„აღარ აჩვენოთ გველები, ტურისტები არ მოვლენ“ – რას ჰყვებიან ადამიანები ანგისის დასახლებიდან

„აღარ აჩვენოთ გველები არსად,“ – ამას თითქმის ყველა მეორე გეტყვით ანგისის დასახლებაში. ჟურნალისტის გამოჩენა აქ უკვე არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. ზოგიერთი ირწმუნება, რომ მერიამ ტერიტორია შეწამლა და გველები აღარ არიან. უმრავლესობა კი ვერ მალავს, რომ გველი დღესაც ნახა სახლის ეზოში, ჭიშკართან ან მდინარისპირას… აქ ახლა იმას დარდობენ, რომ ფოტოები ანგისის დასახლების ქვეწარმავლებზე მთელმა ქვეყანამ ნახა და …

რა ხდება ბათუმის პორტში – შიმშილობის მესამე დღე

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში დასაქმებულთა პროტესტი გრძელდება. პორტის 8 თანამშრომელი მესამე დღეა შიმშილობს. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, 3 აპრილს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დირექტორმა პირობა დადო, რომ პორტში რეორგანიზაცია აღარ განხორციელდება, მოშიმშილეები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ. მათ ერთადერთი მოთხოვნა აქვთ – გადადგეს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი, დანიარ მუხამედ რახიმი. რას შეცვლის პორტში დირექტორის შეცვლა? – ჰკითხა “ბათუმელებმა” პორტის მცირე …

პორტში დასაქმებულები დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას აგრძელებენ

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები მმართველი დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას აგრძელებენ. დღეს, 3 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, საზღვაო ნავსადგურის დირექტორმა, დანიარ მუხამედ რახიმმა განაცხადა, რომ პორტში რეორგანიზაცია აღარ განხორციელდებოდა. ამის მიუხედავად, მოლაპარაკება მხარეებს შორის არ შედგა. “არ გვაინტერესებს დირექტორმა რა თქვა, მოვითხოვთ, რომ გადადგეს. მოლაპარაკებას მხოლოდ იმ ადამიანთან გავმართავთ, ვინც მის ნაცვლად მოვა,” – ასეთია მოშიმშილეთა  …

კოტრდება თუ არა ბათუმის პორტი

ბათუმის პორტის 10 თანამშრომელი დირექტორის გადადგომის მოთხოვნით მეორე დღეა შიმშილობს. ყველაფერი გუშინ, 2 აპრილს დაიწყო,  როცა  პორტის ადმინისტრაციული შენობის  წინ 100-მდე ადამიანი შეიკრიბა მოთხოვნით, გადამდგარიყო „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი, დანიარ მუხამედ რახიმი. აჭარის მთავრობის მიერ დღეს, 15:00 საათზე, გავრცელებული ინფორმაციით, პორტში მედიაცია შედგა და რეორგანიზაცია აღარ განხორციელდება. რა მდგომარეობაა ბათუმის პორტში ბათუმის პორტის მოგება გასულ, …

ბათუმი VS ხარები – მატჩი რაგბიში ბათუმელების გამარჯვებით დასრულდა

დღეს, ბათუმი რაგბი არენაზე, დიდი 10-ის მეჩვიდმეტე ტურის მატჩი ბათუმის “ბათუმსა” და რუსთავის “ხარებს” შორის გაიმართა. მატჩი რაგბიში ბათუმელების გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 28:24. პირველი ტაიმის ბოლოს ტაბლოზე ანგარიში 14:24 იყო, “ხარების” სასარგებლოდ. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ბათუმელებმა შეძლეს და მოედანზე უპირატესობა მოიპოვეს. საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 28:24 დაფიქსირდა, სარაგბო კლუბ “ბათუმის” სასარგებლოდ. მეჩვიდმეტე ტურში მხოლოდ ორი მატჩი დარჩა გასამართი. …

თურქეთის ხომალდები ბათუმის პორტში [ფოტო]

