საქართველოს უნივერსიტეტი ბათუმში აბიტურიენტებისთვის იმიტირებულ გამოცდას გამართავს

საქართველოს უნივერსიტეტი ბათუმში მდებარე აჭარის რეგიონულ ოფისში  15 ივნისს, 14:00 საათზე, სკოლის მოსწავლეებისთვის გამართავს იმიტირებულ გამოცდას ზოგად უნარებში (მისამართი: ჯავახიშვილის N5; ტელ: 577 038 128), რაც აბიტურიენტებს საშუალებას მისცემს, შეამოწმონ საკუთარი თავი და დაძლიონ ერთიანი ეროვნული გამოცდების შიში. ზოგადად, საქართველოს უნივერსიტეტის ქ.ბათუმის ოფისი აჭარის რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს სისტემატიურად სთავაზობს საჯარო …

ბათუმის აკვარიუმში თევზის ჯიში – გარრა რუფა გაამრავლეს

ბათუმის აკვარიუმში ახალი ჯიშის თევზი – გარრა რუფა გაამრავლეს. ბათუმის დელფინარიუმის ინფორმაციით, ხელოვნურ პირობებში გარრა რუფას გამრავლება საკმაოდ რთულია, საამისოდ „მზადდება“ წყალი სპეციალური შემადგენლობით – მასში უნდა ხარობდეს 15-მდე სახეობის მცენარე. ბათუმის აკვარიუმის თანამშრომლებმა, არსებობისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად, სპეციალურად გამოყოფილ აკვარიუმში რთული საფილტრაციო სისტემა დაამონტაჟეს, შეარჩიეს რამდენიმე წყვილი და ისინი ახალ საინკუბაციო სივრცეში მოათავსეს. გარრა რუფას …

კმდს ბათუმში 1907 წელს აშენებული სახლის რეაბილიტაციას გეგმავს

შეულესავი წითელი აგურით ნაშენი ორსართულიანი, აივნებიანი სახლი ბათუმში, რომელსაც ფარნავაზ მეფისა და კონსტანტინე გამსახურდიას, ასევე გორგასლის ქუჩის ნაწილი უკავია და კვარტალური განაშენიანება აქვს, მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1907 წელს  აუშენებიათ, სახლს ძეგლის სტატუსი აქვს. კომპანია „გეოგრაფიკის“ დახასიათებით, „ამ სახლის ფასადები ორივე ქუჩაზე თანაბარხარისხიანია. მცირე გაბარიტის მიუხედავად, კუთხის მდებარეობის გამო მოცემული შენობა არსებულ გარემოში არქიტექტურულად კარგად იკითხება, …

სად ჩაქრება შუქი ბათუმში – უახლოესი 3 დღის განრიგი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 9  ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს. ბათუმში, 06:00-დან 10:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 4448  აბონენტს შემდეგ ქუჩებზე: მაიაკოვსკი ნონეშვილი შავშეთი ერისთავი ჭიჭინაძის და მიმდებარე ქუჩებს ასევე თამარის, ახალშენის და ფერიის დასახლებების ნაწილში. ხულოში, 12:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 7 აბონენტს სოფელ ქვემო ვაშლოვანში. 10 ივნისს, ბათუმში, 05:00-დან 09:00 …

რატომ გაძვირდა პარკში ატრაქციონები

ბათუმის ცენტრალურ პარკში იმ ატრაქციონების ფასი, რომელთა ბილეთიც 50 თეთრი ღირდა – გაორმაგდა, რამაც მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია. საქმე ის არის, რომ სულ ახლახან, ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე მიწის ნაკვეთები და საბაშვო ატრაქციონები 10-წლიანი იჯარით გასცა კერძო პირზე. როგორც ატრაქციონების ახალი მოიჯარე ეკატერინე ნიკოლაიშვილი ამბობს, ფასის ზრდის მიზეზი ის გადასახადები და …

