ბათუმის დელფინარიუმი ორი თვით დაიხურა

ბათუმის დელფინარიუმი ორი თვის განმავლობაში აღარ იფუნქციონირებს, რადგან შენობაში სარემონტო სამუშაოები იწყება. როგორც დელფინარიუმის ხელმძღვანელი, დავით ლეკვეიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს,  შესაკეთებელია  დელფინარიუმის სცენა. „ძირითადად სცენაა დაზიანებული, რომელიც კაპიტალურ რემონტს საჭიროებს, ასევე ჩატარდება კოსმეტიკური სამუშაოებიც“. სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აკო 777“-ი შეასრულებს. სამუშაოებისთვის 22 ათასი ლარია გამოყოფილი. დელფინების წარმოდგენა სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე განახლდება.

ბათუმში ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა

ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, უკვე მეორე დღეა ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვალა. კერძოდ, გოგებაშვილის ქუჩიდან ბაქოს ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება 17 თებერვლიდან აკრძალულია. ამ ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელია შემდეგი მიმართულებით:  1. გოგებაშვილი -> შავშეთი -> ერისთავი; ან: 2. გოგებაშვილი -> შავშეთი -> მაიაკოვსკი. ავტომანქანები ამ მარშრუტებით, გოგოლისა და ნონეშვილის ქუჩებისა და ბარცხანის ხიდის გავლით, …

ბათუმში 17 თებერვლიდან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბაქოს ქუჩაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით,  17 თებერვლიდან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება. კერძოდ, ქალაქიდან გამსვლელი, ბაქოს ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ორი მარშრუტით შეძლებენ გადაადგილებას: 1. გოგებაშვილი -> შავშეთი -> ერისთავი; 2. გოგებაშვილი -> შავშეთი -> მაიაკოვსკი. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ნებისმიერი ჩამოთვლილი მარშრუტით, გოგოლისა და ნონეშვილის ქუჩებისა და ბარცხანის ხიდის გავლით, ცენტრალურ გზას …

ბათუმი თურქულ სერიალში

პოპულარული თურქული სერიალის – „Sen Anlat Karadeniz“ მეოთხე სერიის ერთ-ერთი ეპიზოდი ბათუმში გადაიღეს. ბათუმის პანორამული ხედების გარდა სერიალში ევროპის მოედანზე გადაღებული კადრებიცაა, რომელსაც ფონურ მუსიკად ქართული სიმღერა „დედა მიყვარს ძალიან“ ადევს. თურქი რეჟისორის, ოსმან სინავის,  ბოლო ნამუშევარი ეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა. ცნობილმა თურქულმა არხმა  “ Atv“ -მა სერიალის ჩვენება იანვარში დაიწყო. მეოთხე სერია, რომელიც ნაწილობრივ …

ძველ ბათუმში ორსართულიან სახლს 30 კვადრატ ფართობზე აშენებენ [ფოტო]

ძველ ბათუმში, კოსტავას ქუჩაზე, #22-ში, 30 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ორსართულიან საცხოვრებელ სახლს აშენებენ. მშენებლობის ნებართვა 2017 წლის 26 სექტემბერსაა გაცემული ბათუმის მერიის მიერ. სახლის მშენებლობა 25 მაისამდე უნდა დასრულდეს. ის, რომ ამ პატარა ფართობზე ნამდვილად საცხოვრებელ სახლს აშენებენ, მშენებლობაზე დასაქმებულებმაც დაგვიდასტურეს. კოსტავას 22-ში არსებული ფართობი შპს „საოჯახო სასტუმრო ძველი ბათუმის“ საკუთრებაა. როგორც ამ ჯგუფის წარმომადგენელმა …

ახალი ორმოები ტესტირების რეჟიმში – მერიის განმარტება

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ნონეშვილის ქუჩაზე, ასფალტის საფარი დაახლოებით ერთი თვის წინ დააგეს. დღეს გზის სავალი ნაწილი რამდენიმე ადგილას ამოთხრილი ან დაზიანებულია; ზოგან წყალიც ამოდის. ბარცხანის ქუჩების რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება. „ზოგადად, როდესაც წყლისა და წყალარინების სისტემა მოწესრიგდება, შემდეგ მიმდინარეობს ერთი პირი ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები.  შემდეგ აჩერებენ სამუშაოებს გარკვეული პერიოდით, ვიდრე მეორე პირ …