დღეს დილით ბათუმის პორტში თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები – TGG Fatih-ი და TGG Volkan-ი შემოვიდნენ.  ვიზიტი ერთობლივ წვრთნებს – “ზღვის ვარსკვლავი 2018” –  უკავშირდება. ხომალდების ეკიპაჟს, რომელსაც ვიცე-ადმირალი ჯემალ ოზდენ იაზიჯიოღლუ ხელმძღვანელობს, ბათუმის პორტში  თურქეთის კონსული, ბათუმის  მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დახვდნენ. საპორტო ვიზიტის შემდეგ, რომელიც პირველ აპრილს დასრულდება, 2 აპრილს საქართველოს სანაპირო დაცვის გემებთან …

რატომ უნდა ჩამოხვიდეთ ბათუმში

შეიძლება ზღვისპირა ქალაქში ოთხივე სეზონი მიმზიდველი იყოს? თუ ბათუმზე ვსაუბრობთ, შეიძლება. თბილი კლიმატით, ძველი და ახალი არქიტექტურით, ულამაზესი ბოტანიკური ბაღითა და მარადმწვანე ბულვარით ბათუმი წელიწადის ყველა დროს ერთნაირად მიმზიდველია. ამ ქალაქის ისტორია ძველი წელთაღრიცხვიდან იწყება და მის შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება, თუმცა ბათუმის ქალაქად გადაქცევის ისტორია XVIII-XIX საუკუნეებში დაიწყო. …

ბათუმში გაზი გაითიშა – მიწოდება დილიდან აღდგება

„ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალ დილის 9 საათიდან აღდგება,“ – აცხადებენ „სოკარ ჯორჯია გაზში“. ბათუმსა და ხელვაჩაურში 30 ათასამდე აბობენენტს დღეს საღამოს, 6 საათიდან, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. კომპანიაში – „სოკარ ჯორჯია გაზი“ განმარტავენ, რომ ბუნებრივი აირის შეზღუდვა მესხის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება, რომლის დროსაც მაგისტრალური სადენი დაზიანდა. დაჩი მახარაძე, „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის საავარიო-საექსპლუატაციო …

ქუჩის მოდა ბათუმში [ფოტო]

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ჩაცმას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ზოგიერთიც თავისუფალი დროის დიდ ნაწილს მაღაზიებში სიარულს და სასურველი სამოსის შერჩევას ანდომებს. როგორია ბათუმის ქუჩის მოდა, როგორ აცვიათ ახალგაზრდებს გაზაფხულზე? იცვლება თუ არა ნელ-ნელა გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში ძირითადად მუქ სამოსს ატარებენ? ვნახოთ. ლიკა რინკავოი, 27 წლის „საკუთარი სტილი მაქვს, ვცდილობ ყველაფერი ერთმანეთს შევუხამო, წინდებიც …

სექსმუშაკი ბათუმიდან: პოლიციის უფროსმა დახმარების ნაცვლად კაბინეტში სექსი შემომთავაზა

“გამარჯობა, მე ნინო ვარ, სექსმუშაკი. თუმცა ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან…” – ასე დაიწყო საკუთარი ისტორიის მოყოლა ერთ-ერთმა სექსმუშაკმა საიას მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ბათუმში. შეხვედრის თემაა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა სექსმუშაკი და წამალდამოკიდებული ქალებისთვის. “სექსმუშაკების დიდი ნაწილი ნაადრევ ქორწინებაში იმყოფებოდა და ძალადობის მსხვერპლი გახდა,” – განაგრძო ნინომ. იგი ბოლო 18 წელია ბათუმში სექსინდუსტრიაში მუშაობს. ნინო 15 წლის გათხოვდა …

რამდენ ხანს შენარჩუნდება მზიანი ამინდი ბათუმში

სინოპტიკოსები 30 მარტამდე ბათუმში მზიანი ამინდის შენარჩუნებას ელიან. აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში პარასკევამდე კიდევ უფრო დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 13-18 გრადუსი, ღამით  – 7-12 გრადუსი იქნება. აჭარის მაღალმთიანეთში დღისით ჰაერი 15 გრადუსამდე გათბება, ღამით – 1-6 გრადუსი სითბო იქნება. ზღვის წყალი უკვე 10 გრადუსამდე გათბა. უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები არც ქარს ელიან. ქარის სიჩქარე საშუალოდ …