რა ღირს ბათუმში ვერტმფრენით გასეირნება

3 ივნისს ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ამ სეზონზე ტურისტებს ბათუმში არაერთი გასართობი ელოდებათ. კარგად ცნობილი იახტების, სკუტერების, საცურაო ბანანების, ველოსიპედების, ბულვარში სასეირნო ელექტრო მანქანებისა და კვადროციკლების გარდა, ბათუმში ჩამოსული დამსვენებელი შეძლებს ვერტმფრენითაც გაისეირნოს. თუ ვერტმფრენით გასეირნებას გადაწყვეტთ, ამისთვის მინიმუმ 250 ლარი დაგჭირდებათ. სწორედ ამდენი ღირს ვერტმფრენით 3 წუთით ბათუმის სანაპირო ზოლის დათვალიერება, ახალი ბულვარის …

ავარიის შედეგად გოგებაშვილის ქუჩაზე გამყოფი ღობე დააზიანეს

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, სანაოსნოს მიმდებარედ, ქუჩის გამყოფი რამდენიმემეტრიანი რკინის ღობეა დაზიანებული. რკინის რიკულები მთლიანად დალეწილია, ასევე დაზიანებულია პალმის ხე, რომელიც გაზონზე დგას. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს სამსახურში ამბობენ, რომ  რკინის ღობე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა. „გამოვლენილია ის პირიც, ვინც ღობეს დაეჯახა და დაზიანებულ ღობეს ის აღადგენს,“ – გვითხრეს აღნიშნულ სამსახურში. რა თანხა დაჯდება ღობის აღდგენა, …

ჰოსპიტალი: დაჭრილი ქალი რეანიმაციაშია და მის გადასარჩენად ექიმები ყველაფერს აკეთებენ

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, დღეს, 27 მაისს, დანით დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდა ქალს ბევრი სისხლი აქვს დაკარგული, იგი რეანიმაციაშია მოთავსებული და მის გადასარჩენად ექიმები ყველაფერს აკეთებენ. ახალგაზრდა ქალი აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში შუადღისას დაჭრეს. ქალს თან მცირეწლოვანი შვილი ახლდა. დაჭრილ ქალი ორი შვილის დედაა. დანაშაულის ადგილზე …

ბათუმში 30 წლის ქალს რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ქალს სხეულზე სავარაუდოდ დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 30 წლის ქალი ექიმებმა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას გონება დაკარგული არ ჰქონდა. აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქის თქმით, მცირეწლოვან შვილთან ერთად მყოფ ახალგაზრდა ქალს საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში დაესხნენ თავს.

სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, ანბანის კოშკთან, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოაწყო. ნებისმიერ მსურველს საღამოს რვა საათამდე ტექნიკის დათვალიერების საშუალება აქვს. გამოფენა აქვს ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. ანბანის კოშკთან ასევე შეგიძლიათ 1918–1921 წლების ამსახველი ფოტოგამოფენის ნახვა.        

საზეიმო მსვლელობა მემედ აბაშიძის ქუჩაზე [ფოტო]

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ბათუმში ცენტრალური პარკიდან დაიწყო. აქ ფესტივალ „ოქროს დელფინის“ მონაწილეების შეიკრიბნენ და მემედ აბაშიძის გამზირი სიმღერით ჩაიარეს. მსვლელობის დროს სხვადასხვა ენაზე ისმოდა შეძახილი – საქართველო. საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები ანბანის კოშკთან უკვე დაიწყო.            

საჯარო ლექციები ბათუმის არქიტექტურისა და რეკონსტრუქციების მნიშვნელობაზე

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, 2018 წლის 21 და 22 მაისს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში (ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N37) ბათუმის მიტოვებული სამრეწველო შენობების ადაპტაციისა და ზოგადად, ბათუმის ისტორიული განაშენიანების სტრუქტურის შესახებ საჯარო ლექციები გაიმართება. 21 მაისს, 12 საათზე, საჯარო ლექციას თემაზე: „ბათუმის ძველი (მიტოვებული, უმოქმედო, უსარგებლო) სამრეწველო შენობების რევიტალიზაცია, რეკონსტრუქცია და ადაპტაცია“, წაიკითხავს საქართველოს …

