თხოვნით გამგეობაში გუშინ საღამოს შევიდა, თუმცა უამინდობის გამო მთაში ასვლა აქამდე ვერ მოხერხდა. ხულოს გამგებლის ინფრომაციით, სამაშველო ვერტმფრენი დაახლოებით 20 წუთის წინ გაფრინდა მათ გადმოსაყვანად. ხულოს გამგებელი, ბესიკ ბაუჩაძე ამბობს, რომ მთაში ჩარჩენილი ადამიანები იაილებზე, ქარით დაზიანებული სახლების შესაკეთებლად წავიდნენ, შემდეგ გაუთოვდათ და უკან ვეღარ …

სამაშველო სამსახური: „უსაფრთხო ადგილზე 14 ოჯახი და 80 პირუტყვია გადაყვანილი“

 

ბათუმის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან 14 ოჯახია გაყვანილი. 

არჩილ ხაბაძე და ნოდარ ხადური სტიქიით დაზარალებულ სოფლებში იმყოფებიან

 

დღეს, 14 ნოემბერს, აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აჭარაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში იმყოფებოდნენ. მათ მოინახულეს ქედის რაიონის სოფლები: პირველი მაისი, მახუნცეთი, კოლოტაური და ხუნკუდა. 

შსს: გოდერძის უღელტეხილზე მოქალაქეები თოვლში არიან ჩარჩენილი

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე მიმდინარეობს თოვლში ჩარჩენილი რამდენიმე ავტომანქანის გამოყვანა. ადგილზე მობილიზებული არიან შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები.  

9 სკოლაში სწავლა შეწყდა, მეწყერი ჩამოწვა საცხოვრებელ სახლებთან, ჩაკეტილია გზები – სტიქიის შედეგები აჭარაში

 

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი “ბათუმელებთან” საუბრისას ამბობს, რომ რამდენიმე საჯარო სკოლის დირექტორთან დაკავშირებას ვერ ახერხებს, რადგან მაღალმთიან აჭარას ელექტროენერგია არ მიეწოდება, მობილური ტელეფონები დენის წყაროს გარეშე დარჩა. დაზუსტებული ინფორმაციით, დღეს, 12 ნოემბერს სასწვლო პროცესი შეწყდა ხელვაჩაურის 6 და ქედის 3 საჯარო სკოლაში. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია სკოლების სახურავები.

ასევე  რამდენიმე სახლთან ჩამოწვა მეწყერი და მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლები დაატოვებინეს. 

აჭარის მთავრობის ცნობით, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია შემდეგ სკოლებში:

ხელვაჩაურში: აჭარისაღმართის საჯარო სკოლაში,  სკოლასთან მისვლა პრობლემაა,  წაქცეულია ხეები;

სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში – დატბორილია სკოლის შენობა;

ქედქედის საჯარო სკოლაში –  წაქცეულია ხეები, დატეხილია ფანჯრები და მინები, ზოგიერთ საკლასო ოთახში დაზიანდა ჭერი;

ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში – სკოლასთან მისვლა პრობლემაა, დატეხილი და წაქცეულია ხეები; ჩხუტუნეთის საჯარო სკოლაში – სკოლასთან მისვლა პრობლემაა, დატეხილი და წაქცეული ხეების გამო; წინსვლის საჯარო სკოლაში – სკოლასთან მისასვლელი ხიდი წყალმა წაიღო (ხიდის რეაბილიტაცია მიდის, გვერდით იყო დროებითი ხიდი გაკეთებული და ის ხიდი წაიღო წყალმა);
ქედაში: სოფელ დანდალოს საჯარო სკოლაში – ძლიერმა ქარმა სკოლას ნაწილობრივ გადახადა სახურავი, დააზიანა ფანჯრები;

სოფელ ახოს №1 საჯარო სკოლაში – ძლიერმა ქარმა სკოლას ნაწილობრივ გადახადა სახურავი;

 სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლაში – ძლიერმა ქარმა სკოლას ნაწილობრივ გადახადა სახურავი;
ხულოში: რაქვთის საჯარო სკოლაში – ძლიერმა ქარმა სკოლას ნაწილობრივ გადახადა სახურავი.
საერთო პრობლემა – არ მიეწოდებათ შუქი, გათიშულია ჯეოსელის ქსელი.

უამინდობის გამო მეცადინეობა შეწყვეტილია შუახევის ზოგიერთ სკოლაშიც.  

ბათუმის სანაპირო / ფოტო /

 

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, 11 ნოემბერს ძლიერი წვიმისა და შტორმის გამო ორმოცამდე გამოძახება დაფიქსირდა. 

მაშველების ინფორმაციით ძლიერი ქარის დროს, ბათუმსა და ხელვაჩაურში რამდენიმე სახლი სახურავის გარეშე დარჩა. წაქცეულია ხეები და დატბორილია ქუჩები. 