10 ვაკანსია ბათუმის ბულვარში

“ბათუმის ბულვარი” 10 ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსს აცხადებს. ორი ვაკანსია გამოცხადებულია ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე, კიდევ ორი ვაკანსია –  გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტის პოზიციაზე. ერთი ვაკანსიაა გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე, სამი ვაკანსია – იურიდიული, ქონების მართვისა და მონიტორინგის სამსახურის მეორე კატეგორიის …

პარლამენტარ მუხრან ვახტანგაძეს ბათუმის მცხოვრები ცემაში ადანაშაულებს

ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ წუხელ, 23 მარტს, უცნობმა პირებმა საქართველოს პარლამენტის წევრის,  მუხრან ვახტანგაძის დავალებით სცემეს. “ორ მეგობართან ერთად პანაშვიდზე ვიყავი აეროპორტის დასახლებაში. ჩემი ძმაკაცის სიძე გარდაიცვალა. დაახლოებით ღამის პირველი საათი იყო. პანაშვიდიდან გარეთ როცა გამოვედით, დაგვხვდნენ. დაახლოებით 10-12 კაცი იყო. ჩვენ ვიყავით სამი. სამივე ნაცემი ვართ. რომ წავიქეცი …

ბათუმში მშვილდოსნობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო

დღეს, 23 მარტს, ბათუმში დაიწყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მშვილდოსნობაში. ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 40-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის 5 პარასპორტსმენი. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩემპიონატი 3 დღეს გაგრძელდება და გამარჯვებული 25 მარტს გამოვლინდება. ფოტო:  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალი აშენდება

ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია „Wondernet Exspress”-ი ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობას გეგმავენ. ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი. მხარეებს შორის ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერება. „ეს ტერმინალი იქნება ახალი ლოჯისტიკური დერეფნის ნაწილი: ცენტრალური აზიიდან, აზერბაიჯანსა და საქართველოში, შემდეგ კი ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მეშვეობით შავი ზღვის გავლით ტვირთების გადასაზიდად,“ …

ბათუმის ეკლესიები ადრე და ახლა [ფოტომანიპულაცია]

  ამავე თემაზე: ძველი და ახალი ბათუმი [ფოტომანიპულაცია] საბჭოთა და თანამედროვე ბათუმი ოთხ ფოტოზე [ფოტომანიპულაცია]

ბათუმი ამ ქუჩაზე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას სექტემბერში უმასპინძლებს [ფოტო]

წელს, სექტემბერში, ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდება, რომელშიც 160-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. შენობები, სადაც ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს, საგანგებო რეჟიმში, ორბელიანის, სელიმ ხიმშიაშვილის, ლადო ასათიანისა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის შენდება, არსებული ყინულის სასახლის მიმდებარედ. სამშენებლო მოედანს გარეთ არსებული ტერიტორია გადათხრილია, ქუჩები – ამორტიზებული, ასფალტის საფარის გარეშე, არ არის ტროტუარები. ამ ადგილის, სადაც ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს, გარე …

ხვალ ბათუმში 4500 ოჯახი შუქის გარეშე დარჩება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 21 მარტს, შუქის გარეშე ბათუმში 4516 ოჯახი დარჩება. შუქი დილის 12 საათზე ერთი საათით გაითიშება მაიაკოვსკის, ნონეშვილის, შავშეთის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე თამარის დასახლების ნაწილში, ფერიასა და ახალშენში. ელექტროენერგიის მიწოდება დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე შეიზღუდება ქობულეთის სოფლებშიც: კვირიკეში, სამებაში, ციხისძირში. ქალაქ ქობულეთში: აღმაშენებლის, მემედ აბაშიძის, თავისუფლების, რუსთაველისა და მიმდებარე …

სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ დაყრის გამო ბათუმში ორი ადამიანი დაჯარიმდა

დღეს ბათუმში, ბაგრატიონისა და სოხუმის ქუჩების კვეთაში, სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ დაყრის ფაქტზე ორი ფიზიკური პირი დააჯარიმეს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოკვლევა ფაქტზე  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ბათუმის მერიის სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა დაიწყეს, რის შედეგადაც ორი ფიზიკური პირი 150 და 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. ადმინისტრაციული სახის ჯარიმა ასევე გათვალისწინებულია  სამშენებლო ნარჩენების ნაგვის ყუთებში განთავსებისთვისაც.

16-18 მარტს დაგეგმილი სპორტული ღონისძიებები ბათუმში [ანონსი]

16-18 მარტს ბათუმში (გოგოლის ქ.#5, ბონი)  გაიმართება საქართველოს 2018 წლის პირველობა ჰოკეიში, 2003 წელს დაბადებულ და მათზე უმცროსი ასაკის გოგონათა შორის. ორგანიზატორები არიან აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის და საქართველოს ჰოკეის ფედერაცია. 17-18 მარტს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში გაიმართება აჭარის პირადი პირველობა 2004-2005 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის ქართულ ჭიდაობაში. ორგანიზატორები არიან აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და …

ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ხომალდი ,,ოუკ ჰილი“ შემოვა

17 მარტს ბათუმის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ხომალდი USS Oak Hill (LSD 51) [ოუკ ჰილი] შემოვა.  საქართველოში ეს ხომალდის პირველი ვიზიტი იქნება და ბათუმს რეგულარული დისლოკაციის ფარგლებში ესტუმრება. „ოუკ ჰილის“ შავ ზღვაში ყოფნის პერიოდში შედგება საპორტო ვიზიტები და ორმხრივი წვრთნები ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებსა და პარტნიორ ფლოტებთან. ხომალდის ოპერაციების მიზანია ნატოს მოკავშირეებსა და …

ენვერ ხაბაძის სახელობის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა იტალიაში ფესტივალზე გრანპრი მოიპოვა

ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა იტალიაში, აგრიჯენტოში გამართულ ფოლკლორულ საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრი მოიპოვა. ანსამბლი ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ბაზაზე მუშაობს. ქორეოგრაფიული ანსამბლი იტალიაში საერთაშორისო ფესტივალზე 4 მარტს გაემგზავრა. გასტროლისთვის ხარჯების ნაწილი ბათუმის მერიამ დაფარა. აგრიჯენტოში, “ნუშის ყვავილობის საერთაშორისო ფესტივალი” წელს 73-ედ ჩატარდა. იგი ყოველ წელს თებერვლის დასაწყისში იწყება და ერთ კვირას გრძელდება. წელს ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის 20 ანსამბლი …

როდის დასრულდება ახალი ბულვარის რეაბილიტაცია – მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები

ბათუმის ბულვარში ფეხით მოსიარულეთა ბილიკის [პრომინადის] დაზიანებული ადგილების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. „ბათუმის ბულვარში“ აცხადებენ, რომ მთლიანი პრომინადის შეცვლა ბევრ თანხასთან არის დაკავშირებული და შეცვლის აუცილებლობა არ არის, ამიტომ დაზიანებულ ადგილებს ამოჭრიან და მის ადგილზე რკინაბეტონის ახალ საფარს მოაწყობენ. პლაჟის გასწვრივ, პრომინადზე დაწყებული სამუშაოები პირველ მაისამდე უნდა დასრულდეს. სამუშაოების მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება ბულვარის ადმინისტრაციას 148 ათას 895 …

ბათუმში ,,სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის’’ საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

13-15 აპრილს ბათუმში  ,,სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის’’ მეორე საერთაშორისო გამოფენა „EXPOMED BATUMI 2018” ჩატარდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოები, სამედიცინო სასწავლებლები, სტომატოლოგიური კლინიკები, აფთიაქები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, ჰიგიენური და კოსმეტიკური მოვლის თანამედროვე საშუალებები, წამყვანი პლასტიკური ქირურგიის კლინიკები და სამედიცინო ტურიზმში მოღვაწე კომპანიები. ორგანიზატორთა ინფორმაციით, გამოფენაზე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები. ჩატარდება …

0:3 ბათუმმა რაგბიში აკადემიას სძლია

დიდი 10-ის მეთხუთმეტე ტურის მატჩში სარაგბო კლუბმა “ბათუმი” დღეს თბილისის “აკადემია” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.  საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 0:3 დაფიქსირდა. ამ გამარჯვებით “ბათუმი” მეხუთე ადგილიდან მეოთხე პოზიციაზე გადავიდა. ამასთან ამ მოგებით გუნდს პლეიოფში თამაში გარანტირებული აქვს. “ბათუმს” მიმდინარე სეზონზე სულ  ორი ისეთი თამაში აქვს მოგებული, როცა მოწინააღმდეგე გუნდმა 0 ქულა მიიღო.

წვიმიანი სანაპირო ბათუმში [ფოტო]

ავტორი: მანანა ქველიაშვილი როცა ბათუმში წვიმს, ზოგს უხარია, ზოგს არა. ზოგისთვის კი წვიმა არც არაფერს ცვლის. ვიღაცა უქოლგოდ სეირნობს, ვიღაც ისევ თევზაობს, ვიღაც ველოსიპედით ბულვარში დაქრის, უმეტესობა კი ქოლგას შეფარებული ცდილობს ამოყრილ ქვაფენილიან ტროტუარებზე სიარულისას ფეხსაცმელზე შესხმულ ტალახიან წყალს გადაურჩეს.            

რისთვის არის საჭირო მიწის ნორმატიული ფასის დადგენა – ბათუმში ფასები არ შეცვლილა

მიმდინარე წლის 5 მარტს გამოქვეყნდა და შესაბამისად, ძალაში შევიდა ბათუმის საკრებულოს დადგენილება, რომლითაც მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრა. „სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილება საკრებულომ 27 თებერვალს სხდომაზე მიიღო, თუმცა მიწის ნორმატიული ფასი ზუსტად იგივე დარჩა, რაც გასულ წელს იყო დადგენილი. ყოველწლიურად [თებერვლის ბოლომდე] მიწის ნორმატიული ფასის …

ძლიერმა ქარმა ძირითადად ქობულეთი და ბათუმი დააზარალა

ძლიერმა ქარმა ძირითადად ქობულეთის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების, ასევე ქობულეთის მეორე საბავშვო ბაღის სახურავი, მოგლეჯილმა ხეებმა ჩახერგა გზები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. „წუხანდელი ქარიშხლის შედეგად მუნიციპალიტეტს ზიანი მიადგა. ამ დროისათვის მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მერიაში შემოსულ შეტყობინებებზე დროული რეაგირება მოვახდინოთ. დაწყებულია საბავშვო ბაღის სახურავის აღდგენითი სამუშაოები, ასევე, ინტენსიურად იწმინდება მოგლეჯილი …

კომპანიის პირველი განცხადება: ახალ კომპლექსში სასტუმრო „მარიოტი“ განთავსდება

ბათუმში „ალიანს ჯგუფი“ ახალი პროექტის განხორციელებას აპირებს. ამის შესახებ, კომპანიამ დღეს პირველად გაავრცელა ინფორმაცია. კომპლექსი, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე აშენდება მრავალსართულიანი და მრავალფუნქციური იქნება. „ალიანს ჯგუფში“ აცხადებენ, რომ „ახალი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონი აშშ დოლარია და მასში ყველა ის ინფრასტრუქტურა გაერთიანდება, რომელიც სუპერთანამედროვე კომპლექსებისთვის არის დამახასიათებელი: მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი, საცურაო აუზი ზღვის წყლით, სპა, …