აჭარაში 4061 სკოლის მოსწავლისთვის ბოლო ზარი დაირეკა

მეზღვაური, იურისტი, ექიმი, მენეჯერი – ეს იმ პროფესიების არასრული ჩამონათვალია, რომლებსც ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელები ირჩევენ. ზოგიერთს უხარია სკოლის დამთავრება, ზოგიერთი კიდევ ამბობს, რომ სკოლის დამთავრების გამო გული სწყდება. ნერვიულობენ მოსალოდნელ გამოცდებზე, თუმცა უხარიათ ის, რომ უმრავლესობა თბილისში აბარებს და სჯერათ, რომ სტუდენტობის დროს კლასელებთან ურთიერთობას არ გაწყვეტენ. დღეს ბათუმში სკოლა 1814-მა მეთორმეტეკლასელმა  დაამთავრა, …

დღეს ყველა მუზეუმში შესვლა უფასოა

დღეს, 18 მაისს, მსოფლიო მასშტაბით მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, აჭარის მუზეუმებში ღონისძიებები, გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები იგეგმება. 18 მაისს ყველა მუზეუმში ღია კარის დღეა გამოცხადებული და სტუმრები უფასოდ დაათვალიერებენ ექსპოზიციებს. 19 მაისს კი მუზეუმებში გაიმართება აქცია „მოდი ღამე მუზეუმში“, რომლის დროსაც ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში …

ვინ იმღერებს 26 მაისს ბათუმში – მერია ღონისძიებებში 80 000 ლარს დახარჯავს

ქალაქის ბიუჯეტიდან მიმდინარე წლის 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის 80 ათასი ლარი დაიხარჯება. აქედან უშუალოდ ღონისძიების ორგანიზებისთვის –  56 980 ლარი, ხოლო გასართობი მომსახურებისთვის – 23 020 ლარია გათვალისწინებული. შესაბამის მომსახურებას ბათუმის კულტურის ცენტრი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე შეისყიდის. კულტურის ცენტრის ინფორმაციით, წინასწარი თანხმობა მიღებულია და ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: არჩილ გოგიტიძე, ანიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, ავთო აბესლამიძე, გიორგი …

მირვეთი – საუკეთესო ადგილი ველოტურის, ჯომარდობისა და დასვენებისთვის

მირვეთი ბათუმიდან სულ რაღაც 27 კილომეტრით დაშორებული ულამაზესი სოფელია, მთისა და ზღვის ჰაერით გაჯერებული ბზის ტყეებით, მყუდრო, მწვანეში ჩაფლული ჭოროხის ნაპირებით, საიდანაც ლურჯად მოლივლივე მდინარის ტალღებს შეგიძლიათ დააკვირდეთ: განმარტოვდეთ ან მეგობრების მხიარულ გარემოცვაში სასიამოვნოდ გაატაროთ თავისუფალი დრო. ბათუმიდან მირვეთამდე შეგიძლიათ ველომარშრუტი დაგეგმოთ, რისთვისაც სამთო ველოსიპედი დაგჭირდებათ. ველომარშრუტები ბათუმის ტურისტული ცენტრებიდან იწყება, მათგან ერთ-ერთი საბაგიროსთან, მეორე …

პარკირების წესების დარღვევა ბათუმში – ჯარიმების სტატისტიკა [ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 374 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის – 334, ნიშანში დგომისთვის – 35, ტროტუარზე დგომის გამო – 1, დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის – 3 და 1 –  ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო. ფოტოები გადაღებულია ბოლო ორი დღის განმავლობაში.