 

 

 

სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას საკვები სარეზერვო ფონდიდან უყიდეს

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  არჩილ ხაბაძე ამ დროისთვის ქობულეთში დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას  ხვდება და  არსებულ მდგომარეობას პირადად ეცნობა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მტავრობის პრესსამსახური ავრცელებს.  მანამდე კი  საგანგებო შტაბის სხდომა  გამართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.  მუნიციპალიტეტში შექმნილ სტიქიასთან ბრძოლის შტაბის წევრებს  რეგიონის პირველი პირი ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატთან ანზორ თხილაიშვილთან ერთად შეხვდა. შეხვედრას ასევე აჭარის საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.

სტიქიის გამო საცხოვრებელი სახლებიდან 6 ოჯახი გაიყვანეს

 

შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში მეწყრული პროცესების გამო ხუთი ოჯახი საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან მაშველებმა გაიყვანეს. სტიქია მოსახლეობას პრობლემებს ქობულეთშიც უქმნის.

სტიქიის გამო საცხოვრებელი სახლებიდან 6 ოჯახი გაიყვანეს

 

შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში მეწყრული პროცესების გამო ხუთი ოჯახი საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან მაშველებმა გაიყვანეს. სტიქია მოსახლეობას პრობლემებს ქობულეთშიც უქმნის.

ქობულეთის ცენტრალურ გზატკეცილზე მოძრაობა შეჩერებულია

 

ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ქობულეთში, ცენტრალურ მაგისტრალზე, სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან სტადიონამდე  მოძრაობა წყალდიდობის გამო აკრძალულია: „მოძრაობენ მხოლოდ მაშველები”. 

წვიმის შემდეგ დატბორილი ქობულეთი [ფოტო]

 

ამ დროის [11:32 საათი]  მონაცემებით ქობულეთში დატბორილია ჯავახიშვილის უბანი, გელაურის დასახლება, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, სააავადმყოფოს უბნის ნაწილი, რუსთაველისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების დასაწყისი. დამეწყრილია სოფელ ლეღვას, გვარას, კონდითის, გოგმაჩაურის, ზენითის, აჭყვისთავისა და ცეცხლაურის სასოფლო გზები. მოსალხეობას ელექტრო ენერგია შეფერხებით მიეწოდება.

ქობულეთში 14 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის  [11.32 საათი] ელექტროენერგია 14 ათას აბონენტს არ მიეწოდება. ინფორმაცია ამის შესახებ “ბათუმელებს” „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დაუდასტურეს. 

კოკისპირულმა წვიმამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. 

ქობულეთის სამ საჯარო სკოლაში სწავლა შეწყდა

 

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის №1, მე-5 და მე-6 საჯარო სკოლებში სწავლა შეყვეტილია სკოლების მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის გამო. 

უხვმა ნალექმა ქობულეთში რამდენიმე უბანი დატბორა, ასევე რამდენიმე სოფელში ჩამოწვა მეწყერი. შეზღუდულია ავტომანქანების მოძრაობა. 

სტიქია ქედაში

 

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში ღამით მოვარდნილმა წყალმა ჯინჭარაძეების საცხოვრებელი სახლის პირველი სათული დატბორა. აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი მდებარეობს. 

შსს-ს შენობებზე დროშები დაეშვა

 

შსს-ს განცხადებით, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე დროშები დაეშვა.

გონიოსთან ხანძარი ლოკალიზებულია

 

გონიოს მახლობლად, სოფლების – ახალსოფლისა და ჭარნალის საზღვარზე, ღამის 12 საათისთვის, ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია. ხელვაჩაურის გამგებლის, ნადიმ ვარშანიძის თქმით, ხანძრის ერთი კერაა დარჩენილი, ცოტა ძნელად მისასვლელი ადგილია, თუმცა იმასაც მალე ჩააქრობენ. 

13 მილიონი ლარი დაზარალებული ოჯახების ბინებით უზრუნველსაყოფად

 

სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისთვის წელს და მომდევნო სამი წლის განმავლობაში აჭარის ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი დაიხარჯება. მიმდინარე წელს 4 მილიონი ლარი, ხოლო მომდევნო წლებში – სამ-სამი მილიონი – ყოველწლიურად.

სტიქიამ სამაშველო სამსახურს რვა ათასი ლარის ზარალი მიაყენა

 

შავ ზღვაში წარმოქმნილი ხუთბალიანი შტორმის შედეგად, ბათუმის სანაპირო ზოლი საგრძნობლად დაზიანდა. ყველაზე დიდი ზარალი ბათუმის სამაშველო სამსახურს მიადგა – შტორმმა ბათუმსა და ქობულეთში  სამაშველო კოშკურები წააქცია. 

მთავრობის საგანგებო სხდომა ბათუმში

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, საგანგებო ბრიფინგი გამართა და აჭარაში უხვი ნალექის შედეგად შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. 
ამ დროისათვის ელექტრო ენერგია შეუფერხებლად მიეწოდება ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას. ხულოს მუნიციპალიტეტში გათიშულია 5 215 აბონენტი, შუახევში 4 159 და ქედაში 413 აბონენტი. 

ბათუმში სამაშველო სამსახური 45 -ჯერ გამოიძახეს

 

სამაშველო სამსახურის უფროსის, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით,  ბათუმში მოსახლეობამ სამაშველო სამსახური 45 ჯერ გამოიძახა. 

აჭარაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საგანგებო შტაბი შეიქმნა

 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ “112”-ში 19 ოქტომბერს შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ აჭარის სანაპირო ზოლში დაფიქსირდა 5 ბალიანი შტორმი. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით, ბათუმში შეიქმნა კრიზისების მართვის ოპერატიული ცენტრი, რომლის მართვის კოორდინაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს. ცენტრის შემადგენლობაში შედიან შს სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფები და ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამისი სამსახურები.

ღარიბაშვილი აჭარაში: ყველა დაზარალებული კომპენსაციას მიიღებს

 

საქართველოს  პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს აჭარაში,  ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ დოლოგანთან ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა, სადაც გუშინ საღამოს მეწყერი ჩამოწვა და საავტომობილო მიმოსვლა რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაიკეტა.

არჩილ ხაბაძის განცხადებით, ქალაქში ყველა კოლექტორი გამართულად ფუნქციონირებს

 

 

„წყალდიდობა უხმა ნალექმა გამოიწვია  და არა გაუმართავმა სისტემამ“- განაცხადა არჩულ ხაბაძემ  ჟურნალისტებთან შეხვედრისას. მისი თქმით,  ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც წყლის სისტემები  მოწესრიგებულია, მძიმე სიტუაცია არ ყოფილა.

უამინდობის გამო ბათუმის რამდენიმე უბანს დენი არ მიეწოდება

 

„ენერგოპრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალის ინფორმაციით უამინდობის გამო ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ბათუმის რამდენიმე უბანს. 

ქედაში მეწყერმა სახლი დაანგრია

 

დღეს, საღამოს, ქედის მუნიციპალტეტის სოფელ ბალაძეებში ჩამოწოლილმა მეწყერმა ცინცაძეების სახლი დაანგრია.

ხანძრის მიზეზები ისევ დაუდგენელია

 

 

ქობულეთის დაცული ტერიტორიაზე, ისპანის ჭაობში გუშინ გაჩენილი ხანძრის მიზეზები ამ დრომდე უცნობია. როგორც დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ხანძარი გუშინ დაახლოებით რვა საათისთვის გაჩნდა. მიზეზები ამ დრომდე უცნობია. 

სტიქიით დაზარალებული ოჯახები ბინებს მიიღებენ

 

სტიქიით დაზარალებული 74 ოჯახი, რომელთა საცხოვრებელი სახლი და ადგილი სპეციალისტებმა სიცოცხლისათვის საშიშად მიიჩნიეს, ბინას ბენზეში ე.წ. სოციალურ სახლში მიიღებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ სპეციალური სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით მიიღო.

ხანძარი ფარნავაზ მეფის ქუჩაზე

 

 

 ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი ღამის ათ საათზე წაეკიდა. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც ბათუმის სახანძრო სამსახურში „ბათუმელებს“ აცნობეს, თავდაპირველად შემთხვევის ადგილას გასული იყო 5 ბრიგადა, ამ დროისათვის კი ხანძარს ორი სახანძრო ბრიგადა ებრძვის.  

 

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ამ დროისათვის იკვლევენ. 

შავი ზღვის სანაპირო ზოლში მიწისძვრა დაფიქსირდა

 

 

16 ნოემბერს, 03:49 წუთზე შავი ზღვის სანაპირო ზოლში მიწისძვრა დაფისირდა – ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრი აქვეყნებს.  

პარლამენტარ მურმან დუმბაძის განცხადება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის განცხადებით, ზარალი, რომელიც აჭარის სანაპირო ზოლს მიადგა, წინა ხელისუფლების „უგუნური ქმედებების“ შედეგია.

 

როგორც დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ რომ ჩატარებულიყო ნაპირსამაგრი სამუშაოები და ჯებირები გაემაგრებინათ, ბათუმს ასეთი ზარალი არ მიადგებოდა.

 

მისი თქმით, წლების მანძილზე, ექსპერტები, მეცნიერები, კონსულტანტები, ეკოლოგთა ჯგუფის წევრები წერდნენ და აფრთხილებდნენ ხელისუფლებას იმ ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ, რომელიც ქვეყანას ემუქრება, თუმცა ხელისუფლებამ მათი რჩევები არ გაითვალისწინა.

 

მისივე თქმით, შესაძლებელია ბულვარის სანაპირო ზოლის გალამაზება, თუ ჯერ მოხდება ჯებირების გამაგრება, რასაც საბჭოთა კავშირიც ახერხებდა, წინა ხელისუფლებამ კი მიზანმიმართულად არ მოახდინა მათი გამაგრება და რამდენიმე მილიონი ლარი მხოლოდ პიარისთვის დახარჯა, რაც სახელმწიფო დანაშაულია.

 

ამასთან, როგორც დუმბაძემ აღნიშნა, ის აპირებს მიმართოს ახალ ხელისუფლებას, რომ შეჩერდეს მსგავსი ინფრასტრუქტურის განვითარება და მათი მშენებლობა მხოლოდ ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულების შემდეგ გაგრძელდეს.

<!** Image 1 align="" width="300" height="300" >

ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავი გადახადა

 

დღეს დილით სოფელ კირნათში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.

Exit mobile version