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე ხვალ შუქი გაითიშება

ხვალ, პირველ მარტს, ელექტროენერგიის მიწოდება ბათუმში, ასევე ხელვაჩაურის ნაწილში, შეიზღუდება. ბათუმში დილის 11 სთ-დან საღამოს 6 საათამდე შუქის გარეშე დარჩება გრიბოედოვის, ტბელ აბუსერიძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობა – სულ 157 ათასი აბონენტი. დღის ორის ნახევრიდან 4 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 417 აბონენტს მელიქიშვილის, ტურგენევისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩებზე. ხელვაჩაურში, ასევე 13:30 საათიდან 16:00 საათამდე, …

ბათუმის „ხრუშჩოვკები“ [ფოტო]

ავტორი: ია ფრანგიშვილი ბათუმში ხრუშჩოვის პროექტით აშენებული რამდენი კორპუსია, ზუსტად არ არის დათვლილი. ასეთი კორპუსების ექსპლუატაციის ვადა გასულია, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ შენობები ავარიულია და აუცილებლად დაინგრევა. სპეციალისტების განმარტებით, გარდა გამაგრებითი სამუშაოებისა, მოძველებული კორპუსების მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია საექსპლუატაციო პერიოდში შენობის მოვლის ფაქტორიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობის საექსპლუატაციო ვადა კიდევ უფრო მცირდება. ბათუმის მერიის …

აჭარის მთავრობა ენმ-ის აქციას ეხმაურება

აჭარის მთავრობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს, 27 თებერვალს, ბათუმში, მთავრობის სახლთან გამართულ აქციას ეხმაურება. მთავრობის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გვსურს გამოვეხმაუროთ აჭარის მთავრობის სახლთან დღეს გამართულ აქციას, რომელიც ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურებოდა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხეების გადატანა ხორციელდება კანონის ფარგლებში. მათი უმეტესი ნაწილი კერძო მესაკუთრეებსა და კომპანიებს შორის მოლაპარაკების გზით ხდება. კომპანიებს აქვთ …

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე საპატრულო პოლიცია მივიდა

აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და მათ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს. სამართალდამცავების თქმით, აქციის მონაწილეები კანონს არღვევენ – მათ ქუჩის გადაკეტვის ნებართვა არ აქვთ. ამ წუთებში ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მრავალწლოვანი ხეების ამოთხრას აპროტესტებენ.   …

ბათუმში მოსახლეობა ხის მოჭრას აპროტესტებს

„იმიტომ არ მოგეცით ხმა, რომ ხეები მოჭრათ“ –  მოქალაქეები ბათუმში ბაგრატიონისა და გენერალ აბაშიძის ქუჩების კვეთაში ხის მოჭრას აპროტესრებენ. თვითმხილველის თქმით, ადგილზე იმყოფება გარემოს დაცვის ინსპექციაც. ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსის შავლეგ ფხაკაძის ინფორმაციით, ამ ადგილზე გაცემულია ერთი ხის მოჭრისა და ორის გადაბელვის ნებართვა: „ადგილი ეკუთვნის კერძო მესაკუთრეს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, ამ ადგილზე გაცემულია მშენებლობის …

მოძრაობის ახალი სქემა: მერია ტრაილერებისთვის მიმართულების მაჩვენებელს დაამონტაჟებს

გოგოლისა და ნონეშვილის ქუჩების კვეთაში, მერიის საგზაო მოძრაობისა და რეგულირების სამსახური მიმართულების წინასწარ მაჩვენებელს დაამონტაჟებს. იმის გამო, რომ ამ კვეთაში არ დგას შესაბამისი მაჩვენებელი, თბილისისკენ მიმავალი სატვირთო ავტომანქანები შეცდომით გოროდოკის დასახლებისკენ მიდიან. ასე საერთაშორისო გადაზიდვების ტრაილერები ხვდებიან ჩიხში და შემდეგ დიდი ძალისხმევა სჭირდებათ აქედან გასასვლელად. ქუჩის გარკვეულ მონაკვეთებში გარე განათებაც გამორთულია, შესაბამისად, ბნელა. ბათუმში ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა …

Exit mobile version