გადაკეტილი ტროტუარი ჭავჭავაძის ქუჩაზე [ფოტო, ვიდეო]

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე,  „პლაზასთან“, ტროტუარი რამდენიმე თვეა გადაკეტილია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „პლაზას“ შენობის ქვეშ კერძო ავტოსადგომი კეთდება, ქვეითად მოსიარულეებს კი, ტროტუარიდან  გზის სავალ ნაწილზე უწევთ გადასვლა. აქვეა ქალაქის ღია ავტოპარკინგი და განთავსებულია ნაგვის ურნები, რის გამოც გადაადგილება ჭირს. ჩვენ დავუკავშირდით ბათუმის მერიას, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნულ მონაკვეთში უახლოეს პერიოდში შეიცვლება ღია ავტოპარკინგი და მოეწყობა ტროტუარი. მერიის …

„ჩემმა ძმისშვილმა პოლიცია დასახმარებლად გამოიძახა, მაგრამ მას სცემეს და კბილები ჩაუმტვრიეს“

მოქალაქე ეთერ დუმბაძე აცხადებს, რომ მის ძმისშვილს, 40 წლის კაცს, პოლიციამ ისე სცემა, რომ „არ იცნობოდა – სახე დაუსახიჩრა და კბილები ჩაუმტვრია“. ქალის თქმით, მოქალაქე ბათუმში 27 აპრილს, 23:30 საათზე დააკავეს. „ღამის ოთხ საათამდე სცემდნენ ჩემს ძმისშვილს ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებაში, არადა, პოლიცია თავად გამოიძახა დასახმარებლად“, – უთხრა ეთერ დუმბაძემ „ბათუმელებს“. დაკავებულის მამიდას, ეთერ დუმბაძის …

ბათუმში ზღვის სეზონი დაიწყო

ბათუმში აპრილის შუა რიცხვებიდანაც ჩნდებიან ზღვის სანაპიროზე ბანაობის განსაკუთრებულად მოყვარულები, თუმცა მაისის დასაწყისში მობანავეების რაოდენობა გაცილებით მეტია. დღეს, 7 მაისს, შეზლონგებითა და ქოლგებით არაერთი ტურისტი გამოჩნდა ზღვაზე. ზოგიერთი ბანაობს, ზოგიერთიც უბრალოდ ირუჯება. მობანავეები ამბობენ, რომ ზღვა ძალიან თბილი ჯერ არ არის, მაგრამ ჩასვლა არავის გაუჭირდება. გასარუჯად მოსულები გვეუბნებიან, რომ მაისი საუკეთესო პერიოდია გასარუჯად, რადგან ამ …

დარღვევები სკოლებში, დაჯარიმებული სილამაზის სალონები და ბაღები ბათუმში

ბათუმის მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქალაქში შემოწმებული 35 სილამაზის სალონიდან დაჯარიმდა 15, შვიდი საჯარო სკოლიდან დარღვევა დაფიქსირდა ოთხ სკოლაში, ხოლო შემოწმებული 33 კერძო ბაღიდან დაჯარიმდა – 15. ბათუმში საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, სალონების და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების ზედამხედველობას მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება ახორციელებს. შესაბამისი პროგრამით – …

დიდ და არასტანდარტულ ზომებზე მორგებული მოდური ტანსაცმელი ბათუმელი დიზაინერებისგან

Poppy Pods-ი [ფოფი ფოდსი] ტანსაცმლის ბრენდია დიდი ან არასტანდარტული ზომების ქალებისთვის, რომელიც ბათუმელმა დიზაინერებმა გერონტი [გერა] სარდანაშვილმა და ნინა მასალკინამ დააარსეს. ატელიე, სადაც დიდი ზომის გოგოებს საინტერესო და მოდურ ტანსაცმელს, მათი სხეულის თავისებურებების გათვალისწინებით შეუკერავენ, უკვე მზადაა შეკვეთების მისაღებად. ატელიე დიდი ზომის მექანიკური მანეკენებითა და სპეციალური თარგებით მუშაობს. რამდენად პასუხობს მოდის ინდუსტრია დიდი და არასტანდარტული …

სარაგბო კლუბი “ბათუმი” დიდი 10-ის ფინალში ვერ მოხვდა

დიდი 10-ის პლეიოფში სარაგბო კლუბი “ბათუმი” 25:19 დამარცხდა გორის “ჯიქებთან” და ჩემპიონატს გამოეთიშა. რაც შეეხება გორის “ჯიქებს”, გუნდი 6 მაისს შეხვედრას თბილისის “ლოკომოტივთან” გამართავს. გამარჯვებული გუნდი 13 მაისს ფინალში ქუთაისის “აიას” შეხვდება. ქუთაისის “აიამ” თბილისის „ლოკომოტივი“ 20:15  დაამარცხა და ამ გზით ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.    