ბათუმში ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ცოტა ხნის წინ ბათუმში, ევროპის მოედანზე, გიორგი გიორგანაშვილის [ბახალას] მხარდამჭერებისა და მეგობრების ინიციატივით აქცია გაიმართა – სახელწოდებით „ყველა ერთისთვის“. გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერად და ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისშიც, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ. თბილისში აქციას „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ მართავს.აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი ქათამაძე: “აქციის მთავარი მოთხოვნა, პირველ რიგში გიორგი გიორგანაშვილისა და ბექა წიქარიშვიილის გათავისუფლებაა. ასევე, ძალიან …

ვინ ხარშავს ნამდვილ ყავას ბათუმში

როგორ კარგადაც არ უნდა იყოს ყავა შენახული მინის ჭურჭელში, დროთა განმავლობაში მაინც კარგავს დამახასიათებელ, მძაფრ სურნელსა და არომატს. ქარხნული წესით დაფქული ყავის ვაკუუმიან შეფუთვაში მოთავსებაც არ არის იმის გარანტია, რომ დახლებზე ეს პროდუქტი ხანგრძლივად შეინარჩუნებს გემოს. ახალდაფქული, გემრიელი და არომატული ყავის მირთმევა ცხოვრების აჩქარებული ტემპის პირობებში იშვიათ ფუფუნებად იქცა, კაფეებსა და ბარებში თუნდაც ქვიშაზე ადუღებული …

ბათუმის მერიის ატრაქციონები კერძო კომპანიის ეზოში, სადაც შესაძლოა უნივერსიტეტი გაიხსნას

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე [კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ] გამწვანებული ტერიტორია კერძო კომპანიამ შემოღობა. ღობის შიგნით მოექცა ბათუმის მერიის მიერ დამონტაჟებული რამდენიმე საბავშვო ატრაქციონი. ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია შემოღობეს უკანონოდ და მერიამ უკვე მისცა კომპანიას გაფრთხილება ღობის მოშლასთან დაკავშირებით: „მერია თვლის, რომ ეს არის საზოგადოებრივი სივრცე და შესაბამისად, იქ განთავსებული ატრაქციონების გადატანა არ იგეგმება, …

ნათლისღება ბათუმში

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაული, რომელსაც ქრისტიანები დღეს აღნიშნავენ, სახარების მიხედვით ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოა. სრულდება წყლის კურთხევის მსახურება-დიდი აიაზმა და მორწმუნეები მთელი წლის განმავლობაში ინახავენ ნაკურთხ წყალს. დღესასწაული, სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ ქრისტეს მონათვლას უკავშირდება. წყალში განბანვის ტრადიციული რიტუალი ამ გადმოცემის სიმბოლური განმეორებაა. ბათუმში მრევლი ნათლისღების დღესასწაულს ზღვაში განბანვით ხვდება, …

შენი უბნის მეწაღე

ყველაფერი ფასს კარგავს, როცა ახალი ფეხსაცმელი გიჭერთ ან მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ქუსლი ტყდება შუა ქუჩაში. ამ დროს თუ ვინმე სახეზე შემოგხედავთ, იფიქრებს, რომ უბრალოდ უჟმური ხართ. არადა, ფეხსაცმელი გიჭერთ ან მაღალი ქუსლი მოტყდა ცოტა ხნის წინ და უახლოეს სადარბაზოს ეძებთ, რომ შევარდეთ და მეორეც მოატეხოთ. გამოსავალი მეწაღის უახლოესი ჯიხურია. ერთ-ერთ ასეთ ჯიხურში თენგიზ დგებუაძე სამი წელია …

ბათუმი VS ტიმიშოარა – 13 იანვარს ბათუმი რაგბი არენაზე ფლეი ოფის პირველი თამაში გაიმართება

