მთავარი,სიახლეები

სასურველია აჭარაში პირბადე გამოვიყენოთ ღია სივრცეშიც – გამყრელიძე

02.10.2020
სასურველია აჭარაში პირბადე გამოვიყენოთ ღია სივრცეშიც – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში უკვე სასურველია პირბადის არა მხოლოდ დახურულ სივრცეებში, არამედ ღია სივრცეებში, ქუჩებში ტარებაც. მან აღნიშნა, რომ პირბადის ტარება დახურულ სივრცეში სავალდებულოა, ღია სივრცეებში ტარება კი – რეკომენდაციაა.

„რადგან აჭარაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გავრცელება, სასურველია და რეკომენდებულია ღია სივრცეებშიც ვიხმაროთ პირბადე. თუ ვინმე არ ხმარობს, ეს დასჯადი არ იქნება, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რეკომენდებულია, რადგან ინციდენტობის მაჩვენებელი აჭარაში ჩვენს გვაქვს დაახლოებით 7-8-ჯერ მეტი, ვიდრე საშუალო ქვეყნის მაჩვენებელია, ამიტომ სასურველია პირბადე ჩვენ აჭარაში ვიხმაროთ გარეთაც“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღეს, 2 ოქტომბერს ბრიფინგზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ პერიოდში, როცა იწყება სეზონური გრიპისა და რესპირატორული დაავადებების სეზონი, აჯობებს თავის შეკავება გადაადგილებისგან.

აჭარაში ეპიდსიტუაცია სექტემბრიდან მოყოლებული კვლავ დაძაბული რჩება. რეგიონში ბოლო დღეებია კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა ვლინდება. დღეს, 2 ოქტომბერს, აჭარაში გამოვლინდა კორონავირუსის 297 ახალი შემთხვევა, რაც ახალი ანტირეკორდია.

დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მოსახლეობას კვლავ მოუწოდა შეზღუდონ კონტაქტები, ატარონ პირბადე და დაიცვან ხელის ჰიგიენა.

ამავე თემაზე: 

შესაძლოა ახლო კონტაქტებს შორის ინფექციის მატება ისევ დაფიქსირდეს – მინისტრის გაფრთხილება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: