ნეტგაზეთი • RU

ბათუმში სახაჭაპურე გაქურდეს – მოპარულია 400 ლარი და ოთხი ბოთლი გამაგრილებელი წვენი

შემთხვევა 25 აპრილის ღამეს მოხდა. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე არსებულ სახაჭაპურეში, კარებზე მინა მოხსნეს და ისე შეაღწიეს.

გატანილია 400 ლარი, რომელიც საცხობში ხურდა ფულის სახით იყო დატოვებული და ასევე ოთხი ბოთლი გამაგრილებელი სასმელი.

საცხობის მფლობელის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ის გაქურდეს. ამბობენ, რომ პოლიციას მიმართეს და გამოძიებაც დაიწყო.

საცხობის მიმდებარედ არის სასტუმრო და სხვა ტიპის კომერციული დაწესებულებები, რომლებიც აღჭურვილია ვიდეოთვალით.

საცხობი, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა გაქურდეს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.