ხვალ, 13 იანვარს,  ბათუმი რაგბი არენაზე სარაგბო კლუბი “ბათუმი” რუმინულ კლუბს “ტიმიშოარა სარასენს” შეხვდება.  ევროპული რაგბის კონტინენტის ფარის ფლეი ოფის პირველი თამაში 15:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა. “ბათუმი” ჩელენჯ ქაფის საგზურის მისაღებად იბრძვის. ამასთან ამ მატჩით იხსნება 2018 წლის ქართული სარაგბო სეზონი.  ფლეი ოფი ორ რაუნდიანია. გუნდები ორ თამაშს ატარებენ (ერთს შინ და …

საცობი ბაზართან და მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ ახალი წლის ღამეს

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ცენტრალურ ბაზართან, სადაც ჩვეულებრივ დღეებშიც გადატვირთულია მოძრაობა, წინასაახალწლო დღეებში კიდევ უფრო რთულდება ავტომანქანების მოძრაობა, არის საცობები. ბათუმის მერიის ინფორმაციით, რაიმე დროებითი შეზღუდვა [თუნდაც ქუჩის ცალმხრივად გადაკეტვა] ტრანსპორტის მოძრაობაში არ იგეგმება. ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს, საღამოს ათი საათიდან დილის სამ საათამდე,  №1, №1ა, №4 და №11 მარშრუტებზე მგზავრობა უფასო იქნება.

საახალწლო ველომსვლელობა ბათუმში

დღეს, 29 დეკემბერს, ველომოყვარულები საახალწლოდ განათებული ველოსიპედებითა და საახალწლო კოსტიუმებით მსვლელობას მოაწყობენ. „29 დეკემბერს, თვის და წლის ბოლო პარასკევს, ვიკრიბებით ტრადიციულად ანბანის კოშკთან“ – ნათქვამია Critical Mass Batumi-ს განცხადებაში, რომელიც ფეისბუქის მეშვეობით გავრცელდა. „არ ვასწრებთ ერთმანეთს, არ ვიფანტებით და ყველანი გადავადგილდებით ერთად ჯგუფურად 10-15 კმ/ს-ით, ვჩერდებით გზაჯვარედინებზე და ველოდებით ერთმანეთს, რათა უკან არ ჩამოგვრჩეს არავინ, …

მოსაცდელი სამშენებლო მოედანზე

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული მოსაცდელი თითქმის ერთი თვეა სამშენებლო მოედნის ღობის შიგნითაა მოქცეული. სამშენებლო ტერიტორიაზე აღმოჩნდა ტროტუარის ნაწილი, რომელიც მოსაცდელთან მთლიანადაა გადაკეტილი და ქვეითებს ავტომობილების სავალ ნაწილზე მოუწევთ გადაადგილება. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განაცხადეს, რომ მათ კომპანია „ალიანსი ფრივილიჯის“-მა მიმართა გაჩერების ადგილმონაცვლეობაზე წერილით. „გაჩერებების ადგილებს აღნიშნულ მონაკვეთში მერია ადგენს, მოსაცდელის კონსტრუქციაც არ არის ჩვენს საკუთრებაში, ამიტომ, ვინაიდან საკითხი არ …

ბათუმის მერია ახალი ავტობუსების შესაძენად ორ მილიონამდე ლარს დახარჯავს

სატრანსპორტო  სერვისების განვითარებისთვის ბათუმის მერიამ 2018 წლის ბიუჯეტში ცხრა მილიონ  347 ათას 500 ლარი გაითვალისწინა. აქედან 6,5 მილიონი მუნიციპალური სატრანსპორტო სერვისის განვითარებას უნდა მოხმარდეს. 1 მილიონ 891 ათას 500 ლარი კი ახალი ავტობუსების შესაძენად დაიხარჯება. დარჩენილი თანხით მერიამ პარკირებისა და საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მართვა უნდა უზრუნველყოს. ბიუჯეტის პროექტის განხილვისას არაერთხელ გამოთქვეს შენიშვნა, რომ …

ნაგავსაყარი იუსტიციის სახლთან ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, იუსტიციის სახლის უკან მდებარე ტერიტორია ისევ დაბინძურებულია. ამ ტერიტორიაზე ძირითადად სამშენებლო ნაგავი ყრია, თუმცა საყოფაცხოვრებო ნაგავსაც შეხვდებით. იგივე სიტუაციის ამსახველი ფოტორეპორტაჟი „ბათუმელებმა“ ზაფხულშიც გამოქვეყნა.  

ნახევარფაბრიკატებში აღმოჩენილი ცხენის ხორცი – მონიტორინგის შედეგები ბათუმში

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის სახეობრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგის თანახმად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 12 დარღვევა გამოვლინდა. 11 შემთხვევაში პროდუქტის შემადგენლობაში აღმოჩნდა ცხენის, ერთ შემთხვევაში კი – ვირის ხორცი. სამი ასეთი შემთხვევა ბათუმში გამოვლინდა. შპს „გ.რ.ზ.ა“ მარკეტში, ანგისის N2-ში, შპს „მეგას“ მიერ წარმოებული გაყინული ქაბაბი ცხენის ხორცისგან იყო დამზადებული. მაიკოვსკის #1-ში, კაფე „ჩვენებურებში“ კატლეტის ფარში ასევე …

ქუჩა ბათუმში, რომელსაც მერია ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ვერ კეტავს

ბათუმში, გოგოლის ქუჩა, მაიაკოვსკის ქუჩიდან ნონეშვილის ქუჩამდე მონაკვეთში [ბარცხანაში გადასასვლელი] 20-25 დღით მაინც უნდა გადაიკეტოს. აღნიშნულ მონაკვეთში, მიწაში საკანალიზაციო მილია ჩასადები, რომლითაც თამარისა და ბარცხანის ახალი საკანალიზაციო ქსელი ქალაქის ერთიან ქსელში ჩაირთვება. მიუხედავად ამისა, საპატრულო პოლიცია გზის დროებით გადაკეტვაზე თანხმობას არ იძლევა. „ვერ კეტავენ, საპატრულოში აცხადებენ – იმდენად დიდი ნაკადია ტრანსპორტის ამ მონაკვეთში, რომ ეს ფიზიკურად …

რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია ბათუმში

ხვალ, 8 დეკემბერს, ბათუმში, სასტუმრო „ვინდჰემ ბათუმში“ აჭარის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართება. „პრეზენტაციაზე მოწვეული პირები გაეცნობიან ჰაბის როლსა და ფუნქციას, პროექტის სამომავლო გეგმებს და იმ სავარაუდო სარგებელს, რომელსაც მიიღებს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება. პრეზენტაციის შემდეგ ჰაბის ინიცირებით გაიმართება დისკუსია, სადაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები იმსჯელებენ ჰაბთან და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ჰაბს, …

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ტური ბათუმში

9-10 დეკემბერს ბათუმში, ყინულის მოედანზე, საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ტური გაიმართება. ტურის განრიგი ასე გამოიყურება: – შაბათი, 19:00-20:30 – 18 წლამდელთა ეროვნული ჩემპიონატი, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბათუმისა და თბილისის გუნდები. – შაბათი, 20:45-22:45 – ეროვნული ჩემპიონატი: ბაკურიანის “მიმინო” – თბილისის “რუხი მგლები”. – კვირა, 09:00-10:30 – 18 წლამდელთა ეროვნული ჩემპიონატი, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბათუმისა და …

დოკუმენტური ფილმების ჩვენება ბათუმში (ანონსი)

8 დეკემბერს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დოკუმენტური ფილმების ჩვენება მოეწყობა. ნაჩვენები იქნება სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი: „აპოლო-ჯავახეთი“, ბაქარ ჩერქეზიშვილი „კოცნა მხოლოდ კინოშია“, მერი შიხაშვილი „ნახევრადშეჭმული ძროხა“, სალომე ჯაში. სამივე ფილმის საერთო თემა ეთნიკური უმცირესობების ბავშვებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობაა. ორგანიზატორების ინფორმაციით, თითოეული ფილმი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. მათი გმირები მოზარდები არიან, რომლებიც თავის გატანისა და გადარჩენისთვის იძულებულები არიან, თავიანთი ასაკისთვის …

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიკროავტობუსი მოქალაქეს ტროტუარზე დაეჯახა

ფარნავაზ მეფისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსს იმავე მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც #24 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსი ტროტუარზე მდგომ მოქალაქეს დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში 4 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის, ერთი ახალგაზრდა ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. მას მიკროავტობუსი …

თოლიები შტორმში [ფოტო]

ბათუმში ზღვაში ექვსბალიანი შტორმია. ზღვაზე თოლიები ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებიან და გამოდარებას ელიან.                