რა ღირს იახტის, იალქნიანი ნავისა და სასეირნო გემის დაქირავება ბათუმში

თუ ბათუმში ხართ და ზღვაზე გასეირნებას გადაწყვეტთ, ამისთვის ბათუმის იახტკლუბს უნდა მიაკითხოთ. იახტკლუბში გემით გასეირნების ფასები 10 ლარიდან იწყება. ყველაზე იაფი დიდი სასეირნო გემია. ნახევარი საათი ერთ ადამიანს 10 ლარი დაუჯდება. თუმცა ამ შემთხვევაში იძულებული იქნებით სხვა ტურისტებს დაელოდოთ და როცა გემი შეივსება, ზღვაში შემდეგ გახვიდეთ. თუ გემზე წვეულების მოწყობას გადაწყვეტთ, ერთი საათით დაქირავება 200-დან …

ბათუმში სახაჭაპურე გაქურდეს – მოპარულია 400 ლარი და ოთხი ბოთლი გამაგრილებელი წვენი

შემთხვევა 25 აპრილის ღამეს მოხდა. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე არსებულ სახაჭაპურეში, კარებზე მინა მოხსნეს და ისე შეაღწიეს. გატანილია 400 ლარი, რომელიც საცხობში ხურდა ფულის სახით იყო დატოვებული და ასევე ოთხი ბოთლი გამაგრილებელი სასმელი. საცხობის მფლობელის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ის გაქურდეს. ამბობენ, რომ პოლიციას მიმართეს და გამოძიებაც დაიწყო. საცხობის მიმდებარედ არის სასტუმრო და სხვა …

სად გაითიშება ხვალ შუქი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, 27 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: 11:00-დან 19:00 საათამდე 621 აბონენტს ბათუმში: ჯორჯიაშვილის, ჭავჭავაძის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე, დაბა მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლებების ნაწილს. 11:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 986 აბონენტს ხელვაჩაურში: კახაბრის, მეჯინისწყალის, გონიოსა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილს, ასევე ახალსოფელს. 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით  …

ბათუმში ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

ბათუმში ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების სარეაბილიტაციო ცენტრი, „იმედის სახლი“ საქველმოქმედო ფონდის, „საქართველოს კარიტასის“ ორგანიზებით შეიქმნა. ცენტრში ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირებს თერაპიული კურსის გავლა უფასოდ შეუძლიათ. „საქართველოს კარიტასის“ წარმომადგენელი, ილია გუჩმანიძე ამბობს, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები ცენტრში ექვსთვიან კურსს გაივლიან, რომელიც მოიცავს სამედიცინო დახმარებას,  ფსიქოლოგიურ კონსულტაციას და ბენეფიციარების სრულად უზრუნველყოფას საყოფაცხოვრებო პირობებით: კვება, დამხმარე საშუალებები, რაც ბენეფიციარს სჭირდება ცხოვრებისთვის და …

რუსი ჟურნალისტი, კონსტანტინ ეგერტი: დასავლეთი უნდა მოემზადოს პუტინის ეპოქის დასასრულისთვის

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარი ბათუმში დამთავრდა. სემინარზე ექსპერტები, ელჩები, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოვიდნენ მოხსენებებით. საუბრები ეხებოდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და სხვა საკითხებს. რუსეთის ფაქტორის შესახებ სემინარზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მოხსენება გაკეთდა. რუსმა ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, კონსტანტინ ეგერტმა ისაუბრა რუსეთში არსებულ სიტუაციაზე და …

