რამ შეამცირა ფოკაში ნაადრევი ქორწინების რიცხვი – არფიკი სომხური თემიდან

„რამდენიმე დღეში ბავშვი უნდა გავაჩინო. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სადაც ვცხოვრობ, ვერ იმშობიარებ. ბევრი ცუდი რამ გესმის და არ გაქვს გარანტია, რომ ბავშვს ან დედას რამე არ დაემართება“ – ამბობს 25 წლის არფიკ აგაიანი სოფელ ფოკიდან. არფიკმა გადაწყვიტა თბილისში გაეჩინა შვილი. ფოკაში მცხოვრებ ყველა ოჯახს არფიკის მსგავსად ამის საშუალება ხშირად არ აქვს. „სტომატოლოგის კაბინეტიც არ იყო ფოკაში …

არ მინდა, ბავშვებს ამ სოფელში ჩემნაირი ბავშვობა ჰქონდეთ – ფოკის სკოლის 27 წლის დირექტორი

27 წლის მოვსეს ალვანჯიანი ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლის დირექტორია. ქართული უცხო ენასავით ისწავლა მოსწავლეობის დროს და ახლა უშეცდომოდ საუბრობს. მოვსესი ამბობს, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე ინტეგრაცია ძალიან გაუჭირდებოდა. იგი ახლა ფოკაში იმავე სკოლის დირექტორად მუშაობს, სადაც თავად სწავლობდა. თავის დროზე მოვსესს გაუმართლა და მეთერთმეტე კლასში გაცვლითი პროგრამით – „არგონავტები“ გონიოს სკოლაში სწავლობდა, …

„ვარ რეგიონიდან, საიდანაც არ ისმის ხმა” – ინტერვიუ აქტივისტთან

„ჯავახეთს ვეძახი რეგიონს, საიდანაც არ ისმის ხმა. რაც იქ ხდება, სოფლის ან ქალაქის დონეზე რჩება და გარეთ არაფერი არ გამოდის,“- ამბობს ტიგრან თარზიანი. ტიგრანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ უჩმანაში დაიბადა და გაიზარდა. სომხური სკოლა დაამთავრა, თუმცა გამართული ქართულით საუბრობს. ის ამბობს, რომ ქართული ენის ცოდნა მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ტიგრანი სამოქალაქო აქტივიზმშია ჩართული. ორი წელია თანამოაზრეებთან …

სასწავლებლად ამერიკასა და ნორვეგიაში – სოფელ ჩანდურადან დაწყებული რიმას გრძელი გზა

რიმა მარანგოზიანი 1+4 პროგრამით სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებაზე. ახლა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) აგრძელებს სწავლას მულტიმედია ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის პროგრამაზე. 23 წლის რიმა თსუ-ში ქართულენოვან პროგრამაზე სწავლობდა. ქართულად სწავლობს GIPA-შიც. საუბრობს უშეცდომოდ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მისთვის მეორე ენაა და სოფელში, სადაც გაიზარდა და  ქართულ ენაზე მოსაუბრე არავინ იყო. რიმა …

ექსპერტმა რომ ნახოს ეს წიგნები, გაოცდება, ბავშვებს არაფერს აძლევს – განათლების სპეციალისტი

25 წლის მარიანა კარაპეტიანი სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში ცხოვრობს. ქართული ენის სწავლა 18 წლიდან დაიწყო, უნივერსიტეტში ჩააბარა 1+4 პროგრამით და ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დასრულების შემდეგ სოფელში დაბრუნდა. მარიანა ახლა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში  სკოლამდელი დაწესებულების კურიკულუმის დანერგვის კოორდინატორია განათლების სამინისტროდან. ინტეგრაციის პროცესი მარიანასთვის ძალიან რთული იყო. მისი თქმით, სკოლის პერიოდში ქართული ენა მან კარგად ვერ ისწავლა, …

სტუდენტი ნინოწმინდიდან, რომელიც ქართული ფილოლოგიის და ქიმიის ფაკულტეტზე სწავლობს

22 წლის გოგო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან ქართულ ფილოლოგიას და ქიმიას სწავლობს ილიას უნივერსიტეტში. გვიყვება, რომ ქართულის კარგად შესასწავლად დრო და ბევრი შრომა დასჭირდა. შოღიკ მშეციანმა ქართული, როგორც უცხო ენა ისე ისწავლა: მის თემში არავინ ლაპარაკობდა ქართულად – ნინოწმინდაში, მის სოფელში, სათხეში, ქართულენოვანი მოსახლეობა არ ცხოვრობს: „ჩემთვისაც ისე რთული იყო ქართულის სწავლა! ვიცოდი მხოლოდ წერა-კითხვა და ვერ …

მარნეულელი 18 წლის სტუდენტის ცხოვრება ბათუმში

18 წლის სამინა რუსტამოვა ეთნიკურად აზერბაიჯანელია. ის ქალაქ მარნეულიდანაა, ახლა ბათუმში ცხოვრობს და სწავლობს. 2021 წელს მან პროგრამა 1+4-ით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. სამინას ვკითხეთ, თუ რატომ ამჯობინა თბილისის რომელიმე უნივერსიტეტში სწავლას ბათუმი და ბსუ. მან გვითხრა, რომ მთავარი მიზეზი ზღვის განსაკუთრებული სიყვარული იყო: „ძალიან მიყვარს ზღვის სუნი. სულ სანაპიროზე ვარ და ტალღების …