რა გეგმები აქვს ივანიშვილს ბათუმის „იახტკლუბთან“ დაკავშირებით

ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიისა და უშუალოდ იახტკლუბის განვითარებას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი“ გეგმავს. დეტალური პროექტი, თუ რა იგეგმება იახტკლუბის, ბათუმის ნავსადგურისა და „ჭაჭის თაუერის“ ადგილზე და მათ მიმდებარედ, ჯერ არ არსებობს. „იახტკლუბის განვითარების პროექტი გულისხმობს 4 კალენდარული წლის ვადაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იახტ-კლუბის ექსპლუატაციაში გაშვებასა და ამოქმედებას. კერძოდ: იახტ-კლუბის მოწყობა და მისთვის აუცილებელი …

ხვალ ღამით ამინდი მკვეთრად გაუარესდება

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ ღამით ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა და გაწვიმდება. ამინდის პროგნოზის მიხედვით, 21 ნოემბრიდან მომდევნო ორი დღის განმავლობაში აჭარის სანაპირო ზოლში იწვიმებს, დროგამოშვებით იქნება ძლიერი წვიმა, მთაში – ითოვებს. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში 10-12 გრადუსი იქნება, მთაში -5, + 5 გრადუსი. გაძლიერდება სამხრეთ-დასავლეთის ქარი 18-22 მეტრი წამში. 21 ნოემბრის ღამეს მოსალოდნელია …

15 ათასი ლარი დაზიანებული დეკორატიული ღობეების აღსადგენად

ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტომ გზაგამყოფი დეკორატიული ღობეების სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა15 280 ლარია. სააგენტოში აცხადებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებისა თუ სხვა მიზეზების გამო დაზიანებული ღობეების აღდგენას, როცა კონკრეტული პირი გამოვლენილი არ არის, სააგენტო უზრუნველყოფს. „როცა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დადგენილია კონკრეტული პირი, ამ შემთხვევაში ამ პირს ავალდებულებენ დაზიანებული ღობის აღდგენას და ასეთი შემთხვევები ხშირია. …

ვინ მუშაობს ღამით ბათუმში

დაღამდა და სამსახურიდან ყველა შინისკენ ან მეგობრებთან შესახვედრად მიიჩქარის დამღლელი დღის სასიამოვნოდ დასასრულებლად, განსატვირთად. შეგიძლია ხანდახან ჩვეული რიტმი შეცვალო, არც მეგობრები ნახო, სახლის გზასაც გადაუხვიო და შუაღამის ქალაქში იხეტიალო, დააკვირდე ადამიანებს, რომლებიც შენსავით შვიდზე არ ამთავრებენ მუშაობას, დღისით სძინავთ და ფხიზლობენ ღამით. როცა მთელ ქალაქს მშვიდად სძინავს და მეორე დღისთვის იკრებს ძალას, ქუჩაში შეხვდებით მანქანებში …

მოუვლელი „ჭაჭის თაუერი“ ბათუმში [ფოტო]

„ჭაჭის თაუერი“ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ნავსადგურის მიმდებარედ, 2012 წელს გაიხსნა. ტურისტულ სეზონზე ჭაჭის ჩამოსხმის პრობლემა მომდევნო წელსვე შეიქმნა. მაშინ მერიამ ჭაჭა, რომლის დაგემოვნებაც სეზონზე ტურისტებს, და არა მხოლოდ მათ, შეეძლოთ, გურჯაანიდან ჩამოიტანა, რაც ჯამში ქალაქის ბიუჯეტს  28 ათასამდე ლარი დაუჯდა. თაუერის ავზში თითო ჯერზე 200 ლიტრი ჭაჭა თავსდებოდა. „ჭაჭის თაუერში“ ჭაჭის დაგემოვნება რამდენიმე სეზონზე იყო …

ზემო აჭარისა და პანკისის ფოტოკლუბების გამოფენა ბათუმში

10 ნოემბერს ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, პანკისისა და ზემო აჭარის შესახებ ფოტოები გამოიფინება. ფოტოები გადაღებულია ფოტოკლუბების მიერ, რომლებიც დაარსდა 2015-2017 წლებში პანკისისა და ღორჯომის ხეობის სოფლებში, ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის ინიციატივითა და პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით. „ეს ფოტოკლუბები გაგრძელებაა სოფლის ფოტოკლუბების იმ პროექტისა, რომელიც ნათელა გრიგალაშვილმა პირველად ჯავახეთში, სოფელ გორელოვკაში წამოიწყო. კლუბების წევრები რამდენიმე თვის მანძილზე სწავლობდნენ …

საკათედრო ტაძარში ფრესკების სარესტავრაციოდ სამუშაოები დაიწყო

ბათუმის საკათედრო ტაძარში კედლის მხატვრობის რესტავრაციისთვის, „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის“ სპეციალისტებმა მუშაობა დაიწყეს. სამუშაოები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით ტარდება. პირველ ეტაპზე ეს სამუშაოები საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს დაზიანებული კედლის მხატვრობის აღწერა-შეფასებას, საარქივო მასალის დამუშავებას, სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის კვლევა-მონიტორინგს, ფოტოფიქსაციას, მოხატულობის დაზიანებათა ტიპების იდენტიფიკაციას და ბიოლოგიურ ანალიზს.  საპროექტო …

ჰელოუინის ღამე ბათუმში [ფოტო]

ჰელოუინი დასავლური დღესასწაულია, რომელიც „ყველა წმინდანის” დღის წინა საღამოს,  ყოველი წლის 31 ოქტომბერს აღინიშნება. “ამერიკის ხმის” მიერ მომზადებული საინფორმაციო ვიდეოს მიხედვით, ტრადიცია ძველი კელტური საშემოდგომო ფესტივალიდან იღებს სათავეს. ადრე მიიჩნეოდა, რომ ეს წარმართული დღესასწაული იყო, თუმცა მოგვიანებით, ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, მისი შინაარსი შეიცვალა. ევროპაში, ქართული ჭიაკოკონობის მსგავსად, ამ დღეს ტრადიციულად კოცონს ანთებენ ავი სულების განსადევნად. ამერიკაში ჰელოუინის აღსანიშნავად …

ბეტი – ტაქსის მძღოლი გოგო ბათუმის ქუჩებში

ძლიერება და გაბედულება ცხოვრებისეული ცვლილებების უშფოთველად მიღება, თავგადასავლებისთვის მუდმივი მზადყოფნაა, რის გარეშეც ვერ ვვითარდებით. ბეტი ხოხიაშვილი ასეთი გოგოა. მან ოთხი წლის წინ დატოვა ხალხმრავალი პეტერბურგი, მამის სამშობლოში, საქართველოში ჩამოვიდა, ბათუმში დასახლდა და „ტაქსი პლუსში“ დაიწყო მუშაობა. ბეტი აქაურობაზე გვიყვება. „ბათუმში განსაკუთრებული, განსხვავებული ატმოსფეროა, რომელსაც დიდი ქალაქის ხმაურზე ვერ გაცვლი. მთა და ზღვა ერთად, სიმყუდროვე, ირგვლივ …

კომპანია, რომელმაც ბათუმის პორტთან ესტაკადა უნდა ააშენოს, გამოვლენილია

ბათუმის პორტთან, ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადის მოწყობაზე გამოცხადებულ ტენდერში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამარჯვებული კომპანია გამოავლინა, რომელიც ესტაკადას 14 370 000 ლარად ააშენებს. სამინისტროს ესტაკადის მშენებლობას ორი კომპანია სთავაზობდა: „ბლექ სი გრუპი“ და „კავკასუს როუდ პროჯექტი“. ტენდერში გამარჯვებული „კავკასუს როუდ პროჯექტია“, რომელმაც ესტაკადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 320 დღეში უნდა ააშენოს. „კავკასუს როუდ პროჯექტს“, ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენის შემდეგ, აჭარის ფინანსთა და …

Exit mobile version