ხანძრით დაზარალებულებს მერია საცხოვრებლის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს

ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ბათუმის ვიცე-მერმა თენგიზ პეტრიძემ  საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს. ხანძარი ე.წ. მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელთან 24 აპრილს, საღამოს გაჩნდა. დამწვარია ორი სახლი და ერთი სახლის სახურავი. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბათუმის ვიცე-მერი, თენგიზ პეტრიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დაზარალებულებს ზარალის ანაზღაურების რამდენიმე ვარიანტზე ესაუბრა. …

ანა ნაცვლიშვილის კრიტიკული გამოსვლა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე – მედია, სასამართლო

“დამოუკიდებელი პროფესიული სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბება არის გადადებული,” – განაცხადა დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ბათუმში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ „როუზ-როსის სემინარზე სიტყვით გამოსვლისას. ანა ნაცვლიშვილი თავის გამოსვლაში საკონსტიტუციო ცვლილებებს, სასამართლო ხელისუფლებას და საქართველოში არსებულ მედია გარემოს შეეხო. “ვიცით, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს მშენებლობა ერთ ღამეში შეუძლებელია. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ არსებულ კონტექსტს – ქვეყანა, რომელსაც …

ბათუმში მაგთის ინტერნეტი გაითიშა, კომპანიაში აცხადებენ, რომ არ იციან როდის ჩაირთვება

ბათუმში „მაგთიკომის“ აბონენტებს ინტერნეტი არ მიეწოდებათ. როგორც კომპანიის სერვის-ცენტრში აცხადებენ, ხარვეზის აღმოფხვრაზე მუშაობენ. კომპანიის სერვისცენტრში „ბათუმელებს“ შემდეგი განუმარტეს: „ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, როდის ჩაირთვება [ინტერნეტი]. ჯერ არკვევენ მიზეზებს, როგორც კი დასრულდება სამუშაოები ჩაირთვება. ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით“. ინტერნეტი დაახლოებით ნახევარი საათის წინ, 20:00 საათისთვის გამოირთო. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ბათუმში „მაგთის“ ინტერნეტი …

ბათუმის მერია ზღვასთან ახლოს გამწვანებულ ადგილს სავაჭრო ცენტრის აშენების პირობით ყიდის

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქ.#9ა-ს მიმდებარედ, 581 კვ.მ მიწის ნაკვეთს ბათუმის მერია პირობებიან აუქციონზე 240 ათას ლარად, ანუ 1კვ/მ-ს 413 ლარად ყიდის. ტერიტორია ზღვის პირას, არდაგანის ტბასთან ახლოს, შერიფ ხიმშიაშვილისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის მდებარეობს და იქ ახლა მწვანე საფარია. ამ ადგილის ირგვლივ მრავალსართულიანი კორპუსები დგას, მოპირდაპირე მხარეს კი [სასპორტო სკოლის უკან] დიდი სასტუმრო კომპლექსი შენდება. …

“ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?“ – ახალი კრებულის პრეზენტაცია ბათუმში [ანონსი]

20 აპრილს, 18:30-ზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მოეწყობა პრეზენტაცია წიგნისა „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში? ქალთა პოლიტიკური ბრძოლის ველი“. შეხვედრის ორგანიზატორია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო და პლატფორმა ქალები საქართველოდან Women of Georgia. პუბლიკაციას წარადგენს გენდერის კვლევის მაგისტრი, ფემინისტი აქტივისტი – ნუკრი ტაბიძე და პუბლიკაციის ერთ-ერთი ავტორი, ნაცო ბერიძე-გაბაიძე. სტატიების სერიის „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?” …

ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის მცდელობა სარფში, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში

10-16 აპრილს საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „ქუთაისის აეროპორტი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „ბათუმის აეროპორტი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაცია ამის შესახებ შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის, ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს, ისრაელისა და ბრიტანეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილებისა და ფიზიკური  …

Exit mobile version