რატომ გადაწყვიტა მარნეულელმა ბიჭმა სტუდენტობა ბათუმში

„არ აქვს მნიშვნელობა  ვინ ვართ – ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები თუ სომხები. მე ვფიქრობ, ყველამ, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, უნდა ვიცოდეთ სახელმწიფო ენა“, – ამბობს ჰადი ბადირხანოვი. 20 წლის ჰადი ბადირხანოვი მარნეულიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. მან ბსუ-ში პროგრამით  – 4+1 ჩააბარა. იგი ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე სწავლას ივლისის ბოლოს ამთავრებს. მას სამომავლოდ მუშაობა საჯარო …

სკოლაში 1 პედაგოგი 6 საგანს მასწავლიდა – ქართული ფილოლოგიის სტუდენტი აზერბაიჯანული თემიდან

„მყავს დედა და ერთი კატა. სულ ესაა ჩვენი ოჯახი. ჩემს მარტოხელა დედას არ ჰქონდა ისეთი შემოსავალი, განათლება მოეცა ჩემთვის, ამიტომ ბავშვობიდან ვქსოვ, სამაჯურებს, ხელნაკეთებს ვამზადებ და ვყიდი. მცირე შემოსავალს, რაც ამ საქმით მაქვს, განათლებას ვახმარ. ჩემი კლასიდან მხოლოდ მე მივიღე განათლება. ქართული ფილოლოგიის მესამე კურსზე ვსწავლობ. ერთხელ მე და დედა კახეთში მარწყვის ბაღში ვმუშაობდით, ვკრეფდით …

„ქალის საქმედ დიასახლისობა და მასწავლებლობა ითვლება, არც ერთი არ მინდა, რა ვქნა?“

ასია ბალასანიანი 18 წლის გოგოა ახალქალაქის სოფელ კოჩიოდან. ასია ახლა 1+4 პროგრამით სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქართული ენის მოსამზადებელ კურსს გადის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატში გეგმავს სწავლის გაგრძელებას. ასიას მშობლებს, ახალქალაქის სოფლების მცხოვრებთა უმრავლესობის მსგავსად, მთავარი შემოსავალი სოფლის მეურნეობის პროდუქტებისგან აქვთ. ასე უხდიან ისინი ასიას ქართული ენის კურსის საფასურსაც. კოჩიო ეთნიკური სომხებით კომპაქტურად …

„მასწავლე ქართული უფასოდ” – ეთნიკური უმცირესობების მოთხოვნა

#ქართული2250ლარად #მასწავლექართულიუფასოდ – ამ ორი ჰეშთეგით სოციალურ ქსელში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და არა მხოლოდ ისინი, წერენ ბოლო რამდენიმე საათია. ჰეშთეგით საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ ფაქტს, რომ პროგრამა 1+4-ზე სწავლისას სახელმწიფო ენის ერთწლიანი კურსის გასავლელად მათ 2250 ლარის გადახდა უწევთ. ფეისბუქკამპანია სახელმწიფო ენის უფასოდ სწავლის შესაძლებლობის მოთხოვნით პლატფორმა „სალამის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ქამრან მამადლიმ წამოიწყო. „ქართულ ენაში მოსამზადებელი …

„მინდა იურისტობა ჯავახეთიდან დავიწყო“ – ლილითმა ფოკაში დაბრუნება გადაწყვიტა

22 წლის ლილით კარაპეტიანი ერთ-ერთია იმ 70 ფოკელ სტუდენტს შორის, რომლებმაც ქართული უცხო ენასავით ისწავლეს ბოლო 10 წლის განმავლობაში და საქართველოს უნივერსიტეტებში განაგრძეს სწავლა. ფოკა სამცხე-ჯავახეთის სოფელია. ამ სოფელში ძირითადად სომხურად საუბრობენ. ლილითი მალე სამართლის ფაკულტეტს ამთავრებს, ადვოკატის სასერტიფიკატო გამოცდისთვისაც ემზადება, რომ ფოკაში დაბრუნდეს. საადვოკატო ბიურო გახსნას და ქალებისა და ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იმუშაოს …

არაფერი უსწავლებიათ, მინისტრის აპარატმა კი სერტიფიკატი გადმომცა, თითქოს სტაჟირება გავიარე

„სტაჟირებაზე არ მივლია, არაფერი უსწავლებიათ, მაგრამ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სერტიფიკატი გადმომცა, თითქოს სამთვიანი სტაჟირების გავლის დასტურად“, – ამბობს სევინჯ გუმბათოვა. სევინჯმა 1+4 პროგრამით დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და 2017 წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებულ სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო, რომელიც (1+4 პროგრამით) მოსარგებლე პირებისთვისაა. ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი 1+4 პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების …

Exit mobile version